Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ვოლოდიმირ ზელენსკი - მშვიდობის ფორმულა ეტაპობრივად გლობალური ხდება - მსოფლიოს ერთიანობა არის ის, რაც ნამდვილად საჭიროა აგრესორების დასამარცხებლად

მშვიდობის ფორმულა თანდათან, ეტაპობრივად, გლობალური ხდება, მადლობას ვუხდი ყველა ლიდერს და ქვეყანას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩვენს საერთო ხედვას მშვიდობის შესახებ , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მშვიდობის ფორმულასთან“ დაკავშირებული მესამე სამიტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომელიც მალტაში მიმდინარეობს. „სამიტზე 66 ქვეყანაა წარმოდგენილი და ეს კარგი შედეგია. წარმოდგენილია ყველა კონტინენტი. ბევრი ქვეყანა, განსხვავებული პოლიტიკური ტრადიციებით. მადლობას ვუხდი ყველა ლ

ისრაელის თავდაცვის ძალები - მშვიდობიანი მოსახლეობა ღაზას ჩრდილოეთიდან სამხრეთით უნდა გადავიდეს, რადგან ისრაელი ომის შემდგომ ეტაპზე გადადის

ისრაელი ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეებს მოუწოდებს, სამხრეთით გადაინაცვლონ, რადგან ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში „ჰამასთან“ ომის შემდგომ ეტაპზე გადადის და ოპერაციებს აფართოებს , - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა. „ჩრდილოეთ ღაზაში, ქალაქ ღაზაში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა დროებით უნდა გადავიდეს სამხრეთით, უფრო უსაფრთხო ზონაში, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ წყალი, საკვები და მედიკამენტები”, - აღნიშნა ჰაგარმა. მისი თ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი - ომის მეორე ეტაპი დაიწყო, ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ

ომის მეორე ეტაპი დაიწყო, ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, "ჰამასის" წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპი ღაზას სექტორში ახალი სახმელეთო ძალების შეყვანით დაიწყო. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელის მიზნები გასაგებია - „ჰამასის“ სამხედრო და ხელმძღვანელი პოტენციალის განადგურება და ასევე, მძევლების სახლში დაბრუნება.” მისივე თქმით, სახმელეთო შეჭრის გადაწყვეტილება ერთობლივად იქნა მი

ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატიური წარმომადგენლები გაიწვია

ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატიური წარმომადგენლები გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს. “თურქეთიდან მომავალი მძიმე განცხადებების გათვალისწინებით, მანდედან დიპლომატიური წარმომადგენლების დაბრუნების ბრძანება გავეცი, ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გადაფასების მიზნით,” - წერს კოენი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ღაზაში მიმდინარე მოვლენებში მთავარი დამნაშავე

რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 27 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

დღეს აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-ის) შემადგენელი რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. 4-ზოლიანი მონაკვეთი იწყება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან და მთავრდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან. ხევი-შორაპნის მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს. რიკოთის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება 51 გვირაბი და 97 ხიდი. ამ დროისათვის უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი. რიკოთის საუღ

პარტია ,,საქართველოსთვის" მცხეთა - მთიანეთის ქალთა ორგანიზაციის რეგიონული ხელმძღვანელი ირმა ღოღობერიძე - ერთმანეთის გვერდში დგომით ყველაფერს შევძლებთ და შევცვლით!

"როდესაც გიყვარს საქმე და არ ელოდები ვინმეს ,ვინც ან გამოგიყოფს ფულს, ან არა!!! როდესაც ხალხს სჯერა შენი და გენდობა !!!დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეში, მოსახლეობის ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით შევძელი და რეაბილიტაცია ჩავუტარეთ გზას, რომელიც ზამთარში იკეტება და ვერც სასწრაფო და ვერც სხვა მუნიციპალური მანქანა ვერ დადის!!! არ შემიძლია არ აღვნიშნო ლტოლვილთა დასახლების მოსახლეობა, ვინ გვერდში დგომით ,ზოგი ფიზიკურად და ზოგი რჩევებით მეხმარებოდა !! მიხარია ,რადგან ხალხმა იგრძნო რომ თავად შ

გელოდებით ხვალ ბოტანიკურში 12:00 საათიდან 18:00 საათამდე ყვავილების გამოფენაზე

უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა. მებრძოლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ავრცელებს. ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 50-მდე ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. იპნ

გარდაიცვალა მსახიობი თენგიზ არჩვაძე

91 ასაკში მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი ავრცელებს. თენგიზ არჩვაძე 1954 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. მას სულ 46 კინოროლი აქვს შესრულებული. 1967-1972 წლებში იყო რუსთავის თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: „მოკვეთილი“, „დედა“, „ღალატი“, „თვალი პატიოსანი“, „როცა ქალაქს სძინავს“ „მე ვხედავ მზეს“, „დღის წესრიგშია ერთი საკითხი“, „კვაჭი კვაჭანტირაძე“, „30 აგვი

საგარეო საქმეთა სამინისტრო - აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების დასკვნით დოკუმენტში გაფართოების ერთიან კონტექსტში საუბარია საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მხარდაჭერაზე

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების დასკვნით დოკუმენტში გაფართოების ერთიან კონტექსტში საუბარია საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე. „2023 წლის 26-27 ოქტომბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დასკვნითი დოკუმენტი მიიღეს, რომელშიც საქართვე

ევროკავშირის ელჩი - დღეს მოწმეები ვართ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის, ევროკავშირთან საქართველოს სატრანსპორტო დაკავშირებადობის - მოდით, ერთად ვიაროთ წინ, რათა საქართველო ევროკავშირთან დავაკავშიროთ

დღეს მოწმეები ვართ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის, ევროკავშირთან საქართველოს სატრანსპორტო დაკავშირებადობის - მოდით, ერთად ვიაროთ წინ, რათა საქართველო ევროკავშირთან დავაკავშიროთ,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის სტრატეგია, რომ ბიძგი მისცეს გონივრულ, სუფთა და უსაფრთხო ბმულებს ციფრულ ენერგეტიკასა და სატრანსპორტო სექტორში, საქართველოში კი აღნიშნული ს

საქართველოს და დომინიკის თანამეგობრობას შორის უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, ნიუ იორკში, საქართველოს მთავრობასა და დომინიკის თანამეგობრობის მთავრობას შორის „დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ" შეთანხმებას ხელი მოაწერა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დომინიკის თანამეგობრობის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა გაეროსთან დომინიკის თანამეგობრობის მუდმივმა წარმომადგენელმა - ფილბერტ აარონმა. უწყების ცნობით, დოკუმ

„ჩინელი ტურისტების მატება უკვე შეინიშნება, მაგრამ ეს გარკვეულ საფრთხეებთანაც არის დაკავშირებული - ხსნიან აქ თავიანთ ტურისტულ კომპანიებს გამარტივებული წესით და მოგება რჩება ჩინეთში“

„ჩინელი ტურისტების მატება უკვე შეინიშნება, მაგრამ ეს გარკვეულ საფრთხეებთანაც არის დაკავშირებული - ხსნიან აქ თავის ტურისტულ კომპანიებს გამარტივებული წესით და მოგება რჩება ჩინეთში,“ - ამის შესახებ ჰოტელიერმა, „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. "ჩინელი ტურისტების მატება უკვე შეინიშნება, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს გარკვეულ საფრთხეებთანაც არის დაკავშირებული. კერძოდ, ჩინური ტურისტული კომპანიები, ტ

რომელ მოსამართლეებს ჩუქნიან ძვირადღირებულ საჩუქრებს? – IDFI-ის კვლევა

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მე-12 სასანქციო პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის მომზადების პროცესში ვართ. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციებს ვატარებთ. განვიხილავთ თუ როგორ შევამციროთ დანარჩენი შემოსავლები, რომლებსაც რუსეთი ევროპასა და მის პარტნიორებისთვის ალმასების ექსპორტისგან იღებს”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. მისი თქმით, სანქციების ახალ პაკ

რომელ მოსამართლეებს ჩუქნიან ძვირადღირებულ საჩუქრებს? – IDFI-ის კვლევა

2020-2022 წლებში მოსამართლეებმა ან მათმა ოჯახის წევრებმა 5 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღეს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაში საუბარია 49 მოსამართლეზე, რომლებმაც ოჯახის წევრებისა თუ ახლო ნათესავებისგან საჩუქრად, ფულადი თანხის გარდა, უძრავი და მოძრავი ქონება მიიღეს. საკვლევი პერიოდის განმავლობაში ყველაზე ძვირადღირებული საჩუქარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე წულაძემ მიიღო. 2021 წელს მას მშობელმა 200 000 აშშ დოლარის ღირებულების მიწის ნა

ანა ბუჩუკური - ახლა “ოცნებას” აქვს ერთადერთი მიზანი, ძალაუფლების შენარჩუნება და 2024 წლის არჩევნების გაყალბება, რომელიც უკვე დაწყებული აქვს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია არჩევნებზე მოვიდეს თითოეული მოქალაქე (ვიდეო)

“ახლა “ოცნებას” აქვს ერთადერთი მიზანი, ძალაუფლების შენარჩუნება და 2024 წლის არჩევნების გაყალბება, რომელიც უკვე დაწყებული აქვს. საზოგადოებას მინდა გავახსენო, 2003 და 2012 წელს მოხდა დიდი პოლიტიკური ცვლილებები, იცით რამ მოიტანა ეს მნიშვნელოვანი ცვლილებები?! ისტორიულად დიდი რაოდენობა ამომრჩევლისა მოვიდა არჩევნებზე. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია არჩევნებზე მოვიდეს თითოეული მოქალაქე და დააფიქსიროს თავისი პოზიცია.”  ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.

ჰამასის საჰაერო ძალების მეთაური ლიკვიდირებულია – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ჰამასის საჰაერო ძალების მეთაური ლიკვიდირებულია. IDF-ს განცხადებით, ჰამასის საჰაერო ძალების ხელმძღვანელი ისამ აბუ რუკბეჰი ღამით ღაზაზე საჰაერო თავდასხმის დროს მოკლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, აბუ რუკბეჰი  პასუხისმგებელი იყო ჰამასის უპილოტო საფრენი აპარატების, პარაპლანისტების და საჰაერო თავდაცვის მართვაზე. IDF-ს განცხადებით, აბუ რუკბეჰმა მნიშნელოვანი როლი ითამაშა 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

გავაგრძელებთ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს რეფორმების ძალისხმევას – EU

„ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან და მხარს დაუჭერს რეფორმების ძალისხმევას მათ ევროპულ გზაზე“, — ნათქვამია ევროპული საბჭოს სამიტის შემაჯამებელ დასკვნაში. ევროპული საბჭოს სამიტი ბრიუსელში 26-27 ოქტომბერს გაიმართა. სამიტზე განსახილველ თემებს შორის იყო ახლო აღმოსავლეთი, უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება, მიგრაცია, საგარეო ურთიერთობები, ევროკავშირის ფინანსური ჩარჩო 2021-2027 წლებისთვის. ევროპული საბჭო ყოველ სხდომას აჯამებს დასკვნების

„ჰამასის“ ტყვეებისადმი სოლიდარობის ნიშნად თბილისში ებრაული შაბათის სუფრა გაშალეს

თბილისის დიდმა სინაგოგამ „ჰამასის“ მიერ ისრაელიდან გატაცებული ტყვეების სოლიდარობის ნიშნად ტრადიციული ებრაული შაბათის სუფრა გაშალა. მაგიდაზე განთავსებულია ტყვეების ფოტოები, მათი სახელებით, ასაკითა და წარწერით „გატაცებულია“ [Kidnapped]. „21 დღეა რაც 229 ისრაელელი მძევლად ჰყავს „ჰამასის“ ტერორისტებს. ჩვენი 229 შვილი, ძმები, დები, დედები და ბაბუები ჯერ კიდევ არ არიან ჩვენი შაბათის სადილის მაგიდასთან. მადლობა ებრაულ თემს ამ მნიშვნელოვანი აქტისთვის და შეხსენებისთვის, რომ ჩვენი მაგიდები ჯერ კიდევ

ევროკავშირი: მედიაში “უხამსობის” რეგულირება ევროდირექტივის ნაწილი არაა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიასთან კონსულტაციები ნამდვილად ჰქონდა მანამ, სანამ მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს წარადგენდა. ამის შესახებ განცხადება “ნეტგაზეთს” ევროკავშირის წარმომადგენლობამ 26 ოქტომბერს მისწერა. “ნეტგაზეთმა” მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ სადავო ცვლილებებთან დაკავშირებით ევროკომისიას ერთი კვირის წინ მიმართა. შეკითხვის საპასუხოდ ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა: პარლამენტმა დაჩქარებ

თელ-ავივზე ორი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, არიან დაშავებულები

თელ-ავივზე ნახევარი საათის შუალედით ორი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰამასის“ შეიარაღებულმა ფრთამ, „ალ-კასამის ბრიგადებმა“ აიღო. „ალ-კასამის ბრიგადებმა“ განაახლეს თელ-ავივის დაბომბვა, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სიონისტების მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის საპასუხოდ“, - აცხადებენ „ალ-კასამის ბრიგადებში“. გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და 3 ა

მიშა დაუშვილი - "ოცნება" ყალბი კვლევების გამოქვეყნებისთვის ემზადება: არარსებულ წინასაარჩევნო ალიანსებთან დაკავშირებული პროპაგანდაც აქედან მოდის (ვიდეო)

"ოცნება" ყალბი კვლევების გამოქვეყნებისთვის ემზადება: არარსებულ წინასაარჩევნო ალიანსებთან დაკავშირებული პროპაგანდაც აქედან მოდის." მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 395959332_202186339499000_2465057332845625346_n.mp4

შალვა პაპუაშვილი - პრეზიდენტს ურჩიონ, არ გახსნას კონსტიტუციის დარღვევის პანდორას ყუთი - თუ არჩევნებში ზურაბიშვილის მონაწილეობაზე გეგმები სადმე იხარშება, ეს კიდევ ერთხელ არის კონსტიტუციის დარღვევა

პრეზიდენტის ყველა კეთილისმსურველს ვურჩევ, რომ მას ურჩიონ - არ გახსნას, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის პანდორას ყუთი. ეს ჩვენს ქვეყანას არ წაადგება და პირდაპირ წინააღმდეგობაში იქნება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სხვა ქვეყნებისგან ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემა გამოიხატება, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს სახელმწიფოსა და კონსტიტუციის მიმართ პატივისცემით.

უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. (მცირე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რაიონში). რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში
×
×
  • შექმენი...