Jump to content
Planeta.Ge

მერაბ დვალიშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს


ქართველი სპორტსმენი მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში განცახდებას ავრცელებს და მის მიმართ აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიას პასუხობს.

,,გამარჯობათ მეგობრებო. როგორც იცით ჩემს მიმართ ბოროტი ადამიანებისგან  წამოვიდა  ცილისმწამება და აბსურდული ბრალდებები ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემს ოჯახზე ნათესავებსა და გულშემატკივრებზე. ჩემს მშობლებს ნერვიულობის ნიადაგზე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ. აქამდე ვიკავებდი თავს და არ მინდოდა ამ პროვოკაციებზე პასუხის გაცემა. ეხლა კი იძულებული ვარ მოგმართოთ და დაგამშვიდოთ. ვინც მე მიცნობს ემიგრაციასა და საქართველოში ყველამ კარგად იცის რომ მე არასდროს არ ჩამიდენია ისეთი საქციელი რაც შეარცხვენდა ჩემს გვარს ჩემს ოჯახს და ჩემს სამშობლოს. მე არასდროს ჩემს სიცოცხლეში არცერთ ბრალდებულის საქმეზე არ დავუკითხივარ პოლიციას,არ მიმიცია ჩვენება არავის წინააღმდეგ და არსდროს ვყოფილვარ მოწმე სასამართლოში. ყოველთვის რითაც შემეძლო გვერდში ვედექი  გაჭირვებულ ადამიანს  როგორც ძმა და როგორც მეგობარი. ყველაფერი რაც ჩემზე ითქვა არის საშინელი ცილისწამება. არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს და  ვფიქრობ რომ სოციალური ქსელები არ არის ის ადგილი სადაც შეიძლება პასუხი გავცე ამ ბინძურ კამპანიას.

გთხოვთ ყველას შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აყვეთ პროვოკაციებს.მე მართალი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი კაცობის, სამშობლოსა და ღმერთის წინაშე...!“ - წერს დვალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ასევე ქართველმა სპორტსმენმა, მოკრივე ავთანდილ ხურციძემ, რომელიც აშშ-ს ციხეში იხდიდა სასჯელს, გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებზე ისაუბრა.

როგორც ცნობილია, წლების წინ, ხურციძე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის ბრალდებით დააკავეს.

სწორედ ამ ფაქტზე საუბრობს ის ვიდეოში და ამბობს, რომ მის მიმართ წაყენებული, თითქმის, ყველა ჩვენების ავტორი მერაბ დვალიშვილია.

ავთანდილ ხურციძის თქმით, მას ბრალი დვალიშვილის მიერ მის წინააღმდეგ მიცემული ცრუ ჩვენებების საფუძველზე დაუმძიმდა.

Edited by ირმა ბერიშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...