ნოვა კახოვკას მერის ვოლოდიმირ კოვალენკოს ცნობით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ წყალი უკვე საცხოვრებელ უბნებს მიუახლოვდა.
,,სამწუხაროდ, ქალაქში წყალდიდობა დაიწყო. ამ დროისთვის წყალი უკვე მიუახლოვდა საცხოვრებელ კორპუსებს, შესაძლოა უკვე დნეპროვსკის გამზირი და სახლების სარდაფები დაიტბორა. ეს არის პირველი ქუჩა, რომელიც ყველაზე ახლოს არის მდინარე დნიპროსთან, ყველა სხვა ქუჩა მის პარალელურად მდებარეობს.
პირველ საათებში დაიტბორა პარკის ტერიტორია, რომელიც მდებარეობს დნეპროვსკის
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი კახოვსკას კაშხლის აფეთქებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა პასუხი უნდა აგონ.
„შოკირებული ვარ ნოვა კახოვკას კაშხალზე განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმით. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება აშკარად კვალიფიცირდება, როგორც ომის დანაშაული და რუსეთისა და მისი მარიონეტების პასუხისმგებლობას დავაყენებთ“, - აღნიშნა მიშელმა.
მისი თქმით, მომხდარს ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს მომავალ სამიტზე განიხილავენ, სადაც დატბორილი ტერი
ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა (IDFI) ქართულ ბინესში რუსულ კაპიტალსა და რუსულ კავშრებზე ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, კომუნიკაციების სფეროში იკვეთება ანტიდასავლური განცხადებებითა და რუსეთთან დაახლოების ინიციატივებით ცნობილი პარლამენტის წევრის ფრიდონ ინჯიასა და მისი ოჯახის მნიშვნელოვანი გავლენა.
IDFI-ის მიხედვით, ახალი ქსელებისა და CGC-ის მეშვეობით ფრიდონ ინჯია აკონტროლებს ფიქსირებული სატელეფონო ბაზრის 25.19 %-სა და ფიქსირებული ინტერნეტბაზრის 6.2%-ს. ფრიდონ ინჯიას საკუთ
6 ივნისის გვიან ღამით რუსეთმა უკრაინაში კახოვკის ჰესი ააფეთქა. ხერსონის ადმინისტრაციის თქმით, წყალი კრიტიკულ, მოსახლეობისთვის საშიშ დონეს 5 საათში მიაღწევს.
ვიდეომასალაზე, რომელიც უკრაინის ოფიციალურმა პირებმა და უწყებებმა გაავრცელეს ჩანს, რომ სადგურის დამბა სრულიად განადგურებულია. ეს ნიშნავს, რომ წყალი დიდი რაოდენობითა და მაღალი სისწრაფით დასახლებული პუნქტებისკენ მიდის. უკრაინის შსს-მ უკვე დაასახელა მაქსიმალური რისკის ხუთი ზონა, მათ შორის, შედის ქალაქ ხერსონის ნაწილიც.
როგო
პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
მათივე ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა
2021-2022 წლებსა და 2023 წლის 4 თვეში ავლაბრის რეზიდენციის ტერიტორიის მოვლის, დაცვისა და კომუნალური ხარჯების დასაფარად, ჯამში, 3 470 882.4 ლარი დაიხარჯა, საიდანაც კომუნალური ხარჯები 2 442 442 ლარს შეადგენს, ხოლო დაცვის თანამშრომლების ხელფასებზე 1 028 440.4 ლარი გაიცა.
ადმინისტრაციული შენობების შენახვისა და მოვლის ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გამოითხოვა, თუმცა უწყებამ სააგენტოს მხოლოდ ავლაბრის რეზიდენციის კომუნალური ხარჯების შ
ჩვენ გვჭირდება კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ ქვეყანა დავაბრუნოთ იქ, სადაც არის მისი ისტორიული ადგილი, სხვა გზა მშვიდობიანი ცვლილებებისთვის არ არსებობს. არამშვიდობიანი გზა აწყობს რუსეთს, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ბუნდესტაგის დელეგაციისა და მათი წარმომადგენლების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მეზვრიშვილის თქმით, გერმანელ პარტნიორებთან არაფორმალურ შეხვედრაზე ჰქონდა შესაძლებლობა, საქართველოს ევროინტეგრაციასთა
კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე, ომის დანაშაულს, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რითაც რუსული ჯარების მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის დაბომბვას გამოეხმაურა.
პრეზიდენტის თქმით, ომის ამ დანაშაულს პასუხი სამართლებრივად უნდა გაეცეს.
„კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ ომის კიდევ ერთ მძიმე დანაშაულს.
საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ,,ნოვა კახოვკას" კაშხალზე, კიდევ ერთხელ აჩვ
რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ დაასახელა ის მიმართულებები, სადაც დღეს რუსეთის მოქალაქეთა უმეტესობა დასასვენებლად წასვლას არჩევს. როგორც საინფორმაციო პორტალი Turprom-ი იუწყება, რუს ტურისტებს საზღვარგარეთ დასასვენებლად ფასების 50%-იანი ზრდაც არ აშინებთ.
ჯერ-ჯერობით მათ არჩევანში თურქეთი ლიდერობს, სადაც დასვენების საშუალო ფასი 265 000 რუბლია. რუსეთის მოქალაქეებისთის შვებულების გასატარებლად საუკეთესო მეორე ადგილი აფხაზეთმა დაიკავა, სადაც ტურის საშუალო ღირებულება 80-დან 100 ათას რუბლამდე მერყ
გვინდა გამოვხატოთ წუხილი ბოლო დროინდელ პროცესებთან დაკავშირებით და მოვითხოვთ შენარჩუნებული იქნას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დამოუკიდებლობა, ხოლო სამუშაო პროცესი წარიმართოს კინოინდუსტრიის წარმომადგენლებსა და კინოცენტრში დასაქმებული პირებს შორის ღია თანამშრომლობით – ამის შესახებ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ღია წერილშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებობის 22 წლის განმავლობაში ეროვნული კინოცენტრი იქცა ერთადერთ და საკვანძო მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ინსტიტუციად ქართული
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველდღიურ პრესბრიფინგზე პრესსპიკერს ჰკითხეს, ადევნებს თუ არა თვალს თბილისში მიმდინარე პროტესტს და სიტყვის თავისუფლების და გამოხატვის წინააღმდეგ მთავრობის ქმედებებს, რაზეც პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ აშშ აკვირდება ორ ივნისს დაკავებულთა საქმეებს, განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობა კი ევროპული ღირებულებებისთვის შეუსაბამოა.
ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, აპირებს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი ზომების მიღებას იმ ფონზე, როცა უკრაინამ „ჯორჯ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები შესაძლოა გათავლისუფლდნენ ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებისგან, რაც სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობისთვისაა საჭირო.
აღნიშნულს ითვალისწინებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირიებული კანონპროექტი.
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები ახორციელებენ სპეციალ
საქართველოში უნგრეთის ელჩის, ანა მარია შიკოს განცხადებით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
ელჩის თქმით, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.
„ივნისში, სამწუხაროდ, რამდენიმე ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ საქართველო არ იყო მზად კანდიდატის სტატუსისთვის, მაგრამ მისცეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ეს უკვე დიდი ნაბიჯია წევრობისკენ. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო უკვე კარგადაა მომზადებული. გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ საქართველო
საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
რატი ბრეგაძემ განმარტა, რა ცვლილებები შედის საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში.
„დღეს საქართველოს მთავრობამ იმსჯელა პრემიერის დავალების შესაბამისად მომზადებულ კანონპროექტზე. საქმე ეხება კონკრეტულად „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში“ ცვლილებების პროექტს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „კაზინო აჭარაში“ განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს ერთ-ერთი სამორინეს ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების შესაძლო ფაქტებზე, დანაშაული კი გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 218-ე მუხლებით.
უკვე 2 თვე გავიდა, ვითხოვდით მტკიცებულებებს და ნული მტკიცებულებაა წარმოდგენილი. მტკიცებულებების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე ამას რაიმე დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, სანქციები რაც შეიძლება მალე მოიხსნას.
„მოვუწოდებ
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციებზე რუსეთში სულ მცირე 109 ადამიანი დააკავეს, იუწყება „ო-ვე-დე ინფო“.
აქციები მცირერიცხოვანი იყო, დიდწილად მომიტინგეები ცალ-ცალკე გამოდიოდნენ.
უფლებადამცველთა ცნობით, მომიტინგეებს აკავებდნენ, მათ შორის, ლურჯ-ყვითელი [უკრაინის დროშის ფერები] ბუშტებისთვის, პლაკატისთვის „თავისუფლება კენგურუსაც, პუტინი – ობობაა“ და წარწერისთვის „მიმართვა დივნებს“.
ნავალნი მოწამვლისა და მკურნალობის შემდეგ რუსეთში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა.
სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე ბორის კოლარი საქართველოს მოუწოდებს ანტიდასავლურ რიტორიკაზე უარის თქმისკენ.
ამის შესახებ მან საქართველოში ვიზიტისას პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება მარტივი პროცესი არ არის, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ ქვეყანამ ისეთი ნაბიჯები არ გადადგას, რაც ევროკავშირთან შესაბამისობაში არაა.
“სლოვაკეთი მხარს უჭერს სტაბილურ, დემოკრატიულ საქართველოს და ჩვენ მხარს ვუჭერთ კარგი
საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც „ნეტგაზეთს“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განუცხადეს, ამის მიზეზი შენობებში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობაზე შეტყობინება გახდა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ საუბარია რამდენიმე სასამართლოს შენობაზე, სადაც უსაფრთხოების მიზნით ევაკუაცია განხორციელდა.
სასამართლოებს შორის, სადაც ევაკუაცია გამოცხადდა, თბილისის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებიცაა. დამატებითი დეტალების გარკვევას „ნეტგაზეთი“ საქართვე
„მებაჟემ როგორ უნდა გაიგოს ამბავი, თუ არ არის ძებნილთა სიაში, თუ ოკუპაციის შესახებ კანონი არ აქვს დარღვეული“, – „ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჩეჩნეთის მოქალაქეების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ამბობს, რომ მებაჟეს პირის შეჩერების უფლება არ აქვს, თუ არ არსებობს ინფორმაცია კონკრეტულ დარღვევაზე ან მითითება პროვოკაციის შესახებ.
გასულ დღეებში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მოქალაქეების მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სავარაუდოდ საქართველოში, სხვადასხ
„შიში გვაქვს მშობლებს, რომ ხდება დროის ხელოვნურად გაწელვა და ზუსტად, როგორც გვითხრა მინისტრმა, რომ 2024 წლიდან ჩასვამდნენ ბავშვებს მკურნალობაში, ზუსტად ამის განხორციელებას გეგმავენ“, – ამბობს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის დედა, ქეთევან ბეგიაშვილი „ფორმულასთან“ ინტერვიუში.
აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა 3 დღის წინ ჩატარდა. ქეთევან ბეგიაშვილი ამბობს, რომ ჯერ ისევ გაურკვეველია, როდის დაასრულებს სამინისტრო პროტოკოლზე მუშაობას.
გარდა ამისა, მშობლებს ა
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა აღარ გააგრძელა.
„პუბლიკის“ ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილის, როგორც ასოცირებული პროფესორის, ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და ხელახალ კონკურსში მონაწილეობა აღარ მიიღო.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, მაია გამეზარდაშვილმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ სამართლის სკოლაში კერძო სამართლის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ორ საშტატო ერთეულზე კონკ