Jump to content
Planeta.Ge

Blogs

რომის პაპი - ჩვენ გავედით ომების მიღმა, ეს არ არის ომი, ეს არის ტერორიზმი, გთხოვთ, წავიდეთ წინ მშვიდობისთვის

ჩვენ გავედით ომების მიღმა, ეს არ არის ომი, ეს არის ტერორიზმი, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომზე საუბრისას განაცხადა. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, ის შეხვდა დელეგაციას ისრაელიდან, რომელთა ნათესავებიც მძევლად ჰყავთ ღაზის სექტორში და პალესტინელების დელეგაციას, რომლებსაც ნათესავები ჰყავთ ისრაელის ციხეში. „ისინი ძალიან იტანჯებიან და გავიგე, როგორ იტანჯება ორივე მხარე. ეს არის ის, რასაც ომები აკეთებენ, მაგრამ აქ ჩვენ გავედით ომების ფარგლ

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყეს

ჯანდაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული წესით, სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს და ონკოლოგიურ პაციენტთა სრულ საჭიროებებს დაფარავს. ინფორმაციის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროსა და მედიკამენტების მწარმოებელ კომპანია „როშეს“ შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწი

რა ეკონომიკურ სარგებელს იძლევა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი -ქვეყნების მაგალითი

8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა გარკვეული პირობებით. ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველომ შემდეგი ეტაპები წარმატებით უნდა გაიაროს: კანდიდატის სტატუსის მინიჭება, გაწევრიანების მოლაპარაკება და შეთანხმებაზე ხელის მოწერა. tbc კაპიტალმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია, თუ რა ეკონომიკურ სარგებელს იძლევა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირში

23 ნოემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

23 ნოემბერს დღის მეორე ნახევრიდან გვიან საღამომდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია თოვლის ზვავები. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. „საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლ

ცნობილია მარშრუტების ჩამონათვალი, სადაც 18-მეტრიანი ახალი ავტობუსები იმოძრავებენ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ახალი ავტობუსებით N301, N302, N308, N314 მარშრუტებზე ჩანაცვლდება. როგორც კალაძემ აღნიშნა, 18- მეტრიან ავტობუსებს ქალაქში გადაადგილების პრობლემა არ ექნებათ. „ბევრი კომენტარი იწერებოდა ამასთან დაკავშირებით, „რა 18- მეტრიანი ავტობუსები თბილისის ქუჩებში, როგორ შეიძლება 18 მეტრიანი ავტობუსი გადაადგილდებოდეს თავისი გაბარიტებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იქნებაო“. ყველა იმ მარშრუტზე, რომელზეც იქნება დანიშნული აღნიშ

მიშა დაუშვილი - ბარიერი შეამცირონ კი არა, დაუბრუნონ ისტორიულ 7%-ს , ეს ჩვენი პარტიისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს (ვიდეო)

“რეალობა არის ასეთი, ჩვენ არავის არაფერს არ ვეხვეწებით, მით უმეტეს ბარიერის შემცირებას. პირიქით, მეტსაც გეტყვით, ბარიერი შეამცირონ კი არა, დაუბრუნონ ისტორიულ 7%-ს , ეს ჩვენი პარტიისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. დღეს ყველაზე სწორი პოზიცია არის ის, რომ ბრძოლისთვის უნდა ვიყოთ მზად და არსებული სტატუს-ქვო შევცვალოთ.” მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 402662845_280732781629049_6025557352438495780_n.mp4

მიშა დაუშვილი - “ოცნებას” კი არ უნდა ეხვეწებოდეს ოპოზიციური სპექტრი ბარიერის დაწევას, პირიქით სტრატეგია უნდა იყოს შემდეგი: უნდა გავძლიერდეთ, მეტი ნდობა მივიღოთ საზოგადოებისგან... (ვიდეო)

“ოცნებას” კი არ უნდა ეხვეწებოდეს ოპოზიციური სპექტრი ბარიერის დაწევას, პირიქით სტრატეგია უნდა იყოს შემდეგი: უნდა გავძლიერდეთ, მეტი ნდობა მივიღოთ საზოგადოებისგან და არც 7%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ უნდა იყოს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სხვაგვარად სტატუს-ქვოს ვერ შევცვლით.”  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 404709110_1253676515305188_8449929186682426465_n.mp4

მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც იმერეთში წიაღის მომპოვებელ კომპანიებთან არიან დაკავშირებული

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მიმოიხილა იმ კომპანიების ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა, რომლებმაც წიაღის მოპოვების ლიცენზია იმერეთის რეგიონში 2019-2021 წლებში მიიღეს. ეს კომპანიები მოიპოვებენ როგორც ქვიშა-ხრეშს, ასევე გრანიტს, ტეშენიტს, კირქვას, ბაზალტს და სხვა სასარგებლო წიაღისეულს. ორგანიზაციის ცნობით, იმერეთის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 140 ლიცენზიანტიდან (იურიდიული და ფიზიკური პირები) 56 პოლიტიკური შემწ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი - მაღალი დონის კორუფცია ქვეყანაში მთლიანად მიშვებულია, არანაირი ინსტიტუციური მექანიზმები, რამაც ეს უნდა შეაკავოს, არ მუშაობს

მაღალი დონის კორუფცია ქვეყანაში მთლიანად მიშვებულია, არანაირი ინსტიტუციური მექანიზმები, რამაც ეს უნდა შეაკავოს, არ მუშაობს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანტიკორუფციული გუნდის ხელმძღვანელმა სანდრო ქევხიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, ქვეყანაში დაბალი დონის კორუფცია არ არის, თუმცა, „ელიტური კორუფციის“ პრობლემა აქტუალურად დგას. „ქვეყანაში დაბალი დონის კორუფცია არ არის, ამ მხრივ, ასე თუ ისე, პრობლემა მო

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით ცვლილებები იგეგმება

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით ცვლილებები იგეგმება. კერძოდ, დოკუმენტში სამომავლოდ განსახორციელებელ ნაბიჯებს შორის დასახელებულია: იურიდიული პირების საარჩევნო შემოწირულების აკრძალვა, თითოეული მხარისთვის ხარჯების ზედა ზღვარის კიდევ უფრო შემცირება, პოლიტიკური პარტიების ხარჯების ანგარიშების გამოქვეყნება. „ეს ღონისძიებები უზრუნველყოფს გადაჭარბებულ ინტერესებზე დამოკიდებულების და მისი უარყოფით ზეგავლენის შემდგომ შემცირებას, გააძლიერებს კონკურენციას,

პრეზიდენტი მოქალაქეობის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს აკრიტიკებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეობის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ახალი კანონი რეალურად მოქალაქეობის მიღებას არ ამარტივებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 21 ნოემბერს, ორბელიანების სასახლეში სამოქალაქო პლატფორმის „შინ მომავლისთვის“ პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ამ დღეებში მიღებულ იქნა პარლამენტში ახალი ცვლილებები მოქალაქეობის ორგანულ კანონში, რომელიც რეალურად, არცერთ ცვლილებას და გამარტივებას არ წარმოადგენს. მე ამ

სასკოლო ტრანსპორტი ავტობუსის ზოლში მოძრაობას გარკვეული პირობით შეძლებს

2024 წლიდან, თბილისში, სასკოლო ტრანსპორტს ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება ექნება. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ამის საჭიროება საცობებით ახსნა. „ვინაიდან ამ ქალაქში, კერძო ავტომობილების სიჭარბის გამო საცობების პრობლემა ჯერ კიდევ დაუძლეველია და ვითვალისწინებთ რა, პიკის საათებში სკოლის მოსწავლეების სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საჭიროებას, გადავწყვიტეთ, M2 და M3 კატეგორიის სასკოლო ტრანსპორტსაც მივცეთ საავტობუსე ზოლში გარკვეული პირობებით გადაადგილების უფლება“, — განაცხადა კალაძემ მერიაში

ევროპარლამენტში თამაზ გინტურის მკვლელობაზე რეზოლუციას უყრიან კენჭს

ხვალ, 22 ნოემბერს, ევროპარლამენტში კენჭს უყრიან  რეზოლუციას რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით. თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დებატები  და რეზოლუციის მიღება ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ მოითხოვა. „საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოში“ – ასე ჰქვია რეზოლუციის პროექტს, რომელიც უკვე ასახულია ევროპარლამენის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. ევროპარლამენტარი მირიამ ლე

მშობიარობა და საკეისრო კვეთა სრულად დაფინანსდება – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა სრულად დაფინანსდება. უწყების ცნობით, დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანის, გაუტკივარების საფასურს, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა ხარჯებს. სახელმწიფო არ დააფინანსებს იმ შემთხვევებს, თუ პაციენტი საკეისრო კვეთის გაკეთებას სამედიცინო ჩვენების გარეშე მოინდომებს. ასევე, არ დაფინანსდება ე.წ. VIP პალატის მომსახურება. ცვლილება DRG (DIAGNOSIS RELATED GROUP) დაფინანსების მოდელის

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „დღის წესრიგს მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომი ნაბიჯები, რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება, ასევე ევროკავშირის მიერ ჩვენს ქვეყნებში რეფორმებისა და განვითარების მხარდაჭერის განხილვა წარმოადგენს“, - წერს მაია სანდუ „ტვიტერის“ გვერდზე. მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შა

თბილისში, გორგასლისა და კალანდაძის ქუჩების კვეთაზე, ტრაილერის დაჯახების შედეგად ქვეითი გარდაიცვალა

თბილისში, გორგასლისა და კალანდაძის ქუჩების კვეთაზე ტრაილერის დაჯახების შედეგად ქვეითი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია. მომხდარის დეტალებს „ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. იპნ

"საქართველოსთვის" ბრიფინგი - ბექა ლილუაშვილი „ქართულ ოცნებას“ - შეწყვიტეთ „გორბის“ გაყალბებული შედეგებით ჟონგლიორობა და ბარიერით სპეკულაცია, დაასრულეთ კინკლაობა და გადავიდეთ საქმის კეთებაზე

მოვუწოდებთ „ოცნებას“ ერთობლივი მუშაობის დაწყებას დათქმების შესრულებისათვის - შეწყვიტეთ „გორბის" გაყალბებული შედეგებით ჟონგლიორობა და ბარიერით სპეკულაცია, დაასრულეთ კინკლაობა და გადავიდეთ საქმის კეთებაზე,- ამის შესახებ განცხადება პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში ანა ბუჩუკურთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მათ ასევე მიმართეს ოპოზიციონერ კოლეგებსაც, ერთად იმუშაონ რეკომენდაციების შესრულებაზე. „პარტია საქართველოსთვის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი, მიმართავს

პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებ, არ იქნება ძალადობა, რადგან არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში - ჩვენ არ გვინდა, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს

ქართველებმა კოლექტიურად უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ მოეწყობა საარჩევნო კამპანია. იმედი მაქვს, რომ არ იქნება ძალადობა, რადგან არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, თითოეული ამომრჩევლის ხმა დაცული იყოს. „ნაბიჯი ნომერი 4, ახლად გამოყოფილი ნაბიჯი ნომერი 4, საუბრობს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე. ქართველებმა კოლექტიურად უნდა გადაწყვი

ანა ბუჩუკური - „ოცნებას“ მოვუწოდებთ მორჩეს საკუთარი ჯიბის ორგანიზაციით- „გორბით“ თამაშს და ნაცების პიარ კამპანიას, ამის ნაცვლად 8 ნოემბრის ევროკომისიის შეფასებების საფუძველზე, ძალიან ბევრი სამუშაო აქვს (ვიდეო)

„ოცნებას“ მოვუწოდებთ მორჩეს საკუთარი ჯიბის ორგანიზაციით- „გორბით“ თამაშს და ნაცების პიარ კამპანიას, ამის ნაცვლად 8 ნოემბრის ევროკომისიის შეფასებების საფუძველზე, ძალიან ბევრი სამუშაო აქვს გასაწევი, სრულფასოვანი ევროინტეგრაციის პროცესისთვის." ანა ბუჩუკური, საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 402655903_2613258642174318_7497220121788482169_n.mp4

ანა ბუჩუკური - წელიწადნახევრის განმავლობაში ხელისუფლებამ ბევრი რამ გააფუჭა, ამიტომ გაჩნდა ახალი საკითხები დათქმებში

წელიწადნახევრის განმავლობაში ხელისუფლებამ ბევრი რამ გააფუჭა, ამიტომ გაჩნდა ახალი საკითხები დათქმებში, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დათქმა დეზინფორმაციასთან დაკავშირებით სწორედ ხელისუფლების პროპაგანდის გამო გაჩნდა, ასევე ცესკოსთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებების ფონზე გაჩნდა ახალი დათქმა არჩევნებთან დაკავშირებითაც. "მცირედი წვლილი ხელისუფლებასაც აქვს (სტატუსის მიღებაში), იცით, რომ 12 რეკომენდაციიდან 3 შესრულებულად ჩაითვალ

ინტენსიური თოვის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო ქვეყნის მასშტაბით გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. უწყების ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა დიდთოვლობის გამო აკრძალულია ზეკარის უღელტეხილზე. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ50-კმ89 (ზეკარის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის შეზღუდვაა დაწესებ

დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი აძლევს. ის საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე მოწმის სახით იკითხება. სხდომის დაწყებამდე მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, მხოლოდ ის განაცხადა, რომ ყველაფერს სასამართლოში იტყვის. საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, ნოღაიდელის ჩვენება მნიშვნელოვანია. „ზურაბ ნოღაიდელს, 2005-2007 წლებში საქართველოს პრემიერ-მ

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო AFP-ი ავრცელებს. გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი დღეს დილით, მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ბორის პისტორიუსი კიევში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს. კიევში გასამართი შეხვედრების მთავარი თემა უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება და კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება იქნება. ipn
×
×
  • შექმენი...