Jump to content
Planeta.Ge

Blogs

გერმანიის საგარეო უწყება - გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა და შემდგომი პოლარიზაცია

გერმანია სრულად მხარს უჭერს ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებსა და შეფასებებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ გავრცელებული ინფორმაციით დაძაბული გარემოსა და დარღვევების შესახებ, რომლებიც უნდა მოგვარდეს და გამოსწორდეს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიც

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩამოდის

საქართველოს 28-29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, 29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. „უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდე

ნატოს მისიის ხელმძღვანელი - დაშინება, ხმის ფარულობის დარღვევა, არათანაბარი სათამაშო მოედანი და განხეთქილების შემომტანი რიტორიკა - მე ეს საკითხები მაწუხებდა - არჩევნები ერთი კრიტიკული ტესტი იყო, შედეგები მეორე ტესტი იქნება

დაძაბული, ძალიან ღრმად პოლარიზებული გარემო, საარჩევნო უბნებს გარეთ ამომრჩეველზე დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევები, ხმის ფარულობის დარღვევა, არათანაბარი სათამაშო მოედანი და განხეთქილების შემომტანი რიტორიკა - ეს არის საკითხები, რაც პირადად მე მაწუხებდა, - აღნიშნული შეფასება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფაიკ ოსთრეკმა გააკეთა. ოსთრეკის განცხადებით, ეს არჩევნები კრიტიკული ტესტი იყო საქართველოს დემოკრატიისთვის, ხოლო მისი შ

ნათია მეზვრიშვილი - არჩევნების დღეს, ისე როგორც წინა საარჩევნო პერიოდში იყო სისტემური დარღვევები, რამაც გავლენა მოახდინა შედეგებზე, გვაქვს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები

არჩევნების დღეს, ისე როგორც წინა საარჩევნო პერიოდში იყო სისტემური დარღვევები, რამაც გავლენა მოახდინა შედეგებზე, გვაქვს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/472767512473716/

თეონა აქუბარდია - ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნება არ ასახულიყო ამ არჩევნებზე

ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნება არ ასახულიყო ამ არჩევნებზე. თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/605579051791936/

ეუთო/ოდირი: ხდებოდა ამომრჩევლების აღრიცხვა, რაც ბადებს ეჭვს, რამდენად შეეძლოთ მათ ხმა შიშის გარეშე მიეცათ

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებს. მისია 530 დამკვირვებლისგან შედგებოდა. ეუთოს მოკლევადიანი მისიის სპეციალური კოორდინატორი, საფრანგეთის სენატის წევრი პასკალ ალიზარდი ამბობს, რომ  კენჭისყრისთვის და არჩევნებისთვის მომზადება კარგად ადმინისტრირებული იყო, თუმცა კენჭისყრის დღე დაძაბული იყო და ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა. ეუთოს მოკლევადიანი მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა ხაზი გაუსვა პარტიებს შორის ფინანსურ დისბალანსს და ასევე ისაუბრა

ეკლუნდი: წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა

NDI-ის სადამკვირვებლო მისიის თანახელმძღვანელმა, პერ ეკლუნდმა საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ ყოფილა დაცული დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტები. ეკლუნდმა თქვა: „ნათელია, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ძალისხმევა, რომ ძირი გამოეთხარა, ხელი შეეშალა სადამკვირვებლო მისიებისთვის, დაკვირვების პროცესებისთვის, კანონ

IRI-ს წარმომადგენელი - მუდმივი დაშინება, ზეწოლა იყო საჯარო მოხელეებზე - „ქართული ოცნება“ აკონტროლებდა თვითმმართველობების წარმომადგენლებს, იყო დაშინება, რომ თუ მმართველ პარტიას არ მისცემდნენ ხმას, შეუწყვეტდა სოციალურ დახმარებას

მუდმივი დაშინება, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე იყო ნათელი-„ქართული ოცნება“ აკონტროლებდა ბევრ ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენელს, იყო დაშინება, რომ თუ ადგილობრივი მოსახლეობა მმართველ პარტიას არ მისცემდა ხმას, შეუწყვეტდა სოციალურ დახმარებას, - ამის შესახებ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა, მარგარეტა სიდერფელდმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ჩატარებული არჩევნები შეაფასა. მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა სახელმწიფო რესურსები თავისი კა

მიჰკელსონი: არჩევნების შედეგების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მისი ლეგიტიმურობის აღიარებას

მარკო მიჰკელსონი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და წერს, რომ გაყალბების შესახებ ცნობები შეუძლებელს ხდის მის ლეგიტიმურად ცნობას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უბნების 99% – ცესკოს მიხედვით, „ქართულ ოცნებას” 54.2%-იანი მხარდაჭერა აქვს. ცესკოს მიერ პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, გუშინ განცხადებები გააკეთეს სხვადასხვა ოპოზიციურმა გაერთიანებებმა. „ერთიანობა ნაციონალურმა

ცაჰკნა: ცნობები საქართველოს არჩევნებზე დარღვევების შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა არჩევნების შედეგებს ეხმაურება და წერს, რომ ცნობები საქართველოს არჩევნებზე დარღვევების შესახებ „სერიოზულ შეშფოთებას” იწვევს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უბნების 99% – ცესკოს მიხედვით, „ქართულ ოცნებას” 54.2%-იანი მხარდაჭერა აქვს. ცესკოს მიერ პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, გუშინ განცხადებები გააკეთეს სხვადასხვა ოპოზიციურმა გაერთიანებებმა. „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ” განაცხადა, რომ „მოპა

ამ დროის მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ახალ პარლამენტში 89 დეპუტატს შეიყვანს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ 18-ს, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ 17-ს, „ძლიერი საქართველო“ 14-ს, გახარიას პარტია კი 12 წევრს

ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნება“ ახალ პარლამენტში 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ოპოზიციის სტატუსით პარლამენტში ოთხი პოლიტიკური სუბიექტი შევა, რომელსაც ჯამში, 61 მანდატი ექნება. უფრო კონკრეტულად, მანდატები ასე ნაწილდება: “კოალიცია ცვლილებისთვის“ - 18 მანდატი, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ - 17 მანდატი, “ძლიერი საქართველო“ - 14 მანდატი, ხოლო “გახარია საქართველოსთვის“ - 12 მანდატი. ამ დ

გიორგი გახარია - ივანიშვილმა მოქალაქეების ნებაზე იძალა - ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა არის თითოეული ხმის დაცვის დრო ყველა ხერხით - ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივმართოთ გონივრული პროტესტის ფორმებს

ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა არის საქართველოს მოქალაქეების თითოეული ხმის დაცვის დრო, ყველა ხერხით - ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივმართოთ გონივრული პროტესტის იმ ფორმებს, რომელიც პირველ რიგში, მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების არჩევანის დაცვას, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის და არჩევნების ინსტიტუტის დაცვას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა, ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს. „მინდა გითხრა

„მრავალეროვანი საქართველო“ არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს აკვირდებოდა, არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ორგანიზაციის ცნობით, 21 საარჩევნო ოლქიდან, სადაც „მრავალეროვანი საქართველო“ არჩევნების დღეზე დაკვირვებას ახორციელებდა, განსაკუთრებული ელექტორალური მოწყვლადობით გამოირჩა მარნეულის საარჩევნო ოლქი, რომელშიც სხვადასხვა სიმძიმისა და ხასიათის საარჩევნო დარღვევები დაფიქსირდა. მათივე განმარტებით, მ

წინასწარი შედეგები საზღვარგარეთ – ცესკოს მონაცემებით, „ოცნება“ ემიგრანტებს შორის აგებს

ცესკოს ვებ-გვერდზე ნელ-ნელა დაიწყო საზღვარგარეთ გახსნილი უბნების შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნება. თითქმის ყველგან, მმართველი პარტია ოპოზიციას ჩამორჩება. საუკეთესო შედეგი „ოცნებას“, ამ მომენტისთვის [03:32, 27/10/2024] ბაქოს მეორე უბანზე აქვს – 96,58%. ქვემოთ მოცემულია მხოლოდ იმ პარტიების მონაცემები, რომლებსაც ყველა უბანზე ერთი ხმა მაინც აქვთ. ზოგ უბნებზე ერთ ან მაქსიმუმ რამდენიმე ხმას სხვა პარტიებიც იღებენ. მასალა პერიოდულად განახლდება. აზერბაიჯანი (ბაქო, უბანი 4): „კოალი

საია: კენჭისყრის დღე ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღე მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა. მარკირება არის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურა, რომელიც გულისხმობს თვალით უხილავი და ჯანმრთელობისათვის უვნებელი ქიმიური საღებავის წასმას ამომრჩევლის მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე საარჩევნო უბანზე შესვლის დროს. მისი მიზანია, უზრუნველყოს, რომ ამომრ

საია: ცესკომ განმარტოს, რა მექანიზმებით შეიძლება არ მომხდარიყო დუბლირებული სიების გააქტიურება

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აცხადებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღე მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა. ორგანიზაციამ აღრიცხა მთელი რიგი დარღვევებისა, რომელსაც სისტემური ხასიათი ჰქონდა. მათ შორის მარკირების წესების დაუცველობაა. მარკირება არის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურა, რომელიც გულისხმობს თვალით უხილავი და ჯანმრთელობისათვის უვნებელი ქიმიური საღებავის წასმას

დსთ-ს გენერალური მდივანი - არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ქართველებს ესმით მეზობლებთან, პირველ რიგში რუსეთთან, თანამშრომლობის მნიშვნელობა

არჩევნების შედეგები საქართველოში მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩევლებს ესმით მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან, დამოუკიდებელი კურსისა და თანამშრომლობის შენარჩუნების მნიშვნელობა, - ამის შესახებ დსთ-ს გენერალურმა მდივანმა, სერგეი ლებედევმა განაცხადა. „არჩევნების შედეგები თავისთავად მეტყველებს: ადამიანებს ესმით ქართველი ხალხისთვის ქართველი ერის ინტერესების შესაბამისი დამოუკიდებელი კურსის შენარჩუნების მნიშვნელობა და ეჭვგარეშეა, რომ მეზობლებთან თანამშრომლობა როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ისე ჩრდი

რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ქართველებს გამარჯვებას ულოცავს

რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს ეხმაურება. „ქართველებმა გაიმარჯვეს. ყოჩაღ!“, – წერს იგი ტელეგრამში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილია უბნების 71% და „ქართული ოცნება“ 53%-ით ლიდერობს. 2206 უბნის მონაცემებით, პარტიების შედეგები შემდეგნაირად ნაწილდება: „ქართული ოცნება“ — 53% კოალიცია ცვლილებებისთვის — 11% ნაციონალური მოძრაობა — 9,8% ძლიერი საქართველო — 9

დაველოდებით საბოლოო შედეგების გამოცხადებას, მაგრამ გულხელდაკრეფილები არ ვისხდებით – მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილის თქმით, პარტიას „საქართველოსთვის“ აქვს არჩევნების გაყალბების – მათ შორის ე.წ. „კარუსელის“ – და ამომრჩევლის მოსყიდვის მტკიცებულებები და პარტიამ უკვე შეიტანა საჩივრები შესაბამის ორგანოებში. „როგორც წესი და რიგია, როგორც კანონი ითხოვს და როგორც გვჩვევია, დაველოდებით საბოლოო შედეგების გამოცხადებას. მაგრამ გულხედაკრეფილები არ ვისხდებით და ვიმუშავებთ, რომ ეს მტკიცებულებები მიეწოდოთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს“, – განაცხადა მან. ოპოზიციური კოალიციებიდან არჩევნ

მიუნხენის საარჩევნო უბანზე „ოცნებამ“ 1056-დან 47 ხმა, ანუ 4,45% მიიღო

გერმანიის ქალაქ მიუნხენში გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმისმიცემა დასრულდა და შემაჯამებელი ოქმიც შედგა. ოქმის თანახმად, უბანზე 1056 ამომრჩეველი გამოცხადდა. მმართველმა პარტიამ მათგან მხოლოდ 47-ის ხმა მიიღო, ანუ საერთო რაოდენობის 4,45%. ჯამში, შედეგები ასეთია: „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 477 „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 122 „ძლიერი საქართველოსთვის“ – 189 „გახარია – საქართველოსთვის“ – 110 „ქართული ოცნება“ – 47 „გირჩი“ –

პიტერ სიიარტო - ჩარევის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რა სურს - ბრავო!

ჩარევის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა არჩევნებზე თავისი ნება გამოხატა, რის შედეგადაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. „ჩარევის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რა სურს. პატრიოტმა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო. ბრავო, გილოცავთ!“ - აღნიშნა სიიარტომ. მისი მტკიცებით, უნგრეთი, ევროკავშირის თავმჯდომარეობის დარჩე

„ჩემი ხმა": აშკარა გახდა, რომ შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა

ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია – „ჩემი ხმა“ 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა და შემაჯამებელ შეფასებას აქვეყნებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არჩევნების დღე მძიმე და არსებითი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა და „აშკარა გახდა, რომ შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა. მათივე ცნობით, დღის განმავლობაში სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე ხორციელდ

ნიუ-იორკში 8 საათია: ერთ-ერთ უბანზე გარეთ დარჩენილი ამომრჩევლების აღწერა დაიწყეს

ნიუ-იორკში, სადაც არჩევნებში ხმის მისაცემად მრავალი ემიგრანტი მივიდა, 8 საათი დადგა, რაც ნიშნავს, რომ საარჩევნო უბანი კენჭისყრისთვის უნდა დაიხუროს. თუმცა, ხანგრძლივი, რამდენიმესაათიანი რიგების გამო, მრავალი ადამიანი კვლავაც უბნის გარეთ, რიგში იდგა. როგორც „ნეტგაზეთს“ ადგილიდან უყვებიან, მერვე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე და წევრები გარეთ მყოფი მოქალაქეების აღწერას შეუდგნენ, რათა მათ უბნის დახურვის შემდეგაც ხმის მიცემა შეძლონ. გარეთ, რიგში, ამ ეტაპზე დაახლოებით 300 ადამიანი
×
×
  • შექმენი...