ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი, ადგილობრივი არჩევნების საარჩევნო სიის მიღმა რჩება. "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული წყაროს ცნობით, მასთან დაკავშირებით პარტიის გენერალურ მდივან კახი კალაძეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს. რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებით შიხიაშვილი კმაყოფილი ვერ იქნება, მითუმეტეს იმ აქტივობების ფონზე, რომელსაც ის ბოლო პერიოდში იჩენდა, მაგრამ უკმაყოფილების ხმამაღლა გამოხატვას აზრი არ აქვს. რამდენიმე დღის წინ, პარტიის გენერალურმა მდივანმა, ოფიციალურად განაც
აშკარად "ნელიოტნაია პაგოდა".. არადა დიდ ავიაციაში გვინდა, საიდანაც არც წავსულვართ, უბრალოდ, საუკეთესო საფრენ ბილიკებს და აეროდრომებს ვირჩევთ. მარტმა გაზაფხულს მთელი პარტიტურა თავზე დაახია.... თმის სარჭები გადაყარა, აშარი დედაკაცივით დალალი გაიშალა და გამოდგა ყეფით შარაზე... სადღაც იწვიმა, სადღაც ითოვა, სადღაც იქარა და სადღაც იქალა.. ფბ-ს ერთი მეზობელი იწერება - სამტრედიაში თოვსო. მეორე - ვერონაში ზაფხულს 5 წუთი უკლია და ყვავილების დღესასწაული გაიხსნაო...ასეა, ქარმა გადაგვფანტა ქართველები ალთას
რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში - ქეთრინ ეშტონმა - ელჩების როტაციას მოაწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად, სექტემბრიდან ევროკავშირს საქართველოში ახალი ელჩი - იანოშ ჰერმანი - ეყოლება. წარმოშობით ფინელი, უნგრეთის მოქალაქე. ამჟამინდელი ელჩი - ფილიპ დიმიტროვი კი, სავარაუდოდ, პენსიაზე გავა. რა თქმა უნდა, პლანეტა. გე. დაინტერესდა მომავალი ელჩის ბიოგრაფიით და საინტერესო ფაქტები აღმოაჩინა - 1952 წელს დაბადებულ იანოშ ჰერმანს გა
800 ლარით "გაწეწილი", "წინა ცხოვრებაში" კიკინ-ლაღი და აწ უკვე კიკინ-მოკვეცილი და ჯეჯილობისარეალშეზღუდული ნაპატივები და არა პატივცემული გოჩა ცქიტიშვილი შეურაცხყოფილი და შეშფოთებულია, თურმე. წესით, სერიოზულად დაპანიკებულიც უნდა იყოს ფიფლმეტრების სკანდალის ვერგადარჩენის ვერსიიდან გამომდინარე. შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანიების რეიტინგების დამთვლელი კომპანიისთვისაც მოიცალა. პრინციპში, „თი-ვი-ემ-არ საქართველოს“ კი არა, სრულიად IPM-ის დათვლის და კვლევის მეთოდებზე წლებია, ლეგენდები დადის, თუმ
ეს კაცი გალში მცხოვრები გენადი ღაჭავაა, იუბილარი, დღეს მას ორი წელი შეუსრულდა. უკეთესი სახელი რატომ არ ქვიაო, გაგიკვირდებათ, ალბათ. ასე დედამ დაარქვა, დიდი ხნის უნახავი უფროსი ძმის პატივსაცემად. იმ ძმას კიდევ სახელი მამამ დაანათლა, სამეგრელოში დარჩენილი სიყრმის მეგობრის, გენო სამუშიას სიყვარულით. თითქოს, განსაკუთრებული არც არაფერია ამაში და ერთი გალელი პატარა ბიჭის დაბადების დღეზეც არ შევაჩერებდი თქვენს ყურადღებას, რომ არა ის გარემოებები, რაც ამქვეყნად მის მოსვლას სდევდა თან. პატარა გენო (გენჩ
გურამ ოდიშარია ძალიან მალე დატოვებს კულტურის მინისტრის თანამდებობას. მისი თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხი უკვე გადაწყვეტილია, აცნობა პლანეტა.გე-ს "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა წყარომ. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს საკმარისზე მეტი მიზეზი დაუგროვდა ამ გადაწყვეტილებისთვის, თუმცა, ოდიშარიას შემცვლელის კანდიდატურა ჯერ-ჯერობით განხილვის პროცესშია. იგივე წყაროს ცნობით, მალე დადგება კიდევ ერთი მინისტრის შეცვლის საკითხიც.
ყველა კუთხეს თუ ქალაქს ჰყავს თავისი კოლორიტი, აი, ბევრი ჭკუა რომ არ მოეკითხებათ და ჩვენზე მეტად თავისუფლები რომ არიან. არც პასუხისმგებლობა აწევთ, ვინმეს წინაშე და არც ვალდებულება აწუხებთ. ზოგ ქალაქს რამდენიმე ჰყავს ასეთი, მაგრამ მათში ერთი მაინც ყოველთვის უფრო გამორჩეულია. ასეთია სერგიაც ქუთაისისთვის. ის სერგია, ნიკა არაბიძე რომ ბაძავს, ხოლმე, „კომედი შოუს“ უნიჭო სკეტჩებში და ბოლო დროს, ტუტუცი ადამიანების მიერ გადაღებული ვიდეოებით გაითქვა სახელი ინტერნეტში. იმ ვიდეოებში ათას სისულელეს ალაპარაკებ
თბილისის საკრებულომ, სამთვიანი ბატალიების შემდეგ, როგორც იქნა, 7 მარტს ქალაქის ბიუჯეტი დაამტკიცა. უკვე წლებია, ბიუჯეტის უმწვავეს საკითხად რჩება კოოპერატიული ბინათმშენებლობის თემა, რომელსაც წინა ხელისუფლება დიდი წარმატებით იყენებდა წინასაარჩევნოდ, როცა სპეკულირებდა ამ საკითხის უახლოეს მომავალში მოგვარების პერსპექტივთ. იყო ცალკეული გამონათებებიც, როცა, მართალია, მთელი რიგი დარღვევების ფონზე, მაგრამ მაინც ხდებოდა "დაზარალებულთა" გარკვეული ნაწილის დაკმაყოფილება. თუმცა, ამ კატეგორიის მოქალაქეების უმრ
ქალების თვიდან ქალების დღესაც მივადექით. "მარტის ქალებს" ყველა დროში გამოარჩევდნენ, ალბათ კალენდარული თავისებურებებიდან გამომდინარე, რომელსაც ზოგი ღირსებად თვლის, ზოგი ნაკლად. ერთი, რაზეც ყველა თანხმდება - მარტი თავისი აჭრილი და ცვალებადი ბუნებით ძალიან ჰგავს ქალის ხასიათს. იმდენად ჰგავს, რომ, ლოგიკით, ყველა ქალი მარტში უნდა იბადებოდეს. ამიტომაც მივისაკუთრეთ ქალებმა მარტი... ამ თვესთან პირადად სამმაგი საკუთრების უფლება მაკავშირებს, თუმცა ეს არაა საინტერესო... საინტერესო ისაა, რომ „მარტიანელთა“
რასაც გიყვებით, ამას, წესით და რიგით, სათაურად „როგორც იქნა“ უნდა ერქვას, მაგრამ, ვიდრე ბოლომდე ჩავალ, სხვა სახელს მოვუფიქრებ, იმედია. „როგორც იქნა“ იმიტომ უნდა ერქვას, რომ რა ხანია ჩემი მეგობარი ბელა ჩეკურიშვილი მის დაწერას მეხვეწება და საშველი არ დავაყენე. კლასიკური მედღეხვალიე ვარ. ათი წლის წინ მოვუყევი ეს ამბავი ბელას და იმდენი იცინა, ძლივს გადავატანინე ყურადღება სხვა რამეზე. მერე ყოველ ჩემს დანახვაზე იწყებდა სიცილს, რა ვქნა, რომ გიყურებ, სულ შენი მონაყოლი მახსენდებაო. ეს სასაცილო თუ სატირა
მართალია, ბოლო დროს საზოგადოებრივი კომუნიკაციის მთავარი თემა დამშეული სამართალია, მაგრამ, კიდევ კარგი, რომ დაწერილი კანონების, კანონმდებლებისა და კანონაღმსრულებლების პარალელურად, სამართალი გაცილებით ზევითაც წყდება ... ასეა, ზოგჯერ თითქოს უკვე გადაწყვეტილ და „გაჩარხულ“ საქმეს ისეთ კვანტს დაუდებს ხოლმე ის დალოცვილი, აღფრთოვანებისგან ტაშის დაკვრა გინდა და კმაყოფილ ღიმილს ვერ ფარავ... გაუმარჯოს ასეთ სამართალს! მეტს არაფერს ვიტყვი, კომუნიკაციების რეგულირებასთან დაკავშირებული საზოგადოება გაიგებს... მო
რამდენიმე დღის წინ ვიღაცამ კარზე დააკაკუნა და როგორც წესი, ვიდრე გავაღებდი, ვიკითხე, ვინ არი-მეთქი. ინკასატორი ვარო, გამომეპასუხა ქალის ხმა. ყოველი შემთხვევისთვის, „გლაზოკში“ გავიჭყიტე და დავინახე, ფოიეში ვიღაც ქალი ქაღალდების დასტაში იქექებოდა. გავედი და რაშია საქმე-მეთქი? - დავინტერესდი. - თქვენი ბინა რა ნომერიაო? - მკითხა. ვუთხარი რა ნომერიც იყო. -ეგ სად წერიაო? კარის მარჯვენა და მარცხენა მხარესაც, კედელზე წითელი ფლომასტრით მიწერილი ციფრები ვანახე. ფერი ცოტა გადასული კი იყო, მაგრამ აქამდე
ამ ტექსტის დაეწერა ერთი კვირით ადრე მინდოდა, როცა კიკვიძის პარკში "სამართალდამცავ" გოგა ონიანის "ბრძოლაი საკვირველი"-ს ამსახველი ვიდეო გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში. დავიწყე კიდეც წერა, მაგრამ ხან სიზარმაცის და ხან მოუცლელობის გამო, აქამდე ვეღარ დავასრულე. ახლა კი, ცოტა გვიან, მაგრამ მაინც მინდა გიამბოთ იმ დღეზე, როცა ეგ ამბები მოხდა. მართალია, კადრებში არ ვჩანვარ (თუ არ ჩავთვლით წამიერ გაელვებას, ჩემი სტაფილოსფერი ქურთუკით), რადგან სულ კამერების უკან ვიდექი, მაგრამ ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებ
რუსეთი მორიგ ფინანსურ ორმოში ჩაითრიეს, ის ომს ვერ გაბედავს - განაცხადა "პლანეტა.გე"-სთან საუბარში კონფლიქტოლოგმა მალხაზ ჩემიამ. მისი აზრით, ამჯერად განტევების ვაცი - უკრაინაა. თუ პუტინი შეცდა და ხვალ დილისთვის უკრაინულ ბაზებს ყირიმში ცეცხლი გაუხსნა - უარესად ჩაეფლობა ... რუბლი კატასტროფულად დაეცემა. ფინანსური კრიზისი კი ყოველგვარ შეიარაღებაზე უარესია. ამ ეტაპზე გადამწყვეტია, - ჩაერთვება თუ არა რუსეთი ომში. მას საბანკო რეზერვი ნახევარი ტრილიონი აქვს, ორ დღეში რუბლის სტაბილიზაციისთვის დახარჯა 10
რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში მოსკოვი გაიმარჯვებს, - განუცხადა "პლანეტა.გე"-ს პოლიტიკურმა ექსპერტმა, კონფლიქტოლოგმა, გია აბაშიძემ. მისი თქმით, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ის სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესები, რაც რუსეთს გააჩნია უკრაინაში - უძლიერესი სამხედრო ფლოტი, ბირთვული რაკეტების მატარებელი წყალქვეშა ნავები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული მრეწველობის დარგები, რომლებიც პირდაპირაა მიერთებული რუსეთის ეკონომიკაზე. როგორც ჩანს, დასავლეთი ეკონომიკური სანქ
დილა ისე დაიწყო, როგორც ბოლო დროის სხვა დანარჩენი - დედაჩემი საშინაო და საგარეო პრობლემების გრძელი სიით... მე - მდუმარე უმწეობით და გამოსავლის ქსელში გახლართული ღიმილით... ვცდილობ, ოპტიმისტური და იმედიანი გამომეტყველება მოვიძიო... არაფერი გამოდის! მერე უცებ კალენდარი მოდის მშველელად!.. - დედის დღეს გილოცავ დეეე!!! დიდი ჩახუტებით, დედაჩემის ნიანგის ცრემლებით. აე დაგვჩემდა ბოლო დროს - მილოცვები ცარიელი ხელებით, სავსე გულით და ემოციებით... რაღაცას ვიმიზეზებ, სასწრაფოდ გავდივარ სახლიდან, ისევ რაღაცი
გუშინ წინ ჯერ კიდევ ზამთარი იყო. უდღეური თუ დღენაკლული თებერვალიც ბასტა! დღეს, ჰოპლა და, უკვე 2 მარტია! მარტი - კარტივით აჭრილი და ჩამოსარიგებელი... სხვისი არ ვიცი და მე წლებს მარტიდან მარტამდე ვითვლი, ასე დამჩემდა... მუდმივად რაღაცით უკმაყოფილოები წუწუნებენ - წლებთან ერთად ურთიერთობებში წერტილები მატულობს და მძიმეები მცირდებაო! არადა, სრულფასოვან სუნთქვას და მოკლე მანძილებზე კროსს შორის არჩევანის გაკეთებამდე, მრავალწერტილებით შეიძლება გულის გადაყოლება... ქართველებმა კი ვთქვით -
კვიციანი უკვე დაკავებულია. როგორც კი ემზარ კვიციანი თბილისის აეროპორტში გამოვიდა საპასპორტო გამშვებ პუნქტთან, მას უკვე ელოდა 20-ზე მეტი სამართალდამცველი. მასთან 3 ოფიცერი მივიდა და გაიყვანა. ემზარ კვიციანს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ერთ-ერთმა მგზავრმა დააფიქსირა ტელეფონით ეს კადრები, მაგრამ მას სამართალდამცველებმა ვიდეო იძულებით წააშლევინეს და შემდეგ 20 წუთით შეაყოვნეს საპასპორტო კონტროლზე, ტექნიკური ხარვეზის მიზეზით.
ანუ, როგორ და რატომ განკარგავდა ბიუჯეტის თანხებს დაზარალებულთა ინტერესების "დამცველი" არასამთავრობო ორგანიზაცია? გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ქვეყანას, სხვა პრობლემების პარალელურად, მოყვება ერთ-ერთი დიდი, გადაუჭრელი და ქრონიკულად სადავო პრობლემა - კოოპერატიული ბინათმშნებლობა, რომელიც არაერთხელ გამხდარა ხმაურიანი აქციების, სასამართლო დავების, კორუფციული გარიგებების და თაღლითებისთვის ხელის მოთბობის საფუძველი. თავის დროზე,უბინაო და ახალი ბინის მაძიებელმა მოსახლეობამ, სახელმწიფო ბანკებში შ
თბილისი, ღამის 22:20... ავტობუსში, თუნდაც "მიკროში" და "ყვითელში" თბილისში გინების გაგონება ვის უკვირს? ჰოდა, არც მე გამკვირვებია... იმდენად არ გამკვირვებია, რომ თავიც არ მომიბრუნებია, მოულოდნელი დამუხრუჭების ხმაზე, მძღოლის ძველქალაქურად შეკურთხებაზეც, ვიღაცის უკმაყოფილო ბურდღუნზეც, მუჯლუგუნის თანხლებით რომ უფრო მკვეთრად გამოიხატა. მხოლოდ მაშინ მოვიხედე, ვიღაცამ სახელოზე რომ მომქაჩა და, ყურადღების მიქცევისთანავე, ჩემს ცხვირთან ხელის ჩაქნევით გაუჩინარდა უკანა რიგებისკენ. ამასობაში მძღოლმა ჯაჯღან
უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს გაიმართება. უკრაინის რადამ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. შესაბამისად, იანუკოვიჩს მან უფლებამოსილება შეუჩერა. ასევე დანიშნა უშიშროებისა და თავდაცვის მინისტრების მოვალეობის შემსრულებლები. ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ ის არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. შესაბამისად, არც გადადგომას აპირებს და არც ქვეყნის დატოვებას. როგორც მან დღეს, კიევის დროით, 16 საათზე განაცხადა, - უკრაინაში ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალებას. თავს დამნაშა
იყო დრო საქართველოს უახლოეს ისტორიაში, როცა ცეკა-ს მდივნობა, ან წარმატებული სახელმწიფო მოხელის კარიერა თუ გინდოდა, განათლებით ისტორიკოსი უნდა ყოფილიყავი. ეს ტრადიცია პატივცემულმა ედუარდმა დაამკვიდრა და წარმატებით განახორციელა. ახლა დგას სხვა პროფესიის აღზევების ჟამი. ამჯერად იურისტებს გაუმართლათ. გასაგებია, რომ ამდენი უსამართლობის შემდეგ, ხელისუფლების დიდი სურვილია, მოაქციოს ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებში, მაგრამ მხოლოდ სამართალმცოდნეებით პურს ვერ ჭამ, ზოგჯერ სხვა პროფესიებიც სასიცოცხლოდ მნიშვ