Jump to content
Planeta.Ge

Blogs

რატომ უწევთ შშმ პირთა მშობლებს (მხარდამჭერებს) ბიუროკრატიასთან გამუდმებით ბრძოლა და წრეზე ტრიალი

,,აწვალეს და საქმე დროში იმდენად გააჭიანურეს, რამდენადაც შეეძლოთ" ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბორის ახობაძე შეზღუდული შესაძლებლობის პირია, თუმცა, მის შემთხვევაში, სიტყვა შესაძლებლობა ცოტა ხმამაღა ჟღერს, რადგან დაბადებისდროინდელი ტრამვების გამო ის უმძიმეს მდგომარეობაშია და არათუ გადაადგილება, დამოუკიდებლად მოძრაობაც არ შეუძლია; ვერც ლაპარაკობს და ვერც მყარ საჭმელს მიირთმევს. ბორისის ძირითად საკვებს მხოლოდ ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი ფაფები წარმოადგენს. როგორც მისი მამიდაშვილი,

დიაგნოზის გარეშე დანიშნული მკურნალობა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჩვენთვის უცნობი დეტალები

ყოველთვის, როცა ექიმებზე ცუდ გამოხმაურებას ვისმენ ან ვკითხულობ, ვცდილობ, არ ავყვე და თავი შევიკავო, ან კარგი მაგალითები გავიხსენო. საბედნიეროდ, საკუთარი ოჯახის წევრების თუ სხვა ახლობელი ექიმების ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, მათზე ბევრი კარგი მაქვს სათქმელი. თუნდაც ის, თუ როგორი გულისხმიერებით, ყურადღებით და პროფესიონალიზმით უდგებიან ყოველი პაციენტის პრობლემას, როგორ პასუხობენ მათ ზარებს, როგორ უხსნიან უკვე ათჯერ ახსნილს მეთერთმეტეჯერ, დიაგნოზის დასაზუსტებლად როგორ ძირისძირამდე მი

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის კვლევებში საქართველო, სტაბილურად, ისევ დაბალ ადგილზეა

,,მასწავლებელი, რომელიც არ ვითარდება თავად ან სასარგებლო რჩევებს არ ისმენს ინტენსიურად, ვერასდროს იქნება თანამედროვე" ,,თუ ბავშვი კლასში ბედნიერი სახით არ შედის და ასეთივე სახით არ გამოდის სკოლიდან, ეს უკვე განაჩენია"  მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2018 კვლევის მიხედვით, წაკითხული ტექსტის გააზრებაში საქართველოს მოსწავლეთა 64% საბაზო (მეორე) დონის ქვემოთაა და მონაწილე 78 ქვეყნიდან საქართველო 70-71-ე ადგილებს შორის დიაპაზონში მოხვდა. ტესტი 15 წლის მოსწავლეე

ფერმერი თამაზ ნარიმანიძე: საქართველოში მეღორეობის დარგი განწირულია

,,ახლაც ისევ ისეთი მაფიოზობა და კლანურობაა, რაც წინა ყველა მთავრობის დროს იყო" ქართული ბაზარი რომ უცხოეთიდან შემოტანილი კვების პროდუქტებით არის გაჯერებული და ბაღჩეულიდან თუ ხილიდან დაწყებული, საქონლის ხორცით დამთავრებული, ჩვენს ცხოვრებაში იმპორტირებულ სურსათს დიდი ხვედრითი წილი უჭირავს, ეს ყველამ ვიცით. დიდ თუ მცირე ქსელურ მაღაზიაში, სამეურნეო ბაზარსა თუ უბნის პატარა ჯიხურში, ყველგან შეგვიძლია ვიყიდოთ გაყინული ხორც-პროდუქტები, რომელთა წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია ეტიკეტზეა დატანილი

მე რომ განათლების მინისტრი ვიყო

რა მდგომარეობაა საჯარო სკოლების საპირფარეშოებში? სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ, ჩემს ბლოგში, თბილისის ერთი კონკრეტული სკოლის მაგალითზე საჯარო სკოლებში არსებული ჰიგიენის და სანიტარული ნორმების დარღვევაზე მოგახსენეთ. კერძოდ, საკითხი ეხებოდა საპირფარეშოს და მის მიმდებარედ მდგარ აუტანელ სუნს, რის გამოც მოსწავლეებს არათუ საპირფარეშოში, სკოლის შენობაში შესვლაც კი ემძიმებოდათ. რა თქმა უნდა, მშობლები აქტიურად ვაპროტესტებდით ამ ფაქტს და დირექტორსაც ვაწუხებდით პრეტენზიებით და სამეურ

მწარე 7 ნოემბერი და ოცნება ზაზა ბეგაშვილზე

ორი დღის წინ ტელეკომპანია „იმედის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების ამსახველი კადრები ვნახე და გონებაში კიდევ ერთხელ დამიტრიალდა ის საშინელი დღე, რომლის სიმწარეც საკუთარ თავზე მთელი სიგრძე-სიგანით ვიწვნიე. იმ დღეს განცდილზე უარესი კი მეორე დღეს, ტელევიზიით მოსმენილი და ნანახი შეფასებები და აქციის მონაწილეების მიმართ ჩინოვნიკთაგან გამოთქმული ბრალდებები იყო. მათ სიტყვებს, მათ სახეებს, სიძულვილით ანთებულ მათ თვალებს ვერაფერი დამავიწყებს. საერთოდ, ნოემბრის ის 5 დღე არა

ზღვა, რომელიც შორია...

ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო რეპორტაჟი აფხაზეთიდან    სოხუმი სასტუმრო ,,რიწა"  სოხუმის კოლონადა ყოფილი ლენინის, ამჟამად ლეონის ქუჩა სასტუმრო ,,აფხაზეთი" მოწყალების მთხოვნელი ქუჩის მუსიკოსი (მის უკან სარკეში მეც ვჩანვარ)     პორტი     ხედი კელასურისკენ და მეთევზის ანკესი ესეც - მეთევზე ცნობილი რესტორანი ,,ნართა"  ღია კაფე-რესტორანი, მდება

გამარჯობა, აფხაზეთო შენი

დასკვნა ოღონდ, ნუ იქნება ომი!  27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, დაგეგმილი მქონდა, დილით, ადრიანად გავსულიყავი მინისტრთა საბჭოს შენობასთან, საიდანაც 29 წლის წინანდელ, იმ ავბედით 27 სექტემბერს ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია და მათი გარემოცვის წევრები ტყვედ აიყვანეს, ყვავილები მიმეტანა და ეროვნული გმირების ხსოვნისთვის ამით მიმეგო პატივი. მერე კი, შუადღისთვის რიწისკენ უნდა ამეღო გეზი და დაღამებამდე გაგრისა და ბიჭვინთის მონახულებაც უნდა მომესწრო... ისე მოხდა, რომ პირადული მ

გამარჯობა, აფხაზეთო შენი

ნაწილი 4 დრანდა, ოჩამჩირე, ილორი  სოხუმში, ცენტრალურ ქუჩებსა თუ სანაპიროზე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მხვდებოდა საექსკურსიო ბიუროების სტენდები და თავიანთ პროგრამას ხან ერთი ბიუროს თანამშრომელი მაჩეჩებდა ხელში და ხან მეორე.   მეც არავის ვწყვეტდი გულს, დიდი მადლობებით ვართმევდი და ფორმატზე ამობეჭდილი ნაირ-ნაირი პროგრამით ვბრუნდებოდი სახლში. მერე ვათვალიერებდი ამ ქაღალდებს და ისეთი შემოთავაზებები და მარშრუტები მხვდებოდა, უარს ვერც ერთზე ვიტყოდი. რომელი გინდოდა: რიწა თავისი ულამაზესი

გამარჯობა, აფხაზეთო შენი

ნაწილი 3 ახალი ათონი თავისი პირველყოფილი ბუნებით და არე-მარეებით აფხაზეთი ხომ მთლიანად მიწიერი სამოთხეა, მაგრამ ამბობენ, რომ სილამაზით გაგრას ამ სამოთხეში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ვინაიდან, ისე მოხდა, რომ ვერც ერთ  ჩასვლაზე, გაგრის და ბიჭვინთის მონახულება ვერ მოვახერხე, დღემდე ასეთ განსაკუთრებულ ადგილად ჩემთვის ახალი ათონი რჩება.   ამ ულამაზეს პატარა მიწის ნაგლეჯზე ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი, ზღვა, მთა, ტბა, მდინარე, პარკი, ხელოვნური ჩანჩქერი, მსოფლიოში ცნობილი მღვიმ

გამარჯობა, აფხაზეთო შენი

ნაწილი 2 პირველ ნაწილში აღვნიშნე, რომ აფხაზების შემოსავლის ძირითად წყაროს ტურიზმი და მასთან დაკავშირებული ბიზნესი წარმოადგენს, რომელიც არც თუ ცუდად არის განვითარებული. როგორც ტურისტულ, ისე ვაჭრობის და სამეურნეო სფეროში აქტიურად არიან ჩართული სომეხი და თურქი ეროვნების ბიზნესმენები. სოხუმში არსებობს საკვები პროდუქტების, სამშენებლო მასალების თუ საოჯახო ტექნიკის თურქული მაღაზიები. ასევე, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში თურქებს ეკუთვნით დიდი სასათბურე მეურნეობა, სადაც კიტრი და პომიდორი მოჰ

სასტუმრო-ბიზნესი ქართულად, ,,ოჩენ გარიაჩი კუკურუზ“ და უმაშველებო პლიაჟი

ცხელი ზაფხულიც მიილია, თუმცა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ნაგვიანევ შვებულებაში გასვლა უწევთ, სექტემბრის დასაწყისიც დასვენების დროა. მთელი აგვისტოს განმავლობაში ისეთი მზიანი ამინდები და მაღალი ტემპერატურა იყო, დამსვენებელი არც მთის კურორტებს მოჰკლებია, მაგრამ ცხელი დღეებისგან თავის დასაღწევად, მოგეხსენებათ, უმეტესობა მაინც ზღვას ეტანება. შესაბამისად, ამ სეზონზე ზღვისპირა რეგიონებში სასტუმრო-ბიზნესის სექტორმა კარგად იხეირა. მიუხედავად ამისა, ყოველ სეზონზე დაუძლეველ პრობლემად რჩება საოჯახო თუ

გამარჯობა, აფხაზეთო შენი

ნაწილი 1  აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სოხუმში პირველად 2001 წელს ჩავედი და ათი დღე დავრჩი. ეს იყო საკმაოდ მძიმე, შერეული ემოციებით და განცდებით სავსე მოგზაურობა, დაწყებული ენგურის ხიდზე ფეხის შედგმიდან ახალი ათონის მამათა მონასტრამდე და უკან. ყოველ ნაბიჯზე, ყველაფერს ეტყობოდა ომის სასტიკი კვალი და აქეთ-იქით გახედვა მიჭირდა, თუმცა კი ბევრი ადგილი გადარჩენილი იყო და პირვანდელი სახე შეენარჩუნებინა. გავივლიდი ქუჩებში, სადაც ჩვეულებრივად მიმოდიოდა ხალხი, თითქოს ყ

ვიტალი დარასელიას უზბეკმა გულშემატკივარმა 40 წლის წინ დადებული პირობა შეასრულა

ფეხბურთის უზბეკი გულშემატკივარი ოჩამჩირეში ჩავიდა, რათა ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას საფლავი მოენახულებინა.   ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ოჩამჩირეში მოქმედი საინფორმაციო სააგენტო თავის ფეისბუქ-გვერდზე ავრცელებს.   სააგენტოს ცნობით, უზბეკეთის მოქალაქე უკტაშ აზიზოვი, ახალგაზრდობიდანვე იყო ფეხბურთით გატაცებული და მაშინდელი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს ყურადღებით ადევნებდა თვალს. როგორც ირკვევა, აზიზოვი თბილისის ,,დინამოს“ დიდი გულშემატკივარი ყოფილა, ხოლო ა

ბაგა-ბაღების თანამშრომელთა თქმით, ისინი ან სოციალურად დაუცველების რიგს უნდა შეუერთდნენ, ან სამუდამო ემიგრანტობისთვის არიან განწირულები

ვინც მიცნობს და სოციალურ ქსელში ჩემს აქტივობებს თვალს ადევნებს, ემახსოვრება, რომ საკუთარ პროფილზე მრავალჯერ გამიზიარებია ჩემი სოფლის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის № 1 საბავშვო ბაგა-ბაღში გამართული საზეიმო ღონისძიებების ვიდეოკადრები, რომლითაც ძალიან ვამაყობ. თითოეულ კადრში ნათლად ჩანს, ამ ზეიმების მოწყობაში ბაღის თანამშრომლების მიერ რამხელა შრომაა ჩადებული. ყველაზე ნიშანდობლივი ისაა, რომ აღნიშნულ დაწესებულებში მსგავსი ღონისძიების მოწყობაში მარტო ერთი ან ორი პედაგოგი კი არ მონაწილეობს, დ

ავტოავარიების რიცხვის შემცირების ფონზე გაზრდილია ავარიებში დაღუპულთა რიცხვი

როდესაც მძღოლს ზუსტად ეცოდინება, რომ მისი მოქმედება დაუსჯელი არ დარჩება, დარღვევებსაც უკლებს და საჭესთანაც მეტად მობილიზებული იქნება.   2022 წლის იანვარ-ივნისის ჩათვლით, საქართველოში 2 572 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა - 221, ხოლო დაშავდა 3 538 ადამიანი. შსს-ს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ამ ინფორმაციას ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, მიმდინარე წლის 6 თვეში, 16 წლამდე ასაკის 10 მოზარდი დაიღუპა, ხოლო ტრავმა 408 მოზარდმა მიი

პუტინს სასტუმრო-კომპლექს ,,ბიჭვინთას" საკუთარ რეზიდენციად გადაკეთება სურს

მას შემდეგ, რაც ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთის მფლობელობაში გადასვლის შესახებ გახდა ცნობილი, ოკუპირებულ აფხაზეთში ვნებათაღელვა არ წყდება. აფხაზების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სასტუმრო-კომპლექსი ,,ბიჭვინთა“ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა დარჩეს, ან თუ გაიყიდება, ადგილობრივმა პირმა იყიდოს. ისინი არავითარ შემთხვევაში არ ეთანხმებიან იმ აზრს, რომ სახელმწიფო აგარაკის სახელით ცნობილი სასტუმრო რუსეთს გადაეცემა, მით უმეტეს, უსასყიდლოდ. სწორედ ამიტომ, 20 ივლისს ოჩამჩირის რაიონის მკვიდრებთან

როდის აღდგება ტობა ვარჩხილის ტურისტული მარშრუტი?

რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მკვიდრმა, ფოტოხელოვანმა, რომან თოლორდავამ, რომელსაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარებასა და სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის, სოციალურ ქსელ ფეისბუკზე ასეთი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: ,,დღეს, არც მეტი არც ნაკლები, 10 ივლისი გახლავთ, მთელს ქვეყანაში შუა ტურისტული სეზონია. ხობისწყლის ხეობის მთავარი ტურისტული მაგისტრალი კი ჩახერგილია ნაშალი მასალით და გზაც დაკეტილია. დიახ, მეგობრებო, ის გზა, რომელიც სახელ

გიორგი კანაშვილი: ვერ ვხედავ, რომ ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით რამე გეგმა მუშავდებოდეს

საქართველოს ხელისუფლებისთვის და პოლიტიკური სპექტრისთვის საერთოდ რა არის პრიორიტეტული, ეგეც გაუგებარია.   რუსეთ-უკრაინის ომი ახალი დაწყებული იყო და ჩვენ, უკრაინის გულშემატკივრები პირველი შოკიდან გამოსულები არ ვიყავით, როცა აფხაზეთიდან სატელეფონო ზარების უწყვეტი ნაკადი წამოვიდა. თითქმის, ყველა ნაცნობი და ნათესავი აფხაზი მიკავშირდებოდა იმის გასაგებად, ხომ არ აპირებდა ქართული მხარე მათზე თავდასხმას და რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნას. იმდენად დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ მობილიზაციის გამოცხადებ

გია მურღულია: სკოლამ ეს რომ მოსწავლეს ასწავლოს, ჯერ თავად მასწავლებელმა უნდა იცოდეს, როგორ განასხვავოს ერთი მეორისგან.

კარგა ხანია, ვიღაცეები გვარწმუნებენ, რომ თანამედროვე სამყაროში ფაქტები შეცვალა აღქმებმა.   რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ხაშურის მერიის სახელით შექმნილი ყალბი გვერდის მიერ გავრცელდა ასევე ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მრავალშვილიან ოჯახებს დახმარების სახით ,,მრავალჯერადი“ კონტრაცეფტივები გადასცა და ასევე, მოქალაქეებს შეჰპირდა, რომ აბორტისთვის საჭირო თანხა 70 % -ით დაუფინანსდებოდათ. როგორც მრავალ სხვა, მსგავს შემთხვევაში, ფეისბუკ-მომხმარ

რას გვპირდება კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ და რა მნიშვნელოვანი პუნქტი ამოქმედდება ნოემბრიდან?

ბევრი რამე მაინც ჩვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. ამ აქტიურობისთვის კი ახლა გაცილებით მეტად გვაქვს ხელ-ფეხი გახსნილი, ვიდრე ოდესმე.   საქართველოში, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ძალაში შევიდა კანონი ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ,“ რომლის დამუშავება და განხილვა, 10 წელია მიმდინარეობს და საბოლოო წერტილი ორი თვის წინ დაესვა. ეს კანონი მომხმარებლების პოზიციებს მეწარმეებთან შედარებით, ვისთანაც დავის მოგება ყოველთვის ჭირდა, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. იმის გამო, რომ მა

უმეცრება, განსაკუთრებული უნარები თუ საკუთარი შესაძლებლობების არაადეკვატური შეფასება

ყველაფერი უნდა დავიწყოთ პრობლემის აღიარებით და უნდა ვთქვათ, რომ ჩიხში ვართ.   ილია ჭავჭავაძის არ იყოს (,,ჩვენისთანა ბედნიერი, განა, არის სადმე ერი?!“), შესაძლოა ჩემსავით ბევრს აინტერესებს, ჩვენს გარდა სადმე თუ არის კიდევ ისეთი ხალხი, ვინც ყველა დარგში ერთნაირად კარგად ,,ერკვევა“ და ყველა სფეროში პროფესიონალია იმდენად, რომ ხანძრის დროს გამოცდილ მეხანძრეებზე უკეთ იცის, როგორ ჩააქროს ცეცხლი სწრაფად; სპეცოპერაციის დროს ნებისმიერ მეთაურს მისცემს მითითებას, როგორ ჩაატაროს ოპერაცია უმტკივნეულოდ; ომის დ

ვხედავთ საქართველოს აქტიურ სამხედრო თანამშრომლობას უცხოელ პარტნიორებთან - კონსტანტინე კოჩიევი

ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება ჟენევის დისკუსიებს მიენიჭოს ის მნიშვნელობა, რისთვისაც ეს ფორმატი შეიქმნა.   ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც მისი ფორმატის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში უნდა გამართულიყო, შესაძლოა მომავალ კვირას, 7 ივნისს შედგეს. ამის შესახებ დისკუსიის მონაწილე უცხოელმა დიპლომატებმა დღეს, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიის 55-ე რაუნდი დეკემბერში გაიმართა. მხარეე
×
×
  • შექმენი...