Jump to content
Planeta.Ge

Blogs

პრეზიდენტი - სააკაშვილის აქტუალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას“ სჭირდება - ჯერ საქართველო უნდა გადავარჩინოთ და სააკაშვილის ბედიც იქნება თავის ადგილზე

ერთხელ და სამუდამოდ, პასუხი გაცემულია, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ სააკაშვილის აქტუალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას“ სჭირდება , - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა, ის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ახლა სააკაშვილის საკითხი აქტუალური არ არის. „ძალიან ნიშანდობლივია, რომ ყველა მისი სასამართლო ახლა ინიშნება, ყველა სასამართლოზე აძლევენ პირდაპირ ტრანსლაციას, ასეთი რამ არსად მინახავს -

მოქალაქის ცნობით, ვაშლიჯვარში მიწა გასკდა და ნაპრალი გაჩნდა

მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ ვაშლიჯვარში, ბროწეულისა და იასამნის კვეთაზე ნაპრალი გაჩნდა. მისი თქმით, მანამდე იქ არქი ჯგუფი 16-სართულიან კორპუსს აშენებდა, თუმცა მოულოდნელად შეწყვიტეს სამუშაოები და ტექნიკა გაიყვანეს. მოქალაქის ცნობით, ამის შემდეგ, მოსახლეობა დაინტერესდა, რატომ შეწყდა სამუშაოები და ის ტერიტორია დრონით გადაიღო. „პუბლიკა“ დამატებითი დეტალების გასარკვევად დაკავშირებას მერიის პრესსამსახურთან ცდილობს.   პუბლიკა

რა უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვისთვის - საიას განცხადება

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” შოვის ტრაგედიის ერთი წლის თავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ რაჭაში 2023 წლის 3 აგვისტოს განვითარებულმა უმძიმესმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა ბუნებრივი კატასტროფების მართვის და მათზე რეაგირების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია, მათ შორის, კანონმდებლობის აღსრულებასთან, პოლიტიკის შემუშავებასთან, საზოგადოების ინფორმირებასთან და მომხდარის ეფექტიან გამოძიებასთან. საია პრობლემურ

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს“. დებატებთან დაკავშირებით განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა ახსნას თავისი ზოგიერთი პოზიცია, თუ "რას ერჩის" ქვეყანას. „ვერავინ ვერ გავიგეთ რეალურად სად არის, რა უნდა, რატომ უნდა და რას უკეთებს ამ ქვეყანას. მე მზად ვარ და დებატებში ვიწვევ. მე პირადად არ შემხვდება. დებატში მოვიდეს, რადგ

Reuters - კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს წარადგენს

კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს წარადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, კამალა ჰარისი არჩევანს პენსილვანიის გუბერნატორ ჯოშ შაპიროსა და მინესოტას გუბერნატორ ტიმ უოლცს შორის გააკეთებს და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს ფილადელფიაში დაგეგმილ დღევანდელ ღონისძიებაზე წარადგენს. ამასთან, Associated Press-ის ინფორმაციით, „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე დელეგატების

მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება. როგორც მან აღნიშნა, მტკნარი სიცრუეა, რომ 95 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდა. „საუბარი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 2 მილიონ ლარის ირგვლივ. აქედანაც ბუნებრივია შეფასება დასჭირდება, შესაძლოა, ეს რიცხვიც არ იყოს. ვინმეს შეცდომაში შეყვანა, რომ 95 მილიონი ლარი შეუწყდა საქართველოს მხარეს, მტკნარი სიცრუეა”,- აღნიშნა სარ

საცხენოსნო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით 10 და 11 აგვისტოს, ლისი იპოდრომზე ზაფხულის თასის გათამაშება გაიმართება

საცხენოსნო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით 10 და 11 აგვისტოს, ლისი იპოდრომზე ზაფხულის თასის გათამაშება გაიმართება, სადაც მონაწილეობას თბილისის იპოდრომის, ამბასადორი კაჭრეთის, ფოთის და მენესის საცხენოსნო კლუბის მხედრები მიიღებენ.     შეჯიბრი რამდენიმე ეტაპად იყოფა, მონაწილეები დაბრკოლების გადალახვაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს, დასკვნით ნაწილში  ზაფხულის თასის გამარჯვებული გამოვლინდება.   შეჯიბრის მიზანი მხედრების წახალისება და საცხენოსნო სპორტის განვითარების ხელშეწყობაა.    

გიორგი გახარიამ, გუნდის წევრებთან ერთად, დანიის სოციალ-ლიბერალური პარტიის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარესთან, შარლოტა ბურგესთან და ამავე პარტიის პროექტის მენეჯერთან, კრისტელ სომერთან შეხვედრა გამართა

გიორგი გახარიამ, გუნდის წევრებთან ერთად, დანიის სოციალ-ლიბერალური პარტიის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარესთან, შარლოტა ბურგესთან და ამავე პარტიის პროექტის მენეჯერთან, კრისტელ სომერთან შეხვედრა გამართა, -  ინფორმაციას ამის შესახებ პარტია სოციალურ გვერდზე აქვეყნებს.

ნათია მეზვრიშვილი - დღეს ხელისუფლება პოზიტიურ დღისწესრიგს ვერ ქმნის და საკუთარ მოქალაქეებს აშინებს ომით და "ნაცმოძრაობის" დაბრუნებით, რომელიც ვერ დაბრუნდება (ვიდეო)

"დღეს ხელისუფლება პოზიტიურ დღისწესრიგს ვერ ქმნის და საკუთარ მოქალაქეებს აშინებს ომით და "ნაცმოძრაობის" დაბრუნებით, რომელიც ვერ დაბრუნდება. “ოცნების” დღევანდელი პოლიტიკა არის შიშების დანერგვაზე, კორუფციაზე, სისტემურ ძალადობაზე, რომლისთვისაც აქტიურად იყენებენ ზონდერებს." ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/463826746573082/

ნათია მეზვრიშვილი - ახლა ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება არჩევნების დაცვა, იმიტომ, რომ “ოცნების” მთელი ძალისხმევა მიმართულია ხმების მოპარვისკენ (ვიდეო)

"ახლა ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება არჩევნების დაცვა, იმიტომ, რომ “ოცნების” მთელი ძალისხმევა მიმართულია ხმების მოპარვისკენ. მიდის გაყალბების კომპლექსური პროცესი, პოლიტიკური კორუფცია და სისტემური მუქარა-ზეწოლა ჩართულია. პრეზიდენტს შეუძლია მისი რესურსი გამოიყენოს არჩევნების დასაცავად." ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1253227702329591/

ნათია მეზვრიშვილი - „ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს დაანონსებული მუქარის რეალიზება და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დაიწყო - მძიმე სანახავია, როგორ იყენებს „ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ მეთოდებს

„ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს დაანონსებული მუქარის რეალიზება და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დაიწყო, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „მძიმე სანახავია, როგორ იყენებს „ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ იმ მეთოდებს, რასაც 2012 წელს თავად ებრძოდა“. „ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს დაანონსებული მუქარის რეალიზება და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დაიწყო.

უკრაინის დაზვერვა - რუსეთის „მოროზოვსკის“ აეროდრომზე თავდასხმების შედეგად „სუ-34“ და საბრძოლო მასალის საცავი განადგურდა

რუსეთის „მოროზოვსკის“ აეროდრომზე 3 აგვისტოს განხორციელებული თავდასხმების შედეგად რუსების კუთვნილი „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი და საბრძოლო მასალის საცავი განადგურდა, კიდევ ორი თვითმფრინავი კი, სავარაუდოდ, დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს. „კოსმოსური დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ 3 აგვისტოს როსტოვის ოლქში რუსეთის აგრესორი სახელმწიფოს „მოროზოვსკის“ სამხედრო აეროდრომზე კუთვნილი „სუ-34“ ტიპის მან

აშშ მთავარი პარტნიორი, მათ შორის, ჯანმრთელობის სფეროში – გამყრელიძე დახმარების შეჩერებაზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ყოფილი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აშშ ჯანდაცვის სფეროში საქართველოს ყველაზე მთავარი პარტნიორია. როგორც ის „ფორმულასთან“ სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, არ ჰგონია, რომ აშშ-ს საქართველოსთვის დახმარების შეჩერება ჯანდაცვის სფეროდან დაეწყო. კერძოდ, „ფორმულას“ ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა.

იმნაძის თქმით, აშშ-ს მხრიდან NCDC-ისთვის „გარკვეული პროექტების“ შეჩერებაზეა ლაპარაკი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, აშშ-ს მხრიდან „გარკვეული პროექტების“ შეჩერებაზეა „ლაპარაკი“. ამის შესახებ მან „ფორმულასთან“ სატელეფონო ინტერვიუსას განაცხადა ამავე მედიის მიერვე გავრცელებულ ინფორმაციაზე. კერძოდ, „ფორმულას“ ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა. „არ შეწყვეტილა, არის რაღაც პროექტები, რ

2024 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი უკვე 3457 ქალი და 123 ბავშვი გახდა – საქსტატი

საქართველოში 2024 წლის პირველი ექვსი თვის მანძილზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლი უკვე 4116 ადამიანი გახდა. აქედან 3457 ქალია, ხოლო 659 კაცი. ძალადობის ყველაზე მეტი, 1862 მსხვერპლი, ქალთა 25-დან 44 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ფიქსირდება. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. ძალადობის მსხვერპლია 13 წლამდე ასაკის 51 გოგონა და 72 ბიჭი. ამის შემდეგ ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება მამაკაცების რიცხვს. მოძ

დენის შმიგალი - უკრაინამ აშშ-სგან 3,9 მილიარდი დოლარი მიიღო

უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსოფლიო ბანკის მეშვეობით 3.9 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. „ეს თანხები ხელს შეუწყობს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას, როგორიცაა მასწავლებლების, ექიმებისა და მაშველების ხელფასები და სოციალური შეღავათები“, - აღნიშნა პრემიერმა. მისი განმარტებით, ეს არის შეერთებული შტატების პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის პირველი ტრანში 2024 წელს. მთლიანობაში, უკრაინა წელს შეერთებული შ

გიორგი გახარია - მარცხის აღიარებას, როგორც ჩანს, გამბედაობა სჭირდება, გამბედაობა სჭირდება იმასაც, რომ სიმართლეს თვალი გაუსწორო და თუ ამის თავი არ გაქვს, ბოლოს და ბოლოს, აიღე ეს არბიტრაჟის გადაწყვეტილება და გამოაქვეყნე

„ოცნების“ დუმილი ანაკლიის პორტზე, გასაგებია. ეს დუმილი არის წინა საარჩევნო დუმილი. რაც შეეხება მეორე მხარეს, მე არაერთხელ ვთქვი და არ მინდა ამაზე ბევრი ლაპარაკი, ერთადერთს ვიტყვი - მარცხის აღიარებას, როგორც სჩანს, გამბედაობა სჭირდება. გამბედაობა სჭირდება იმასაც, რომ სიმართლეს თვალი გაუსწორო და თუ ამის თავი არ გაქვს, ბოლოს და ბოლოს, აიღე ეს არბიტრაჟის გადაწყვეტილება და გამოაქვეყნე.  ჩემს ყველაზე დიდ გაოცებას იწვევს ის, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილების შემდეგ ადამიანები მხატვრული ბალეტრისტიკის ჟანრშ

გახარია - ერთმა საქართველოს ხელისუფლების ამომავალმა ვარსკვლავმა ბრძანა, რომ საქართველო მაჩანჩალა არ არისო... რა თქმა უნდა საქართველო მაჩანჩალა ქვეყანა არ არის - საქართველოს ხელისუფლება ჰყავს დღეს მაჩანჩალა

"ვუსმენდი, ერთმა საქართველოს ხელისუფლების ამომავალმა ვარსკვლავმა ბრძანა, რომ საქართველო მაჩანჩალა არ არისო. რა თქმა უნდა საქართველო მაჩანჩალა ქვეყანა არ არის - საქართველოს ხელისუფლება ჰყავს დღეს მაჩანჩალა. ისეთი მაჩანჩალა ხელისუფლება ჰყავს, რომელსაც ხელს არავინ ართმევს, უკვე ვერსად  მიდიან, ვერავისთან სერიოზულად ვერ ლაპარაკობენ, ერთმანეთს ელაპარაკებიან და გასვენებებში დადიან, მალე ქორწილებშიც დაიწყებენ სიარულს. საქართველოს ჰყავს მაჩანჩალა ხელისუფლება და ეს ჩვენი პრობლემაა, მათი ასეთი უსუსრობა ყვ

გიორგი გახარია - “ოცნებაში”, მაშინდელი ჭეშმარიტი "ანტი-ნაცებისგან“ და „ოცნებისტებისგან“ არავინ აღარ დარჩა -  70% პორტირებული ხალხია

“ოცნებაში”, მაშინდელი ჭეშმარიტი "ანტი-ნაცებისგან“ და „ოცნებისტებისგან“ არავინ აღარ დარჩა -  70% პორტირებული ხალხია. საბოლოო ჯამში, როდესაც „ოცნებას“ არ აქვს რესურსი, შესთავაზოს საზოგადოებას პოზიტიური დღის წესრიგი,  გადადის საზოგადოების დაშინებაზე ომით და მიშა სააკაშვილით - ამის ირგვლივ ტრიალებს დღეს “ოცნება”, მაშინ, როდესაც ჩვენ გვიგზავნიან ზონდერებს, ჯერ ერთი, იმ ზონდერებმა ვინ უნდა შეაშინონ? სასაცილოა ეს ყველაფერი, ღიმილის მომგვრელია." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის"

"ზივზივაძე ევრო 2024-ის შემდეგ იმედგაცრუებული დაგვიბრუნდა... გერდ მიულერს გვაგონებს" - გერმანულმა გამოცემამ ბუდუს სტატია მიუძღვნა

გერმანულმა ka-news-მა ბუდუ ზივზივაძის სეზონის ბრწყინვალე სტარტს სტატია მიუძღვნა. მოგეხსენებათ, ქართველის "კარლსრუე" მე-2 ბუნდესლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე "ნიურბერგთან" 0:2 მარცხდებოდა, თუმცა ჩვენებურის ჰეთ-თრიქით 3:2 იმარჯვა.  "ნიურბერგთან" ფინალური სასტვენის შემდეგ ზივზივაძემ თავისი ჯილდო მოიპოვა. მან შეხვედრის ერთ-ერთი ბურთი ბურთი სახლში წაიღო. "მიხარია, რომ ამას ვაკეთებ. ჩემს ქალიშვილს ბურთით თამაში ძალიან უყვარს და სწორედ მისთვისაა", - აღნიშნა ბუდუმ, რომელიც სიხარულით გაბრწყინ

გიორგი გახარია თენგიზ ცერცვაძეზე - ვიდეო

"ბატონ თენგიზ ცერცვაძეს იმდენი რამე აქვს გაკეთებული ჯანდაცვის სისტემისთვის  და საქართველოსთვის, რაც გახმაურებული და საყოველთაოდ ცნობილი არ არის. ყოველდღიურად ვმუშაობდით პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში. კოვიდამდე იყო ელიმინაციის პროგრამა, რომელსაც ბატონი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობდა. ის, რომ, დღეს, საქართველოში, შიდსის მაჩვენებელი ასეთ დაბალ დონეზეა, მისი დამსახურებაა. კოვიდის დროს ინფექციურ საავადმყოფოს შენობა არ ჰქონდა. დავჯექით, ეს შენობა გამოვნახეთ და გადავეცით საკუთრებაში 4 წლის წინ, დღესაც

ოლიმპიადიდან დაბრუნებულ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ

პარიზის ოლიმპიადიდან დაბრუნებულ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.­ ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა დახვედრისთვის. “ყველაფრისთვის მადლობა, თქვენთვის ყოველთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ. მიყვარხართ გულში”, - განაცხადა ბექაურმა.   გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემაც. “უზომოდ ბედნიერი ვარ. ძალიან დიდი მადლობა ამ ხალხს, ქართველ ხალხს. ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძოდი, ახლა დავრწმუნდი
×
×
  • შექმენი...