Jump to content
Planeta.Ge

Blogs

გიორგი გახარია - მთელმა მსოფლიომ იცის ჩვენი პარტიის წევრის, ახალგაზრდა პოლიტიკოსისა და ნიჭიერი პოეტის კოკა კობალაძის შესახებ, მომავლისთვის მებრძოლი ქართველი,ქართველ ახალგაზრდებს შორის

მთელმა მსოფლიომ იცის ჩვენი პარტიის წევრის, ახალგაზრდა პოლიტიკოსისა და ნიჭიერი პოეტის კოკა კობალაძის შესახებ. მომავლისთვის მებრძოლი ქართველი,ქართველ ახალგაზრდებს შორის! , - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია. 

მეუფე იაკობი ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე - ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება - ახალგაზრდებმა დაიჯერეს, რომ რუსეთში მიგვარბენინებდნენ და გამოვიდნენ, მაგრამ აწი დაფიქრდნენ

ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება თუ გვინდა, რომ ცივილიზებულ მსოფლიოში ვიყოთ, თორემ ჯვარი გვწერია, რომ ან ევროპაზე, ან ამერიკაზე, ან ნებისმიერ ქვეყანაზე ვფიქრობდეთ, რომ მტერია,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. ის, გამოეხმაურა თბილისში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, ახალგაზრდები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ ვინმეს რუსეთისკენ, რომ წაეყვანა ქვეყანა, უბრალო გამოსვლით უკან არ დააბრუნებდნენ. მან ასევე ისაუბრა კანდიდატის სტატუ

ნატო რუსეთს „საშიში და უპასუხისმგებლო“ ბირთვული რიტორიკის გამო აკრიტიკებს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში გააფრთხილა ბელარუსი, არ განათავსოს რუსული ბირთვული იარაღი მის ტერიტორიაზე, რადგან ამ ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი სანქციები. „ტვიტერზე“ ბორელმა დაწერა, რომ ეს არის „უპასუხისმგებლო ესკალაცია” და „საფრთხე“ ევროპის უსაფრთხეობისთვის. „ბელარუსის მასპინძლობა რუსული ბირთვული იარაღისთვის ნიშნავს უპასუხისმგებლო ესკალაციას და საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის. ბელარუსს ჯერ კიდევ შეუძლია შეაჩეროს ე

ნატო რუსეთს „საშიში და უპასუხისმგებლო“ ბირთვული რიტორიკის გამო აკრიტიკებს

ნატომ რუსეთი მისი "საშიში და უპასუხისმგებლო" ბირთვული რიტორიკის გამო გააკრიტიკა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. “ნატო ფხიზლადაა და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. ნატოს მოკავშირეები მოქმედებენ საერთაშორისო ვალდებულებების სრული პატივისცემით. რუსეთი გამუდმებით არღვევს შეიარაღების კონტროლის ვალდებულებებს, ბოლოს კი შეაჩერა მონაწილეობა ახალ START -ის ხელშეკრულებაში”, - განაცხადა ნატოს სპიკერმა. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკ

ზაალიშვილმა თბილისის გრანდ სლემი ზედიზედ მესამედ მოიგო - საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა საქართველოს ნაკრებს მესამე ოქროს მედალი მოუტანა. ქართველმა ფინალში 19 წლის თურქი მენურ ერტუგი ვაზარით დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემი ზედიზედ მესამედ მოიგო. ცოტა ხნით ადრე ტურნირზე ოქროს მედლების მფლობელები ილია სულამანიძე (100კგ) და ლაშა ბექაური (90კგ) გახდნენ. ლუკა მაისურაძემ (90კგ) კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით გუნ

შემოსავლების სამსახური - ინფორმაცია, რომ „საქართველოში სანქცირებული რუსული ნავთობი რკინიგზით შემოაქვთ“, არის სრული სიცრუე - საქართველო მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს

ფინანსთა სამინისტრო სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოში სანქცირებული რუსული ნავთობი რკინიგზით შემოაქვთ. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი არცერთი ფაქტი ან მტკიცებულება. „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება ტელეკომპანია ,,ფორმულას“ მიერ, 25 მარტს მომზადებულ სიუჟეტს და განმარტავს შემდეგს: სიუჟეტში ჟურნალისტის

დონალდ ტრამპი - მე ვარ ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია თქმა: თავიდან ავიცილებ მესამე მსოფლიო ომს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მტკიცებით, ის რომ თეთრ სახლში ყოფილიყო, ვლადიმერ პუტინს უკრაინაზე თავდასხმის ნებას არ დართავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტეხასში, მხარდამჭერთან შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, რომ სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. „მე მათ Javelin-ის ასობით რაკეტა მივეცი“, - აღნიშნა ტრამპმა. მისი მტკიცებით, პუტინმა უკრაინაზე თავდასხმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აშშ-ის ამჟამინდელი

საქართველოში ხახვის მთავარი იმპორტიორი რუსეთია - კიდევ სად იყიდა ქვეყანამ ყველაზე გაძვირებული პროდუქტი

საქართველოში, 2023 წლის თებერვალში წლიურად საკვებ პროდუქტებს შორის ყველაზე მეტად ხახვი გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, ფასები აღნიშნულ პროდუქტზე 118,4%-ით გაიზარდა. ფასების ზრდასთან ერთად, მოიმატა იმპორტმაც. 2023 წლის იანვარსა და თებერვალში საქართველოში 2.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 6 474 ტონა ხახვი შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 1.6 მლნ აშშ დოლარის 4 754 ტონა ხახვი. „ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც მიმდინარე წლის ორ თვეში საქართველომ ხახ

რუსებმა ავდიივკაში მაღალსართულიან შენობები დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს და მაღალსართულიან შენობებს დაარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსები აგრძელებენ ავდიივკას დაბომბვას. მათ სარაკეტო იერიში მიიტანეს ორ მაღალსართულიან შენობაზე“, - წერს ერმაკი „ტელეგრამზე“. მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ინტერპრესნიუსი

ჩრდილოეთ მაკედონია უკრაინისთვის 12 საბრძოლო ვერტმფრენის გადაცემას გეგმავს

ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრის, სლავიანკა პეტროვსკაის განცხადებით, მაკედონიის მთავრობა უკრაინას Mi-24 ტიპის 12 ერთეული ვერტმფრენის გადაცემას შესთავაზებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ქვეყნის გენერალურმა შტაბმა დაასრულა ანალიზი იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ქვეყანას Mi-24 ვერტმფრენების უკრაინისთვის მიწოდება. მინისტრის თქმით, ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებას წარადგენენ. ს

მიხაილო პოდოლიაკი - პუტინი ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებაზე განცხადების გაკეთებით აღიარებს, რომ წაგების ეშინია

პუტინი ძალიან პროგნოზირებადია. ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ განცხადების გაკეთებით ის აღიარებს, რომ წაგების ეშინია და რაც შეიძლება გააკეთოს არის ტაქტიკით შეშინება , - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს. მისი თქმით, პუტინის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ადასტურებს დანაშაულში მონაწილეობას. „მეორე. ის კიდევ ერთხელ აცხადებს დანაშაულში მონაწილეობას. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დარღვევა“, - წერს პოდოლიაკი

ბექა ლილუაშვილი - ახალგაზრდები, ჩვენი მოქალაქეები, უპერსპექტივობის გამო კვლავ გარბიან ქვეყნიდან. ეს იმ "თავმომწონე" ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, ევროპულ კაბინეტებში "განცვიფრებას" რომ იწვევს ჩვენ პარტნიორებში

ახალგაზრდები, ჩვენი მოქალაქეები, უპერსპექტივობის გამო კვლავ გარბიან ქვეყნიდან. ეს იმ "თავმომწონე" ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, ევროპულ კაბინეტებში "განცვიფრებას" რომ იწვევს ჩვენ პარტნიორებში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.  მისი თქმით, თავშესაფრის პირველად მაძიებელთა რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებს შორის 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 64 პროცენტით გაიზარდა.    "დიახ განცვიფრდებიან, როცა ქვეყნის პრემიერ-მინი

ოლექსი დანილოვი - კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდნეტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებები ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. „პუტინის განცხადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ქვეყნის შიდა დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ბელარუსულ საზოგადოებაში რუსეთისა და პუტინის ნეგატიურად აღქმას მაქსიმალურად აძლიერებს. კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყ

მედია - გერმანია 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს

გერმანია 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს, რომლებიც, სავარაუდოდ, გერმანელი ინფორმატორების გადაბირებას ახორციელებდნენ. ინფორმაციას მედია საშუალებები გამოცემა Focus-ზე დაყრდნობით ავრცელებენ. „საგარეო საქმეთა მინისტრი ბერლინში აკრედიტებული 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს“, - წერს გამოცემა. Focus-ის წყაროს ცნობით, ეს დიპლომატები დაკავებულები იყვნენ გერმანიაში პოლიტიკის, ეკონომიკისა და მეცნიერების სფეროში და შეიარაღებულ ძალებში ინფორმაციის წყაროების მოძიებით. ი

პენტაგონი - ვერ ვხედავთ რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არ არსებობს რაიმე ნიშნები იმის შესახებ, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება. "ვნახეთ ცნობები რუსეთის განცხადების შესახებ და გავაგრძელებთ ამ სიტუაციის მონიტორინგს", - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება. ამასთან, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სტრატეგიული ბირთვული პოზიციის შეცვლის მიზეზს ვერ ხედავენ. „ჩვენ ვერ ვხედა

„დღეს მე ასეთი გეგმები არ მაქვს“ – ყიფიანი პოლიტიკაში წასვლაზე

ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისისა“ და იურიდიულ ფირმა „ემ ქეი დის“ დამფუძნებელი, იურისტი ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა „ემ ქეი დისთან“ საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ 9 მარტს, პირადად აცნობა. „რა მოხდა და არაფერი. მოხდა ის, რაც ნორმალურად ხდება ჩვეულებრივ ბიზნეს პრაქტიკაში. ჩვენ ბოლო კონტაქტი გვქონდა 9 მარტს, როდესაც მან შემატყობინა საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ“, — განუცხადა ვიქტორ ყიფიანმა „ტვ პირველს“. „ემ ქეი დი“ ბიძინა ივანიშვილს იურიდიულ სამსახურს თითქმის ხუთი

აშშ-ში ემიგრაციაში კიდევ ერთი უვადო მოსამართლე წავიდა

ტელეკომპანია „პირველის“ ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე მაკა გველესიანი, რომელიც თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემიგრაციაში წავიდა. ეს ინფორმაცია ტელეკომპანიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ლევან მურუსიძემაც დაუდასტურა. „საბჭოს მიმართა წერილით, ჩვენ დავუკავშირდით და დაგვიდასტურა, რომ წავიდა, წავიდა… განცხადებაში დაწერა, რო

პუტინის თქმით, რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს

რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს ბელარუსში. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა ინტერვიუში, რომელიც შაბათს გადაიცა ტელეარხ „როსია-24“-ის ეთერით. პუტინის თქმით, ბელარუსის ხელმძღვანელი ალიაქსანდრ ლუკაშენკა უკვე დიდი ხანია სთხოვს მას ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგებას. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, 1 ივლისისთვის უნდა დასრულდეს ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის საცავის მშენებლობა. გარდა ამისა, პუტინის სიტყვებით, ბელარუსს გადაეცემა სარაკეტო კომპლექსი „ი

„თბილისი ენერჯი“ - ისნის რაიონში 8 000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

უსაფრთხოების ბილიკების მოწყობითი სამუშაოების გამო ისნის რაიონში, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის მიმდებარედ (მეტრო სადგურ „ისანთან“)  26 მარტის 10:00 საათიდან 8000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კერძოდ, გაზის მიწოდება შეუწყდება: დედოფლისწყაროს I შეს. 2, ვ. ივერიელის ქ. 32-32ა (ყოფილი საბადურის ქ. 32), ვ. ივერიელის ქ. 36-38, საბადურის ქ. 31-33, შავი ზღვის (ახლანდელი ლეხ კაჩინსკის) ქ. 1, 1-3, 1-5, 1ა, 1ც, 6, 8, 9, 10/3, 11,

მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო წესი-ურავის საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

წესი-ურავის საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მეშვიდე კმ-ზე მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზურაბ აზარაშვილი - ვამზადებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს, როგორც მაკონტროლებლის როლი

დავიწყეთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება, რომლითაც სახელმწიფო კიდევ უფრო აქტიურად იქნება ჩართული ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებისა და კონტროლის ნაწილში. ამ ცვლილებებით, ვაძლიერებთ სამინისტროს, როგორც რეგულატორისა და მაკონტროლებლის როლს, რომ საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად მოხდეს რეაგირება, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება ფარმაცევ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს ბართლომე I -ს წერილით მიმართავს. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წერილში ილია მეორე ბართლომე I -ს სთხოვს, უკრაინის ეკლესიაში არსებული დაძაბულობის განმუხტვას ხელი შეუწყოს. „თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო: პირველ რიგში, გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი დიდი გულისტკივილი რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რასაც სამშობლოს დამცველ

გასულ წელს საქართველოში 70-80 ათასით მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე ჩვეულებრივ შემოვიდოდა - „აისეტი“

„აისეტის“ კვლევითმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც მიმოხილულია საქართველოს ეკონომიკა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ. მათ შორის საუბარია, მიგრაციის ეკონომიკაზე გავლენაზე. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში 70-80 ათასით მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე ჩვეულებრივ, მშვიდობიანობის პერიოდში შემოვიდოდა. ეს სრული მოსახლეობის დაახლოებით 3%-ია, თბილისისა და ბათუმის მოსახლეობის კი – 6%.
×
×
  • შექმენი...