კიევში საჰაერო-თავდაცვითმა სისტემებმა ირანული წარმოების 11 „კამიკაძე დრონი“ ჩამოაგდეს. მედიის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა ორი ადმინისტრაციული შენობა და ერთი საცხოვრებელი სახლი დააზიანა, რის ამსახველ ფოტომასალასაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მანამდე კი, საჰაერო განგაშის სიგნალი უკრაინის სამ ოლქში, მათ შორის კიევის, ჟიტომირსა და ვინიცაში გამოცხადდა.
ავტორი - სალომე თორაძე
თელავში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე კოტეჯის მშენებლობაზე დასაქმებული დაღამეს მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ოთახში ათევდნენ.
„ბიჭები ხაშურიდან იყვნენ და აგვისტოდან მშენებლობაზე მუშაობდნენ. ღამით ელექტროღუმელს რთავდნენ და ისე თბებოდნენ. სავარაუდოდ, ერთს კართან ახლოს ეძინა, მან ხანძრიდან მხოლოდ ერთი კაცის გამოყვანა შეძლო, ორი კი, ადგილზე გარდაიცვალა“, – აცხადებს ობიექტზე
უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლიდან ერთი კონსტანტინოვსკის პროზექტურაშია გადასვენებული, მეორის ბრძოლის ველიდან გამოყვანას კი ამ დრომდე ცდილობენ. რაც შეეხება დაჭრილებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველი დავით ქუქჩიშვილი აცხადებს, მიხეილ თევდორაძე და სერგო ქართველიშვილი რუსეთის ძალებთან შეტაკების დროს, ბახმუტის მისადგომებთან დაიღუპნენ.
„ბახმუტის მისადგომებთან რუსებს დაეტაკნენ 28-ე ბრიგადაში გაფორმებული ქართველი პარტიზანები და შეტაკებაში ვაჟკაცურ
გუშინ არგენტინა ხორვატიას თამაში იყო და არ მეცალა, ვერ მივადევნე თვალი [ევროპარლამენტს], თუმცა, იქ, სადაც ფოტიგა და კუბილიუსი იქნებოდა, წარმომიდგენია, რა იქნებოდა -კუბილიუსი სააკაშვილის ფანკლუბის წევრია, ფოტიგა დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოში შედის ქალბატონი რაისა და დანარჩენები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებსა და ასოცირების შესრულების ანგარიშში
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა, რომ რთულია მისთვის ამის აღაირება, მაგრამ საქართველო, რომელიც ერთ დროს წამყვანი ქვეყანა იყო, დღეს არის მიტაცებული სახელმწიფო.
მან თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება და ბევრი საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, მაგალითად, ერთ-ერთია ნიკა გვარამიას საქმე.
აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა ჯენიფერ გრანჰოლმმა საზოგადოებას დიდი სამეცნიერო გარღვევის შესახებ ამცნო — საქმე ეხება ბირთვული სინთეზიდან ენერგიის მიღებას, რომელზეც მეცნიერები უკვე ათწლეულებია მუშაობენ; სწორედ ამ სახის რეაქციებით საზრდოობს მზეც. შესაბამისად, ექსპერიმენტულ დანადგარებს, რომლებშიც ასეთი რეაქციის წარმოებაა შესაძლებელი, „ხელოვნურ მზესაც“ უწოდებენ.
მსგავსი: ამერიკელი მეცნიერები ბირთვულ სინთეზში მიღწეულ დიდ სამეცნიერო გარღვევას აანონსებენ — #1tvმეცნიერება
კალიფორნ
ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციაშია და ისინი, ვინც ამაში მარცხს განიცდიან, მომავალი თაობებისთვის პასუხის გაცემა მოუწევთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას, ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება.
„ჩემთვის მძიმე სათქმელია, მაგრამ საქართველო ახლა არის მიტაცებული ქვეყანა. დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება. სასამართლო სისტემა იმართება კლანების
უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ დღევანდელი სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბჭო უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს საკითხს კიდევ ერთხელ დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც 2023 წლის გაზაფხულზე ევროკომისიისგან განახლებულ ინფორმაციას მიიღებს.
„ევროკავშირის საბჭო იმეორებს 2022 წლის 23 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული პერსპ
უკრაინაში მეომარი ქართველები სოციალურ ქსელში წერენ, ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ. ისინი რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ომში დაიღუპნენ. იმის გამო, რომ ოჯახებისთვის ჯერჯერობით მათი დაღუპვა ცნობილი არ არის, მეომრების ვინაობა არ სახელდება.
უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღებას რუსეთი დიდი ძალებით, მრავალი კვირის განმავლობაში ცდილობს. ცოტა ხნის წინ ბახმუტში ერთბაშად ექვსი ქართველი ჯარისკაცის დაიღუპა.
რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში. უკრაინის მხარეს უკრაინ
ბელგიის პოლიციის ცნობით, ევროპარლამენტში ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში, 1,5 მილიონი ევროა ამოღებული.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ბელგიის პოლიცია ამოღებული თანხის ფოტოსაც ავრცელებს.
ამასთან, ბელგიის პროკურატურის ცნობით, ჩხრეკა ორი დღის განმავლობაში ცხრამეტ ადგილზე ჩატარდა. როგორც მედია წერს, ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლიდან ამოღებულია 600 000 ევრო, 150 ათასი ევრო აღმოჩენილია ევროპარლამენტარის ბინაში, ხოლო კიდევ 750 ათასი ევრო ამოღებულია ბრიუსელის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ფული ჩემოდანში
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში პერსონალური სანქციების შესახებ ჩანაწერის მხარდაჭერაზე საპარლამენტო ჯგუფი „მწვანეები – თავისუფალი ევროპული ალიანსი“ თავს შეიკავებს.
ვიოლა ფონ კრამონმა უპასუხა ქართველი ჟურნალისტების კითხვას: „დაუჭერთ თუ არა მხარს პერსონალურ სანქციებზე შესწორებას თუ ფიქრობთ, რომ ეს პრობლემა ინსტიტუციურ დონეზე უნდა გადაწყდეს?“
„ზოგადად, კარგია ამაზე საუბარი, მოდით, დავდოთ ეს მაგიდაზე. მე არ ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის ჩვენ
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე 24 ნოემბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველომ ორი პირი დააკავა.
გამოძიების ვერსიით, 2000 წელს დაბადებული ბრალდებული ბ.გ. და 1997 წელს დაბადებული ა.ხ, როგორც სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე პირადი შეხვედრისას, დაზარალებულს ემუქრებოდნენ, რომ თუ მათთან არ დაამყარებდა სქესობრივ კავშირს, გაახმაურებდნენ მისი პირადი ცხო
გერმანია, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის ფონზე, უკრაინისთვის ზამთარში დასახმარებლად დამატებით 50 მილიონ ევროს დაამტკიცებს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
მისი თქმით, ბერლინი მუშაობს, რომ უკრაინას შობის დღეებში გენერატორები, პლედები და გათბობისთვის საწვავი მიაწოდონ.
„უფლებას არ მივცემთ ვლადიმერ პუტინს, უკრაინელი ხალხი გატეხოს“, - განუცხადა ანალება ბერბოკმა ჟურნალისტებს, პარიზში, სადაც უკრაინის დახმარების
წელს, როდესაც ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა, სამწუხაროდ, საქართველოში გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული გამოთქმები, რომელიც, საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში იურისტისა და მეცნიერის, მიხეილ მუსხელიშვილის ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, არსებობის უფლება ყველა აზრს აქვს, თუმცა, სამწუხაროა, ისეთი აქცენტების
საქართველო და უკრაინა გაიმარჯვებს, მიაღწევს მშვიდობას და თავისუფლებას ევროპულ ოჯახში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ტვიტერზე“ წერს.
„3 წლის წინ საქართველო და უკრაინა შეთანხმდნენ უსაფრთხოების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა, დარწმუნებული ვარ ვერაფერი დაარღვევს ჩვენი ხალხის ერთობას. საქართველო და უკრაინა გაიმარჯვებს, მიაღწევს მშვიდობას და თავისუფლებას ევროპულ ო
გენერატორები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჯავშანი, რათა უკრაინას დაეხმაროს, ზამთარში ვლადიმერ პუტინის ენერგეტიკულ ტერორს გადაურჩეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში საგანგებო კონფერენციაზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მის ქვეყანას სჭირდება დამატებითი 800 მილიონი ევრო ზამთრის გადასატანად და 1.5 მილიარდი ევრო ენერგო ქსელის ზიანის აღსადგენად.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ელექტროენერგიის გათიშვას და ენერგეტიკულ ტერორს დავუპირისპ
ევროკავშირის გენერალური ურთიერთობის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. როგორც Reuters წერს, ბოსნიას სტატუსი ოფიციალურად ხუთშაბათს მიენიჭება, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან.
ბოსნიამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2016 წელს შეიტანა, რის შემდეგაც ევროკავშირმა ქვეყანას რეკომენდაციების შესრულება დაავალა. რეკომენდაციები კანონის უზენაესობას, კორუფციასთან ბრძოლას, ადამიანის უფლებების გაუმჯობესებას, მიგრაცი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მოძრაობა "ხალხის ხმის" წარმომადგენელმა ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერი დეპუტატი, "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ თანაგრძნობის გამო გააკრიტიკა. კომუნიკაცია დეპუტატებს შორის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში შედგა.
"მიშას თავისუფლება როგორ უნდა მოითხოვოთ?!. სხვა პატიმრები ავადმყოფები არ არიან?!. მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ! ვისაც გინდა იმას ვეტყვი",
უკვე ათ დღეზე მეტია საქართველოში მოქმედებს დადგენილება, რომელიც არეგულირებს ძალადობის მსხვერპლისა და ფემიციდის მსხვერპლი ქალების არასრულწლოვანი შვილებისთვის ფულადი კომპენსაციის გაცემის წესს. საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, პირველი დეკემბრიდან, მსხვერპლს, რომელმაც ძალადობის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება ან ფსიქოლოგიური ზიანი, შეუძლია მოძალადეს მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მოძალადისგან ვერ მიიღებს სათანადო ანაზღაურებას, მაშინ მსხვერპლს ეძლევა საშუალებ
დღევანდელი დებატები ევროპარლამენტში შეეხება საქართველოს ევროპულ მიმავალს, ამიტომ მოქნილები უნდა ვიყოთ და ვისაუბროთ ყველა ძირითად საკითხზე. ბევრი საკითხია და მათგან უმთავრესებზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა.
ევროპარლამენტარის თქმით, დებატებზე საუბარი შეეხება დეოლიგარქიზაციასაც და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასაც.
„ჩვენი გზავნილი ძალიან მკაფიოა, არ შეიძლება ისე უმკურნალო ადამიანს, როგორც მიხეილ სააკ
საქართველოს პარლამენტში საშემოდგომო სესიები დასასრულს უახლოვდება, მაგრამ სამწუხაროდ, მიმდინარე წელმაც, 2021 წლის მსგავსად, ნაცვლად კონკრეტული საქმის კეთებისა ერთმანეთთან დაპირისპირებაში განვლო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი შალვა კერესელიძე წერს.
მისი თქმით, ევროკავშირი რეკომენდაციების ჯეროვნად შესრულების მიზნით, სახელმწიფოსგან ითხოვს ყველა ანტიკორუფციული ფუნქციების კონსოლიდირებასა და მაღალი ლეგიტიმაციის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის ჩამ
პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ფორუმში 45 ქვეყანა და 20 საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობს.
კონფერენციის მიზანია, რუსეთის მხრიდან უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების ფონზე, კიევმა საჭირო დახმარება მიიღოს.
ფორუმი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გახსნა. მან კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა კიევს და დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინაზე. თავის სიტყვაში, მაკრონმა რუსეთის სარაკეტო იერიშებს ომის დანაშაული უწო
გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკავშირი უნგრეთისთვის დაბლოკილი თანხის ნაწილის გადაცემას დათანხმდა, სანაცვლოდ კი, ბუდაპეშტი უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების გადაცემაზე დადებულ ვეტოს მოხსნის.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ჩეხეთმა უკვე გაავრცელა ცნობა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის მიკროფინანსური დახმარების გადაცემაზე შეთანხმდა. როგორც ცნობილია, ევროკავშირის წევრებიდან, აღნიშნული ფინანსური პაკეტის დამტკიცების წინააღმდეგ მხოლოდ უნგრეთი გამოდიოდა.
თავის მხრივ, ევროკავშირს დაბლოკი