გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. (მცირე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რაიონში).
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.
„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში
დღეს, 27, ოქტომბერს, მთავრობის ინიციატივით დაწესებული, მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, სადაც გამორჩეულ პედაგოგებს გამოავლენენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია მუშაობს პედაგოგების შერჩევაზე. ვიდეოში ასახულია გადარჩევის პროცესი და საუბრობენ ჟიურის წევრები.
განათლებ
26 ოქტომბერს თბილისის საკრებულოში ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ დეპუტატებმა ზაზა თავაძემ, სალომე კობალაძემ და გიორგი შარაშიძემ მოქალაქეებს საკრებულოში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს.
როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა გიორგი შარაშიძემ მოქალაქეებთან შეხვედრაზე განაცხადა, თბილისის საკრებულოში გახარიას გუნდისთვის ანტიკორუფციული ინიციატივები მთავარ პრიორიტეტად რჩება, ისევე როგორც კარგი მმართველობა, ევროპული თვითმმართველობა, სატრანსპორტო რეფორმა, მოქალაქეთა უსაფრთხოება და სოციალუ
“თუკი ვინმე ევროკავშირს არწმუნებს, რომ სტატუსი დღეს არ მოგვცენ და გადადონ ეს ამბავი, ასეთი ადამიანები “ოცნებაზე” უარესები არიან.
რაც შეეხება წინსვლას კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, “ოცნების” პირობებში წინსვლა საერთოდ არ გაგრძელდება ან თუ გაგრძელდება ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურება.”
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
396534171_348694740886151_2166910741474691325_n.mp4
“საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე მიღებული აქვს და რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურებაა, განსაკუთრებით ბოლო 30 წლიანი ბრძოლისა და გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა რუსეთთან პირისპირ არ დაგვტოვონ. კანდიდატის სტატუსის მიღებას საკუთარ დამსახურებად ვერავინ მიიწერს ქართველი ხალხის გარდა!
ყველაზე მძიმე რეალობა არის ის, რომ საქართველო საგრძნობლად უკანაა იგივე მოლდოვასთან შედარებით და ჩამორჩება გაწევრიანების პროცესში.
ჩვენი
დედაქალაქის საკრებულოში „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა, სალომე კობალაძემ, ზაზა თავაძემ და გიორგი შარაშიძემ ფრაქციის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს.
დეპუტატებმა საზოგადოებას გააცნეს თბილისის მერიაში არსებული კორუფციის, არაეფექტიანი მენეჯმენტის, სატრანსპორტო და ურბანულ პრობლემებთან დაკავშირებული ფაქტები.
პრეზენტაციას პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერები ესწრებოდნენ.
"კობახიძემ ერთხელ თქვა, ძალიან ბევრი ბუზი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუისო. ამ ბზუილს მიეჩვია თვითონვე, როგორც ჩანს."
ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
396063691_318920074091517_5385189348649761654_n.mp4
პარტიამ „საქართველოსთვის“ საკუთარი რიგებიდან ორი წევრი გარიცხა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
პარტიის განცხადებით, „ქართული ოცნება“ კვლავ განაგრძობს მათი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, ბინძური მეთოდებით მიზანმიმართულ ბრძოლას.
"პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებს მიტაცებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, ძალოვან სტრუქტურებს და სპეცსამსახურებს, პარტი
ძალიან მკაფიოდ გვაქვს გაკეთებული განცხადება, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ ვაპირებთ. დამერწმუნეთ მედია და საზოგადოება იქნება პირველი, ვინც ჩვენგან გაიგებს ვაპირებთ თუ არა ვინმესთვის კარის გაღებას.
როცა ვამბობთ, რომ “ნაცებმა” და “ოცნებამ” ჯამში 50%-ზე ნაკლები უნდა აიღონ, ეს ხედვა არის რეალური. ფაქტია, მათ აღელვებთ, რომ “ნაცების” და “ოცნების” 20 წლიანი მმართველობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ნებისმიერი კვლევა, მათ შორის ბოლო კვლევები ადასტურებს, რომ ამ ქვეყნის
„ჩვენს წინააღმდეგობას ასეთი კონსპირაციებით ვერ შეასუსტებთ, რადგან ეს პროტესტი გულწრფელი და სამართლიანია, – მოძრაობა „ქართული კინო საფრთხეშია” ეხმაურება „ტრენინგების საქმეს” და მას კრიტიკული აზრის ჩახშობისა და საზოგადოების დაშინების მცდელობად აფასებს. გთავაზობთ განცხადებას:
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოკითხვაზე იბარებს ხელოვანებს, რომლებიც სექტემბერში დაესწრნენ USAID-ის დაფინანსებით ტრენინგს.
უწყების მტკიცებით, ტრენინგის მონაწილეებს „ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედო
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ძალიან დიდი სურვილია, რომ ევროკავშირს დაუახლოვდეს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„ეს აშკარად გადამწყვეტი კვირები იქნება საქართველოსთვის, 8 ნოემბერს გაფართოების პირველი ანგარიში გამოქვეყნდება და მიმდინარე წლის ბოლოს, დეკემბრის შუა რიცხვებში, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შესახებ“, - განაცხადა ჰერჩინსკი
ხის დარგვის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ქალაქ თბილისის N 65-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
სკოლის მოსწავლეებს ტყის მნიშვნელობის შესახებ სემინარი ჩაუტარდათ, რომლის შემდეგ მათ ხეების დარგვაში მიიღეს მონაწილეობა.
მოსწავლეებმა უთხოვრის - Taxus baccata 5 ნერგი დარგეს.
Taxus baccata მესამეული პერიოდის იშვიათი რელიქტური წიწვოვანი მცენარეა. იგი გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში. სახეობა შეტან
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს ხვდება. დიპლომატებისა და პრეზიდენტის შეხვედრა ორბელიანის სასახლეში მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განცხადებები არ გაკეთებულა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე რამდენიმე კვირაა შეხვედრებს მართავს, როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო სექტორის თუ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან.
იპნ
ხუთშაბათს 26 ოქტომბერს 11:00 საათზე თბილისის საკრებულოში ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” გაწეული საქმიანობის ანგარიშს მოქალაქეებს წარუდგენს.
თემები: კორუფცია თბილისის მერიაში. არაეფექტიანი მენეჯმენტი. სატრანსპორტო და ურბანული პრობლემები.
ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" ავრცელებს.
USAID-ის ახალი პროექტი საქართველოში განათლების სექტორს 14 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს.
პროგრამის წარდგენა დღეს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩი ერინ ელიზაბეტ მაქიი.
პროგრამა „განათლება მომავლისთვის“, რომელსაც USAID საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) არიზო
ისრაელი გაეროს ენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის გადადგომას ითხოვს და აცხადებს, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებზე ვიზებს აღარ გასცემს, იტყობინება The Times of Israel.
ისრაელის პროტესტის მიზეზი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე 24 ოქტომბერს გუტიერეშის გამოსვლა გახდა, რა დროსაც მან ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მხრიდან ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის საფუძვლის ახსნა დაიწყო.
მისი თქმით, „ჰამასის თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა“. გუტიერეშმა ამ კონტექსტში ისრაელისა და პალესტინის კონფ
პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში რუსთავში შეხვედრა გაიმართა პარტიის ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენლებთან, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიასთან, რუსთავისა და ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრებთან და პარტიის აქტივისტებთან., - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენლობის გუნდს შეხვდნენ პარტიის თავმჯდომარ
"ნუ დაგვღალეს! კობახიძეს თავისი მილიონი პრობლემა აქვს და მიხედოს - ხომ იძახიან, რომ 1%-იანები ვართ და თავი დაგვანებონ."
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
395994311_1384654505755822_2720911518011420095_n.mp4
დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი დისტრიბუციის მანქანის მძღოლსა და მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს შორის გზის დათმობასთან დაკავშირებით წარმოიშვა.
დაშავებული მამაკაცი დისტრიბუციის მანქანის მძღოლია, ის ფეხის არეში ცივი იარაღითაა დაჭრილი და კლინიკა „ვივამედშია“ გადაყვანილი.
სამართალდამცავებს გამოკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი დაჭრილი მამაკაცის მეწყვილეც. უცნობია, დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და კონტრაბანდის ბრალდებით დააკავა. როგორც რადიო „მოზაიკა“ იუწყება, საუბარია იოსებ გელაშვილზე, რომელიც აგარის პოლიციის უფროსია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულს დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვას ედავებიან. უწყების ცნობით, მისი საცხოვრე
დღეს, 24 ოქტომბერს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრის მთავარი თემა ევროინტეგრაცია იყო. მათივე განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პრეზიდენტს საკუთარი ხედვა აქვს, რომელსაც მომავალ დღეებში თავად გააცნობს საზოგადოებას.
„ფაქტია, რომ პრეზიდენტზე არავითარ გავლენას არ ახდენს „ქართული ოცნების“ მუქარები და ბრალდებები. ის აპირებს, გააგრძელოს საკუთარი პოლიტიკური ნაბ
„ნაციონალურ მოძრაობას“ და „ოცნებას“ ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიღების უნარი აღარ უნდა ჰქონდეთ, ეს არის ამოცანა N1 და ამ ამოცანას ჩვენ სტრატეგიული ხაზით მივუყვებით და აუცილებლად გავალთ ბოლოში.
ერი დაიღალა მიშას და ბიძინას დაპირისპირებით, თავისი შეცდომებით, თავისი გაკეთებულით და გაფუჭებულით. ჩემი აზრით, ეს არის მკაფიოდ გამოკვეთილი მოცემულობა ქართულ საზოგადოებაში. ხალხს უნდა პროგრესი და არა რეგრესი, ხალხს უნდა გაერთიანება, საზოგადოებას სჭირდება წინ წასვლა.”
კახაბერ ქემ
“კანდიდატის სტატუსი არის ჩვენი მოქალაქეების დამსახურება, რომლებმაც არაერთხელ დააფიქსირეს, რომ ამ ქვეყნის უპირობო არჩევანი არის ევროკავშირი და არა რუსეთი. ჩვენი მოქალეების დამსახურება არის იმიტომ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ და ქართველმა ხალხმა განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან დიდი ფასი გადაიხადა იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ქონდეს ევროპული მომავალი.
ჩვენი ევროპელი მეგობრები კარგად აცნობიერებენ იმას, რომ არ შეიძლება ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი დატოვონ მარტო და პირისპირ რუსეთთან.”