Jump to content
Planeta.Ge

Blogs

მიხეილ დაუშვილი - საინტერესოა, რას ემსახურებოდა დავით კეზერაშვილის ინტერვიუ, რადგან უფრო მეტი კითხვა გაჩნდა, ვიდრე საზოგადოებამ რაიმეზე პასუხი გაიგო

სერიოზულად მეკითხებით, დავით კეზერაშვილი გვაფინანსებს თუ არა?! - სისულელეა! ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს, - ასე უპასუხა ჟურნალისტებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა. მისივე თქმით, საინტერესოა, რას ემსახურებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინტერვიუ, რადგან კითხვა უფრო მეტი გაჩნდა, ვიდრე საზოგადოებამ რაიმეზე პასუხი გაიგო. „პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება ყველას აქვს. მიუღებელია ჩრდილიდან გაურკვეველი წარმომავლობის ფულით პროცესების მართვა და კეთება. ამას უნდა ვ

ბექა ლილუაშვილი - მივმართავთ მთავრობას, ბიუჯეტში შემოსული დამატებითი ფინანსური რესურსით გაორმაგდეს ონკოპაციენტებისა და დიაბეტით დაავადებული ბავშვების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსაზღვრული ფინანსური ლიმიტები

პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი, მთავრობას მიმართავს, გაორმაგდეს ონკოპაციენტებისა და დიაბეტით დაავადებული ბავშვების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსაზღვრული ლიმიტები.   მისი თქმით, ქვეყანაში არსებული გამოწვევის პირობებში ხელისუფლებამ უწყვეტად უნდა გააგრძელოს საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილის მხარდაჭერა.   "დღეისთვის ონკოპაციენტების და მათი ოჯახის მდგომარეობა, მნიშვნელოვნად დამძიმდა. ეს გამოიწვია საჭირო წამლებზე ფასების 4-ჯერ ზრდამ

დარღვევები და გამოწვევები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში - სახალხო დამცველმა 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტში 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა. 347-გვერდიან დოკუმენტში წარმოდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მიმოხილულია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა. ომბუდსმენის აპარატის შეფასებით, 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, მეტიც, რიგი მიმარ

კვირის ბოლოს ვიმსჯელებთ რიკოთზე მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობაზე - საავტომობილო გზების დეპარატამენტის თავმჯდომარე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი წერეთლის განცხადებით, 30 მარტიდან რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა მეწყრული პროცესების გამო შეზღუდეს. ავტომობილებს ახლა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზით უწევთ გადაადგილება, რიკოთზე კი მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევა და კვირის ბოლოს წინასწარი შედეგებით იმსჯელებენ მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობაზე. „დაკვირვების შედეგად, გამოვლინდა ბზარების ზრდის და აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების განვითარების და ჩამოსვლის ტენდენცია. ამიტომ, სპეციალი

ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში ედება ბრალი, ადვოკატი ციხეში დღეს პირველად მოინახულებს

ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში ედება ბრალი, ადვოკატი ციხეში დღეს პირველად მოინახულებს. როგორც ადვოკატმა ლიკა ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას მოისმენს იმასთან დაკავშირებით, რაზეც ბრალდება აქვს წარდგენილი. „ლაზარეს 15:30 საათზე, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ვნახავთ. რა მოხდა, ყველაფერს გავიგებთ დღეს. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, საჩივრით გუშინ მივმართეთ. სასამართლოს გან

სალომე ზურაბიშვილი - საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება, ეს იქნება ევროპის სიძლიერისა და ერთობის კიდევ ერთი დადასტურება

დღეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება არის ჩვენი უალტერნატივო მიზანი - დიახ, საქართველო და ქართველი ხალხი დიდ ევროპულ ოჯახში ისტორიული ადგილის დაბრუნებას იმსახურებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ და ქართველმა ხალხმა ევროპული ფასეულობებისადმი თავისი ურყევი ერთგულება არაერთხელ დაამტკიცა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის მოს

ლიეტუვის პრეზიდენტი - ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვა მოკლე და მარტივი გზა არაა - გვწამს საქართველოს ევროპული პერსპექტივის და გვჯერა, რომ ეს გახდება მთავრობისთვის მაკონსოლიდირებელი, რათა რეფორმები განახორციელოს

ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვა მოკლე და მარტივი გზა არაა - გვწამს თქვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის და გვჯერა, რომ ეს გახდება მთავრობისთვის მაკონსოლიდირებელი, რათა რეფორმები განახორციელოს, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ნაუსედამ აღნიშნა, ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე ისაუბრეს იმის აუცილებლობაზე, რომ გაიზარდოს საზოგადოების მედეგობა, გაძლიერდეს ქვეყნის ინსტიტუ

ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ვ ილნიუსში, პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცერემონიის ფარგლებში შესრულდა საქართველოს და ლიეტუვის ჰიმნები. საქართველოს პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედას თანმხლები დელეგაციის წევრები წარუდგინა. საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის დეპუტატები: ალექსანდრე ელისაშვილი და თეონა აქუბარდია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულა

სახალხო დამცველმა ახალი მოადგილეები წარადგინა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ახალი მოადგილეები წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, მისი მოადგილეები იქნებიან ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე. „როგორც იცით, გიორგი ბურჯანაძემ და ეკა სხილაძემ დატოვეს სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობები. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი მოადგილეები ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე, ორივე მათგანი ჩემთან ერთად გააგრძელებს მუშაობას,“- განაცხადა იოსელიანმა. იპნ

ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთს ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 5 აპრილს პოლონეთს ეწვევა, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის აპარატის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა მარკინ პრჟიდაჩმა ადგილობრივ მედიას განუცხადა. „ოთხშაბათს, 5 აპრილს, ველოდებით უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს პოლონეთში“, - განაცხადა პრჟიდაჩმა. მისი თქმით, ზელენსკი პოლონეთში პრეზიდენტ ანჯეი დუდას მიწვევით ჩადის. ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ზელენსკი პოლონელებთან და პოლონეთში მცხოვრებ უკრაინელებთან შეხვედრას გეგმავს.

მონტენეგროში დასრულდა მილო ჯუკანოვიჩის 30-წლიანი მმართველობა

მონტენეგროს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა ქვეყნის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, მემარჯვენე-ცენტრისტული მოძრაობის „ევროპა ახლა“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაკოვ მილატოვიჩმა. არჩევნების წინასწარი შედეგებით, მას მხარი დაუჭირა კენჭისყრაში მონაწილეთა 60%-მა. არჩევნებში დამარცხება აღიარა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, სოციალისტმა მილო ჯუკანოვიჩმა. 61 წლის ჯუკანოვიჩი მონტენეგროს 30 წელზე მეტხანს მართავდა. 1991 წლიდან ხუთჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, ხოლო 1998-2002 წლებში და 2018 წლიდან დღემდე - პ

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვაში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვაში ჩავიდა. დახვედრის ცერემონია ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ინფორმაციას და ფოტომასალას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. "წლის ბოლოსკენ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თითოეული მისი წევრის და ლიეტუვის მხარდაჭერაც. ასევე, მნიშვნელოვანია ვიზიტი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის კუთხითაც, რადგან სწორედ ნატოს სამი

“საჩუქარში ჩამალული ბომბი” — პეტერბურგში აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი ემსხვერპლა

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადენ ტატარსკი ემსხვერპლა. ინფორმაციას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. აფეთქება ერთ-ერთ კაფეში მოხდა. დაშავებულია, სულ მცირე, 25 ადამიანი. როგორც BBC წერს, სამხედრო ბლოგერი სპიკერად იყო მიწვეული ზემოხსენებული კაფეს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, როცა აფეთქება მოხდა. ვლადენ ტატარსკი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი მაქსიმ ფომინია, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის აქტიური მხარ

ჩეხეთის საგარეო მინისტრი - გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირება სჭირდება - ორგანოს, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს მშვიდობას, თავმჯდომარეობს სახელმწიფო, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებას

ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, საჭიროა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირება. „ვეთანხმები ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირება სჭირდება. ამის უახლესი მტკიცებულებაა ის ფაქტი, რომ ორგანოს, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს მშვიდობას, თავმჯდომარეობს სახელმწიფო, რომელიც არღვევს გაერო-ს წესდებას და საფრთხეს უქმნის მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებას“, - დაწერა იან ლიპავსკიმ „ტვიტერზე“. შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს, გაერო-ს უშიშროების საბჭოშ

გერმანიის ვიცე-კანცლერი უკრაინაში ჩავიდა

გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი დღეს დილით უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა. რობერტ ჰაბეკის განცხადებით, კიევში დაგეგმილი პოლიტიკური მოლაპარაკებების მიზანია, უკრაინას მისცენ იმის იმედი, რომ ქვეყანა ომის შემდგომ აღდგება. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იქნება ფოკუსირებული. რობერტ ჰაბეკს, რომელ

ფოტო, ვიდეო | „ნდობა ქალებს, უნდობლობა მოძალადეებს“ - თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართა

დღეს, 2 აპრილს თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართა. მსვლელობა აღმაშენებლის გამზირიდან დაიწყო. „ნდობა ქალებს, უნდობლობა მოძალადეს“, „სოლიდარობა ქალებს, თანასწორობა ქალებს, ძალაუფლება ქალებს, თავისუფლება ქალებს, სამართალი ქალებს“ – ასეთი იყო მარშის ძირითადი გზავნილები. მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის წინ შეიკრიბნენ ქალები, უფლებადამცველები, აქტივისტები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ასევე სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სამოქალაქო საზ

ლევან იოსელიანი - ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა და ჩაგვრა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს

ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა და ჩაგვრა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს , - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ დაწერა. ლევან იოსელიანი ეხმაურება თბილისში გამართულ ქალთა სოლიდარობის მარშს, რომელსაც თავადაც ესწრებოდა და აღნიშნავს, რომ ყველამ ერთად უნდა დავგმოთ ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა და მუდმივად ვიყოთ ამ უფლებების დაცვის სადარაჯოზე. “დღეს, არა მხოლოდ როგორც სახალხო დამცველი, არამედ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და გოგოს მამა მივედი

გიორგი ვოლსკი ლაზარე გრიგორიადისზე - ეს აჩვენებს იმ ოპოზიციური თუ ექსტრემისტული დაჯგუფების შინაარსს, ვისთანაც დღეს გვაქვს საქმე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი აჩვენებს იმ „ოპოზიციური თუ ექსტრემისტული დაჯგუფების შინაარსს, ვისთანაც დღეს გვაქვს საქმე“. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა, როდესაც გამოხმაურა პოლიციელზე თავდასხმის და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ვოლსკის განცხადებით, საზოგადოებისთვის ნათელია, რომ გრიგორიადისმა „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლით, პოლიციელები ცოცხლად დაწვისთვის გაიმეტა. რაც შეეხება

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ყირიმის დეოკუპაციის 12 ნაბიჯი წარადგინა

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა ყირიმის დეოკუპაციის 12 ნაბიჯი წარადგინა. დოკუმენტი რუსეთის მეირ ანექსირებული ნახევარკუნძულის უკრაინის იურისდიქციაში დაბრუნებას ითვალისწინებს. პროგრამა მოიცავს ყირიმის ხიდის სრულ დემონტაჟს, იმ რუსი მოქალაქეების გასახლებას, რომლებიც ყირიმში 2014 წლის შემდეგ ჩავიდნენ, სევასტოპოლისთვის სახელის გადარქმევას. დანილოვის თქმით, სევასტოპოლისთვის სახელის შეცვლა აუცილებელია, რადგანაც „ის გარკვეულ როლს თამაშობს რუსულ იდეოლ

ჯოზეფ ბორელი გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობაზე - საპირველაპრილო ხუმრობას შეეფერება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საპირველაპრილო ხუმრობას შეეფერება. „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, ის მუდმივად არღვევს გაეროს სამართლებრივი სისტემის არსს“, - დაწერა ბორელმა „ტვიტერის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე. ამასთან, ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი იმუშავებს იმისთვის, რომ

გია ვოლსკი - ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს

ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის საქართველოში ვიზიტი შეაფასა. მისივე თქმით, ვიოლა ფონ კრამონი იმისთვის ჩამოვიდა, რომ დასავლური პოლიტიკის დისკრედიტაცია მოახდინოს. "ვიოლა ფონ კრამონი ამ სადისტური მოქმედებების მხარდაჭერით ყველაფერს ხაზს უსვამს. იგი იმისთვის ჩამოვიდა, რომ დასავლური პოლიტიკის დისკრედიტაცია მოახდინოს, რა

ნინო ლომჯარია: ირღვევა ლაზარეს უდანაშაულობის პრეზუმფცია

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის ლიდერი 7-9 მარტის აქციების მონაწილეების დემონიზებას ცდილობენ და ამ განზრახვის რეალიზებას ლაზარე გრიგორიადისის საქმით აპირებენ. ლაზარე გრიგორიადისი ბრალდებულია აქციების დროს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში. ნინო ლომჯარია „ფეისბუკზე“ წერს, რომ საჯაროდ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ ჩანს, რომ ლაზარემ ისროლა ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილი”. ამასთან, ირღვევა მის

სასამართლომ არ გაითვალისწინა ლაზარეს საქმის კონტექსტი, დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება - ყოფილი მოსამართლე

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებით სასამართლო მხოლოდ ნორმის მშრალად შემფარდებელ ორგანოდ იქცა. მისი განმარტებით, პირველმა ინსტანციამ არ გაითვალისწინა ლაზარეს საქმის საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტექსტი. ყოფილი მოსამართლის შეფასებით, განსახილველ საქმეზე კონტექსტის გაუთვალისწინებლობა ცალსახად მიუთითებს სასამართლოს მიკერძოებაზე. „მოსამართლე ვალდებულია, საქმის
×
×
  • შექმენი...