Jump to content
Planeta.Ge

Blogs

თენგიზ არჩვაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

კინოსა და თეატრის ქართველი მსახიობი, თენგიზ არჩვაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში მიმდინარეობდა, სადაც არტისტის ხსოვნას პატივი მიაგეს მსახიობებმა, მომღერლებმა, მწერლებმა, პოლიტიკოსებმა და საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლებმა. მსახიობი უკანასკნელ გზაზე აპლოდისმენტებით გააცილეს. მის ღვაწლსა და შემოქმედებაზე საუბრობდნენ მისი კოლეგები. თენგიზ არჩვაძეს ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა

ანა წითლიძემ ალუდა ღუდუშაურს „დებილი“, ღუდუშაურმა ოპოზიციონერ დეპუტატს კი „ბანძი“ და „ფარჩაკი“ უწოდა

გონი დაატანეთ იმას, რომ კრიმინალ ადამიანზე საუბრობთ. ეს არის მსჯავრდებული და ამავდროულად ღირსებისგან, მორალისგან დაცლილი, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პლენარულ სხდომაზე „გირჩის“ დეპუტატს, იაგო ხვიჩიას, რომელმაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების შესვლის უფლების აღდგენა მოითხოვა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი რუსულ საქმეს აკეთებს. „ბატონო იაგო დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ისეთი დიდი რიგია სააკაშვილის ბოტასებზე და სააკაშვილის ნახმარ ტანისამოსზე, დარწმუ

გახარიას პარტია: რუსთავის მერი არა რუსთაველების ინტერესებზე, არამედ „ოცნების“ შავ ყულაბაზე ზრუნავს

რუსთავის მერი არა რუსთაველების ინტერესებზე, არამედ „ოცნების“ შავ ყულაბაზე ზრუნავს, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია "საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: "30 ოქტომბერს რუსთავის მერმა სპეციალური ბრიფინგი გამართა თემაზე - რომ რუსთავის საკრებულო, კალაძის მეჯვარის - ილია წულაიას კომპანია „არქს“ არ უზრდის კ2 კოეფიციენტს ქალაქის ურბანული დამახინჯებისთვის, და გვამცნო, რომ ამის გამო, არც მეტი, არც ნაკლები მერია საკრებულოს სასამართლოში უჩივის. უფრო კ

მამუკა მდინარაძის განცხადებით, „რადგან კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები ერთი ათად გაიზარდა და რევოლუციას ვერავინ განახორციელებს“, ე.წ. კარვების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა „საჩქარო აღარაა“

კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები ერთი ათად გაიზარდა. ე.ი. ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს ვერ განახორციელებენ, ამიტომ საჩქარო არაფერია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ განიხილავს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს „შეკრებისა და მანიფესტაციების კანონზე“ მაშინ, როცა აქამდე საფრთხეებზე საუბრობდნენ და სწორედ ამიტომ მიიღეს ის დაჩქარებული წესით. მდინარაძის თქმით, ვეტო მაინც დასაძლევია, რადგან არავინ იცის

"საქართველოსთვის" - "ოცნება" გაყალბებული კვლევების გამოსაქვეყნებლად  ემზადება

პარტიის „საქართველოსთვის“ ინფორმაციით, უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება“ მორიგ გაყალბებულ კვლევას და მისთვის სასარგებლო შედეგებს გამოაქვეყნებს.  ბოლო პერიოდის უწყვეტი პროპაგანდა გიორგი გახარიას და სხვა პოლიტიკური პარტიების თუ პერსონების არარსებული ალიანსების შესახებ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ეს კი 2024 წლის არჩევნების გაყალბებისთვის მზადების ნაწილია იმ შეზღუდვებთან ერთად, რომელსაც მართველი პარტია საკანონმდებლო დონეზე ახორციელებს, როდესაც დაუსაბუთებლად ამკაცრებს შეკრებებისა და მანიფესტა

ცესკოს თავმჯდომარე განმარტავს, როგორ უნდა მისცენ ამომრჩევლებმა ხმა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით - გიორგი კალანდარიშვილმა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები პირდაპირ ეთერში თავად გამოსცადა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, რა პროცედურების გავლა მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის დროს. შესაბამისი ტექნოლოგიები კალანდარიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმის“ პირდაპირ ეთერში თავად გამოსცადა და საზოგადოებას აჩვენა, ზუსტად როგორ მუშაობს ამომრჩევლის ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. კალანდარიშვილის თქმით, კენჭისყრის პროცესში, მარკირება კვლავ შენარჩუნ

ჟვანიას მოედანზე რეაბილიტაციიდან 6 თვის შემდეგ აპირებენ მოაწყონ ხმოვანი შუქნიშნები

თბილისში, ზურაბ ჟვანიას მოედანზე, 20 დღის ვადაში ხმოვანი შუქნიშნები მოეწყობა. იგეგმება რელიეფური ფილების მოწყობაც, თუმცა ჯერ უცნობია, როდის. ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” თბილისის მერიაში მიაწოდეს. ზურაბ ჟვანიას მოედნის რეაბილიტაცია 6 თვის წინ დასრულდა, თუმცა ხმოვანი შუქნიშნები, ტაქტილური მანიშნებლები და რელიეფური ბილიკები ამ დრომდე არ დამონტაჟებულა. ამის შესახებ აქტივისტები ანა სიხაშვილი და ესმა გუმბერიძე საუბრობდნენ. ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით 27 ოქტომბერს თბილისის მერიაში მივიდნენ

„ევროკავშირს არ სჭირდება მეორე ორბანი და მეორე უნგრეთი“ — დენიელ ფრიდი

ყოფილი ამერიკელი დიპლომატების ნაწილი მიიჩევს, რომ საქართველოს ხელისუფლების  ბოლოდროინდელი ქმედებები, როგორიც არის უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის ინიციირება, ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების დადანაშაულება, USAID-ის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები და ბოლოს, ევროპული ტურნეს გამო, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა იყო, მხოლოდ აშორებს საქართველოს ევროპულ მომავალს. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ იტყობინება.   „მე მსურს ვნახო, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მაგრამ ნათელი უნდა იყ

ბექა ლილუაშვილი - პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკურ ჯგუფს ყველაზე მეტჯერ, 15-ჯერ გადაუვადდა თავის მიერ დაყენებული საკითხი კომიტეტების მხრიდან (ვიდეო)

“პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკურ ჯგუფს ყველაზე მეტჯერ, 15-ჯერ გადაუვადდა თავის მიერ დაყენებული საკითხი კომიტეტების მხრიდან. ამიტომ გვიწევს საჯაროდ პოზიციონირება და მოთხოვნა, იქნებ დროულად დააყენოთ ჩვენი ინიცირებული პროექტები კომიტეტებზე განსახილველად.”  ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  398150637_1311345916214875_2410621577682532945_n.mp4

ბერდია სიჭინავა - რუსთავის მერია რუსთავის წინააღმდეგ! (ვიდეო)

რუსთავის მერია რუსთავის წინააღმდეგ!   ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.    398052028_1193086128317739_6817292307867269448_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - კანდიდატის სტატუსი და შემდეგ უკვე თანმდევი პროცესი, ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა ჩვენი მოალაქეების კეთილდღეობისთვის (ვიდეო)

“კანდიდატის სტატუსი და შემდეგ უკვე თანმდევი პროცესი, ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა ჩვენი მოალაქეების კეთილდღეობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, სექტორული პოტიკის განვითარებისა და ყველაზე მთავარი ჩვენი შვილების მომავლის უზრუნველყოფა. ჩვენი გუნდი კანდიდატის სტატუსს არ აღიქვამს, როგორც პარტიულ შესაძლებლობას. პირველივე დღიდან პასუხისმგებლობით მივუდექით ამ საკითხს, შევედით სამუშაო ჯგუფებში და ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არის ქარველი ხალხის მონაპოვარი და არა “ოცნების” ან ნებისმიერი სხვა პა

ბექა ლილუაშვილი - ისრაელში ჩარჩენილ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა, ელჩის ფუჭი განცხადებებით ვერ შეიფუთება (ვიდეო)

"ისრაელში ჩარჩენილ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა, ელჩის ფუჭი განცხადებებით ვერ შეიფუთება. მოვუწოდებთ მთავრობას, დააფინანსოს ჩარტერული რეისები და გამოიყვანოს ქართველები სახიფათო ზონიდან." ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  369778959_1397193121179222_7670385164113745094_n.mp4

არასამთავრობო ორგანიზაციები - საქართველოს ხელისუფლება აშკარად აფარებს ხელს აშშ-ს მიერ დასანქცირებულ პირებს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხზე არ რეაგირებს. ამის შესახებ მათ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ხელისუფლება არა მხოლოდ არ იძიებს და ნაბიჯებს არ დგამს სანქცირებული პირების წინააღმდეგ, არამედ მათ ხელს აფარებს. 51 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლება

ისრაელში ქართველი ებრაელი 9 წლის გოგონა გარდაიცვალა

ისრაელში კიდევ ერთი ქართველი ებრაელი - 9 წლის გოგონა გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ადასტურებს. მისივე თქმით, გარდაცვლილი გოგონა ქართველ ებრაელთა ოჯახიდან იყო. შეგახსენებთ, რომ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო, რაზეც პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. იპნ

დაკავებულია პირი, რომელიც ცოლსა და შშმ პირს მათხოვრობას აიძულებდა — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა ტრეფიკინგის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული ვ.ა. დააკავეს. დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და აღნიშნული სქემის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, მეუღლეს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ქალაქ ბათუმში მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. გამოძიება საქ

ყაზახეთში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა - ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა

ყაზახეთის ყარაგანდას ოლქში, მაღაროში გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად, სულ მცირე, 38 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ. „კოსტენკოს მაღაროში 38 დაღუპული ადამიანის ცხედარი იპოვეს, რვა მაღაროელის ძებნა გრძელდება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, შახტიდან 208 მაღაროელი ამოიყვანეს, მათგან 18-ს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. წინასწარი მონაცემებით, მომხდარის მიზეზი ლავაში მეთანის გა

ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია

ხელვაჩაურში, სოფელ მახოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა. მათივე თქმით, ორი მცირეწლოვანი ბავშვი ადგილზე დაიღუპა, ხოლო შუახნის მამაკაცი კლინიკაში გადაყვანისას გარდაიცვალა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. იპნ

ყვავილების გამოფენა ბოტანიკურ ბაღში - ფოტორეპორტაჟი

ყვავილების გამოფენა, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ფოტოები - ცოტნე წერეთელი  ცნობისთვის,  28 და 29 ოქტომბერს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შემოდგომის ყვავილების გამოფენა-გაყიდვა იმართება.  გამოფენაზე წარმოდგენილია ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემების კოლექციის მრავალფეროვნება და ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეის კოლექცია, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია.   გელოდებათ:  ყვავილების გამოფენაზე თანამედროვე მხატვრების ნინო ჩაკვეტაძის, ბუბა არაბულისა დ

მესტიის მუნიციპალიტეტს ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა

მესტიის მუნიციპალიტეტს ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული რეანიმობილით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი და როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის, ისე მხარის მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დროულად მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. მათივე ცნობით, მესტიის რეფერალური დახმარების ბრიგადა თბილისიდან მიწვეული სპე

დავითაშვილმა არ უპასუხა კითხვებს ჩინეთში გამართულ ბანკეტზე, რომელსაც პუტინთან ერთად ესწრებოდა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა არ უპასუხა კითხვებს ჩინეთში გამართულ ბანკეტზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად ესწრებოდა. საუბარია 18 ოქტომბერს ჩინეთში „სარტყელი და გზის“ ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქართულ მედიაში თავდაპირველად „ტაბულამ“ 27 ოქტომბერს გაავრცელა. ბანკეტის ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ უსმენენ ჩინეთის პრეზიდენტის, სი სი ძინპინის სიტყვით გამოსვლას მაგიდების გარშემო მ

„ჩემი სიკვდილი არავის გააკვირვებს“ — გარდაიცვალა Friends-ის მსახიობი მეთიუ პერი

54 წლის ასაკში გარდაიცვალა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო შოუ Friends-ის („მეგობრები“) მსახიობი მეთიუ პერი. ის სერიალში ჩენდლერ ბინგის როლს ასრულებდა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, მეთიუ პერი 28 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში, საკუთარი სახლის აბაზანაში იპოვეს უგონო მდგომარეობაში. პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა, როგორც რამდენიმე მედიასაშუალება საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, ადგილზე ძალადობის კვალი არ ყოფილა. მეთიუ პერი წლების განმავლობაში ებრძოდა ნარკო დ

24 წლის ქალი ამბობს, რომ კრივში ევროპის ჩემპიონმა მასზე იძალადა

ფეისბუკზე ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში 25 ოქტომბერს მარიამმა (სახელი შეცვლილია), პოსტი დადო. 24 წლის ახალგაზრდა ქალი ჰყვებოდა, რომ 4 თვის წინ ბათუმში გაცნობილი ბიჭი, რომელიც ცნობილი და ტიტულიანი მოკრივეა, ფიზიკურად ისე სასტიკად გაუსწორდა, რომ მოძრაობაც უჭირდა. მარიამი წერდა, რომ მოკრივეს კრივის ეროვნული ფედერაციიდან მფარველობდნენ. საერთო ნაცნობები კი ქალზე ზეწოლას ცდილობდნენ, სპორტსმენის კარიერა არ დაეღუპა და გაჩუმებულიყო. ახალგაზრდა ქალი ათასობით სხვა ქალს, რომელსაც ფეისბუკის ეს ჯგუფი აერთიანებს, რჩე

აშშ თავის მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ თავის მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ბეირუთში აშშ-ის საელჩო აცხადებს. ლიბანში აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა ლიბანი, „უსაფრთხოების არაპროგნოზირებადი სიტუაციის გამო“ უნდა დატოვონ. „სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, რომ უსაფრთხოების არაპროგნოზირებადი სიტუაციის გამო, ლიბანი ახლავე დატოვონ. არ არსებობს იმის გარანტია, რომ კრიზისულ სიტუაციაში, აშშ კერძო პირებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციას შეძლებს“, - წერს ბეირუთში ა
×
×
  • შექმენი...