რომის პაპი ფრანცისკე ისრაელ-ჰამასის კონფლიქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„ვაგრძელებ ფიქრს პალესტინასა და ისრაელში არსებულ სერიოზულ ვითარებაზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ღვთის სახელით, გთხოვთ, შეწყვიტოთ: შეწყვიტეთ იარაღის გამოყენება!” - აღნიშნა რომის პაპმა.
მისი თქმით, იმედი აქვს, იმოქმედებენ იმისთვის, რომ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება მოხდეს.
ipn
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მემკვიდრეობის მინისტრის, ამიჩაი ელიაჰუს განცხადებები ღაზაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ „რეალობასაა მოწყვეტილი“.
„ამიჩაი ელიაჰუს სიტყვები რეალობასაა მოწყვეტილი. ისრაელი და ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ საერთაშორისო სამართლის უმაღლესი სტანდარტებით, რათა ზიანი არ მიადგეს [ომში] არჩართულ ხალხს. ასეც გავაგრძელებთ გამარჯვებამდე“, – ციტირებს პრემიერის განცხადებას „თაიმს ოფ ისრაელ“.
ელიაჰუმ რადიო „კოლ ბერამასთან“ ინ
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის პატრიარქ კირილს რუსეთის აგრესიის პროპაგანდისთვის ბრალი წაუყენა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც Kyiv Independent წერს, პატრიარქ კირილისთვის ბრალის დაუსწრებლად წაყენების შესახებ განცხადება უსაფრთხოების სამსახურში დღეს, 4 ნოემბერს გააკეთეს. უწყების განცხადებით, რუსეთის პატრიარქი რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური მმართველების გარემოცვის წევრია და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში საჯაროდ დაუჭირა მ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს თურქეთს ეწვევა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, ვის შეხვდება ბლინკენი თურქეთში, თუმცა ცნობილია ის, რომ ვიზიტი ხვალ შუადღემდე გაგრძელდება.
თურქეთში ჩასვლამდე ბლინკენი ისრაელსა და იორდანიაში იმყოფებოდა. ისრაელში ის ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა, იორდანიის დედაქალაქ ამანში კი საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებს და პალესტინის წარმომ
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელებმა ოკუპირებულ ქერჩში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდზე - „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების გადამზიდზე - წარმატებული დარტყმა განახორციელეს.
”ვადასტურებ”, - აღნიშნა ოლეშჩუკმა.
მანამდე მან განაცხადა, რომ ელოდებოდა ინფორმაციის დადასტურებას ქერჩის „ზალივის“ გემთმშენებელი ქარხნის ინფრასტრუქტურაზე წარმატებული დარტყმის განხორციელების შესახებ, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საზღვარგარეთ ორი ქართველი მეზღვაურის დაღუპვას ადასტურებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოში განუცხადეს, ერთი მეზღვაური სარემონტო სამუშაოების შესრულებისას, ხოლო მეორე მეზღვაური ასევე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 2 ნოემბერს, საბერძნეთის იგუმენიცას ნავსადგურთან, სადაც გემი იმყოფებოდა სარემონტო სამუშაოებზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაზიანდა ქართველი მეზღვაური. მეზღ
ევროკავშირისკენ გზაზე უკრაინამ შესანიშნავ შედეგს მიაღწია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უნდა ვთქვა, რომ შესანიშნავს პროგრესს მიაღწიეთ. მომავალ კვირას ამას დავადასტურებთ, როდესაც ევროკომისია გაფართოების შესახებ თავის ანგარიშს წარადგენს,” - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ რეფორმებმა, რომლებსაც უკ
"ეს ხდება ამ წუთებში ანჩისხატთან, თბილისის ისტორიულ უბანში."
პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრები: სალომე კობალაძე, გიორგი შარაშიძე.
398215788_3749356368629042_6293850989041114487_n.mp4
რა თქმა უნდა, გაფართოების თემა დღის წესრიგის სათავეში იქნება, მაგრამ ჩვენ ასევე განვიხილავთ ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას, სანქციების მე-12 პაკეტს, ანუ სხვადასხვა საკითხის ფართო სპექტრს, - Euractiv-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, „ეს გარანტიაა, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით იქამდე ვიდგებით, ვიდრე საჭირო იქნება“.
ურსულა ფონ დერ ლაიენი შეხვედრებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მთავრობის ოფიც
იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ „ავერსის“ კლინიკიდან მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის შეუტყობინებლობისთვის(სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილი) ერთი პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
კონკრეტულად, ვინ არის აღნიშნული პირი ან სად დააკავეს, სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.
შეგახსენებთ, „ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. სამართალდამცველებმა სამივე მათგანი დააკავეს, დაკავებულია ასევე საბადრაგ
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგი“ იტყობინება, 2023 წლის 3 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა 26 მოსამართლე. მათგან 23 მოსამართლე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით, 2020 წლის 1 დეკემბრიდან ახორციელებდა სამოსამართლო საქმიანობას, ხოლო, 3 – 2019 წლის 3 ივნისიდან (ალექსანდრე ლომიძე, ფატი ფურცხვანიძე და ლელა ჭინჭარაული).
როგორც ორგანიზაცია აცხადებს, სამივე მოსამართლე გამოსაცდელ ვადაში იმყოფებოდა და ყოველწლიურ შეფასებას ექვემდებარებოდა.
„ვინაიდან ხანგრძლივი დროის
პირველ ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება. როგორც ცნობილია, ამჟამად ქვეყანაში არსებულ ინტერნეტპროვაიდერების ფასებთან შედარებით მისი მომსახურება უფრო ძვირია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის, შესაბამისად, გაჩნდა შეკითხვები: ვისთვის არის Starlink და ღირს თუ არა ამჟამინდელი ინტერნეტპროვაიდერების ჩანაცვლება მისი ინტერნეტით.
Starlink არის ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის სატელიტების
საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, 70 მილიონი დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის, ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული თაღლითური სქემების ლიდერის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალუირ პროკურატურა ავრცელებს.
უწყების იფორმაციით, აღნიშნული პირის ექსტრადიცია საქართველოს სამართალდამცავ უწყებებსა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა
„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე საბადრაგო ჯგუფის უფროსის, დაკავებულ ივერი ნატრიაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
სახელმწიფო ბრალდება დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, უცნობია, დაცვის მხარის პოზიცია.
ცნობისთვის, ივერი ნატროშვილი სამართალდამცველებმა
აშშ უკრაინას 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, აღნიშნული თანხიდან უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა უშუალოდ თავდაცვის დეპარტამენტის საწყობებიდან გადაეცემა, რათა კიევმა ბრძოლის ველზე საჩქარო საჭიროებების დაკმაყოფილება შეძლოს. დანარჩენი 300 მილიონი დოლარი უკრაინის თავდაცვის დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში იქნება გადაცემული, რათა კიევმა გრძელვად
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სექტემბერ-ოქტომბერში შემოწირულების სახით 1 797 000 ლარი მიიღო. კერძოდ, სექტემბერში 431 000 ლარი, ხოლო ოქტომბერში – 1 366 000 ლარი.
აგვისტოში კი „ოცნებამ“ შემოწირულების სახით მილიონამდე თანხა, 867 000 ლარი მიიღო.
პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან [ფიზიკური პირი] მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო თითოეული იურიდიული პირისგან – 120 000 ლარს.
სექტემბერ-ოქტომბერში მმართველი პარტიის უმსხვილესი შემწირველებ
თბილისის დროით 17:00 საათზე, ამერიკული იუთუბ-არხის საშუალებით, ქართული ანიმაციური სერიალის, “ჟირაფი ჟოზეს” პირველი სერიის პრემიერა შედგება ინგლისურენოვანი ბავშვებისთვის.
“ჯერ ზუსტად არ ვიცი, რას იზამს ჟოზე ამხელა აუდიტორიასთან. მაგრამ ქართველი ბავშვების სიყვარულმა ეს ქვეყანა რომ ვერ დაიტია და ოკეანის გაღმა გავიდა ყვითელი ბედნიერება – ეს ფაქტია”, – დაწერა ჟოზეს შემქმნელმა გიორგი მარშანიამ ფეისბუკის პირად გვერდზე.
“ჟირაფი ჟოზე” სკოლამდელი და დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის განკუთვნილ
ევროკავშირის გაფართოება არის მკაფიო პასუხი აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე და კიდევ უფრო ნათელია, რომ საქართველოსთვის ჩვენს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერნოკის განცხადებას, რომლის თქმითაც, ევროკავშირის გაფართოება რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გეოპოლიტიკური შედეგია.
“ევროკავშირის გაფართოება არის რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გეოპოლიტიკური შედეგი. ევროპაში ნაცრისფერ ზონებს ვეღარ დავუ
ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ისრაელის გვერდით, მას აქვს უფლება და ვალდებულება, დაიცვას საკუთარი თავი და უზრუნველყოს, რომ 7 ოქტომბრის მოვლენები აღარ განმეორდეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრეზიდენტთან, ისააკ ჰერცოგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თუ როგორ აკეთებს ისრაელი ამას და მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დაცული იყვნენ.
„მნიშვნელოვანია, თუ როგორ აკეთებს ისრაელი ამას და ძა
პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრის, გია ცეცხლაძის განცხადებას, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა ეხმაურება - სუს-ის თანამშრომელი სუს-ში დაბრუნდა
399057621_354304057075182_5840703592726442357_n.mp4
საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები ევროპული კომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ.
„ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის ცივილიზაციური და ისტორიული არჩევანია. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა (90% საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად) მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რათა საქართველომ მიაღწიოს დემოკრატიულ განვითარებას და კეთილდღეობასსტაბილურ და მშვ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა, სადაც ის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვდება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ბლინკენი თელ-ავივში, აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩთან ჯეკ ლუსთან ერთად ჩავიდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისრაელში გამგზავრებამდე მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ისრაელის მთავრობასთან „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის შესახებ საუბარს და იმ ნაბიჯების განხილვას გეგმავს, რომელიც მშვიდობ
“რაც საზოგადოებამ ნახა, ამას შეიძლება ერთი სიტყვა დავუპირისპიროთ, ეს არის უღირსობა. მოვისმინეთ აბსოლუტურად არაგულწრფელი ბოდიში. საბოლოო ჯამში ჩვენ თავი არ მოვიტყუოთ, ერთადერთი იარაღი, რაც გაკოტრებული ხელისუფლების არსენალში დარჩა, ეს არის სიძულვილის ენა.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეს იქნება მთელი წინასაარჩევნო კამპანიის თანმდევი პროცესი. ეს აჩვენებს იმას, რომ უუნაროა მმართველი ძალა, რომელსაც არგუმენტები გამოელია და გადასულია სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.”
ბექ