Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    84
  • comments
    5
  • views
    142.790

Entries in this blog

ვიტალი დარასელიას უზბეკმა გულშემატკივარმა 40 წლის წინ დადებული პირობა შეასრულა

ფეხბურთის უზბეკი გულშემატკივარი ოჩამჩირეში ჩავიდა, რათა ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას საფლავი მოენახულებინა.   ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ოჩამჩირეში მოქმედი საინფორმაციო სააგენტო თავის ფეისბუქ-გვერდზე ავრცელებს.   სააგენტოს ცნობით, უზბეკეთის მოქალაქე უკტაშ აზიზოვი, ახალგაზრდობიდანვე იყო ფეხბურთით გატაცებული და მაშინდელი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს ყურადღებით ადევნებდა თვალს. როგორც ირკვევა, აზიზოვი თბილისის ,,დინამოს“ დიდი გულშემატკივარი ყოფილა, ხოლო ა

სასტუმრო-ბიზნესი ქართულად, ,,ოჩენ გარიაჩი კუკურუზ“ და უმაშველებო პლიაჟი

ცხელი ზაფხულიც მიილია, თუმცა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ნაგვიანევ შვებულებაში გასვლა უწევთ, სექტემბრის დასაწყისიც დასვენების დროა. მთელი აგვისტოს განმავლობაში ისეთი მზიანი ამინდები და მაღალი ტემპერატურა იყო, დამსვენებელი არც მთის კურორტებს მოჰკლებია, მაგრამ ცხელი დღეებისგან თავის დასაღწევად, მოგეხსენებათ, უმეტესობა მაინც ზღვას ეტანება. შესაბამისად, ამ სეზონზე ზღვისპირა რეგიონებში სასტუმრო-ბიზნესის სექტორმა კარგად იხეირა. მიუხედავად ამისა, ყოველ სეზონზე დაუძლეველ პრობლემად რჩება საოჯახო თუ

გამარჯობა, აფხაზეთო შენი

ნაწილი 1  აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სოხუმში პირველად 2001 წელს ჩავედი და ათი დღე დავრჩი. ეს იყო საკმაოდ მძიმე, შერეული ემოციებით და განცდებით სავსე მოგზაურობა, დაწყებული ენგურის ხიდზე ფეხის შედგმიდან ახალი ათონის მამათა მონასტრამდე და უკან. ყოველ ნაბიჯზე, ყველაფერს ეტყობოდა ომის სასტიკი კვალი და აქეთ-იქით გახედვა მიჭირდა, თუმცა კი ბევრი ადგილი გადარჩენილი იყო და პირვანდელი სახე შეენარჩუნებინა. გავივლიდი ქუჩებში, სადაც ჩვეულებრივად მიმოდიოდა ხალხი, თითქოს ყ

გამარჯობა, აფხაზეთო შენი

ნაწილი 2 პირველ ნაწილში აღვნიშნე, რომ აფხაზების შემოსავლის ძირითად წყაროს ტურიზმი და მასთან დაკავშირებული ბიზნესი წარმოადგენს, რომელიც არც თუ ცუდად არის განვითარებული. როგორც ტურისტულ, ისე ვაჭრობის და სამეურნეო სფეროში აქტიურად არიან ჩართული სომეხი და თურქი ეროვნების ბიზნესმენები. სოხუმში არსებობს საკვები პროდუქტების, სამშენებლო მასალების თუ საოჯახო ტექნიკის თურქული მაღაზიები. ასევე, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში თურქებს ეკუთვნით დიდი სასათბურე მეურნეობა, სადაც კიტრი და პომიდორი მოჰ

გამარჯობა, აფხაზეთო შენი

ნაწილი 3 ახალი ათონი თავისი პირველყოფილი ბუნებით და არე-მარეებით აფხაზეთი ხომ მთლიანად მიწიერი სამოთხეა, მაგრამ ამბობენ, რომ სილამაზით გაგრას ამ სამოთხეში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ვინაიდან, ისე მოხდა, რომ ვერც ერთ  ჩასვლაზე, გაგრის და ბიჭვინთის მონახულება ვერ მოვახერხე, დღემდე ასეთ განსაკუთრებულ ადგილად ჩემთვის ახალი ათონი რჩება.   ამ ულამაზეს პატარა მიწის ნაგლეჯზე ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი, ზღვა, მთა, ტბა, მდინარე, პარკი, ხელოვნური ჩანჩქერი, მსოფლიოში ცნობილი მღვიმ

გამარჯობა, აფხაზეთო შენი

ნაწილი 4 დრანდა, ოჩამჩირე, ილორი  სოხუმში, ცენტრალურ ქუჩებსა თუ სანაპიროზე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მხვდებოდა საექსკურსიო ბიუროების სტენდები და თავიანთ პროგრამას ხან ერთი ბიუროს თანამშრომელი მაჩეჩებდა ხელში და ხან მეორე.   მეც არავის ვწყვეტდი გულს, დიდი მადლობებით ვართმევდი და ფორმატზე ამობეჭდილი ნაირ-ნაირი პროგრამით ვბრუნდებოდი სახლში. მერე ვათვალიერებდი ამ ქაღალდებს და ისეთი შემოთავაზებები და მარშრუტები მხვდებოდა, უარს ვერც ერთზე ვიტყოდი. რომელი გინდოდა: რიწა თავისი ულამაზესი

გამარჯობა, აფხაზეთო შენი

დასკვნა ოღონდ, ნუ იქნება ომი!  27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, დაგეგმილი მქონდა, დილით, ადრიანად გავსულიყავი მინისტრთა საბჭოს შენობასთან, საიდანაც 29 წლის წინანდელ, იმ ავბედით 27 სექტემბერს ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია და მათი გარემოცვის წევრები ტყვედ აიყვანეს, ყვავილები მიმეტანა და ეროვნული გმირების ხსოვნისთვის ამით მიმეგო პატივი. მერე კი, შუადღისთვის რიწისკენ უნდა ამეღო გეზი და დაღამებამდე გაგრისა და ბიჭვინთის მონახულებაც უნდა მომესწრო... ისე მოხდა, რომ პირადული მ

ზღვა, რომელიც შორია...

ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო რეპორტაჟი აფხაზეთიდან    სოხუმი სასტუმრო ,,რიწა"  სოხუმის კოლონადა ყოფილი ლენინის, ამჟამად ლეონის ქუჩა სასტუმრო ,,აფხაზეთი" მოწყალების მთხოვნელი ქუჩის მუსიკოსი (მის უკან სარკეში მეც ვჩანვარ)     პორტი     ხედი კელასურისკენ და მეთევზის ანკესი ესეც - მეთევზე ცნობილი რესტორანი ,,ნართა"  ღია კაფე-რესტორანი, მდება

მე რომ განათლების მინისტრი ვიყო

რა მდგომარეობაა საჯარო სკოლების საპირფარეშოებში? სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ, ჩემს ბლოგში, თბილისის ერთი კონკრეტული სკოლის მაგალითზე საჯარო სკოლებში არსებული ჰიგიენის და სანიტარული ნორმების დარღვევაზე მოგახსენეთ. კერძოდ, საკითხი ეხებოდა საპირფარეშოს და მის მიმდებარედ მდგარ აუტანელ სუნს, რის გამოც მოსწავლეებს არათუ საპირფარეშოში, სკოლის შენობაში შესვლაც კი ემძიმებოდათ. რა თქმა უნდა, მშობლები აქტიურად ვაპროტესტებდით ამ ფაქტს და დირექტორსაც ვაწუხებდით პრეტენზიებით და სამეურ

ფერმერი თამაზ ნარიმანიძე: საქართველოში მეღორეობის დარგი განწირულია

,,ახლაც ისევ ისეთი მაფიოზობა და კლანურობაა, რაც წინა ყველა მთავრობის დროს იყო" ქართული ბაზარი რომ უცხოეთიდან შემოტანილი კვების პროდუქტებით არის გაჯერებული და ბაღჩეულიდან თუ ხილიდან დაწყებული, საქონლის ხორცით დამთავრებული, ჩვენს ცხოვრებაში იმპორტირებულ სურსათს დიდი ხვედრითი წილი უჭირავს, ეს ყველამ ვიცით. დიდ თუ მცირე ქსელურ მაღაზიაში, სამეურნეო ბაზარსა თუ უბნის პატარა ჯიხურში, ყველგან შეგვიძლია ვიყიდოთ გაყინული ხორც-პროდუქტები, რომელთა წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია ეტიკეტზეა დატანილი

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის კვლევებში საქართველო, სტაბილურად, ისევ დაბალ ადგილზეა

,,მასწავლებელი, რომელიც არ ვითარდება თავად ან სასარგებლო რჩევებს არ ისმენს ინტენსიურად, ვერასდროს იქნება თანამედროვე" ,,თუ ბავშვი კლასში ბედნიერი სახით არ შედის და ასეთივე სახით არ გამოდის სკოლიდან, ეს უკვე განაჩენია"  მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2018 კვლევის მიხედვით, წაკითხული ტექსტის გააზრებაში საქართველოს მოსწავლეთა 64% საბაზო (მეორე) დონის ქვემოთაა და მონაწილე 78 ქვეყნიდან საქართველო 70-71-ე ადგილებს შორის დიაპაზონში მოხვდა. ტესტი 15 წლის მოსწავლეე

დიაგნოზის გარეშე დანიშნული მკურნალობა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჩვენთვის უცნობი დეტალები

ყოველთვის, როცა ექიმებზე ცუდ გამოხმაურებას ვისმენ ან ვკითხულობ, ვცდილობ, არ ავყვე და თავი შევიკავო, ან კარგი მაგალითები გავიხსენო. საბედნიეროდ, საკუთარი ოჯახის წევრების თუ სხვა ახლობელი ექიმების ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, მათზე ბევრი კარგი მაქვს სათქმელი. თუნდაც ის, თუ როგორი გულისხმიერებით, ყურადღებით და პროფესიონალიზმით უდგებიან ყოველი პაციენტის პრობლემას, როგორ პასუხობენ მათ ზარებს, როგორ უხსნიან უკვე ათჯერ ახსნილს მეთერთმეტეჯერ, დიაგნოზის დასაზუსტებლად როგორ ძირისძირამდე მი

რატომ უწევთ შშმ პირთა მშობლებს (მხარდამჭერებს) ბიუროკრატიასთან გამუდმებით ბრძოლა და წრეზე ტრიალი

,,აწვალეს და საქმე დროში იმდენად გააჭიანურეს, რამდენადაც შეეძლოთ" ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბორის ახობაძე შეზღუდული შესაძლებლობის პირია, თუმცა, მის შემთხვევაში, სიტყვა შესაძლებლობა ცოტა ხმამაღა ჟღერს, რადგან დაბადებისდროინდელი ტრამვების გამო ის უმძიმეს მდგომარეობაშია და არათუ გადაადგილება, დამოუკიდებლად მოძრაობაც არ შეუძლია; ვერც ლაპარაკობს და ვერც მყარ საჭმელს მიირთმევს. ბორისის ძირითად საკვებს მხოლოდ ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი ფაფები წარმოადგენს. როგორც მისი მამიდაშვილი,

ხმაურის გამო ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 4500 შეტყობინება, აქედან გამოიწერა მხოლოდ 234 საჯარიმო ქვითარი

,, კანონები ისეა რეგულირებული, რომ ყველაფერი კეთილსინდისიერი მოქალაქის წინააღმდეგ ეწყობა და ყველა შენი მჩაგვრელი გამოდის. სახელმწიფო კი არ თუ ვერ გიცავს."   გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, სოლოლაკში მდებარეობს. ამ ქუჩაზე განლაგებულ ისტორიულ სახლებში ძირითადად თბილისის ძირძველი მოსახლეობა ბინადრობს, რომელთაც უძრავი ქონება წინაპრებისგან ერგოთ; თავადაც იქ დაიბადნენ და გაიზარდნენ, ამიტომ იქაურობა მათთვის ორმაგად ძვირფასია. თუმცა, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ბოლო

რატომ გვიანდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების თანამაშრომლებისთვის ხელფასების მომატება და რა თანხას ჰპირდებიან მათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გასული წლის სექტემბრის ბოლოს გამართულ მთავრობის სხდომაზე, სადაც 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილებებსა და სხვადასხვა სეგმენტში ხელფასების მატებაზე ილაპარაკა, აღნიშნა, რომ ბაგა-ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც შესაძლებელი იქნებოდა. მოგვიანებით, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმაც დაადასტურა, რომ  ბაგა-ბაღის პერსონალის ანაზღაურება, 100 ლარის ოდენობით, წლის დასაწყისიდანვე მოიმატებდა. ბუნებრივია, ამის შემდეგ, გაჩნდა მოლოდინი, რომ აღნიშნული

თურქეთის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარების დაგვიანებაში ადანაშაულებს, ერდოღანი კი მათ დაპატიმრებით ემუქრება

,,ამდენი დღის შემდეგაც ხომ ამოჰყავთ სასწაულის ძალით გადარჩენილები და დახმარება რომ არ დაგვიანებულიყო, იმ პირველი სამი დღის განმავლობაში რამდენი ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა?" ,,ძალიან ბევრი ქალაქი და სოფელია ისეთი, სადაც აქამდე ერთი კრამიტიც კი არ გადაუბრუნებიათ."     ქართველი ანა ბერიანიძე, 20 წელზე მეტია, რაც ნათესავებთან ერთად, თურქეთში, ანტალიის პროვინციის ქალაქ ალანიაში ცხოვრობს. 6 თებერვალს, დამანგრეველი მიწისძვრის დროსაც იქ იყო. მართალია, მისი ქალაქი არ დაზარალებულა,

ქართული საპენსიო რეფორმის მომავლის შესახებ კვლევამ დასკვნების გაკეთების შესაძლებლობის ნაცვლად კითხვები გააჩინა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 31 მარტს კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომლის თემაც ,,ქართული საპენსიო რეფორმის მომავალი”იყო. ორგანიზაციის მიერ წარდგენილ ანგარიშში ითქვა, რომ კვლევის მიხედვით ქვეყანაში საპენსიო რეფორმის ოთხი ძირითადი გამოწვევა გამოიკვეთა. ესაა: საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებლობა; განთავსების რისკიანობა და საპენსიო კანონის ცვლილებები; საპენსიო ასაკი და სახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთი. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ინფორმაციის თავისუფლების გ

როგორ რეაგირებს შრომის ინსპექცია მოქალაქეებისგან შესულ საჩივარზე ანუ სამკვირიანი ბრძოლის დასასრული

12 სართულიანი საცხოვრებელი კორუსი, რომლის ფოტოსაც თავშივე გთავაზობთ, თბილისში, დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში, მირიან მეფის ქუჩაზე, ყოფილი სტადიონის და ამჟამად ბავშვთა გასართობი პარკის გასწვრივ შენდება. მშენებლობას საფუძველი 2020 წლის ზაფხულში ჩაეყარა და გეგმის მიხედვით, გასული წლის დეკემბერში უნდა ჩაბარებულიყო. მართალია, კორპუსის დანარჩენი სამი ფასადი ბოლომდე დასრულებულია, მაგრამ ამ ერთ მხარეს ჯერ კიდევ დარჩა სამუშაო. თუმცა ჩემი სათქმელი კორპუსის ჩაბარების ვადებს სულაც არ უკავშირდება და

ვანდალიზმი დედაქალაქის ცენტრში

მიმდინარე კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტის ინფორმირების მიზნით შეიქმნა და ამოქმედდა თბილისის მერიის ძალიან საჭირო აპლიკაცია Fix Tbilisi. ახალი აპლიკაციის ფუნქციები ამ ეტაპზე მხოლოდ ოთხ კატეგორიას აერთიანებს, ესენია: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების დაზიანება, გარეგანათების დაზიანება და საპარკე ინფრასტრუქტურის დაზიანება. არსებობს იმედი, რომ მომავალში სხვა კატეგორიებიც დაემატება. მოქალაქეს შეუძლია ესა თუ

რამდენად რეალურია, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შესახებ, კონკურენციის სააგენტოს მიერ აღრიცხული მონაცემები

საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 29 მარტს მიიღო კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ,“ რომელიც ძალაში 1 ივნისს შევიდა, ხოლო 1 ნოემბრიდან, მისი აღსრულება კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა. ამდენად, საქართველოს ტერიტორიაზე, მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის, დარღვევის პრევენციისა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობის, ფაქტების გამოვლენისა და სათანადო რეაგირების მიზნით, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადებების მიღება და განხილვა 1

თავის მართლება ლოგიკის გარეშე, ძირგამოთხრილი მთაწმინდა და უკეთესის მოლოდინში მიღებული უარესი შედეგი

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მუდმივ რეჟიმში მიმდინარე ქაოტურ მშენებლობებს,  ყოველ მონაკვეთში ახალი, მაღალსართულიანი კორპუსის ჩადგმის პროცესს და მისგან გამოწვეულ სამშენებლო ხმაურს თუ დანაგვიანებას თბილისის სხვადასხვა უბანში მცხოვრები ადამიანები, იძულების წესით კი მიგვაჩვიეს, მაგრამ არც იმდენად, რომ დედაქალაქის ცენტრალური ნაწილის დამახინჯებაზე ხმა არ ამოვიღოთ. საქმე ეხება მთაწმინდის ფერდობზე, მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესიის გვერდით მშენებარე მრავალსართულიან კორპუსს, რომელიც არა მარტო არსებ

როგორ დაიკარგა კონტროლიორის მიერ ავტობუსიდან ჩაყვანილი 10 წლის ბავშვი და რატომ არ აჯარიმებენ უბილეთო მგზავრობისთვის ეგრეთწოდებულ ,,მეტადონშიკებს“

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-აპრილში ბიუჯეტში უბილეთო მგზავრებისგან ჯარიმის სახით 1 281 807 ლარი შევიდა, რაც, თითქმის 291% - ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებთან შედარებით. მოგეხსენებათ, თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობის ფაქტზე 20 ლარიანი ჯარიმა მოქმედებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი 40 ლარის ოდენობით. მოქმედი ადმინისტრაციული კანონის თანახმად, მგზავრი ვალდებულია მუნიცაპ

როგორ ასრულებს პირობას წალენჯიხის მერია და ვინ დააზიანა მუნიციპალიტეტის კუთვნილი ტექნიკა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში მოსულმა უხვმა ნალექმა, სამეგრელოს რეგიონი, განსაკუთრებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი მნიშვნელოვნად დააზარალა. სტიქიამ სერიოზული ზიანი მიაყენა საავტომობილო გზებს, დაანგრია და საძირკველი გამოუშალა ხიდებს, რის გამოც ზოგიერთი სოფლის ცალკეული უბანი იზოლაციაში მოექცა. მოვარდნილმა ღვარცოფმა არა მარტო ინფრასტრუქტურა, არამედ მოსახლეობის პირადი ქონებაც დააზიანა. სოფელ ლიაში მცხოვრები ჯონი სამუშიას ოჯახი ერთ-ერთია, რომლის სახლ-

რატომ ქრება გლდანის თეთრი ტბა და ვინ გაასხვისა ის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის დანიშნულებით

გლდანის დიდი ტბა, იგივე თეთრი ტბა სოფელ გლდანის მახლობლად, ზღვის დონიდან 546 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მის შესახებ მოძიებულ მასალებში ვკითხულობთ, რომ ტბა ტექტონიკური წარმოშობისაა და ის ძირითადად წვიმისა და თოვლის წ####ბით, ასევე მიწისქვეშა მწარე, მარილოვანი წყაროებით საზრდოობს, ამიტომ ის მლაშე ტბების რიცხვში შედის.  საბჭოთა პერიოდში ჟინვალის წყალსაცავიდან გაყვანილი არხის საშუალებით გლდანის დიდი ტბა მტკნარი წყლით მარაგდებოდა, რამაც მისი ფართობი და მოცულობა გაზარდა, მაგრამ მარილიანო

აჯარიმებს თუ არა უსამართლოდ ავტოტრანსპორტის მფლობელებს ,,თბილისის პარკინგი"

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო 1 იანვრიდან 1 ივლისამდე ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში 7 835 964.91 ლარი შევიდა. 2023 წლის 6 თვის მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ მეტია. გასული წლის იგივე პერიოდში 1 იანვრიდან 1 ივლისამდე ბიუჯეტში 2 000 680.30 ლარი შევიდა. 2023 წელს 4 თვეში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 269 %-ით გაიზარდა. ზრდა ნაწილობრივ
×
×
  • შექმენი...