Jump to content
Planeta.Ge

Blogs

იენს სტოლტენბერგი - უკრაინას უნდა მივაწოდოთ ყველაფერი, რაც გამარჯვებისთვის სჭირდება

უკრაინისთვის ნატოს დახმარება 100 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჰელსინკში SAMAK-ის ჩრდილოეთის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. “ნატოს მოკავშირეები ერთად უკრაინას 100 მილიარდ ევროზე მეტს აწვდიან. ახლა სწრაფად უნდა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები, რომლებიც წვრთნისა და მძიმე იარაღის მიწოდების მხრივ ავიღეთ. საკვანძო შესაძლებლობები უკრაინაში იქამდე უნდა ჩავიდეს, სანამ რუსეთი ინიციატივის ხელში აღებას შეძლებს”, - თქვა სტოლტენბერგმა.

გორში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ერთი პირი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა

გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ორმა პირმა სხეულის დაზიანება მიიღო. ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა „ინტერპრესნიუსს“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე დაჭრილს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება. როგორ „ინტერპრესნიუსის“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მო

დმიტრო კულება - საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის პროცესი ფინალურ ეტაპზეა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის პროცესი ფინალურ ეტაპზეა, თუმცა, როდის ჩავა დიპლომატი უშუალოდ საქართველოში, ეს უკვე პოლიტიკური საკითხია. კულებას მტკიცებით, კიევი თბილისთან მჭიდრო დიპლომატიური კავშირების დამყარებას ცდილობს. „ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია. საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭების მიზნით თითიც კი არ გაგვინძრევია. პირიქით, ბევრი ჩავდეთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში“, - აღნიშნა კულებამ. მისი თქმით, მიუხედ

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრების დირექტორი - ქართული გუნდის მუშაობა შთამბეჭდავია, ძალიან ამაყები ვართ თქვენით!

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები აქტიურად აკვირდებიან ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს, ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. ამის შესახებ ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები ერთხმად აღიარებენ, რომ საქართველო ღირსეულად ართმევს თავს მიმდინარე პროცესებს. როგორც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრების დირექტორი, რობი მორესი განმარტავს, ბაკურიანში მოკლე დროში სერიოზული სამუშაოები ჩატარდა.

გიორგი კვირიკაშვილი უცხოური გავლენის კანონპროექტზე - მისმა მიღებამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას - იმედია, „ქართული ოცნება“ არ გადადგამს ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა, დაგვაშოროს მიზანს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს 2023 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას. როგორც კვირიკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის წამოწევამ უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს დემოკრატიული იმიჯი. „არსებულ საერთაშორისო თუ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შეს

შვედეთის ელჩი „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებულ კანონპროექტზე - ჯერ კიდევ არის დრო და იმედი გვაქვს, რომ საქართველო არ მიიღებს ამ კანონს

მიგვაჩნია, რომ ამ სახის კანონი შეუსაბამო იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ფასეულობებთან, შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროინტეგრაციასთან. ჯერ კიდევ არის დრო და იმედი გვაქვს, რომ საქართველო არ მიიღებს ამ კანონს, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ყველამ ვნახეთ შეთანხმებული პასუხი საქართველოს უახლოესი საერთაშორისო მეგობრებისა და პარტნიორებისგან, ევროკავშირისგან, ევ

შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილი შემოიპარა და რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, არავინ იცის, ვისი ტანკი იდგებოდა ქუჩაში, დამნაშავის შეფარებით, ევროპამ მაშინ მიგვიყვანა ზღვრამდე, როცა შეიძლება, ყოფილიყო სამოქალაქო არეულობა

მიხეილ სააკაშვილი შემოიპარა საქართველოში და რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, არავინ იცის, რა იქნებოდა ქუჩაში, ვისი ტანკი იდგებოდა და რა არეულობა იქნებოდა ქვეყანაში, ჩვენ გადაგვარჩინა ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ევროპამ დამნაშავის შეფარებით ქვეყანა მიიყვანა იმ წითელ ზღვრამდე, როცა შეიძლება, ყოფილიყო სამოქალაქო არეულობა. „ერთი რამ უნდა ითქვას და ამას გეტყვით როგორც

აფხაზური ღვინო ბელარუსში გავა

სოხუმი და მინსკი ბელარუსში აფხაზური ღვინის შეტანაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ტელეარხ Россия 24-ის ეთერში განაცხადა. მან დასძინა, რომ შესაბამის მოლაპარაკებას ხელი უახლოს მომავალში მოეწერება. „განიხლება აფხაზეთში დამზადებული სხვა პროდუქციაც. მეორე მხრივ კი, ბელარუსში დამზადებული პროდუქტები, მათ შორის რძის პროდუქტები, აფხაზეთში შემოვა“, - განაცხადა არძინბამ. ამასთან, არძინბას თქმით, სოხუმი და მინსკი სხვადასხვა ერთო

მმართველი პარტიის დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 223 მლნ ლარის ტენდერებში გაიმარჯვეს -TI

3 თვეში პარტიებმა 742 230 ლარის შემოწირულება მიიღეს - 50% „ქართულ ოცნებაზე“ მოდის. საუბარია 2022 წლის 1-ლი ოქტომბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდზე - ინფორმაციას საერთაშრისო გამჭირვალობა საქართველო ავრცელებს. ამავე პერიოდში პარტიის შემწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჯამურად 102 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვეს, სულ კი 223 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული. ამავე პერიოდში მმართველი პარტიის დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 51 000 ლ

ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველო მასპინძლის სტატუსით წარდგება სლოგანით „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“

„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ – ამ სლოგანით და მრავალფეროვანი პროგრამით საქართველო გერმანიაში, ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე მასპინძლის სტატუსით წარდგება. 6 მარტს ITB Berlin-ის გამოფენის გახსნამდე საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს. 6 მარტს გამოფენის გალაგახსნის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური ღონისძიება „უსაზღვრო ქართული კულტურა“, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული კულ

სალომე ზურაბიშვილი - მეტი ქალი როცა იქნება ქართულ პოლიტიკაში, პოლარიზაცია, ეს უდიდესი სენი, უფრო დაძლეული იქნება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ფორუმი „პოლიტიკური ფორუმი გენდერული თანასწორობისთვის“ გახსნა და მოწვეულ სტუმრებსა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ყოველწლიური პოლიტიკური ფორუმი ქმნის თანამშრომლობის პლატფორმას, რათა წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების წევრებმა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსის, განვითარების საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლებმა შეა

შალვა პაპუაშვილი - აუხსნელია, რატომ იფარებდა ევროპის ესა თუ ის ქვეყანა სააკაშვილს, იფარებენ კეზერაშვილს, ადეიშვილს, ვერ ვხვდები, დამნაშავისთვის ხელის დაფარება რომელ ევროპულ ღირებულებაში წერია

ჩემთვის აუხსნელია, რატომ იფარებდა ევროპის ესა თუ ის ქვეყანა მიხეილ სააკაშვილს, ასევე აუხსნელია, დღემდე რატომ იფარებენ ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყნები დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ეს ქვეყნები არ უწყობენ ხელს მართლმსაჯულების აღსრულებას და აღნიშნა, რომ ვერ ხვდება, დამნაშავისთვის ხელის დაფარება რომელ ევროპულ ღირებულებაში წერია. „იცით, რ

არჩილ თალაკვაძე - ვეტომდე ჯერ ბევრი დროა - განცხადების წინასწარ გაკეთება იმაზე, რასაც წინ უსწრებს განხილვები და საპარლამენტო დისკუსია, არ მგონია, რომ სწორი იყოს

ვეტომდე ჯერ ბევრი დროა. შესაბამისად, განცხადების წინასწარ გაკეთება იმაზე, რასაც წინ უსწრებს განხილვები და საპარლამენტო დისკუსია, არ მგონია, რომ სწორი იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ “უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება ამ კანონთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება საქართველოს ინტერესებში და და

საქართველოს პრეზიდენტი „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონზე - ვეტოს დავადებ! - ეს კანონი არის იმისთვის, რომ ევროპასთან დაგვაშოროს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აპირებს, „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონს, მიღების შემთხვევაში, ვეტო დაადოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა გენდერული თანასწორობისთვის ყოველწლიური პოლიტიკური ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს ევროპასთან აშორებს. „რადგან აქ ბევრი არასამთავრობოა, იმისთვის, რომ ჟურნალისტები ერთად არ დამესიონ, ვიტყვი, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ კანონის, რომელიც ახლა განიხილება. არ შევალ ამ კანონის განხი

ვოლოდიმირ ზელენსკი - წელს არის დრო, რომ გადაწყდეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი - ერთად ბრძოლაში, ერთად გამარჯვებაში!

ერთი წლის წინ, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მე-5 დღეს, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა და კანდიდატის სტატუსი მიიღო, წელს არის დრო, რომ გადაწყდეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს. მისი თქმით, უკრაინა ყოველთვის იყო და იქნება ევროპა. „სწორედ უკრაინამ გააერთიანა ევროკავშირი ისე, როგორც არასდროს. სწორედ უკრაინა იცავს ევროპულ ღირებულებებს მომავალი თაობებისთვის. სწორედ უკრაინაა, ს

მამუკა მდინარაძე - ბოლოს, როცა პიარული თავხედობიდან გამოვლენ, ნახავენ, რომ შავით თეთრზე დაწერილი დარჩება მხოლოდ გამჭვირვალობის მიზანი და ამით არცერთი ბენეფიციარი ვერ და არ დაზარალდება

როგორ შეიძლება, ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანზე ვინმე ამბობდეს, რომ ეს არის რუსული კანონი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძემ კომენტარი გააკეთა „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს:  „საქართველოს პარლამენტში ინიცირებულმა კანონპროექტმა, შესაძლოა, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და მისწრაფებებს“

გიორგი გახარია - დღეს შევხვდი საქართველოში ლიეტუვის ელჩს და ვთხოვე ლიეტუვის მთავრობის მხარდაჭერა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში

დღეს შევხვდი საქართველოში ლიეტუვის ელჩს და ვთხოვე ლიეტუვის მთავრობის მხარდაჭერა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარიასოციალურ ქსელში წერს. "ქართველმა ხალხმა ეს დაიმსახურა. ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველო დაბრუნდეს დემოკრატიის გზაზე", - წერს გიორგი გახარია. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“- 2022 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ“ 370 000 ლარის შემოწირულება მიიღო, „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ („ალტ-ინფო“) - 158,098 ლარი, „ლელომ - 151 337 ლარი

2022 წლის 1-ელი ოქტომბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 742 230 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან 370 000 ლარი (50%) მმართველ პარტიაზე მოდიოდა, მეორე ადგილზეა „კონსერვატიული მოძრაობა“ („ალტ-ინფო“) 158,098 ლარით, ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ 151 337 ლარით, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის ბოლო კვარტალში 42 255 ლარი შემოწირულობის სახით მიიღო პარტიამ

პროკურორის განცხადებით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესზე, დღეს დასაკითხი მოწმე მნიშვნელოვან ჩვენებას მისცემს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, კომისიის ერთ-ერთ ყოფილ წევრს დაკითხავენ. როგორც საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, დღეს დასაკითხი მოწმე მნიშვნელოვან ჩვენებას მისცემს სასამართლოს. სწორედ აღნიშნული პირი იყო 2005-2007 წლებში კომისიის წევრი და კომისიის სხდომის მდივანი.

სწორედ დონორების მხარდაჭერით შეიცვალა შრომის კანონმდებლობა და შეიქმნა შრომის ინსპექცია - პროფკავშირების გაერთიანება

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ დაინცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, განსაკუთრებით კი 27 თებერვალს დარეგისტრირებული ალტერნატივა, უხეშად არღვევს თავად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებებს კანონპროექტის ზოგიერთი პუნქტი იმდენად ბუნდოვანია, რომ განუსაზღვრელად ზრდის როგორც ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილებას, თითქოსდა კონტროლის გზით ჩაერიოს ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობაში, ი

ნათია მეზვრიშვილი - ოცნების კანონები იდენტურია რუსულის და უნგრულის და არა ამერიკულის

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებულ კანონპროექტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ოცნების კანონპროექტები პირდაპირი იერიშია კანდიდატის სტატუსზე და მიზნად ისახავს არჩევნებისთვის ველის მოსუფთავებას.  "კიდევ ერთხელ, მარტივი ფაქტები ოცნების პროპაგანდის საპირწონედ: ამერიკული კანონი (FARA, 1938) ლობიზმზეა, ფაშისტურ/კომუნისტურ პროპაგანდას, რუსულ გავლენებს, მტრულ ძალებ

დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა სააკაშვილის გარემოცვას მიმართონ - ვოლსკი

“კარგი იქნებოდა ამ დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა, ნებისმიერმა ვინც ამ საკითხში ერკვევა, მიმართონ სააკაშვილის გარემოცვას, რომ თავი დაანებონ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის სტრატეგიას” – ამბობს გია ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით მძევლად აიყვანეს სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობით სპეკულირებენ. „მე ტექსტს არ ვიცნობ, მაგრამ ევროკავშირის დემარში გარკვეულ უმართლობის ელემენტებს მოიცავს” – ამბობს იგი. „შვედეთის ელჩთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის თავმჯდომარე

ეს კანონი პირდაპირ ურტყამს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და დემოკრატიას – გია დვალი

ფიზიკოსი გია დვალი ეხმაურება  “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ “ხალხის ძალის” კანონპროექტს და აცხადებს, რომ ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და დემოკრატიულობას. ამის შესახებ მან დღეს, 27 თებერვალს TV პირველის ეთერში ისაუბრა. “ეს არის კანონი, რომელიც პირდაპირ ურტყამს და ანგრევს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას იმიტომ, რომ ეს უკვე გადის ისეთი ქმედებების კატეგორიაში, რომელზეც გარედან რეაგირება შესაძლებელია და აუცილებლად იქნება. ეს არის კანონი, რომელიც პირდაპირ ურ
×
×
  • შექმენი...