უკრაინის შეიარაღებული ძალები ერთ დღე-ღამეში ბახმუტის მიმართულებით ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე 1400 მეტრამდე დაწინაურდნენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის მიმართულების პრესსპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.
„სულ (დღეში -ღამეში) მოხდა ექვსი შეტაკება, რომლის დროსაც ჩვენმა თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 138 ოკუპანტი, 236 დაშავდა, ერთი ტყვედ აიყვანეს“, - აღნიშნა ჩერევატიმ.
მისი თქმით, რუსები აძლიერებენ თავდაცვას და ცდილობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე
გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ და საგანგებო სიტუაციების საკითხებში, მარტინ გრიფიტსი აცხადებს, რომ უკრაინა კახოვკას კაშხლის ჩამონგრევის შემდეგ უაღრესად უარესი ჰუმანიტარული ვითარების წინაშე დგას, ვიდრე მანამდე.
გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, კახოვკას კაშხლის განადგურების შემდეგ სუფთა სასმელი წყლის გარეშე დაახლოებით 700 000 ადამიანი დარჩა. ამასთან, მისი თქმით, სასოფლო-სამეურნეო მიწების დატბორვა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან „პურის კალათაში“ გამოიწვევ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც სტუდენტებმა კობახიძეს კიბეზე ჩასვლისას რუსული ვალუტა ესროლეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ მოწყობილი პროვოკაციაა. კობახიძის განმარტებით, ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდები, სწორედ ამ ტელეკომპანიასთან არიან აფილირებულები და ამ შემთხვევაში მათი სტუდენტობა არაფერ შუაშია. ამასთან, მისივე თქმით, ამ ახალგაზრდებს ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ.
„ეს იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ მ
კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო უკრაინაში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, კანადის პრემიერი კიევში უკრაინელი ჯარისკაცების მემორიალს ეწვია და პრორუსულ ძალებთან ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო.
ნატო-ს წევრმა კანადამ უკრაინას, 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მნიშვნელოვანი სამხედრო და ფინანსური დახმარება გაუწია.
ipn
ჭიათურაში, "ჯორჯიან მანგანეზის" საწარმოში დასაქმებული ასობით ადამიანი მეხუთე დღეა გაფიცულია ღირსეული შრომის პირობებისა და ხელფასების მატების მოთხოვნით. დღეს გაფიცულ მაღაროელებს სავარაუდოდ სხვა ქალაქებიდანაც შეუერთდებიან მხარდამჭერები და აქცია გაიმართება.
როგორც რადიო თავისუფლებას პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ, დავით ჩინჩალაძემ უთხრა, მიუხედავად მოლაპარაკების მცდელობისა კომპანიასა და დასაქმებულებს შორის, კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება.
"მთავარი მოთხოვნა არის ხელფასების ზრდა და სპეციალ
ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, სადაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის შესახებ ლექციას კითხულობდა, რამდენიმე სტუნდენტი რუსული რუბლებით მივიდა პროტესტის ნიშნად და ლექციის დასრულების შემდეგ მას რუსული ფული კიბეზე ჩასვლისას გადაუყარა.
ირაკლი კობახიძეს უნივერსიტეტში დღეს ცხრილის მიხედვით ერთი ლექცია უნდა ჩაეტარებინა დილის 10:00 საათზე. მას შემდეგ, რაც დაცვამ დერეფანში პროტესტისთვის მის
რუსული ძალები „მირგოროდის“ სამხედრო აეროდრომს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით დაესხნენ თავს, - ამის შესახებ პოლტავის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დმიტრო ლუნინმა განაცხადა.
"მირგოროდის“ სამხედრო აეროდრომის მიდამოში ღამის შეტევის დროს მტერმა გამოიყენა „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, ასევე ირანული წარმოების დრონები. აეროდრომის ინფრასტრუქტურასა და ტექნიკას გარკვეული ზიანი მიადგა. მსხვერპლი არ არის“, - განაცხადა ლუნინმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს დაბომ
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის 1-ელ კვარტალში 496.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის 1-ლი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებს 53.3 პროცენტით აღემატება. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 87.1 პროც
უკრაინა ვილნიუსის სამიტზე ნატო-ში გაწევრიანების ალგორითმს მიიღებს,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ გავრილოვმა განაცხადა.
მისი თქმით, არ ელის, რომ უკრაინაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები იქნება.
„ყველა ნიშანია იმისა, რომ უკრაინა მიიღებს იმას, რაც სურს, გარკვეულ ფორმატში. უკრაინას ახლაც ვილნიუსის სამიტზე ნათლად უნდა ესმოდეს, რომ ომის შემდეგ, ვთქვათ, ერთი-ორი წლის განმავლობაში, გარკვეული პროცედურული საკითხების განხორციელების შემდეგ, ჩვენ ვიქ
ოკუპანტები, გასული დღის განმავლობაში, წარუმატებლად ცდილობდნენ შეტევას სამი მიმართულებით - ლიმანის, ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 8 სარაკეტო და 74 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციები და სამოქალაქო დასახლებები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 62-ჯერ დაბომბეს.
„მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლუგან
მინდა გამოვეხმაურო ქალაქ რუსთავის მერის ბრიფინგს, სადაც მერმა ისაუბრა მის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, ხოლო აღნიშნულ პროექტებში საკრებულოს წევრების ჩართულობასთან დაკავშირებით იცრუა და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" საკრებულოს წევრი და ფრაქცია "რუსთავი საქართველოსთვის" თავმჯდომარე ნათია შელეგია აცხადებს.
მისი თქმით, ფრაქცია "რუსთავი საქართველოსთვის" ყოველთვის დაუჭერს მხარს ქალაქისა და რუსთაველების საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს
პენტაგონმა გამოაცხადა სამხედრო სფეროში უკრაინის დახმარების ახალი, ორ მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის პაკეტის შესახებ, რომელიც მოიცავს კრიტიკულად მნიშვნელოვან საშუალებებს საჰაერო თავდაცვისთვის და საბრძოლო მასალებს.
ახალი პაკეტი მოწმობს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას კიევისადმი, რუსეთის აგრესიის შესაკავებლად როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში - აცხადებს პენტაგონი.
პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალებს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "პეტრიოტისთვის", საჰაერო თავდაცვის სისტემებს და Hawk-ის ტი
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შემდეგ, ახლა უკვე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის არმიამ დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა დაიწყო. ამის შესახებ BBC-ი წერს.
„პირველ რიგში, ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტურად განვაცხადოთ, რომ ეს შეტევა დაიწყო. ამას მოწმობს უკრაინის არმიის სტრატეგიული რეზერვების გამოყენება. ამოცანები. ეს აბსოლუტურად აშკარაა. მეორეც, უკრაინის ჯარებმა ვერ მიაღწიეს დაკისრებულ ამოცანებს საომარი მოქმედებების არცერთ მონაკვეთზე. ეს აბსოლუტურად აშკარაა" , - განაცხადა პუტინმ
დიდი ბრიტანეთი ირანს რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაში ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლის გააკეთა.
“ირანი რუსეთს იარაღისა და საბრძოლო მასალის მუდმივი ნაკადით უზრუნველყოფს, რომლებიც უკრაინაში სამოქალაქო პირების მოსაკლავად გამოიყენება”, - განაცხადა კლევერლიმ.
ცნობისთვის, ეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი განცხადებაა, რომელშიც იგი თეირანს მოსკოვისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაში ადანაშაულებს.
კლევე
აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა რუსეთის სამთავრობო დელეგაციამ ბიჭვინთაში 46,5 ჰექტარზე გათვლილი სასტუმრო კომპლექსის “მოსკვა რეზორტისთვის” გამოყოფილი ტერიტორია მოინახულა.
სასტუმრო კომპლექსი, რომელიც 2026 წელს უნდა გაიხსნას, ოფიციალური ინფორმაციით, 31 მილიარდი რუბლის ოდენობის რუსული ინვესტიციით აშენდება. მასში 450 სასტუმრო ნომერი და ხანგრძლივი ვადით საცხოვრებელი აპარტამენტები იქნება გათვალისწინებული.
სასტუმრო კომპლექსმა, ასევე ორი კილომეტრი სიგრძის სანაპირო ზოლებ
მრავალწლიანი ლოდინის და სამოქალაქო და საერთაშორისო ბუნებისდაცვითი ორგანიზაციების ძალისხმევის შემდეგ, 2023 წლის 1 იანვარს რაჭაში პირველი დაცული ტერიტორია შეიქმნა. ტერიტორიები მოიცავს 50 835 ჰექტრის ფართობის ეროვნულ პარკსა და რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას.
სხვადასხვა დაბრკოლების ფონზე რაჭის დაცული ტერიტორიების საბოლოოდ შექმნა დადებითად ფასდება, თუმცა რამდენად აკმაყოფილებს აღნიშნული ტერიტორიები ბუნებისდაცვითი თვალსაზრისით დაცული ტერიტორიების კრიტერიუმებს, ამ საკითხს კითხვის ნიშნ
რუსეთმა უნგრეთს 11 უკრაინელი სამხედრო ტყვე გადასცა, რის შესახებაც უკრაინა ინფორმირებული არ იყო. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს.
ნიკოლენკოს თქმით, რუსეთმა უნგრეთს 11 უკრაინელი ტყვე - ზაკარპატიის უნგრელები - გადასცა. მისი განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება უნგრულ და რუსულ მხარეებს შორის შესაბამისი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული არ იყო, ხოლო 11 სამხედრო ტყვის გადაცემის შესახებ უკრაინამ უნგრეთის ვიცე
ისლანდია 1 აგვისტოდან მოსკოვში საელჩოს მუშაობას აჩერებს. ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთსაც სთხოვა რეიკიავიკში დიპლომატიური საქმიანობის შემცირება.
ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კომერციული, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში რეკორდულად დაეცა.
„არსებული სიტუაცია უბრალოდ არ აძლევს ისლანდიისნაირ პატარა ქვეყანას საშუალებას, რომ რუსეთში საელჩოს ფუნქციონირება შეინარჩუნოს“, – განაცხადა ისლანდიის საგარეო ს
სოციალური ქსელის მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვაზისუბანში ქუჩაში მიმავალმა ადამიანმა მიუსაფარი ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
„ვაზისუბანში, დღისით მზისით, სკოლაში მიმავალი ბავშვების თვალწინ, მორბენალ კაცს უბრალოდ დაუყეფა ცუგამ, რომელიც გოგონას მოყვებოდა, ამან
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ უტიაშვილი წერს, რომ პირადი განცხადების საფუძველზე, მერის თანამდებობა დატოვა.
„ვუბრუნდები ჯანდაცვის სფეროს, სადაც „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად გავაგრძელებ საქმიანობას ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სამსახურში. ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტს – გურჯაანს, განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში და რასაკვირველია, ვრჩები გურჯაანისა და გურჯაანელების მხურვალე გულშემატკივრად“, – წერს ის.
ზურაბ უტიაშვილი ვრცელ Facebook-პოსტში იმ პროექტებზე საუბრობს, რო
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს 12 ივნისის სხდომაზე განიხილავს. საკომიტეტო განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.
უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე პრეზიდენტი ეროვნ
არ მგონია, რომ ბრიუსელიდან ბიუროკრატები თავისი თბილი კაბინეტებიდან უნდა წყვეტდნენ საქართველო წავიდეს თუ არა ესკალაციაზე, - შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
პარლამენტის თავმჯდომარე ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებას აფასებს იმის შესახებ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენის საკითხი ცალმხრივი გადაწყვეტილება არ არის, რადგან ამას სჭირდება იმ ქვეყნის თანხმობა, სადაც თვითმფრინავი უნდა დაჯდეს.
პაპუაშვილის თქმით, „ეს განცხა
ადამიანის იდენტიფიცირება და საზღვრის კვეთის დადასტურება არის პერსონალური მონაცემები, რომლის გაცემის უფლება გვაქვს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. კანონს ხომ ვერ დავარღვევთ? - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ შს სამინისტრო მას სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ აწვდის.
დარახველიძე აცხადებს, რომ