Jump to content
Planeta.Ge

Blogs

კვარაცხელია სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

იტალიის სერია A-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. მანამდე, ქართველი ფეხბურთელი სამჯერ დაასახელეს იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ. “საუკეთესოთა შორის საუკეთესო” — წერს სერია A კვარაცხელიაზე. ნეტგაზეთი

ლაზარე გრიგორიადისის მამა სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამას, ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევას ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლე ნინო ენუქიძე იყო. გრიგორიადისი გუშინ, 1 ივნისს პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როდესაც ის კარვის გაშლას ცდილობდა. მის დაკავებას დღეს ასევე გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ომბუდსმენის შეფასებით, კარვის გაშლა შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია და მისი შეზღუდვა განსაკუთრებით პრობლემური და არაპროპორციული

პარტია “საქართველოსთვის” ვარშავის ეუთო/ოდირის დახმარებით პარტიის ეთიკის კოდექსზე მუშაობს... დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, პარტიაში ქალთა როლის გაძლიერებას ისახავს მიზნად

პარტია “საქართველოსთვის” ვარშავის ეუთო/ოდირის დახმარებით პარტიის ეთიკის კოდექსზე მუშაობს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ.    როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, პარტიაში ქალთა როლის გაძლიერებას ისახავს მიზნად.   "საქართველოში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკურ პარტიას წესდებასთან ერთად ექნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეთიკის კოდექსი. დღეს პარტიის წა

სემეკი: მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ ცრუ ინფორმაციას

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სასმელი წყლის ხარისხთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სემეკში აცხადებენ, წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო ნორმებს. სემეკი მოუწოდებს მოსახლეობას, არ აჰყვეს ცრუ ინფორმაციას. საქართველოს მასშტაბით სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. დამატებითი ლაბორატორიული კვლევებისთვის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, მიმართოს სააგენტოს

ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომი უკრაინაში სტრატეგიული მარცხია - სადაც პუტინი მიზნად ისახავდა გაძლიერებას, გამოავლინა სისუსტე, სადაც გაყოფას ცდილობდა, გააერთიანა, რისი თავიდან აცილებაც სცადა, დააჩქარა

რუსეთის ომი უკრაინაში სტრატეგიული მარცხია, რაც ქვეყნის გავლენასა და ინტერესებს მომავალი წლების განმავლობაში შეამცირებს , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „ეჭვგარეშეა, რუსეთი დღეს მნიშვნელოვნად უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრამდე იყო – სამხედრო, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით“, - აღნიშნა ბლინკენმა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მხოლოდ გააძლიერა ფართომასშტაბიანი საერთაშორისო გამბედაობა. „

მიხაილო პოდოლიაკი - დაე, ვიქტორ ორბანმა დაურეკოს თავის მეგობარ პუტინს და სთხოვოს, რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან გაიყვანოს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ურჩევს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაურეკოს და უკრაინის მთელი ტერიტორიიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდოს. მისი თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აბსურდული საჯარო პოზიცია კიდევ ერთხელ შეურაცხყოფს ევროკავშირის ღირებულებებს და ზოგადად საერთაშორისო სამართალს. „ეს არის ევროპის შეგნებული დამცირება და რუსეთის ტერორისტულ ქმედებებთან შეგუება. ეს არის აგრესორის შეგნებულ

ფინანსთა მინისტრის მოადგილე - უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას - „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

ნებისმიერი კომპანიის სანქცირება, რომელსაც საერთაშორისო სანქციების დარღვევისთვის დაასანქცირებენ, არ არის კარგი, მაგრამ ბიუჯეტზე და ქვეყნის ეკონომიკაზე ისეთი კომპანიის დასანქცირება, როგორიც "ჯორჯიან ეარვეისია", არ იქნება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის მიერ აღნიშნული ავიაკომპანიისთვის დაწესებული სანქცია არ არის საერთაშორისო სანქცია. კაკაურიძის განცხადებით, კონკრეტული მთავრობის გადაწყვეტილების უკა

ანა ბუჩუკური - არ გამკვირვებია ზელენსკიზე ღარიბაშვილის განცხადება, ომის დაწყებისთანავე მოვისმინეთ მისგან სამარცხვინო განცხადებები - შეიძლება იეჭვიანა, რომ მას მოლდოვაში, სამიტზე ნორმალურად არც შეხვდნენ

არ გამკვირვებია ზელენსკიზე ღარიბაშვილის განცხადება, ომის დაწყებისთანავე მოვისმინეთ მისგან სამარცხვინო განცხადებები - შეიძლება იეჭვიანა, რომ მას მოლდოვაში, სამიტზე ნორმალურად არც შეხვდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი რიტორიკა აზიანებს უკრაინის და საქართველოს შორის ისტორიულ მეგობრობას. „ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მორალთან არის პრობლემა, როცა თავს ესხმი იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც წელიწადზე მეტია ძალიან

სახალხო დამცველი ლაზარე გრიგორიადისის მამის დაკავებას ეხმაურება და შსს-ს მოუწოდებს არ მოახდინოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა

სახალხო დამცველი 1-ელ ივნისს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, რა დროსაც კარვის გაშლის მცდელობის გამო, მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს. ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, მაშინაც კი, როდესაც, კარვის გამოყენებით, პროტესტს მხოლოდ ერთი ადამიანი გამოხატავს, იგი მაინც სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით, რომელშიც ჩარევა რელევანტური და სათანადო დასაბუთების გარეშე, არაპროპორციულ ხასიათს ატარებს. სახალხო დამცველის თქმ

მედია - დასავლეთის შეფასებით, ბახმუტის აღების მცდელობა რუსეთს 60 000-ზე მეტ დაღუპულ და დაშავებულ ჯარისკაცად დაუჯდა

დასავლეთის შეფასებით, უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღების მცდელობისას რუსეთის 60 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა და დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი დასავლელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. „ვვარაუდობთ, რომ ბახმუტის აღების მცდელობა, სავარაუდოდ, რუსეთს დაუჯდა მინიმუმ 60 000 დაღუპული და დაშავებული ბახმუტ-პოპასნას სექტორში ერთი წლის ბრძოლის განმავლობაში“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა. მისი განმარტებით, რაც შეეხება მხოლოდ დაღუპულებს, სავარაუდოდ, მათი რიცხვი, დასახელებული რაოდენობის დაახლოებ

უკრაინაში თამაზ გაიაშვილი სანქცირების რისკის ქვეშ მყოფთა სიაში შეიყვანეს

უკრაინაში, კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოსთან არსებულ სანქციების მონაცემთა ბაზაში თამაზ და დავით გაიაშვილები, Georgian Airways და ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია Aero Handling Georgia შეიყვანეს. გაიაშვილების, ასევე Georgian Airways-ისა და Aero Handling Georgia-ს შესახებ მითითებულია, რომ ისინი ჯერ სანქცირებულები არ არიან. სიაში სანქცირებულ პირებსა და კომპანიებთან ერთად ხვდებიან ის ფიზიკური და იურიდიული პირებიც, რომლებიც სანქციების რისკის ქვეშ არიან. მონაცემთა ბაზაში Aero Handling Geo

20 უწყება გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს - TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI)  ინფორმაციით, 20 სახელმწიფო უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს. მათ შორისაა, მთავრობის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა. ორგანიზაციით განცხადებით, შესყიდვების სააგენტო კონტრაქტების არგამოქვეყნებას „ტექნიკური ხარვეზებით ხსნის“. TI-ის განმარტებით, „სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, კანონით დაუშ

კარვის გაშლის მცდელობისას პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის მამა დააკავეს

თბილისში, პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან, მარტის ანტირუსული აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი, პოლიციამ კარვის გაშლის მცდელობისას დააკავა. ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩანდა, როგორ წაიყვანა პოლიციამ ძალით და ჩასვა ავტომობილში ლაზარეს მამა მაშინ, როცა კარვის გაშლას ცდილობდა. განახლება: შსს-ს ცნობით, გრიგორიადისი ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ბექა გრიგორი

გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში ევროკავშირის მხარდაჭერით ბიზნესკლასტერები დაარსდა

ადგილობრივი ბიზნესის განვითარება, სექტორთაშორის თანამშრომლობა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა  პროექტ SECTORs -ის მთავარი მიზანია. პროექტი განხორციელების მესამე წელს ითვლის და მიწურულს უახლოვდება, თუმცა, მოსაყოლი ბევრიც დაგროვდა და ბევრი ადამიანის ცხოვრებაც შეცვალა უკეთესობისაკენ. პროექტი SECTORs ევროკავშირის დაფინანსებულია და მისი სრული სახელია „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის“. ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიი

წულუკიანმა, შესაძლოა, გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობით კინოფესტივალი აღარ დააფინანსოს

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აკრიტიკებს „გოეთეს ინსტიტუტს“ გაგა ჩხეიძის დაჯილდოების გამო და ამბობს, რომ შესაძლოა, ამიერიდან მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული კინოფესტივალი აღარ დააფინანსოს. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. 1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ „გოეთეს ინსტიტუტი“ გამორჩეული საქმიანობისთვის საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ყოფილ დირექტორ გაგა ჩხეიძეს პრესტიჟული პრემიით აჯილდოებს. მიღწევებთან ერთად, ინსტიტუტმა დაწერა,

ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი მწერალი და აქტივისტი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ წუხელ, გვიან ღამით, შენდეროვიჩმა განცხადება გაავრცელა. შენდეროვიჩი, რომელიც ანტიპუტინისტური პოზიციისა და აქტივიზმის გამო რუსეთში „უცხოურ აგენტადაა“ შეარცხული, განმარტავს, რომ ერთი კვირის განმავლობაში მას თბილისსა და ბათუმში კონცერტები უნდა ჩაეტარებინა. განცხადებაში მწერალი იხსენებს, რომ 2006 წელს, იმ დროს, როდესაც მოსკოვში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სახელმწიფო კამპანია მიმდინარეობდა, რაც დეპ

ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდას

ევროპარლამენტარებმა დღეს, 1 ივნისს, დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის გადასაცემად საბრძოლო მასალების, რაკეტებისა და მისი კომპონენტების წარმოების გაზრდას. კანონპროექტი, რომელსაც „საბრძოლო მასალების წარმოების მხარდამჭერი აქტი“ (ASAP) უწოდეს, ევროპარლამენტში მაისის დასაწყისში წარადგინეს და დაჩქარებული პროცედურებით დაიწყეს განხილვა. დოკუმენტის მიხედვით, საბრძოლო მასალების წარმოებას დამატებით 500 მილიონი ევროთი დააფინანსებენ. კანონპროექტის მიზანია, წარმოება იმ დონემდე გაიზარდოს,

ჯანდაცვის სამინისტრო - შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გამარტივდა

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვების მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაიზარდა სერვისის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა - ტესტის ჩხირები, გლუკომეტრები და ლანცეტის ნემსები, საქართველოს მასშტაბით 60 აფთიაქში იქნება ხელმისაწვდომი. „1-ელი ივნისიდან, ბენეფიციარები საანალიზო-ტექნიკურ საშუალებებისა და მედიკამენტების მიღებას ერთდროულად შეძლებ

მედია - რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოში ფრენებს 15 ივნისიდან დაიწყებს

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოში ფრენებს 15 ივნისიდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ამის შესახებ ინფორმაცია მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო სამსახურში დაუდასტურეს. პირველი რეისები სოჭიდან თბილისში ხუთშაბათს, 15 ივნისსა და სამშაბათს, 20 ივნისს განხორციელდება. მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, 16 ივნისიდან ავიაკომპანია მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი მარშრუტით აპირებს რეისების განხორციელ

ელეონორა არჩაია - მოგმართავთ ინიციატივით, დაინერგოს უფასო კვების პროგრამა ქუთაისის სკოლებში

ქუთაისის საკრებულოს წევრი ელეონორა არჩაია სკოლაში ბავშვებისთვის უფასო კვების ინიციატივით გამოდის. პარტია “საქართველოსთვის” წევრის თქმით, ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების მიხედვით ირკვევა, რომ მოსწავლეების მესამედი სასკოლო საათებში საკვებს ვერ იღებს, ამის მიზეზი კი საქართველოში არსებული სიღარიბეა. ელეონორა არჩაიას თქმით, აუცილებელია განათლების სამინისტროსთან კოორდინაციით დაინერგოს უფასო კვების პროგრამა ქუთაისში. “მოგეხსენებათ, თუ რამხელა გამოწვევაა ბავშვთა სიღარიბე საქართველოშ

დაურეგისტრირებელი გიდები ყველგან ვერ იმუშავებენ — კანონპროექტი

ტურისტული საქმიანობების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სავალდებულო გახდება. ამას ითვალისწინებს პარლამენტში ინიცირებული ტურიზმის შესახებ კანონპროექტი. სხვა ცვილელებთან ერთად, კანონპროექტი ითვალისწინებს  სახელმწიფო გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის შემოღებასაც. კერძოდ,  მთავრობა განსაზღვრავს შესაბამის ადგილებს, სადაც გიდის საქმიანობის განხორციელების უფლება მხოლოდ სახელმწიფო გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე პირებისთვის იქნება შესაძლებელი. კანონპროექტ

სახელმწიფოს მუშაობა ბავშვთა უფლებების დასაცავად არასაკმარისია - PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მუშაობა ბავშვთა უფლებების დასაცავად არასაკმარისია. განცხადებას ორგანიზაცია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. PHR საუბრობს კონკრეტულ გამოწვევებზე, რაც 2023 წელს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სფეროშია. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საგანგაშო იყო „რუსული კანონის“ ინიცირება პარლამენტში, რაც მათი ცნობით, მათ შორის საფრთხეს უქმნიდა ბავშვთა კეთილდღეობაზე და უფლ

რუსეთის ყველა მოსაზღვრე ევროპული ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირის და NATO-ს წევრი - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე უკრაინისა და რუსეთის სხვა მეზობლების, მათ შორის, საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ზელენსკის თქმით, უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რუსეთი თავის მეზობელ ქვეყნებს ესხმის თავს და ითრევს განუკითხაობაში, რასაც სხვადასხვა გზით ვხედავთ ბელარუსსა და საქართველოში. „ჩინელმა ჟურნალისტმა მკითხა: – რატომ NATO? პასუხი კი ძალიან მარტივია: – როცა არ არის უსაფრთხოების გარანტიები, არი
×
×
  • შექმენი...