ხორვატია მხარს უჭერს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, რომელთა ევროპული გეზი დადასტურდა, – ამის შესახებ ხორვატიის სახელმწიფო მდივანმა ანდრეა მეტელკო-ზგომბიჩმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოება არის უსაფრთხოებაში, განვითარებაში, სტაბილურობასა და მშვიდობაში დაბანდებული ინვესტიცია.
„ხორვატია ყოველთვის გახლდათ ევროკავშირის გაფართოების მტკიცე მხარდამჭერი დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის მიმართ. ახლა კი ხორვატია მხარს უჭ
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის აღდგენის ძალისხმევას მარშალის გეგმას ადარებს და აცხადებს, რომ ეს იქნება კაცობრიობის ამოცანა. ამის შესახებ შოლცმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
ოლაფ შოლცმა „დიდი შვიდეულის“ მიერ უკრაინის ფინანსური დახმარების კოორდინაციის ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ ისაუბრა.
„დღეს „დიდი შვიდეული“ შეთანხმდა ცენტრალურ ელემენტებზე პლატფორმისთვის, რომელმაც ყველა დონორის ფინანსურ მხარდაჭერას კოორდინირება
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, გაერო-ს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS) შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 40 სხვადასხვა სახეობის სამაშველო და სამძებრო სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა გადასცა.
ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანი, UNOPS საქართველოს ხელმძღვანელი კლოდ-ანდრე ნადონი, შინაგან ს
მიხეილ სააკაშვილის საკითხი წმინდად ჰუმანიტარულია, ეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას. ორივე ამერიკელი ექსპერტი ადასტურებს, რომ მას ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა აქვს, მაგრამ ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, მოისმინონ საკუთარი სახალხო დამცველის ვერდიქტი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, თავიდან იყოს არიდებული მდგომარეობის გართულება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიხეილ გალერმა განაცხადა.
ევროპარლამენტარის განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილი თუ ციხეში გარდაიცვლება, ეს პოლიტიკური კ
პირველად მოხდება ისე, რომ ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში გაფართოების საკითხზე მოხვდებიან უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სტანჩიკმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთ საკითხად განიხილება ევროკავშირს გაფართოების, სტაბილიზაციის და ასოციაციის პროცესი.
მინისტრის თქმით, სლოვაკეთს მიაჩნია, რომ ევროკავშირის გაფართოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„სლოვაკეთს სჯერა, რომ უ
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას „ძალიან ახლოდან აკვირდება“, - ამის შესახებ აშშ-ის საგარეო უწყების მიერ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარშია ნათქვამი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ყველა ძირითად უფლებაზე, მათ შორის, შესაბამისი მკურნალობის უფლებაზეც, პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა.
„ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმ
ევროპარლამენტარების განცხადებები მნიშვნელოვანწილად მიკერძოებულია, კორუფციის სკანდალის შემდეგ, რამაც სერიოზული მასშტაბი მიიღო, საკმაოდ შეილახა ევროპარლამენტის ავტორიტეტი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილზე ანა ფოტიგას განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ანა ფოტიგას განცხადება მიკერძოებულია და ეჭვს იწვევს.
„ევროპარლამენტარების განცხადებები მნიშვნელოვანწილად არის მიკერძოებული და საერთოდ იმ სკანდალმა, რაც ეხება კორუფციას, სა
ნიდერლანდები მზად არის, შექმნას ახალი, გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი ტრიბუნალი, რომელიც განიხილავს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰუკსტრამ განაცხადა.
მისი თქმით, ნიდერლანდები, ევროკავშირთან ერთად ეძებს საერთაშორისო მხარდაჭერას და დაფინანსებას ტრიბუნალისთვის და რომ ახალი სასამართლო არ უნდა ჩაერიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მუშაობაში, რომელიც ასევე ნიდერლანდებში მდებარეობს.
სასამართლო ექსპერტები აცხადებენ, რომ სი
პრემიერ-მინისტრის მიერ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილ სამომავლო გეგმას წარმატება არ უწერია - ვფიქრობთ, მთავრობამ ეს იცის, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ანაკლიის პორტის სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
როგორც კონსორციუმში განმარტავენ, მოსაზრება, რომ ქართულმა სახელმწიფომ შეიძლება მოძებნოს სერიოზული კერძო ინვესტორი ანაკლიის პორტისთვი
პროკურატურამ მამაკაცს, რომელმაც რძალი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ასევე, ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების მიზნით, შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნება.
„საქართველოს პროკურატურამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუ
ბატონი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება იყო პოპულისტურ-დემაგოგიური. არბიტრაჟს რომ ახსენებს, სახელმწიფოს სხვა არბიტრაჟული დავები არ აქვს? - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მან ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება შეაფასა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შესახებ, რომლის თანახმადაც, ხაზარაძე-ჯაფარიძემ „5 წელში ვერ შეასრულეს ვერც ერთი ვალდებულება, ჩააგდეს პროექტი, ანაკლიის პორტი არ ააშენეს და დღეს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს რუსეთს, შეეცადოს დაამტკიცოს, რომ შეუძლია უარი თქვას აგრესიაზე და შობის წინ დაიწყოს თავისი ჯარების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან.
"ჩვენ კი რუსეთს ვთავაზობთ, გადადგას კონკრეტული მნიშვნელოვანი ნაბიჯი კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარებისკენ, რაზეც მოსკოვში ასე ხშირად საუბრობენ. წინ არის დღესასწაულები, რომლებსაც მილიარდობით ადამიანი აღნიშნავს: შობა გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ახალი წელი, შობა იულიანეს კალენდრის მიხედვით. ეს არის დრო, როდესაც ნო
საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს აფრთხილებს, რომ კოვიდ-19 პანდემიის გამო მნიშვნელოვნად გაზრდილია ირანის ტერიტორიის სატრანზიტო კორიდორად გამოყენების შემშთხვევები და ანგარიშსწორებების ნაწილი შესაძლოა აშშ-ს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევად ჩაითვალოს. საუბარია ირანის ტერიტორიის გავლით და/ან ირანში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებით (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო) ტვირთების ტრანსპორტირებაზე.
"ასეთი გარიგებები საბანკო სექტორის საკორესპონდენტო ურთიერთობებ
ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის 5 ქალაქის: ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს.
ქუთაისის აეროპორტში ბაზირებული იქნება Airbus A321 ტიპის ახალი ავიახომალდი, რომელიც გამოირჩევა საწვავის ეკონომიურობითა და დაახლოებით 50 სამგზავრო ადგილით მეტი აქვს, ვიდრე Wizz Airi-ის სტანდარტულ თვითმფრინავებს.
ავიაკომპანიის წარმ
დმიტრო კულებას თქმით, კიევისთვის მიუღებელია კრიტიკა, რომელიც სავარაუდოდ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით დასავლეთისგან ისმის. მისი თქმით, უკრაინისთვის მორალის კითხვა არ არის საჭირო. ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.
ამასთან, კულებამ უარი თქვა ეპასუხა კითხვაზე განახორციელა თუ არა უკრაინამ რუსულ სამხედრო ბაზებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიტანილი იერიშები. საქმე ეხება გასულ კვირას ენგელსისა და
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი რჩება.
მათივე ცნობით, ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით.
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა. ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გა
საქართველოს პრეზიდენტი „კასკადიორების ოსკარის“ Taurus World Stunt Awards-ის გამარჯვებულს, ქართველ მოცეკვავესა და კასკადიორს, ლაშა მძინარაშვილს შეხვდა, რომელმაც პრეზიდენტს მიღებული პრიზი წარუდგინა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას ქართველ მოცეკვავეს პროფესიული ჯილდოს მიღება მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მძინარაშვილი ფილმ King’s Man-ში ბრძოლების სცენის შექმნაში მონაწილეობდა, სადაც ქართული ცეკვის ილეთ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის პრეზიდენტად ომში გამარჯვებამდე დარჩება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ნეტფლიქსზე“ ჟურნალისტ დევიდ ლეტერმანთან ინტერვიუში განაცხადა.
„გამარჯვებამდე ნამდვილად ვიქნები პრეზიდენტი. შემდეგ რა იქნება, არც კი ვფიქრობ. ჯერ ამაზე არ ვფიქრობ, არ ვარ მზად. უბრალოდ, ძალიან მინდა ზღვაზე, ლუდის დალევაც ძალიან მინდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე
წელს არ გაიმართება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ტრადიციული, დიდი პრესკონფერენცია. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ამასთან ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი მაინც მოახერხებს ჟურნალისტებთან გასაუბრებას“, - თქვა პესკოვმა და დასძინა, რომ პრეზიდენტი ამას ყოველთვის აკეთებს, მათ შორის უცხოეთში ვიზიტების დროსაც.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ პუტინი საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტით შვიდჯერ იმყოფებოდა: ერთხელ ირანში და ექვსჯერ - დსთ-ს ქვეყნებში.
ნოემბერში გამოცემა "Р
ხვალ, ომბუდსმენის საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობა გარკვეულ პოზიციას დააფიქსირებს - ვფიქრობ, რომ ამან შეიძლება დამატებითი სტიმული მისცეს ჩვენს ოპოზიციას, რომ გარკვეულ კონსენსუსთან დაკავშირებით საერთო შეთანხმება იყოს, მათ შორის, კომპრომისი შეიძლება გაუადვილდეთ , - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობამ სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილა და ყველაზე მეტი დრო სწორედ ომბუდსმენის საკითხის გ
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6773 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6802 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8283 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8300 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0017 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ნორა კვიციანი (დედა ქეთევანი) გარდაიცვალა. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს კვიციანების ოჯახის ახლობელმა განუცხადა. ყოფილი დეპუტატის ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანი მონაზვნად გასულ წელს აღიკვეთა.
შეგახსენებთ, ნორა კვიციანმა ციხეში 6 წელი გაატარა. ის 2006 წლის 29 ივლისს დააკავეს და სისხლის სამართლის სამი მუხლით (მითვისება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა–შენახვა) გაასამართლეს.
ნორა კვიციანი 2012
ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მუშაობა უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე და გავაგრძელოთ ჩართულობა უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ომმა ევროპაში ომი დააბრუნა და დღეს აღმოსავლეთის სამეზობლო სრულიად განსხვავებულია.
"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ომმა ევროპაში ომი დააბრუნა. დღეს ჩვენ ვუყურ