Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ევროპული საბჭო - შარლ მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი პროგრესი მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიის თავისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დეოლიგარქიზაციასა და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებში

დეოლიგარქიზაციის, მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, მართლმსაჯულების რეფორმისა და დეპოლარიზაციის მხრივ საქართველოსგან მეტი პროგრესია საჭირო. ევროპული საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს განაცხადა. “პრეზიდენტებმა საქართველოს რეფორმების განხორციელებაში დარჩენილი გამოწვევები და 12 პრიორიტეტი განიხილეს. პრეზიდენტმა მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი პროგრესი მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიი

შარლ მიშელი - ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია - საკვანძო პრიორიტეტებში კონკრეტული პროგრესი გადამწყვეტია ევროკავშირის ოჯახისკენ გზაზე

საკვანძო პრიორიტეტებში კონკრეტული პროგრესი გადამწყვეტია საქართველოს გზაზე ევროკავშირის ოჯახისკენ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია. პრეზიდენტ ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლის მიმართ. საკვანძო პრიორიტეტებში კონკრეტული პროგრესი გადამწყვეტია თქვენს გზ

სალომე ზურაბიშვილი - საქართველო თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნდება

საქართველო თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნდება , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “მადლობა, შარლ მიშელ, საქართველოს ურყევი ევროპული გზისადმი მუდმივი მხარდაჭერისთვის და ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერისთვის. საქართველო თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნდება”, - წერს ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა

ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან ხაზი გავუსვი ქართველი საზოგადოებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენს კიდევ ერთხელ ვუთხარი ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და ხაზი გავუსვი ქართველი საზოგადოებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას. მოუთმენლად ვ

ბრიტანელი პარლამენტარი - თავდაცვა ესკალაცია არ არის - ეს არის კრემლის სამარცხვინო პროპაგანდა საქართველოს პრემიერის მხრიდან

თავდაცვა ესკალაცია არ არის. კრემლის სამარცხვინო პროპაგანდა საქართველოს პრემიერის მხრიდან, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, ალისია კერნსი „ტვიტერზე“ წერს, რითაც ის საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, დასავლეთმა საქართველოს მიმართ თავის პოლიტიკას უნდა გადახედოს. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმზე უკრაინაში ომის დაწყების მიზ

რასა იუკნევიჩიენე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე - Говорит Москва!

„Говорит Москва!"- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმზე უკრაინაში ომის დაწყების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი ნატოს გაფართოება იყო. „ყველამ იცის, მე მგონი, მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი, ხომ ასეა?! არ მინდა ამაზე სპეკულირება ან ციტირება რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება

ბენ ჰოჯესი - წარმოუდგენელია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში რუსეთის შეჭრაში ნატო-ს გაფართოებას ადანაშაულებს - რა დაემართა საქართველოს?

წარმოუდგენელია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში რუსეთის შეჭრაში ნატო-ს გაფართოებას ადანაშაულებს, - ასე ეხმაურება ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი სარდალი, ბენ ჰოჯესი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას. „რა დაემართა საქართველოს“? - წერს ბენ ჰოჯესი „ტვიტერზე“. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმზე უკრაინაში ომის დაწყების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება. „ყველამ იცის, მე მგონი, მიზეზი.

მედიის ცნობით, ნატო-ს ისტორიაში ყველაზე დიდი საავიაციო წვრთნები გერმანიაში გაიმართება

ნატო-ს ისტორიაში ყველაზე დიდი საავიაციო წვრთნები გერმანიაში გაიმართება, – ამის შესახებ გერმანული მედია წერს. მედიის ცნობით, ნატო-ს ქვეყნების საჰაერო ძალების წვრთნები ორ კვირაში დაიწყება, რაც ალიანსის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იქნება. როგორც მედია წერს, თითქმის ყველა მანევრი გერმანიის ტერიტორიაზეა დაგეგმილი. გერმანიის საჰაერო ძალების ინსპექტორის, ინგო გერჰარცის ინფორმაციით, წვრთნებში 250-მდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი მიიღებს მონაწილეობს, მათგან ასამდე აშშ-ის საჰაერო ძა

ერთადერთი ქართველი, ვინც ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიტანა - სლავა მეტრეველი 87 წლის გახდებოდა

30 მაისი სლავა მეტრეველის დაბადების დღეა – თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული მოთამაშე, 1960 წლის ევროპის ჩემპიონი 87 წლის გახდებოდა. სლავა მეტრეველი 1936 წლის 30 მაისს სოჭში დაიბადა. 15 წლის ასაკში დაიწყო თამაში. სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი პირველად გორკის „ტორპედოში“ აიყვანეს. შემდეგ წელს კი მოსკოვის „ტორპედოში“ გადავიდა, სადაც გახდა სსრ კავშირის ჩემპიონი და ორჯერ – ვიცე-ჩემპიონი. თბილისის „დინამოში“ 1963 წელს გადმოვიდა. უპრობლემოდ შეეწყო გუნდს და მეორე სეზონში ქართული ფეხბურთის

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი ოცნებობს საბჭოთა კავშირის აღდგენაზე, უკრაინის შემდეგ ის ბელარუსს დაუპირისპირდება

ვლადიმერ პუტინი ოცნებობს საბჭოთა კავშირის აღდგენაზე. უკრაინის შემდეგ ის ბელარუსს დაუპირისპირდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კორეულ გამოცემა Chosun-თან ინტერვიუში განაცხადა. „საბჭოთა კავშირის აღდგენა არის პუტინის ცხოვრების მიზანი. ამის მიღწევა დიპლომატიური გზით შეუძლებელია, ამიტომ მან გადაწყვიტა, გამხდარიყო აგრესორი და მოეკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. პუტინი უკვე თითქმის ორი წელია, თავს არიდებს ჩემთან სატელეფონო საუბარსაც კი, ამის მიზეზი მხოლოდ ერთია –

სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან 12 რეკომენდაციის შესრულებისა და რეფორმების განხორციელების საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს ევროპული მომავალი, 12 რეკომენდაციისა და რეფორმების განხორციელებაში არსებული გამოწვევების საკითხი განიხილეს. შარლ მიშელმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის როლი საქართველოს ევროპულ გზაზე მსვლელობის პროცესში და პარტიული დაყოფების დაძლევაში. საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოიწვია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოწვევა მიიღო და უახლოეს პერიოდშ

დიახ, რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება. ღარიბაშვილისგან გაიგეს ეს? - მდინარაძე

„დიახ, რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება, ეს თურმე ღარიბაშვილისგან გაიგეს”, – ასე ეხმაურება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმდჯომარე, მამუკა მდინარაძე. ირაკლი ღარიბაშვილმა სლოვაკეთში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოება იყო. მდინარაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და მას ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე აქვს „მკაფიო გზავნილები“.

დე ფაქტო მთავრობის წინააღმდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქცია იწყება

ოკუპირებულ სოხუმში ოპოზიცია და სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი საპროტესტო აქციისთვის ემზადება. მოქალაქეებმა სახელმწიფო დრამატული თეატრის მოედანზე, სამთავრობო კომპლექსთან ახლოს შეკრება უკვე დაიწყეს. „სახალხო მიტინგის“ ორგანიზატორები ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკის კუთხით ერთი მხრივ რუსეთისთვის მიწის გადაცემაში ადანაშაულებენ, მეორე მხრივ კი თბილისთან ვაჭრობის გაღრმავებაში. საგარეო პოლიტიკის გარდა, ოპოზიცია და სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი დე ფაქტო მთავრობას არაერთი გადაწყვეტილების გამო

ზურაბ ცერცვაძე ამბობს, რომ მარტის აქციებისას გადაღებული მისი ცნობილი ფოტო არ მიიღეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამთავრობო საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსში – „მე ვხედავ ევროპას“.

ფოტოგრაფი ზურაბ ცერცვაძე ამბობს, რომ მარტის აქციებისას გადაღებული მისი ცნობილი ფოტო არ მიიღეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამთავრობო საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსში – „მე ვხედავ ევროპას“. ფოტოგრაფი ზურაბ ცერცვაძის ცნობილ ფოტოზე ჩანს, რომ მოქალაქეებს აქციაზე ევროკავშირის დროშა წყლის ჭავლის წინ აქვთ აღმართული. ფოტო არაერთმა საერთაშორისო მედიამ გამოაქვეყნა. თუმცა, საქართველოს სამთავრობო საინფორმაციო ცენტრის ფოტოკონკურსზე ვერ მოხვდა. როგორც ფოტოგრაფი ზურაბ ცე

თუ ზურაბიშვილი შეიწყალებს გვარამიას, გამოდის, რასაც გვარამია ეძახდა იყო სწორი - კობახიძე

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მთავარი არხის” დირექტორს, ნიკა გვარამიას შეიწყალებს, „გამოდის, რომ რასაც ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს ეძახდა, მართალი იყო”.  „როდესაც კონკრეტული ადამიანი შენ გეძახის რეზიდენტს და მერე აღარ მინდა გავიმეორო რას გეძახის, ამის მერე თუ კიდევ ფიქრობ ასეთი პიროვნების შეწყალებაზე, მაშინ ადასტურებ, რომ ეს გამონათქვამი ყოფილა სწორი. რასაც ეძახდა გვარამია ზურაბიშვილის, გამოდის, რომ ის ყოფილა მართალი და ის

EU-ს მხრიდან არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ არის დაფიქსირებული ტერმინი ოკუპაცია - სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ როცა ევროკავშირი დემარშში საქართველოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო რუსეთის სანქცირებას სთხოვს, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ რუსეთს საქართველოს მთლიანობაც აქვს დარღვეული. სამხარაძის მტკიცებით, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში დღემდე დაფიქსირებული არ არის ტერმინი ოკუპაცია აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით. „ეს არის სრულიად ბუნებრივი და ლოგიკური, როდესაც ევროკავშირს ს

ბენ ჰოჯესი, ევროპარლამენტარები და სხვები – ღარიბაშვილს ნატოზე განცხადების გამო აკრიტიკებენ

გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პრემიერ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს დასავლელი პარტნიორები ეხმაურებიან და აკრიტიკებენ. ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი აკრიტიკებს ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი კიევის სწრაფვა იყო ნატოში გაწევრიანებისკენ. პავილიონისი აცხადებს, რომ ომის პროვოცირება არა უკრაინის სურვილმა, არამედ ნატოს არ გაფართოებამ გამოიწვია: „შესწორება, ომის პროვო

მდინარაძის თქმით, რუსული ავიაკომპანიებისთვის ფრენებზე უარი ტექნიკური საკითხების გამო დე ფაქტო სანქციები იქნებოდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ტექნიკური საკითხების გამო რუსეთთან ფრენებზე უარის თქმა – დე ფაქტო სანქციები იქნებოდა. 29 მაისს გამართულ ბრიფინგზე მდინარაძე გამოეხმაურა როგორც რუსეთთან ფრენების აღდგენის საკითხს, ასევე ევროკავშირის ელჩის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პირდაპირი ფრენების აღდგენას საქართველოს მხრიდან თანხმობაც სჭირდებოდა. 29 მაისს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმდებარედ ტურისტების კარვების მისამართით სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა განახორციელა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმდებარედ ტურისტების კარვების მისამართით სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა განახორციელა. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ვაშლოვანის ნაკრძალში, შინაგან საქმეთა

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა - საქართველოს პრეზიდენტი 31 მაისს ევროპარლამენტს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი 31 მაისს, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. „საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან. 31 მაისს

პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნის წესის ცვლილებას უმრავლესობა მხარს დაუჭერს - მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხვევაში პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ პარლამენტის წევრები, რომლებმაც დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა. ცვლილებების ინიციატორები „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები, რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე არიან. დეპუტატებმა აღნიშნული ცვლილებები 11 მაისს, მას შემდეგ დაარეგისტრირეს, რაც პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა არ მიეცათ. რეგლამენტის არსებული რედაქციით

„როგორ შევეჩვიე სირენებს“ — რეპორტაჟი კიევიდან

მაისის ბოლო კვირას უკრაინაში კიევის დაარსებას აღნიშნავენ — მეორე წელია, ომის პირობებში და მოკრძალებულად. რუსეთმა სწორედ კიევის დღეს მიიტანა მორიგი მასიური საჰაერო იერიში უკრაინის დედაქალაქზე. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. როგორ ცხოვრობს კიევი მუდმივი საჰაერო განგაშის პირობებში, ნახეთ „ნეტგაზეთის“ რეპორტაჟში უკრაინის დედაქალაქიდან. კიევის ოპერამ ერთი წელია განაახლა ფუნქციონირება ომით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ. თავიდან კვირაში 2 სპექტაკლს ატარებდა, დასის წევრებ

გაგლოევი: დესტრუქციული ძალები საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებენ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ხალხისა და პარლამენტისადმი მიმართვაში რუსეთს „მთავარი მოკავშირე“ უწოდა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინაში მიმდინარე „სპეციალურ ოპერაციაში.“ „ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეები რუსი ჯარისკაცების გვერდით დადგნენ საერთო ინტერესების დასაცავად უკრაინულ ნეონაციზმთან ბრძოლაში, რომლებიც კოლექტიური დასავლეთის ხელში მარიონეტად იქცნენ”, - თქვა მან. ამასთან, გაგლოევმა აღნიშნა, რომ საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგე
×
×
  • შექმენი...