მთავრობა ხე-ტყით უკანონო სარგებლობასა და უკანონო ჭრებზე არსებული სანქციების გამკაცრებას გეგმავს.
ამ მიმართულებით ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და “სისხლის სამართლის კოდექსში“ შევა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებს გააცნო.
როგორც კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განმარტა, ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობასთან დაკავშირებით ეჭვი არსებობს და საჭიროა პრევენციული ზომების მიღება.
კობახიძის ინფორმაციით, მთავრობა კანონპროექტს პარლამენტს უახლოეს დ
„დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას უცხოური გავლენის კანონის გაუქმებით, სხვა პრობლემური კანონმდებლობის უკან გაწვევით, დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტით, არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდის გამჭვირვალობის უზრუნველყოფით და საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დაშვებით“, — ეს იმ ქმედებების ჩამონათვალია, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერ ვედანტ პატელის თქმით, შეესაბამებოდა ვაშინგტონის მხარდაჭერას დემოკრატიული პარტნიორისთვის.
აშშ-ის სახელმწი
76 წლის ასაკში იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ახლობლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძე ბოლო დროს ავადმყოფობდა.
ცერცვაძე იყო ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი, ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.
2
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან, მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul (იან დე ნული) შეირჩა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და მოლოს (ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის) მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს.
„სატენდერო კომისიამ არჩე
როცა ვლაპარაკობთ ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებაზე, ყველამ მკაფიოდ უნდა გაიაზროს, რომ ქვეყნის ეკონომიკა და მისი ფინანსური სტაბილურობა, მათ შორის, დამოკიდებულია სწორედ ასეთი ტიპის მხარდაჭერაზე, რომელსაც ჩვენ ბოლო სამი ათეული წელია ვიღებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან - ამ ფინანსური რესურსის წყალობით, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა აქამდე შესაძლებელი იყო და ახლა უკვე სერიოზული რისკის ქვეშ დგას, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკის
ჩემი გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ, - ამის შესახებ ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა განაცხადა.
„მინდა ჩემმა ხალხმა იცოდეს, რომ ის ქართული გენი, რითაც დღემდე მოვედით, ისევ არსებობს და მიხარია, რომ ჩემში არის ეს ყველაფერი თავმოყრილი. მადლობა უფალს.
ეს გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ, ეს ოქროს მედალი, ეს ისტორიული მედალი თქვენია, მიყვარხართ გულში“, - მიმართა ბექაურმა გულშემტაკივარს გამარჯვების შემდეგ, რომლის კომენტარსაც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
ლაშა ბექაურმა პარიზ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 აგვისტოს ორბელიანების სასახლის წინ პრესკონფერენციას გამართავს.აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხთან დაკავშირებით გაიმართება პრესკონფერენცია.
„პრესკონფერენცია ორშაბათს, 5 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება.
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ბექაურმა იაპონელი სანშირო მურაო ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე ვაზარით 2:1 დაამარცხა.
შეგახსენებთ, ამ დრომდე, საქართველოს ერთი მედალი ჰქონდა. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა.
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სა
უკრაინამ პირველი F-16 თვითმფრინავები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, დასავლელი მოკავშირეები კიევს პირველი F-16 თვითმფრინავების გადაცემას ივლისის ბოლომდე დაპირდნენ და ეს დაპირება შეასრულეს. ისინი აღნიშნავენ, რომ გადაცემული თვითმფრინავების რაოდენობა “მცირეა”.
გამოცემის წყაროებმა არ დააკონკრეტეს შეძლებენ თუ არა უკრაინელი პილოტები, რომლებიც F-16-ების ფრენისთვის გაწვრთნეს, გადაცემული თვითმფრინავების დაუყოვნებლი
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90კგ) ფინალშია.
ნახევარფინალში ლაშა ბექაურმა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილი დაამარცხა.
ფინალში ბექაური იაპონელ საშირო მურაოს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს ერთი მედალი აქვს. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოუტანა.
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10
პროკურატურამ „მაღაროების დაზიანებისკენ მიმართული ორგანიზებული მოქმედების“ ბრალდებით ჭიათურის სოფელ შუქრუთის პროტესტის მონაწილეებს ბრალი წაუყენა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, 2024 წლის მარტიდან ბრალდებულებმა, სხვა პირებთან ერთად, ორგანიზებულად მოახდინეს შპს „მაღაროელის“ კუთვნილი კუკოროხნალისა და შუქრუთის მიწისქვეშა მაღაროების პიკეტირება.
„ისინი მაღაროების შესასვლელების წინ იმყოფებიან და მუშა-მოსამსახურეებს მაღაროებში შესვლის და მუშაობის საშუალებას არ აძლევე
პირველი სექტემბრიდან მოტოციკლებსა და მოპედებს საავტობუსო ზოლში მოძრაობა შეეძლებათ.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მერიამ შეიმუშავა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის დადგენილებას, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობის პირობებს განსაზღვრავს.
„საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა შესაბამის კანონებში და საავტობუსო ზოლში დაუშვა მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობა. საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან“ უკანონოდ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა პირმა სასამართლოში დავა მოიგო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე – სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით.
სასამართლომ „საქართველოს ეროვნული მუზეუმის“ მიერ გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო, ასევე, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის სახით 5 000 ლარის ანაზღაურება.
გა
საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს, აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ამასთან, ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელსაც სა
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (90კგ) მეოთხედფინალში გაიმარჯვა და ნახევარფინალში გადავიდა. მეოთხედფინალში ბექაურმა სამხრეთ კორეელი ჯუიეოპ ჰანი იპონით დაამარცხა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს ერთი მედალი აქვს. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოუტანა.
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თ
ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია ავიაციის მიერ ნასროლი ჭურვით ააფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, თავდასხმა ადგილობრივი დროით ღამის 2 საათზე განხორციელდა.
ჰანია ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა და ვეტერანებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ რეზიდენციაში რჩებოდა, რომელიც თეირანის ჩრდილოეთში მდებარეობს. სწორედ იქ განხორციელდა აფეთქება.
IRNA-ს თანახმად, მიმდინარეობს გამოძიება მომხდარი
ჰელსინკის კომისია აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს „საქართველოში კორუფციისა და ბოროტი გავლენების მთავარი კვანძის” პრობლემის მოსაგვარებლად, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ინდივიდუალური დასანქცირებისკენ მოუწოდებს.
კომისია აღნიშნავს, რომ ეს ადამიანები არ უნდა ზღუდავდნენ ქართველი ხალხის ნებასა და თავისუფლებას.
26 ივლისით დათარიღებულ წერილს ხელს აწერენ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე რესპუბლიკელი ჯო უილსონი, დემოკრატი სტივ კოენი, რესპუბლიკელი რიჩარდ ჰადსონი და დემოკრატი მარ
მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებით, საქართველოში სანქციები შეიძლება დაუწესდეთ არა მხოლოდ მათ, ვინც კორუფციით სარგებელს იღებს, ასევე მათ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია მხილებული.
ამის შესახებ ო’ბრაიენმა შეერთებული შტატების სენატში მიმდინარე მოსმენაზე განაცხადა.
რას ამბობს ო’ბრაიენი?
„როგორც ჩანს, საქართველოში არის ელიტები, რომლებიც თითქოს სხვა მოსახლეობას ხედავენ.
მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულმა სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს უთხრა, მტყუანი ხარო - ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რვა წელი დაკარგა? - ეს განცხადება მედიასთან პარტიას "საქართველოსთვის" დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა გააკეთა.
კითხვაზე, სახელმწიფომ მამუკა ხაზარაძისგან უნდა მოითხოვოს თუ არა 600 ათასი დოლარის გადახდა, დაუშვილმა განაცხადა, რომ თუ სახელმწიფომ ხარჯი გასწია, ლოგიკურია, რომ ხარჯი წაგებულმა მხარემ აანაზღაუროს.
"ამაში გასაკვირი რა არის?
ირანის ახალმა პრეზიდენტმა ფიცი შეძახილების, „სიკვდილი ამერიკასა და ისრაელს“, ფონზე დადო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენ შევეცდებით მსოფლიოსთან ღირსების, სიბრძნისა და მიზანშეწონილობის საფუძველზე კონსტრუქციულად და ეფექტურად ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
Reuters-ის ცნობით, ინაუგურაციის ცერემონიაზე შეძახილები „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“ ისმოდა.
„ისინი, ვინც იარაღს მათ აწ
ის რაც ვიხილეთ, მძიმე სანახავი იყო, მაგრამ არ გამიკვირდა! - ეს ის ირაკლი კობახიძეა, რომელიც აშშ-ს მტრად მოიხსენიებს და ადანაშაულებს იმაში, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა, - ასე გამოეხმაურა პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატი მიხეილ დაუშვილი საქართველოს პრემიერ - მინისტრის ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ყოფნას, სადაც შეძახილები "სიკვდილი ამერიკას", "სიკვდილი ისრაელს" ისმოდა.
დაუშვილის შეფასებით, ტრაგედიაა არა ირანში ჩასვლა, არამედ ქვეყნის მეგობრების მტრებად გამ
დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 71.5 მილიონი დანიური კრონა (28 მლნ ლარზე მეტი) იყო.
ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილიდან ხდება ცნობილი, რომელიც პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას მისი კითხვის პასუხად გამოუგზავნეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს დაუდასტურეს დანიის საელჩოშიც.
როგორც თეონა აქუბარდიასთვის გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, 2024 წლის ივნისში ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ასევე