აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, შეერთებულ შტატებს უკრაინისგან კურსკის ოლქში რაიმე ოპერაციის შესახებ წინასწარი შეტყობინება არ მიუღია.
”ეს არის ომი, რომელშიც ისინი იბრძვიან. ჩვენ მათ ვაძლევთ საშუალებებს და კონსულტაციას ვუწევთ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ყოველდღიურ ტაქტიკას, როდესაც საქმე ეხება ყოველდღიურ დარტყმებს, ამასთან დაკავშირებით მათთან ხან გვაქვს კომუნიკაცია, ხან - არა. მათთვის მიზანშეწონილია, თავად მიიღონ ეს გადაწყვეტილებები, ”- აღნიშნა მილერმა
საქართველო განუხრელად აგრძელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და მიზნად ისახავს, რომ დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უზრუნველყოს ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გამთლიანება და განვითარება,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა
რუსეთის კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა გამოაცხადა.
“რეგიონის ტერიტორიაზე მტრული ძალების შესვლის შედეგების ლიკვიდაციისთვის 7 აგვისტოდან საგანგებო ვითარების გამოცხადების შესახებ მივიღე გადაწყვეტილება”, - წერს გუბერნატორი “ტელეგრამის” პირად არხზე.
სმირნოვის თქმით, რეგიონის სასაზღვრო რაიონებში მძიმე ოპერატიული ვითარება რჩება.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსე
საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიიდან თექვსმეტი წლის შემდეგ, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სრულ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,- ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები.
„საფრანგეთი ხაზს უსვამს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული სე
მაინტერესებს, ბოლოს როდის მიმართა ჩვენმა კულტურის მინისტრმა იუნესკოს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები აფხაზეთსა და ოსეთში - სად არის შერიგების მინისტრი? რა კეთდება ყოველდღიურად, რა სტრატეგია გვაქვს ჩვენ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ეს რეგიონი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერგნეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ოკუპაცია არ არის მოცემულობა და ამის არც დავიწყება შეიძლება და არც შეგუება.
საუბრის ბოლოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა
უკრაინა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს უჭერს და კრემლის აგრესიულ პოლიტიკას მკაცრად გმობს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„7 აგვისტოს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 16 წელი შესრულდა, რომლის შედეგადაც, ასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია განხორციელდა. რუსულმა ოკუპაციამ აღნიშნ
2008 წლის რუსული აგრესიიდან 16 წელი გავიდა. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები ქალბატონ ლია ჩლაჩიძესთან აგვისტოს ომის მუზეუმში ერგნეთის საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.
"ქალბატონმა ლიამ დღევანდელობას მთელი სიმძაფრით შემოუნახა რუსული აგრესიის უმძიმესი ადამიანური ტრაგედიის ისტორიები. გასაოცარია მისი გმირობა და პატრიოტიზმი, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს იმედს აძლევს. ქალები ქმნიან თანამედროვე გმირობის ისტორიას და ქმნიან ერთიანი მშვიდობიანი საქა
დღეს, 20:00 საათზე, ტატა ხვედელიანისა და ნათია მეზვრიშვილის LIVE ჩართვა ემიგრანტი ქალებისთვის. საუბარი შეეხება 2024 წლის არჩევნებს, ემიგრანტების ჩართულობის მნიშვნელობას, ასევე იმ შესაძლებლობებს, რასაც ქალთა ორგანიზაცია “საქართველოსთვის” გთავაზობთ.
LIVE იქნება აქ: https://www.facebook.com/profile.php?id=100095185000871&mibextid=LQQJ4d
https://www.facebook.com/100095185000871/videos/1212962713186895
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საგზაო უსაფრთხოების მიზნით, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა მოქმედებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2024 წლის 30 ივნისის მონაცემებით საქართველოში ჯამში 7 784 ვიდეოკამერაა ერთიან ქსელში ჩართული. აქედან, 5 428 ზოგადი ხედვის კამერაა, ხოლო 2 356 - ნომრების ამომცნობი.
შსს-ის ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი კონტროლი თბილისზე ხორციელდება, სადაც კამერების 34% მოდის. კერძოდ, დედაქალაქში 2 636 კამერაა განთავსებული, აქედან 2 250 ზოგადი ხედვის, ხოლო
აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაათავისუფლოს აზერბაიჯანიდან გამოქცეული ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, რომელიც თბილისში გასულ კვირას დააკავეს და საექსტრადიციო პატიმრობაშია. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, აფგან სადიგოვის დაკავება აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვასთანაა დაკავშირებული.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.
2021 წლის იანვარში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის ომს უკავშირდება
მეორე დღეა ბორჯომის ნაწილს წყალი არ მიეწოდება.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, კლიმატური პირობების გამო, გუშინ, 6 აგვისტოს წყალი აიმღვრა, რის გამოც მიწოდება შეაჩერეს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის წყალი უკვე გაშვებულია ქსელში და დღის ბოლომდე, ეტაპობრივად აღდგება მთელი ქალაქის მასშტაბით.
კომპანიის განცხადებით, შეფერხების განმავლობაში მოსახლეობას წყალი ცისტერნების საშუალებით მიეწოდებოდა.
ნეტგაზეთი
რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას ვგმობთ, ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს სრულად ვუჭერთ, - ამის შესახებ განცხადებას ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) ამერიკის შეერთებული შტატების მისია ავრცელებს.
„რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას ვგმობთ. რუსეთის მიერ საქართველოს აღნიშნული რეგიონების ოკუპაცია,
დღეს, 16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს და დევნილებს,- ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, განმარტავენ, რომ გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
„დღეს, 16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპუ
ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს-რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, განმარტავენ, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„დღეს რუსეთ
დღეს „ოცნება“ აბსოლუტურად ხელოვნურად ცდილობს მიხეილ სააკაშვილის საკითხის აქტუალიზებას, იმიტომ, რომ პოლიტიკურად სჭირდება, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა” ერთმანეთს აძლიერებენ და აცოცხლებენ.
„რამდენი პატიმარი შეგიძლიათ რომ დამისახელოთ, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, პირდაპირ ეთერში განახორციელონ საარჩევნო აგიტაცია. გასაგებია, რომ ამ ყველაფერს მეორე მხარეც გააჩნია, მაგრამ ეს კი
რა ხდება ევოლუშენ ჯორჯიაში და რას აკეთებს მთავრობა, როცა 7500 სამუშაო ადგილს საფრთხე ექმნება?
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2469975670074102/
"ჩვენი მიზანია ამ ქვეყანაში დავასრულოთ ერთკაციანი, ერთპარტიული მმართველობა."
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ”საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1183003602914982/
ამ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა ერთ მარტივ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, გვინდა თუ არა კორუფციით დაჭაობებულ ქვეყანაში ცხოვრება.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/840030884432760/
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობით, აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა.
კომიტეტის განცხადებით,ლ ევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში 5 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე ოჯახებს მიეცათ შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ინფორმაცია თავიანთი ახლობლების მოძიებისა და ამოცნობის პროცესთან დაკავშირებით.
ასევე, ნეშტები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
ორგანიზაციის ინფორმაციითვე, 20
დედაქალაქის მერია ერთი მხრივ საბურთალოზე, ბროწეულის ქუჩა N5-ში სამშენებლო სამუშაოების ადგილას გაჩენილი ბზარების შესახებ, მეორე მხრივ კი ვაკეში, რაზმაძის ქუჩაზე ფერდის ჩამოშლის ფაქტზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ბროწეულის ქუჩაზე სამუშაოები შეჩერებულია, ხოლო რაზმაძის ქუჩაზე მშენებლობის შეჩერების დადგენილება გამოიცა.
უფრო კონკრეტულად, მერიის ინფორმაციით, ბროწეულის ქუჩა N5-ში დამკვეთს დაევალა დამატებითი კვლევის წარმოდგენა და კვლევის საფუძველზე მიზანშეწონილი ღონისძიებების გატარება. რაც
საკონსტიტუციო სასამართლოში ადასტურებენ, რომ USAID-მა საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლის პროექტს დაფინანსება შეუჩერა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საკონსტიტუციო სასამართლოში განუცხადეს, საზაფხულო სკოლას USAID-თან ერთად ევროსაბჭოც აფინანსებს, თუმცა ევროსაბჭოს ამ ეტაპზე მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია.
"ჩვენ გვაქვს საზაფხულო სკოლა, რომელიც USAID-ის, ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტი და, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთობლივი პროექტია. წელს, usaid-მა გადაწყვიტა, რომ შეეჩერ
ვუყუროთ ამათ სახეებს, მე მგონი, საკმაოდ შეშინებული არიან, მთავარიდან დაბალ რგოლებამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, თუკი, არჩევნებს ხელისუფლების ცვლილება არ მოჰყვა, რამდენად იქნება დასავლეთის მხარდაჭერის იმედი და არსებობს თუ არა საფრთხე, რომ არჩევნებს დამოუკიდებლები დამკვირვებლები არ ჰყავდეს.
„დამოუკიდებელი დამკვირვებლები იქნებიან. იქნებიან, როგორც შიდა, ისე გარე დამკვირვებლებ