„ჩვენ გვაწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ ამ პროცესს. მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა. ჩვენ ძალიან გვსურს ვიხილოთ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.'' შეერთებული შტატების მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ვაშინგტონს აწუხებს ის, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ქვეყანაში მიმდინარე ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს, მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განხორციელების მიმართ
დღეს დილით გამოქვეყნდა სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა, რომელმაც დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის უფლებების უხეში დარღვევის გამო. ამ განცხადებიდან დაახლოებით 6 საათში, ჩემს საკანში გაუფრთხილებლად შემოვიდა მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომელშიც ამოვიცანი ჩემი წამების მონაწილეები. მათ გამომიცხადეს, რომ იმის გამო, რომ მე ხელი გავკარი წნევის აპარატს თავდაცვის მიზნით, როცა მიპირებდნენ ჩემი ნების საწინააღმდეგო სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას, დეპარტამენტმა გადაწყვიტა ჩემს წინააღ
პარტია "შაქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი კახი კალაძეს განცხადებებთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.პოლიტიკოსი თბილისის მერს გახარიასადმი წარდგენილ ნარკოდამოკიდებულების ბრალდებას ახსენებს და საქმიან ინიციატივებზე საქმიან პასუხს მოითხოვს სრული ტექსტი: "ბატონ კალაძეს, როგორც სჩანს, ჰგონია არჩევნები დასრულდა და მისი ავტორობით წარმოებული უღირსი წინასაარჩევნო კამპანია ყველას დაავიწყდა. ნარკოდამოკიდებულების ბინძური ბრალდების სულისჩამდგმელი და გამწევი ძალა რომ იყო ეს არ იკმარა და
ბიბლიური "ღმერთი" იაჰვე-საბაოთი: მე მარტო ვწურავდი ღვინოს და ხალხთაგან არავინ იყო ჩემთან. ვწურავდი ჩემი რისხვისას და ვწნეხავდი ჩემი მძვინვარებისას, და მისი სისხლი მოესხურა ჩემს სამოსელს და შევბღალე ჩემი ტალავარი. რადგან შურისგების დღე ჩემს გულშია და ჩემ გამოსყიდულთა წელიწადი დამდგარია. მიმოვიხედე და არ იყო შემწე, დავიქანცე და არ იყო მშველელი: ჩემმა მკლავმა მიხსნა მე და ჩემმა რისხვამ მიშველა მე. დავთრგუნე ხალხები მძვინვარებით და დავათვრე ჩემი რისხვით, მიწაზე დავღვარე მათი სისხლი. ძველი აღთქმა. ეს
მიზოგინია (ბერძ. misos — სიძულვილი, და gyne — ქალი) — ქალთმოძულეობა, ქალთა და გოგონათა მიმართ უნდობლობა, პათოლოგიური ანტიპათია. ქალთა წინააღმდეგ სექსიზმსა და მიზანდრიასთან (მამაკაცთმოძულეობა) შედარებით, მიზოგინია ხშირად მიიჩნევა, როგორც ქალთა წინააღმდეგ ზოგი მამაკაცის დამოკიდებულება, თუმცა მიზოგინისტური შეხედულებები თავად ქალებსაც შესაძლოა ჰქონდეთ. ფემინისტურ თეორიაში მიზოგინია პოლიტიკურ იდეოლოგიად მიიჩნევა, რასიზმისა და ანტისემიტიზმის მსგავსად, რაც ამართლებს ქალთა მამაკაცდამი სუბორდინაციას. პატ
როგორ ვინატრო სტალინიზმი ან მუსოლინის ფაშისტური რეჟიმი? არადა აშშ-ს ულტრამემარცხენე ანარქისტებმა, რომლებიც ანგრევენ სახელმწიფოს, სწორედ ეგ მომანდომეს. თომას ჰობსის ლევიათანი გამახსენდა, სადაც ჰობსი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო, როგორც მონსტრი აუცილებელია, რათა იყოს წესრიგი და მშვიდობა. ეს "უფლებადამცველები", რომლებიც დახტიან და ანგრევენ ყველაფერს რაც გზად დახვდებათ, ცხოველებივით რომ იქცევიან, სულით ავადმყოფებივით რომ იმზირებიან, თქვენი აზრით რამდენი წუთი გაძლებდნენ საბჭოთა კავშირში, მაოისტურ ჩინეთშ
სინამდვილეში ასტროლოგია რელიგიაა – საბეიზმის ნაირსახეობა. მასში ვარსკვლავები სულიერ არსებებად მოიაზრება. პანთეისტებისა და ოკულტისტების სწავლებით მატერია გასულიერებულია, ანუ მატერიის ელემენტებზე სულები ბატონობენ. როზენკროიცერი გოეთე, ამ კოსმიურ სულებს დემონებს (დაიმონებს) უწოდებდა. ვარსკვლავები და პლანეტები სამყაროს მმართველი კოსმიური სულების სხეულებია. ანტიკურ მითოლოგიაში და ელინისტურ რელიგიაში დაიმონები (დემონები) ეწოდებოდათ ოლიმპოელი ღმერთების მსახურებს, ნახევრადღვთაებრივ სულებს, რომლებიც იყვნ
ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით თავდაპირველად იყო მხოლოდ ქაოსი, ქაოსიდან იშვა კოსმოსი. კოსმოსი გაამშვენეს და მორთეს ღმერთებმა (ტიტანებმა და ტიტანიდებმა). ღმერთების მრავალი თაობა იშვა კოსმოსში; ცის ღმერთი ურანოსი შეცვალა დროის ღმერთმა კრონოსმა, ხოლო კრონოსის ადგილი დაიკავა მეხთამტეხელმა ზევსმა, კოსმიური ეთერის მეუფემ. დოდეკათეონი, თორმეტი ოლიმპოელი და ათასობით წვრილი ღვთაება მართავს და განაგებს სამყაროს, შობილს ქაოსიდან, ღმერთების სამსახურში არიან ნახევრადღვთაებრივი არსებები - დაიმონები. არსებ
რელიგიაში ყოველთვის დომინირებდა აზრი, რომ ტანტრიზმი არის "სიბინძურე", ისევე როგორც ფემინისტურ წრეებში ბატონობს აზრი, რომ სექსუალურად ლიბერალური ფემინიზმი არის ფსევდოფემინისტური პატრიარქალური დივერსია, შექმნილი მასკულინური რენეგატების მიერ, რომლის მიზანიცაა ქალების დამონება. ინდუისტების 98% თვლის, რომ ტანტრიზმი "საზიზღრობაა", ისევე როგორც თვლის ფემინისტების 98%, რომ სექს-ლიბერალური ფემინიზმი "ერესია". ფინიკიური ქალღმერთი ასტაროტა, ფიზიკური სიყვარულის და ნაყოფიერების ვნებიანი ღვთაება ბევრს არ უყვა
ვეგეტარიანელი ინდუისტი ან სიქჰი ფიქრობს არა იმაზე, რომ ცხოველი როგორც ასეთი თავისთავად წარმოადგენს აბსოლუტურ ფასეულობას, არამედ იმას, რომ თუ ბუნებას ზიანს მიაყენებს ღმერთი დასჯის კარმული კანონის დახმარებით. სინამდვილეში ინდუისტს ადარდებს არა ცხოველი და მისი "უფლებები" შეთხზული დასავლელი ულტრა-ლიბერალების და ეკოლოგიური ტერორისტების მიერ, არამედ კოსმიური კანონები და მათი მოქმედების პრინციპი, შექმნილი იშვარას (ღმერთის) მიერ. ინდუსისათვის მთავარია ღმერთის მორჩილება და უფლამდე მისვლა და არა აგრესიული
რამა (სანსკრ. राम rāma „შავი“, „მუქი“ ან „მომხიბლელი“) — ინდუისტური ღვთაება ვიშნუს მეშვიდე ავატარა (განასახიერება). ინდური ეპოსი რამაიანა მოგვითხრობს რამას ცხოვრებისა და მის საგმირო საქმეთა შესახებ: მშობლების მიერ მის დიდად ნანატრ დაბადებას (როგორც ვიშნუს ავატარა), დიად მასწავლებლებთან სწავლასა და საომარ საქმეებში დახელოვნებას, მის პაექრობას პრინცესა სიტას ცოლად მოგებისთვის, შემდგომ მის გაძევებას სასახლიდან და ტყეში ასკეტურ ცხოვრებას მხოლოდ მეუღლის და ძმის საზოგადოებაში. შრი-ლანკას ბოროტი მბრძან
ტოტემიზმი ესაა ადრეული გვაროვნული საზოგადოების რელიგია, რომელშიც თავისებური სახით აისახა ამ პერიოდის საზოგადოებრივი ურთიერთობანი. ტოტემიზმის თანახმად, ადამიანსა და მის გარეთ არსებულ საგნებს (ცხოველი, მცენარე ან სხვა საგანი) შორის არსებობს სისხლით ნათესაური კავშირი. ამიტომ ადამიანთა შორის არსებული ყველა კავშირი ამ ნიშნით განისაზღვრება. ტოტემური რწმენის თანახმად, ადამიანის უძველესი წინაპარი იყო რაღაც ფანტასტიკური, ნახევრად ადამიანი, ნახევრად მცენარე ან ცხოველი, ამიტომ ტოტემი გვარის წინაპრად ითვლებ
ევროპის დეგრადაცია დაიწყო ჯერ კიდევ ახ.წ. 392 წელს, როცა რომის იმპერატორმა თეოდოსიუს დიდმა, აკრძალა ტრადიციული ანტიკური რელიგიები (წარმართობა) და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ორთოდოქსული ქრისტიანობა. ახ.წ. 529 წელს ათენის ნეოპლატონიკური აკადემიის დახურვით და მისი ქონების კონფისკაციით, ბიზანტიის ანტისემიტმა და ანტიპაგანისტმა იმპერატორმა იუსტინიანე დიდმა წერტილი დაუსვა ანტიკურ სამყაროს და დაიწყო ახალი ეპოქა - ბნელი შუასაუკუნეები (რომელშიც დომინირებდა გულის ლოგიკა და არა ანტიკური გონების ლოგიკა).
ოცდამეერთე საუკუნეში განსაკუთრებით გააქტიურდნენ ნეოლიბერალისტები, რომლებიც ქადაგებენ ეგალიტარიზმის და ბიოცენტრიზმის ფსევდო-ეთიკურ ცრუ-სწავლებებს. ისმის კითხვა; რატომ ცრუ? პასუხი: იმიტომ, რომ ბუნებაში არც იყო, არც ახლა არსებობს და არც მომავალში იქნება ის, რასაც ეგალიტარისტები და ბიოცენტრისტები, უწოდებენ თანასწორობას. ბიოცენტრისტები ამტკიცებენ, რომ ბუნებაში ყველა სიცოცხლე ერთნაირად ფასდაუდებელი და თანასწორია, მაგრამ ეს სიცრუეა, დაფუძნებული აბსურდულ ფანტაზიებზე, რომლებიც ასე უყვართ თავ-გზა აბნეულ ბ
ათენა (ძვ. ბერძნ. Ἀθηνᾶ ან Ἀθήνη) — საბერძნეთის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება. ძველმიკენური ღვთაება, ზევსის საყვარელი ქალიშვილი. ძველი მითების მიხედვით იგი ღრუბელთა ღმერთქალი, ცისა და ელვის მბრძანებელი, მშვიდობიანი შრომის დამცველია. მან ასწავლა ადამიანებს ცხენის შეკაზმვა და ხარების დაუღვლა, ხვნა და თესვა, ეტლების კეთება და გემების აგება, მან აჩუქა ადამიანებს სახნისი, ფოცხი და სხვა სასოფლო–სამეურნეო იარაღები. მისივე ნაბოძვარია თითისტარი და საქსოვი დაზგა. იგი ითვლებოდა დახელოვნებულ ფეიქრად და საფეიქრ
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე მოწყობილი გამშვები პუნქტი, რომელიც პანდემიის გამო ჩაკეტილი იყო, 22 ივნისს, 2 დღით გახსნა. როგორც აფხაზური პრესა იუწყება, ეს იყო ,,ჰუმანიტარული დერეფანი,“ რომელითაც 907-მა ადამიანმა ისარგებლა. ,,ესენი იყვნენ აფხაზეთის მოქალაქეები ან აქ მაცხოვრებლები, რომელთაც საზღვრის გადაკვეთის ნებართვა ჰქონდათ.“- აცხადებენ ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული უშიშროების სამსახურში. უწყების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში აფხაზეთის ტერიტორია დატოვებული ჰქ
საგადასახადო სისტემის და ბიზნესის განვითარების დერეგულაციის საკითხებში რუსეთი ძალიან უსწრებს უკრაინას. ამის შესახებ უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ ბიზნესმენ იგორ გუმენნისთან საუბარში განაცხადა და აღნიშნა, რომ რუსეთში ბევრი საკითხი უფრო სწრაფად წყდება, ვიდრე უკრაინაში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის თქმით, ის ცდილობს, გადმოიღოს უკრაინაში, რაც რუსეთში უკვე რეალიზებულია. ეს ეხება როგორც საგადასახადო სი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლედიმირ ზელენსკიმ ,,უკრაინსკაია პრავდა-სთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, თავდაპირველად რეფორმების საკითხებში მრჩევლობა შესთავაზა, თუმცა მან უპასუხა, რომ ეს პოსტი ,,მისი დონის არ არის". ზელენსკის თქმით, რეფორმების დარგში უკრაინის ვიცე-პრემიერობის პოსტის დაკავება თავად მიხეილ სააკაშვილის იდეა იყო. ამ თემაზე, უკრაინულმა ტელეარხმა ,,112-მა“ განმარტება ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენელს, ვადიმ აბრამოვიჩს სთხოვა, რომელმაც აღნიშ
უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ახლადგამომცხვარმა თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა, რამდენიმე დღის წინ, უკრაინის ბიზნესის წარმომადგენლებთან ონლაინ-შეხვედრა გამართა. კონფერენცია in time Ukraine-ის YouTube არხზე მიმდინარეობდა, რომლის დროსაც, ერთ-ერთი მონაწილის კითხვამ საქართვლოს ყოფილი მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი წყობილებიდან გამოიყვანა. სააკაშვილს ჰკითხეს, თუ როდის იქნებოდა შესაძლებელი რეფორმების სფეროში მისი მოღვაწეობის კონკრეტული შ
უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ახლადგამომცხვარმა თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა, რამდენიმე დღის წინ, უკრაინის ბიზნესის წარმომადგენლებთან ონლაინ-შეხვედრა გამართა. კონფერენცია in time Ukraine-ის YouTube არხზე მიმდინარეობდა, რომლის დროსაც, ერთ-ერთი მონაწილის კითხვამ საქართვლოს ყოფილი მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი წყობილებიდან გამოიყვანა. სააკაშვილს ჰკითხეს, თუ როდის იქნებოდა შესაძლებელი რეფორმების სფეროში მისი მოღვაწეობის კონკრეტული შ
,,ჩიტო-გვრიტო - მიხო უხადიტო,“ ასე ეხმიანება უკრაინელი ანალიტიკოსი, იგორ ვალსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ისევ უკრაინის პოლიტიკაში დაბრუნებას და საინფორმაციო სააგენტო ,,112.UA" -ში ცინიკური ხასიათის კრიტიკულ სტატიას აქვეყნებს. გთავაზობთ ნაწყვეტებს იგორ ვალსკის პასქვილიდან. ,,ის ფაქტი, რომ ,,გამარჯობა“ ქართულად მისალმებას ნიშნავს, ჩვენ უკვე ვიცით (ყოველ შემთხვევაში ფილმიდან ,,მიმინო“), ახლა დროა, ვისწავლოთ ახალი სიტყვა - ,,ნახვამდი