ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ სურს, რომ რუსეთმა დაშალოს, უნდა იყოს ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ამას მხოლოდ ორი ალტერნატივა აქვს - ღია ომი ან მცოცავი რუსული ოკუპაცია, - „ინტერფაქს-უკრაინას“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნაზე განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება ბელარუსში. ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება საქართველოში. ვხედავთ, როგორ არიან ეს ერები ჩათრეული, თუმცა განს
დარწმუნებულო ვარ, ზელენსკის განცხადებაში იყო მხოლოდ მთავრობების (ბელარუსის და საქართველოს) შედარება, რადგან ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება იმ მოცემულობას, რასაც უქმნის ხელისუფლება, თითქოს არსებობს რაიმე ალტერნატივა, გარდა დასავლური პერსპექტივისა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ზელენსკის განცხადება აჩვენებს იმას, თუ რამდენად გაფუჭებულია ურთიერთობა მაშინ, როცა უკრაინა ერთ დროს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავდ
როგორც ტელეგრამ არხი ,,სირენა“ იუწყება, მოსკოვის ხელისუფლებამ საჰაერო დაბომბვის შემთხვევაში ადგილობრივი მოქალაქეებისთის თავშესაფრების მომზადება დაიწყო. თავშესაფრებში გათვალისწინებულია საძილე ადგილებიც, კედლებზე კი გაკრულია ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ევაკუაციიის შემთხვევაში და როგორ შეაგროვონ აუცილებელი და საჭირო ნივთები.
,,უკვე დაწყებულია მოსკოვის ზოგიერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფების თავშესაფრებად გადაკეთება. ერთ-ერთი ასეთი სახლის მისამართია, ჩერტანოვსკაიას ქუჩა № 13.“ - ნათქვ
რუსებს მოსკოვი-ქუთაისის რეისის განახლება ევროპაში იაფი ფრენებისთვის ეჩქარებათ. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, დიმიტრი გორინი Forbes-თან ინტერვიუს დროს აცხადებს, რომ ქუთაისის მიმართულებით ფრენა „მეტად საინტერესოა,“ რადგან იქიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, Wizz Air ევროპის მიმართულებით, კერძოდ, ვარშავაში, ლარნაკაში, ბარსელონაში, რომში, პარიზში და სხვა ქალაქებში დაფრინავს.
გორინს Tutu Travel Service-ის ავიაბილეთების მიმართულების ხელმძღვანე
უკრაინის საჰაერო ძალებმა კიევის მიმართულებით გაშვებული 10-ვე რაკეტა გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმა „ისკანდერის“ მოკლე რადიუსის რაკეტებით განახორციელეს.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რაკეტების ნამსხვრევებმა დააზიანა ბავშვთა კლინიკა, სკოლის ორი შენობა და პოლიციის განყოფილება. აფეთქების ტალღის შედეგად საცხ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, პარტნიორებთან შეხვედრაზე ისაუბრებს მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციაზე, ასევე უკრაინის ახალ ინიციატივაზე „პატრიოტების“ კოალიციასთან დაკავშირებით და უკრაინის „მშვიდობის ფორმულაზე“.
„მოგესალმებით, პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. მიხარია რომ აქ ვარ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოლდოვას მხარდაჭერა. გვიხარია რომ ისტორიულად ჩვენ ისევ ერთა
2 ივნისიდან თბილისის მერია იწყებს აღმაშენებლის ხეივანში, „გუდვილის“ მიმდებარე ხიდზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციას, რის გამოც გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
მერიის ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო აღნიშნულ მონაკვეთში ორი კვირის განმავლობაში ნაწილობრივ შეიზღუდება გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.
“აღნიშნულ ხიდზე დაზიანებები მონიტორინგის შედეგად გამო
31 მაისს, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული ოფიციალური პირების მხრიდან უკმაყოფილო გამოხმაურება მოჰყვა. კერძოდ, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულ საგარეო საქმეთა სამინისტროს ,,აფხაზეთის საშინაო საქმეებში საქართველოს ჩარევა“ დაუშვებლად მიიჩნია.
სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში განაცხადა, რომ მხარს უჭერს მათ, ვინც სოხუმში საპროტესტო აქციაზე გამოვიდა ლოზუნგით: „აფხაზეთი არ იყიდება." სწორედ მისი ეს სიტყვები
ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას თქმით, საქართველოს გასატარებელი აქვს რეფორმები და გასაცემი კითხვებზე პასუხები.
„როგორც გუშინ ვთქვი საქართველოს პრეზიდენტთან, ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში. რეფორმები არის გასატარებელი. კითხვებზე პასუხი გასაცემია. მაგრამ რეფორმები გზაშია და მე მაქვს საქართველოსა და ქართველ ხალხის რწმენა მათ გზასა და პერსპექტივაში“ — განაცხადა მეცოლამ დღეს, 1 ივნისს, მოლდოვაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრის დაწყებამდე.
„კარვის, როგორც საკუთრების, ჩამორთმევისას, პოლიციელებს ბექა გრიგორიადისისთვის არ განუმარტავთ მისი ჩამორთმევის და შემდეგში უკან დაბრუნების პროცედურა“, – 11 არასამთავრობო ორგანიზაცია მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მიმართ უფლებების დარღვევაზე განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციების ცნობით, ბექა გრიგორიადისის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციის სპეციალური მიზანი იყო, აქციის მონაწილეებისათვის არ მიეცათ კარვის გაშლის უფლება. მათი განცხადებით, კ
პროკურატურამ ვაკეში, კაფე ,,სტრადაში“ მომხდარი მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული მიმალვაშია. შემთხვევა 25 მაისს მოხდა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.
საგამოძიებო უწყების განმარტებით, ამის შემდეგ ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდება.
პუბლიკა
თბილისში, წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების თხრილში მოქალაქე ჩავარდა.
თავდაპირველად ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, მოგვიანებით კი ინფორმაცია „პუბლიკას“ თბილისის მერიაშიც დაუდასტურეს. მერიის ინფორმაციით, მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „პუბლიკა” დამატებით ცდილობს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციის გადამოწმებას.
მომხდარის შესახებ კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემაც. მისი განმარტებით, აღნიშნული თხრილი სპეციალური ჯებირებით იყო შემოსაზ
ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
პოლიციელებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს!, - წერს გიორგი გახარია და აღნიშნავს, რომ მისთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო მათთან ერთად მუშაობა.
"სამწუხაროდ, ერთად დაწყებული ბევრი კარგი საქმის დასრულება ვერ მოვასწარით, თუმცა ყველაფერი წინაა!
ღირსეული და საამაყო საქმით ემსახურებით ქვეყანას, ხშირად ძალიან რთულ, უსამართლო პირობებში
ევროპარლამენტარი, მწვანეთა პარტიის წევრი, ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას „ტვიტერზე“ ეხმაურება.
„სუფთა ჰაერის ჩასუნთქვასავით არის, რომ ბოლოს და ბოლოს მოუსმინო საქართველოს მაღალი თანამდებობის პირს, რომელიც ქართველების 90%-ის ევროპულ ნებას წარმოადგენს. ძვირფასო პრეზიდენტო, ჩვენ ევროპარლამენტში მტკიცედ ვდგავართ თქვენი და თქვენი ხალხის გვერდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის.“ – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
პუბლიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 31 მაისს, ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ ქართველი ხალხი სოლიდარულია რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინისადმი.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ მალე როგორც საქართველოს, ისე უკრაინის წარმომადგენლები, ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში ისხდებიან.
“საქართველოს აქვს ნამდვილად ტრაგიკული ისტორია, რომელიც ორ-ნახევარ საუკუნეს ითვლის: საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი, რეპრესიები და უწყვეტი რუსული აგრესია და ოკუპაცია.
ა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსოფლიოში ყველაზე დიდმა ქვეყანამ უნდა გააცნობიეროს, რომ მასაც აქვს საზღვრები.
მისი თქმით, რუსეთის აგრესიას კვებავს დათმობა და არა — შეუპოვრობა.
„დაშოშმინების პოლიტიკას არასდროს არსად უმუშავია. ევროკავშირის ან ნატოს გაფართოება არასდროს წარმოადგენდა საფრთხეს და აგულიანებდა რუსეთის აგრესიის წამოსაწყებად. ეს არის რუსეთის საკუთარი დაუძლეველი იმპერიალისტური ბუნება“, — განაცხადა ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და დასძინა
ევროპარლამენტარები აფასებენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 31 მაისის გამოსვლას ევროპარლამენტში.
„ოვაციები საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ბრიუსელში, ევროპარლამენტარებთან ძლიერი და პრო-ევროპულ სიტყვით გამოდის. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატურის სტატუსის მიღებისა და ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციის გზაზე“, — წერს ირლანდიელი ევროპარლამენტარი ფრენსის ფიცჯერალდი ევროპის სახალხო პარტიიდან.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი (მწვანეთა პარტია) სუფთა ჰაერის ჩას
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების სულისკვეთება, რომ საქართველოში გაუმჯობესდეს დემოკრატია და მოხდეს საქართველოს ტრაექტორიის დარეგულირება, არ უნდა გამოიყენონ როგორც იარაღი პოპულისტურმა ძალებმა, რომლებიც ცდილობენ, შექმნან ანტიევროპული ტენდენცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობის მიმართ ჩემი მუდმივი გზავნილი იყო, მოესმინათ ხალხის ხმა, საკუთარი ხალხის ხმა და მოეხდინათ მათი საარჩევნ
საქართველოს სურს, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ეს არის ისტორიული არჩევანი. ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართვლოს ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ აქვს.
„ქალბატონო პრეზიდენტო, ქალბატონო რობერტა, პატივცემულო ევროპარლამენტის წევრებო, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს და თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფს იმ საშუალებისთვის, რომელიც მომეცით
პრეზიდენტის ძალაუფლება უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი წნეხისგან ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარეთ, მინდა, მივმართო სამთავრობო წრეებს, რომ არ არის საჭირო მუქარა ჩემ მიმართ, რადგან გავაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, მას აქვს კონსტიტუციური უფლება, გამოიყენოს ვეტო.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ფხიზლად დგას, რომ არცერთმა მთავრობამ არ გადაუხვიოს ამ გზას. ყვ
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ახლა არის ისტორიული მომენტი, რომელიც ერთიანი ევროპის შესაქმნელად უნდა გამოიყენონ.
ამის შესახებ მან დღეს, 31 მაისს, ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ისტორია გრძელდება. პუტინს სურდა, რუსეთს ჩაეგდო ხელში უკრაინა. ის ელოდა, რომ ევროკავშირი ამას უბრალოდ მიიღებდა. ამის ნაცვლად უკრაინამ გაბედულად გაუწია წინააღმდეგობა და პასუხს უბრუნებს მას. ჩვენ კი ევროპაში სამართლიანად და მტკიცედ ვდგავართ
დღეს, 31 მაისს, სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის წინაშე. გამოსვლა ზურაბიშვილმა საქართველოს პროევროპულ არჩევანს მიუძღვნა და განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველა ხელისუფლება სწორედ ამ მიზნისკენ იღვწოდა.
თავის სიტყვაში ზურაბიშვილმა ისაუბრა ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციაზე. მან თქვა, რომ ის. რაც რეკომენდაციებშია ასახული, საქართველოსთვის უცხო არ არის, არამედ წარმოადგენს მის კულტურულ, ღირებულებითა და მემკვიდრეობით არჩევანს – „შესაბამისად, რასაც ჩვენ გვთხ
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამორალური და არასწორია იმის შესახებ საუბარი, რომ საქართველო რუსეთს უნდა უმადლოდეს ეკონომიკის გარკვეულწილად განვითარებას. აღნიშნულის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობისადმი.
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით 31 მაისს გამოვიდა. მან საქართველოს ევროინტეგრაციასა და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე ისაუბრა ისევე, როგორც, შეეხო რუსეთის ომს უ