Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ბერდია სიჭინავა - ეს 12 რეკომენდაცია რეალურად არის საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ უკეთესი დემოკრატიული სისტემები შევქმნათ (ვიდეო)

“ეს 12 რეკომენდაცია რეალურად არის საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ უკეთესი დემოკრატიული სისტემები შევქმნათ, უკეთესი ცხოვრების პირობები შევქმნათ, უკეთესი ინსტიტუციური მოწყობა შევქმნათ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა საქართველოს მოქალაქეებისთვის კეთდება და ეს მოქალაქემ არ უნდა გაიგოს ისე, თითქოს ეს არის ევროპული საშინაო დავალებები, რომლებიც უნდა შევასრულოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს ევროკავშირი ჯერ შეფასებას, შემდეგ დეკემბერში უკვე გადაწყვეტილებას.” ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართ

გიორგი გახარია რუსთავში თანაპარტიელებს შეხვდა - „ქვეყნისთვის მთავარია, ძალაუფლება ხელში  ავიღოთ და ერთ ვადაში ხელიდან გავუშვათ, რადგან დავანახოთ ქართველებს, რომ ძალაუფლება მემკვიდრეობითი არ არის"

გიორგი გახარია რუსთავში თანაპარტიელებს შეხვდა. პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში, 21 ოქტომბერს რუსთავში შეხვედრა გაიმართა პარტიის ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენლებთან,  რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიასთან, რუსთავისა და ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრებთან და პარტიის აქტივისტებთან.  ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენლობის გუნდს შეხვდნენ პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია, რეგიონული მდივანი შალვა კერესელიძე,   აღმა

"საქართველოსთვის" განცხადება - ხელისუფლება ცდილობს მიიწეროს და საკუთარ დამსახურებად გაასაღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, სინამდვილეში კი არაფერს აკეთებს ამ პროცესის წინსვლისთვის, თუ არა - პირიქით

კანდიდატის სტატუსის მიღებას ვერ მიიწერთ. გვითხარით როდის იწყებთ გაფართოებაზე მოლაპარაკებას ევროკავშირთან? ნოემბრის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება ცდილობს მიიწეროს და საკუთარ დამსახურებად გაასაღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, სინამდვილეში კი არაფერს აკეთებს ამ პროცესის წინსვლისთვის, თუ არა - პირიქით., - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც გახარიას პარტიაში აღნიშნავენ, ეს მკაფიოდ ჩანს აშშ-ევროკავშირის ერთობლივ განცხად

28-29 ოქტომბერს ბოტანიკურ ბაღში ყვავილების ფესტივალი გაიმართება | ნია ტყეშელაშვილის ჩართვა (ვიდეო)

28-29 ოქტომბერს ბოტანიკურ ბაღში ყვავილების ფესტივალი გაიმართება | ნია ტყეშელაშვილის ჩართვა... ცნობისთვის,  საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით 28 და 29 ოქტომბერს ‘’ყვავილების გამოფენა’’  გაიმართება.    გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეი

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში „ჰამასის“ მიერ დატყვევებული 212 მძევალი იმყოფება

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში „ჰამასის“ მიერ დატყვევებული 212 მძევალი იმყოფება.­ თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, 212-ვე მძევლის ოჯახი ინფორმირებულია. ეს მონაცემი არ მოიცავს ჯუდით რაანანსა და მის ქალიშვილ ნატალის, რომლებიც „ჰამასმა“ გაათავისუფლა. ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ ეს რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან სამხედროები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის მოძიებას განაგრძობენ.

სერგეი ლავროვი ირანში ჩადის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 23 ოქტომბერს, ირანს ეწვევა, - ინფორმაცია საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა. „ჩვენ ვადასტურებთ, რომ ლავროვი თეირანში მოლაპარაკებებს გამართავს, რომელიც ორშაბათისთვის არის დაგეგმილი“, - განაცხადა ზახაროვამ რუსულ მედიასთან საუბარში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ფორმატში გაიმართება მოლაპარაკებები. ცნობისათვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებ

რომის პაპი - ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს - ძმებო, შეჩერდით, შეჩერდით!

რომის პაპმა ფრანცისკემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება და მწუხარება იმის გამო, რაც ისრაელსა და პალესტინაში ხდება. „ძალიან შეშფოთებული ვარ, ვწუხვარ. ვლოცულობ ყველა დაზარალებულისთვის, მძევლისთვის, დაჭრილისთვის, მსხვერპლისა და მათი ოჯახებისთვის“, - აღნიშნა პაპმა. მისი თქმით, საჭიროა ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა და ასევე მძევლების გათავისუფლება. „ძალიან შეშფოთებული ვარ ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სივრცეების გახსნისკენ, ჰუმანიტარულ

ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლებას ევროკავშირის დირექტივის შესრულების და სიძულვილის ენის აღმოფხვრის კეთილშობილური მიზანი კი არა, წინასაარჩევნოდ კრიტიკული აზრის შეზღუდვის მიზანი ამოძრავებს

ხელისუფლებას ევროკავშირის დირექტივის შესრულების და სიძულვილის ენის აღმოფხვრის კეთილშობილური მიზანი კი არა, წინასაარჩევნოდ კრიტიკული აზრის შეზღუდვის მიზანი ამოძრავებს და ეს მაშინ, როცა ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი მედიის თავისუფლებას ეხება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. მისივე განცხადებით, სიძულვილის ენის და უხამსობის რეგულირება კარგია, მაგრამ არა ოცნების ავტორიტარიზმის პირობებში. "ხელისუფლების მორი

ზაზა თავაძე - პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი იყო ივანიშვილის მიერ დადგმული ორკომპონენტიანი სპექტაკლი, რომელიც დაიწყო საკონსტუტუციო სასამართლოში და გაგრძელდა პარლამენტში (ვიდეო)

“პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი იყო ივანიშვილის მიერ დადგმული ორკომპონენტიანი სპექტაკლი, რომელიც დაიწყო საკონსტუტუციო სასამართლოში და გაგრძელდა პარლამენტში. საკონსტიტუციო სასამართლოში ცალსახად წააგეს, რადგან ჩინჩალაძემ როლი კარგად ვერ შეასრულა და ყველა მოსამართლე ვერ გადაიბირა. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ვერც საქართველოს პარლამენტში შეძლეს 100 ხმის მობოლიზება, შესაბამისად აქაც დამარცხდნენ.”  ზაზა თავაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, პარტია "საქართველოსთ

ანა ბუჩუკური - ანტიდასავლური პოლიტიკის გამო საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა “ოცნებამ" (ვიდეო)

“უცხოელი, დასავლელი კოლეგებისგან გვესმის - თქვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ მეგობრები დაგაკარგვინოთ… საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როგორი ცუდი ხელისუფლებაც არ უნდა გვყოლოდა, არასდროს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა ქვეყნის საგარეო ვექტორი. ბოლო ორი წლის განმავლობაში გატარებული ანტიდასავლური პოლიტიკის გამო კი საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა “ოცნებამ”.  ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  394

კახაბერ ქემოკლიძე - ქართული საზოგადოება დაიღალა ბიძინაზე და მიშაზე აქცენტირებით, რადგან ორივე საბოლოო ჯამში იქცა წარსულად, თავისი გაკეთებულით და გაფუჭებულით (ვიდეო)

“ქართული საზოგადოება დაიღალა ბიძინაზე და მიშაზე აქცენტირებით, რადგან ორივე საბოლოო ჯამში იქცა წარსულად, თავისი გაკეთებულით და გაფუჭებულით.”  კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.  394015968_778306420721415_7640041711152801_n.mp4

ისრაელის ცენტრალურ ნაწილში სირენების ხმა ისმის

სრაელის ცენტრალურ ნაწილში, 8-საათიანი სიმშვიდის შემდეგ, სარაკეტო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა ისმის, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გამაფრთხილებელი სირენების ხმა რამდენიმე ქალაქში ისმის, მათ შორის რიშონ ლეციონში, ხოლონსა და ბათ-იამში. ამ დროისთვის, დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. იპნ

შვედეთის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ნატო-ში რამდენიმე კვირის შემდეგ გაწევრიანდებიან

შვედეთის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ნატო-ში გაწევრიანება რამდენიმე კვირის შემდეგ მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას შვედური გამოცემა Expressen სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით, ოპტიმისტური შეფასება შვედეთში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ დაანონსებული ვიზიტის ფონზე გაჩნდა, რომელიც სამშაბათს, 24 ოქტომბერს არის დაგეგმილი. „ველით, რომ შვედეთის [ნატო-ში გაწევრიანების შესახებ] განაცხადის რატიფიცირება მალე დაიწყება და რამდენიმე კვირის განმავლო

პენტაგონი - აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს აგზავნის

აშშ ახლო აღმოსავლეთში ტერმინალის მაღალი სიმაღლის არეალის დაცვის სისტემასა (THAAD) და „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის დამატებით ბატალიონებს გაგზავნის , - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საკითხის დეტალური განხილვის შემდეგ მიიღეს. „ირანისა და მისი მარიონეტული ძალების მიერ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბოლოდროინდელი ესკალაციის შესახებ პრეზიდენტ ბაიდენთან დეტალური დისკუსიების შემდეგ, რე

ეროვნებით ქართველი თამარ გოლდენბერგის ცხედარი ,,ჰამასის" მსხვერპლთა შორის აღმოაჩინეს

ეროვნებით ქართველი ისრაელის მოქალაქის, თამარ გოლდენბერგის ცხედარი ,,ჰამასის" მიერ დახოცილთა შორის აღმოაჩინეს.  ამის შესახებ მისი ოჯახისთვის პარასკევს გახდა ცნობილი, როცა მათ ქვეყნის ოფიციალური უწყებიდან დაუკავშირდნენ და საიდენტიფიკაციოდ დნმ-ის ანალიზის ჩაბარება თხოვეს.  შაბათს მიღებული ანალიზის პასუხის თანახმად, დადასტურდა, რომ 24 წლის ქართველი გოგონა, თამარ გოლდენბერგი (კორსანტია), რომელსაც ახლობლები 7 ოქტომბრიდან ეძებდნენ, ტერორისტების პირველი შეტევის მსხვერპლი გახდა.  ის იმ ელექტრონული

ბერდია სიჭინავა - რუსული ბრძანების ამოქმედების შედეგად, ეროვნული ბანკის რეპუტაციასთან ერთად, 150 მლნ დოლარი დაიხარჯა ქვეყნის სარეზერვო რესურსებიდან, ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან (ვიდეო)

“როცა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, კეთილი უნდა ინებონ სახელწიფო უწყებებმა და თვითონ მოიპოვონ ეს მტკიცებულებები. იმის ნაცვლად, რომ მსგავს საკითხებზე მუშაობდნენ, როგორიც არის ფარცხალაძის საქმე, უსაფრთხოების სამსახური დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტების, მესამე სექტორის წარმომადგენლების მოსმენით, ხოლო რუსული ბრძანების ამოქმედების შედეგად, ეროვნული ბანკის რეპუტაციასთან ერთად, 150 მლნ დოლარი დაიხარჯა ქვეყნის სარეზერვო რესურსებიდან, ჩვენი მოქალაქეების ჯი

ანა ბუჩუკური - “ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი იმიტომ არ წარმოიწყო, რომ წაეგო. ისევე, როგორც „რუსული კანონი"... ბევრი ინფორმაცია გვაქვს, იმაზე თუ როგორ მუშაობდნენ ხმების მოპოვებაზე (ვიდეო)

“ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი იმიტომ არ წარმოიწყო, რომ წაეგო. ისევე, როგორც „რუსული კანონის“, მათ ბოლომდე გაყვანის იმედი ჰქონდათ. ბევრი ინფორმაცია გვაქვს, იმაზე თუ როგორ მუშაობდნენ ხმების მოპოვებაზე. ოპოზიცია დარბაზში რომ ყოფილიყო, იმპიჩმენტი განხორციელებული იქნებოდა. საბოლოო ჯამში, „ოცნებას“ იმპიჩმენტი რომ ჩაუვარდა, არის ძალიან კარგი. ისევე, როგორც „რუსული კანონი“ ვერ გაიტანეს, ვერ მივიდა პრეზიდენტის იმპიჩმენტი ბოლომდე.”  ანა ბუჩუკური, პარტია "საქართვე

28 – 29 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში  ‘’ყვავილების გამოფენა’’  გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით 28 და 29 ოქტომბერს ‘’ყვავილების გამოფენა’’  გაიმართება.    გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ექნება.   ‘’ყვავილე

ანტონიო გუტერეში - სატვირთო მანქანები ღაზაში რაც შეიძლება მალე უნდა შევიდეს, ეს არის სამაშველო თოკი, განმასხვავებელი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტიონ გუტერეშის განცხადებით, სატვირთო მანქანები, რომლითაც ღაზას დახმარება უნდა მიაწოდონ, ტერიტორიაზე რაც შეიძლება მალე უნდა შევიდეს. „ამდენი სატვირთო მანქანა დატვირთულია წყლით, საწვავით, მედიკამენტებით, საკვებით. საჭიროა, ეს სატვირთო მანქანები რაც შეიძლება მალე გადავიდეს. ეს სატვირთო მანქანები სამაშველო თოკია. ეს არის განმასხვავებელი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ამდენი ადამიანისათვის“, - განაცხადა გუტერეშმა ეგვიპტეში, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტთან საუბრისას. მ

ბერდია სიჭინავა - დაიღალა ოც წლიან ციკლში ყოფნით საქართველოს მოქალაქე, პოლიტიკური ალტერნატივის გაჩენისთვის აუცილებელია “ნაცებმა” და “ოცნებამ” ჯამში ვერ აიღონ 50%

"დაიღალა ოც წლიან ციკლში ყოფნით საქართველოს მოქალაქე, პოლიტიკური ალტერნატივის გაჩენისთვის აუცილებელია “ნაცებმა” და “ოცნებამ” ჯამში ვერ აიღონ 50%. ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა მედიის, მესამე სექტორის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უნდა იყოს ის, რომ დავარწმუნოთ ნიჰილისტურად განწყობილი ჩვენი მოქალაქეები მოვიდნენ არჩევნებზე, რადგან ამაზე დიდი ეროვნული ამოცანა საქართველოს 2024 წლამდე არ აქვს.” ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. 

ბერდია სიჭინავა - ყველანი ვთანხმდებით, რომ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს არ აქვს ალტერნატივა და ყველანი ვთანხმდებით, რომ “ოცნება” ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს (ვიდეო)

“ყველანი ვთანხმდებით, რომ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს არ აქვს ალტერნატივა და ყველანი ვთანხმდებით, რომ “ოცნება” ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს. იმისთვის რომ მოქალაქე “ოცნების” წასვლაში დაარწმუნო, რეალური ალტერნატივა უნდა შესთავაზო, შინაარსობრივი და მათ საჭიროებებზე მორგებული, რასაც ოპოზიცია წლების განმავლობაში ვერ სთავაზობდა.”    ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვი” აღმასრულებელი მდივანი. 393380483_1088250052615733_7116655746066983512_n.mp4

ნათია მეზვრიშვილი - ქვეყანას არ ჰყავს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი! (ვიდეო)

სახალხო დამცველის არასახალხო საქმიანობაზე, მტკიცებულებებზე დაყრდნობით.  დღეს პარლამენტში გამოდის და მინდა შევახსენო, რომ ქვეყანაში არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ გვაქვს (მისი ჩათვლით), რომელიც ადამიანებს დაიცავს და ვალდებულია, იმოქმედოს! ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.  394414020_846964210259552_6212376486378328808_n (1).mp4

მიშა დაუშვილი - დღეს მინისტრი დარჩიაშვილისგან ჩვენს კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ (ვიდეო)

“რას აკეთებს დღეს მთავრობა? რას ნიშნავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა? რის დათმობას აპირებენ ამ პარტნიორობის ფარგლებში? ამის გაგება გვინდოდა, თუმცა დღეს მინისტრი დარჩიაშვილისგან ჩვენს კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.”    მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  393724586_335540685632564_540668063562988664_n.mp4
×
×
  • შექმენი...