Jump to content
Planeta.Ge

Blogs

აშშ-მა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი და რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციები გამოაცხადა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები და უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. დახმარების პაკეტი მოიცავს 9.9 მილიარდი აშშ დოლარის საგრანტო დაფინანსებას უკრაინის დასახმარებლად თავისი მოქალაქეების კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის, მათ შორის ჯანდაცვის, განათლებისა და გადაუდებელი დახმარების სერვისებისთვის. თეთრმა სახლმა ასევე გამოაცხადა სანქციები 200-ზე მეტი ფიზიკური პირისა და ორგანიზაცი

ვიტალი კლიჩკო - მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უკრაინელთა ბრძოლის მხარდაჭერისთვის, თქვენი სოლიდარობისთვის და თქვენი პოზიციისთვის! - თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რა არის რუსული აგრესია, რა უბედურება მოაქვს

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინასა და საქართველოც, რომლის ხალხიც დემოკრატიული ევროპისკენ მიისწრაფვიან, წარმატებით გაივლიან ამ გზას. ჩვენი ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრები. ვერავინ შეუშლის ჩვენს ხალხს, გააცნობიერონ თავიანი ცივილიზებული არჩევანი! - ამის შესახებ ქალაქ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მიმართვისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსულ აგრესიას უბედურება, სიკვდილი და ნგრევა მოაქვს. „მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უკრაინელთა ბ

თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომიდან ერთი წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „საქართველოს დედაქალაქი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს და უსურვებს მათ მშვიდობასა და ქვეყნის ერთიანობას“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ოჯახის გამოსახლებისას აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის 24 თებერვალს, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ნიკა გიგაურის ოჯახის გამოსახლებისას აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო ს

ბექა ლილუაშვილი - დასავლელი პარტნიორები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგნენ, ახლა გვეუბნებიან, რომ გზაჯვარედინზე ვდგავართ - სხვანაირად როგორ გვითხრან, რომ სხვა მხარეს წავედით?

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის იზოლაციური პოლიტიკა რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენას ნიშნავს და ქვეყნისთვის მშვიდობის ერთადერთი გარანტი ევროკავშირია. როგორც ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, დასავლელი პარტნიორები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგნენ, ახლა გვანიშნებენ, რომ გზაჯვარედინზე ვდგავართ, რითაც გვეუბნებიან, რომ „სხვა მხარეს წავედით“. „ცხადია, პრეზიდენტის განცხადება, შინაარსობრივი თვალსაზ

საქართველოში პოლონეთის ელჩი - ცდუნებას არ უნდა მივეცეთ, რომ ვთქვათ: “ეს ჩვენ ომი არაა, ვიღაცას ჩვენი ომში ჩათრევა სურს” - ეს არაა სხვების ომი, ეს არაა ომი ჩვენგან შორს

ცდუნებას არ უნდა მივეცეთ, რომ ვთქვათ: “ეს ჩვენ ომი არაა, ვიღაცას ჩვენი ომში ჩათრევა სურს”, - ამის შესახებ საქართველოში პოლონეთის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა განაცხადა. “ჩვენ გვესმის ეს [განცხადებები]. ზოგი პოლონეთშიც ამბობს ამას, ეს პოლიტიკოსების ძალიან მარგინალური ჯგუფია, მაგრამ ეს გტკენს, გრძნობებს გტკენს და ზიანს აყენებს პრინციპებს, რომლებსაც ჩვენ მივდევთ და უკრაინის და სხვა მეზობლების წინაშე წარვადგენთ”, - განაცხადა მაშკიევიჩმა. მან 2008 წელს რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ აგრესიასა დ

პოლონეთმა უკრაინას პირველი Leopard 2 ტანკები გადასცა

პოლონეთმა უკრაინას პირველი Leopard 2 ტანკები გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის სპიკერი პიოტრ მიულერი „ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს. „უკრაინას პოლონეთიდან პირველი Leopard-ები მიეწოდა. პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის დღევანდელი ვიზიტი მნიშვნელოვან ხასიათს ატარებს უსაფრთხოებისთვის უკრაინასა და ევროპაში”, - წერს მიულერი. თავად მორავეცკიმაც კიევში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა. „დღეს აქ არა მხოლოდ მხარდაჭერის სიტყვებით ჩამოვედი, არამედ ც

ჯო ბაიდენი - ერთი წლის შემდეგ, რაც ბომბებმა დაიწყო ცვენა, უკრაინა კვლავ დამოუკიდებელი და თავისუფალია - უკრაინის დროშა ამაყად ფრიალებს

ხერსონიდან ხარკოვამდე - უკრაინელმა მებრძოლებმა დაიბრუნეს თავიანთი მიწა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. “დღეს, ერთი წლის შემდეგ, რაც ბომბებმა დაიწყო ცვენა, უკრაინა კვლავ დამოუკიდებელი და თავისუფალია. ხერსონიდან ხარკოვამდე - უკრაინელმა მებრძოლებმა დაიბრუნეს თავიანთი მიწა. და გასულ წელს რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ნახევარზე მეტზე უკრაინის დროშა კვლავ ამაყად ფრიალებს”, - წერს ბაიდენი. იპნ

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა რევანშიზმა სამუდამოდ უნდა დაივიწყოს კიევი, ვილნიუსი, კიშინიოვი, ვარშავა, ჩვენი ძმები ლატვიაში, ესტონეთში, საქართველოში, ყველა ქვეყანაში, რომელსაც რუსი მკვლელები ემუქრებიან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ახლა დროა, როდესაც ყველას ერთად შეუძლია, დაიცვას თავისუფლება სამუდამოდ. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ ლიეტუვაში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა. „რუსეთი უნდა დამარცხდეს უკრაინაში. რუსულმა რევანშიზმა სამუდამოდ უნდა დაივიწყოს კიევი და ვილნიუსი, კიშინიოვი, ვარშავა, ჩვენი ძმები ლატვიაში, ესტონეთში, საქართველოსა და ყველა სხვა ქვეყანაში, რომელსაც ახლა ემუქრებიან რუსი მკვლელები. ჩვენ ეს შეგვიძლია. ჩ

ანდრეი კასიანოვი - ძალიან შეშფოთებულები ვართ „ქართული ოცნების" და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მუდმივი ანტიუკრაინული რიტორიკით, არამეგობრული განცხადებებით

ჩვენ, ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მუდმივი ანტიუკრაინული რიტორიკით, არამეგობრული განცხადებებით, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის საკითხი უკრაინის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას განეკუთვნება. „უკრაინული მხარის მხრიდან ამისთვის ყველა შესაბამისი მოსამზადებელი ნაბიჯი გადაიდგა. თუმცა, ჩვენ, ძალიან შეშფოთებულები ვართ უკრაინის მ

ევროკავშირის ელჩი - ველოდებით საქართველოს, საქართველო გზაჯვარედინზეა - ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი მომავალი სურთ თავიანთი ქვეყნისთვის

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ ქართველების გადასაწყვეტია როგორი მომავალი სურთ თავიანთი ქვეყნისთვის. „საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარი განხილვა, რომელსაც წლების განმავლობაში ვაწარმოებდით, დასრულებულია და ველოდებით საქართველოს, ველოდებით საქართველოს მოსვლას და საქართველო გზაჯვარედინზეა - ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი მომავალი სურთ თავიანთი ქვეყნისთვის. ჩვენ, ევროკავშირი ღია ვართ, გადაწვეტ

საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები: ევროკავშირი ხელგაშლილი ეგებება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას

"ევროკავშირი ხელგაშლილი ეგებება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა ამ რეგიონში სტაბილურობის, კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის", – ნათქვამია საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრისა და გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის 24 თებერვალს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში. ელჩები იწვევენ ქართველ მეგობრებს, ფოკუსირდნენ ამ შესაძლებლობაზე და გააერთიანონ ძალები 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავზე ელჩების განცხადება არის მცდელობა, გააგზავნონ იმ

შალვა პაპუაშვილი - ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში - უკრაინას და უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის გმირულ ბრძოლაში გამარჯვებას ვუსურვებ - Слава Україні!

ნატოსა და ევროკავშირის სამხედრო და ეკონომიკური დაცვის გარეშე მყოფი, თავად სასიცოცხლო უსაფრთხოების რისკების წინაშე მდგომი ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, 2022 წლის უკრაინა 1921 წლის საქართველო არ უნდა გახდეს. „დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დ

კელი დეგნანი - ბოლო 6-8 თვის განმავლობაში საქართველოში კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ცდილობს საქართველოსა და აშშ-ს შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობას გამოუთხაროს ძირი

ნათელია, რომ ბოლო 6-8 თვის განმავლობაში საქართველოში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. „ნათელია, რომ ბოლო 6-8 თვის განმავლობაში საქართველოში კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ცდილობს საქართველოსა და დასავლეთს შორის, საქართველოსა და აშშ-ს შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობას გამოუთხაროს ძირი. ეს ქართველი ხალხის ნათელ არჩევანს ეწინააღმდეგება, რომლებმაც ძალიან ნათლად და არაე

ანდრეი კასიანოვი - ყველა უკრაინული დროშა, რომელიც საქართველოში, საქართველოს დროშის გვერდითაა აღმართული, ქართველი ხალხისგან არის სოლიდარობის დასტური

უკრაინისა და საქართველოს მტერი არის საერთო, ორივეს ერთი ოკუპანტი გვყავს, რომელიც არ ჩერდება და უტევს ჩვენს ქვეყნებს, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა ორბელიანების სასახლეში, უკრაინაში ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. მისივე თქმით, დემოკრატიული, საერთაშორისო საზოგადოება მიხვდა, რომ არამხოლოდ ევროპის მომავალი, არამედ მთელი მსოფლიოს მომავალი დგას უკრაინის გამარჯვებაზე. „ერთი წელი გავიდა რუსეთის აგრესიის შემდეგ. უკ

პრეზიდენტი - არ შეიძლება, მწუხარება არ გამოვხატო იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი - საბედნიეროდ, საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია

არ შეიძლება, არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი, გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს, რომ გაამართლოს ყველასთვის გაუგებარი, ვითომცდა ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინაში მიმდინარე ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს პოზიცია განსაკუთრებით გაუგებარია ქვეყნისგან, რომელმაც იგივე განსაცდელი არ

კიევი დგას, უკრაინელი ხალხი არნახული სიმამაცით იბრძვის და დასავლეთი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს – აშშ-ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მტრის ხატის შექმნა და მასთან ბრძოლა დიქტატორების შეუცვლელი სტრატეგიაა. ასევე არახალია, რომ დიქტატორები ერთმანეთის შეცდომებს იმეორებენ. პუტინი საკუთარ ხალხს ეუბნება, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მათი მტერია, რომ მხოლოდ ის დგას ჭეშმარიტების გზაზე. პუბლიკა

გიორგი გახარია - 1 წლის თავზე უკრაინა დგას, ძლიერი, დაუმარცხებელი და კიდევ უფრო ახლოს ევროპასთან

1 წლის წინ რუსეთი ფიქრობდა, რომ უკრაინას 3 დღეში დაიპყრობდა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი  გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით,  1 წლის თავზე უკრაინა დგას, ძლიერი, დაუმარცხებელი და კიდევ უფრო ახლოს ევროპასთან. "უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა. მე დარწმუნებული ვარ, ერთად უფრო სწრაფად დავუახლოვდებით ევროპულ ოჯახს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით!", - წერს გიორგი გახარია. 

კობახიძე ომის წლისთავზე: Слава Україні!

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან და ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ზუსტად ერთი წლის წინ უკრაინას უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს, რასაც უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა. უკრაინელი სამხედროები და მოხალისეები გმირულად იბრძვიან საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის! ქედს ვიხრი მათი გმირობისა და თავდადების წინაშე! ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ

“ეს არის ჩემი ყველაზე მთავარი სათქმელი” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ–მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, “ტვ პირველთან” ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს. გიორგი გახარია: –ქართული ოცნების საგარეო კურსი აგებულია იმაზე, რომ ფსონი აქვთ დადებული უკრაინის დამარცხებაზე, ეს არის უმძიმესი სტრატეგიული შეცდომა. რუსეთმა, ღმერთმა ნუ ქნას, ფიზიკურად ამ ომში რამე წარმატებას რომ მიაღწიოს, გეოპოლიტიკურად, რუსეთს უკვე უდიდესი დამარცხება აქვს მიღებული. ჩვენი ეს ვითომ პოლიტიკოსები ამას ვერც ხვდებიან. ეს არის პრინციპული და ჩ

2 წლის შვილის ცემისთვის კახეთში მშობელი დააკავეს - შსს

კახეთის პოლიციამ 2 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით მშობელი დააკავა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს. პუბლიკა

გიტანას ნაუსედა - ერთი წლის წინ რუსეთმა დაიწყო სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, მოძმე უკრაინელებო, ლიეტუვა ბოლომდე თქვენთან არის, თქვენს გამარჯვებამდე

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ერთი წლის წინ მსოფლიო სამუდამოდ შეიცვალა. რუსეთმა დაიწყო სასტიკი ომი სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ. ის, რაც მათ ჩაიდინეს არასდროს ეპატიებათ და არასოდეს მიეცემა დავიწყებას. ერთი წლის შემდეგ, უკრაინა განაგრძობს გმირულ ბრძოლას თავისუფლებისთვის. მოძმე უკრაინელებო, ლიეტუვა ბოლომდე თქვენთან არის, თქვენს გამარჯვებამდე“, – წერს ნაუსედა სოციალურ ქსელში.    

პაველ ჰერჩინსკი - უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება, უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს

უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. მიმდინარე ომი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ღირებულებებისა და პრინციპების უპრეცედენტო დარღვევაა. უკრაინას თავს დაესხნენ, რადგან მას სურდა საკუთარი მომავალი თვითონ და არა მოსკოვის მითითებით განესაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. ელჩის თქმით, გაერო-ს წესდების შესაბამისად, უკ
×
×
  • შექმენი...