Jump to content
Planeta.Ge

Blogs

19 აგვისტოს, დილის 6 საათზე, ევოლუშენის გაფიცულმა თანამშრომლებმა “სოლიდარობის ჯაჭვი” დააანონსეს

ხვალ, 19 აგვისტოს, დილის 6 საათზე, “ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცული თანამშრომლები სოლიდარობის ჯაჭვს აანონსებენ. ისინი მხარდამჭერებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ მათ პროტესტს. უკვე 37-მე დღეა, რაც კომპანიის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. მიზეზი, შრომის ღირსეული პირობების შექმნაა. გაფიცვის 37 დღიდან, ბოლო 6 დღეა 4 თანამშრომელი შიმშილობდა. თუმცა, გუშინ, ერთ-ერთმა მათგანს, ლუკა კიკნაძეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობის შეწყვიტა მოუწია. “ევოლუშენ ჯორჯიას” ოფისთან ხმაური იყო დღესაც

„სამურაის“ აღსასრული

დავით ბუხრიკიძე17:11, 18 აგვისტო, 2024 ფრანგული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედიაში ბევრჯერ და წინასწარ „გამოცხადებული“ სიკვდილის შემდეგ, ევროპული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი 18 აგვისტოს, 88 წლის ასაკში, ნამდვილად გარდაიცვალა. ეს ფაქტი ფრანგულ მედიას თავად ალენ დელონის შვილებმა დაუდასტურეს, რომლებთანაც მას ბოლო დროს მხოლოდ დაუსრულებელი სკანდალები, დავა და სასამართლო პროცესები აკავშირებდა. თავად კინოვარსკვლავს კი ბოლო

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა, რათა ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზაში მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ეს არის მისი მეცხრე ვიზიტი რეგიონში 7 ოქტომბრის, ომის დაწყების შემდეგ. როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა გამოთქვეს ოპტიმიზმი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მას შემდეგ, რაც გასულ კვირას დოჰაში მოლაპარაკებები განახლდა, თუმცა "ჰამასი" აცხადებს, რომ პროგრესის შესახებ წინა

გახარია - არასოდეს გავქცეულვარ, არასდროს საქართველოს მოქალაქეები მარტო გასაჭირში არ მიგვიტოვებია და არასდროს კორუფციაში არ გავრეულვართ, ამიტომ ვდგავართ დღეს თამამად თქვენს წინაშე

17 აგვისტოს ზუგდიდში, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ რეგიონული ოფისი გახსნა და სამეგრელოში საარჩევნო კამპანიის დაწყების ღონისძიება გამართა.   ღონისძიებაზე პარტიის ლიდერთან, გიორგი გახარიასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები, საკრებულოების დეპუტატები, ახალგაზრდული  და ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლები,  გუნდის  წევრები და მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. გიორგი გახარიამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე

პარტია "გახარია საქართველოსთვის" სამეგრელოს საარჩევნო კამპანიისა და რეგიონული ოფისის გახსნა ზუგდიდში (ვიდეო)

პარტია "გახარია საქართველოსთვის" სამეგრელოს საარჩევნო კამპანიისა და რეგიონული ოფისის გახსნა ზუგდიდში ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1024392399395996/

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოება უარესდება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება უარესდება ახლომდებარე ტერიტორიაზე დრონით თავდასხმის გამო. „კიდევ ერთხელ ვხედავთ ბირთვული საფრთხეების ესკალაციას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის. უკიდურესად შეშფოთებული ვარ და ვიმეორებ მოწოდებას ყველა მხარის მიმართ, მაქსიმალურად გამოიჩინონ თავშეკავება. ელექტროსადგურზე ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება გაუარესდა“, - განაცხადა ატომური ენერგიის საერთა

პრეზიდენტი - გიორგი ანწუხელიძე და ჩვენი ეროვნული გმირები ქვეყნის ენერგიის წყარო არიან - ისინი აცოცხლებენ და აღვივებენ საუკუნეების მანძილზე დაგროვილ უზარმაზარ ეროვნულ მუხტს

გიორგი ანწუხელიძე და ჩვენი ეროვნული გმირები ქვეყნის ენერგიის წყარო არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. "ესენი აცოცხლებენ და აღვივებენ საუკუნეების მანძილზე დაგროვილ უზარმაზარ ეროვნულ მუხტს. მარადიული ხსოვნა იყოს თქვენი! ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ თქვენი ღირსნი ვიყოთ და თქვენი გზა ჩვენც გავამართლოთ!", - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი. დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. საქართველოს

ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფრანგული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ მსახიობის ოჯახზე დაყრდნობით იუწყება. ”ის გარდაიცვალა მშვიდად საკუთარ სახლში, სამი შვილისა და მისი ოჯახის გარემოცვაში”, - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში, რომელსაც „ფრანს-პრესი“ ავრცელებს. ალენ დელონს ბოლო წლების განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა. იპნ

ტატო კოტეტიშვილის ფილმი “წმინდა ელექტროენერგია” ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებულია

ტატო კოტეტიშვილის ფილმი “წმინდა ელექტროენერგია” ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს ლეოპარდით დაჯილდოვდა. “გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ჟიურის არაჩვეულებრივ წევრებს, ჩვენს გუნდს და ჩვენს მხარდამჭერ აუდიტორიას. თქვენი თანადგომა ძალიან ბევრს ნიშნავს. ეძღვნება ქართულ კინომოძრაობას: “ქართული კინო საფრთხეშია”, – აცხადებენ ფილმის პროდიუსერები Nushi film-დან. “მინდა ეს ფილმი ქართულ კინოსაზოგადოებას მივუძღვნა, რომელიც სავსეა საინტერესო და ნიჭიერი ადამიანებით, თუმცა ახლა ძალიან

მუზეუმიდან გათავისუფლებულმა ქეთევან მაქარაშვილმა თეა წულუკიანს სასამართლო დავა მოუგო

ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა ქეთევან მაქარაშვილმა თეა წულუკიანს სასამართლო დავა მოუგო. „სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან” ქეთევან მაქარაშვილის გათავისუფლება და მოპასუხეს იძულებითი განაცდურის და კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სასამართლომ, ასევე, სრულად დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზ

დინამო არენა - რესტავრაციის შემდეგ სტადიონის მდგრადობა არ შეცვლილა - ფეხბურთის ფედერაციას ალტერნატივად შევთავაზეთ, გულშემატკივრის დაშვება მხოლოდ მეორე იარუსზე, რომელიც 41 000-მდე მაყურებელს იტევს

დინამო არენას ბოლო გენერალური რესტავრაცია 2015 წელს განხორციელდა და იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. რესტავრაციის ფარგლებში სრულად აღმოიფხვრა ყველა არსებული პრობლემა და მას შემდეგ სტადიონის მდგრადობა არ შეცვლილა, - ამის შესახებ დინამო არენას ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, განმარტავენ, რომ ფეხბურთის ფედერაციას ალტერნატივად შესთავაზეს, გულშემატკივრის დაშვება მხოლოდ მეორე იარუსზე, რომელიც 41 000-მდე მაყურებელს იტევს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვს

ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვევა

ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვევა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში გაემგზავრება, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევა გააგრძელოს. „მდივანი ბლინკენი ხაზს გაუსვამს აუცილებლობას, რომ რეგიონის ყველა მხარემ თავი აარიდოს ესკალაციას ან სხვა ქმედებებს, რამაც შეიძლება შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას ძირი გამოუთხაროს“, - ნა

OCCRP „ოცნების“ თავდასხმებს პასუხობს – რუსეთში ივანიშვილის ოჯახის ქონებაზე გამოძიების შესახებ

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ მიერ ბოლო წლებში რუსეთში ქონების შეძენის შესახებ ახლახან გამოსული გამოძიების ერთ-ერთი ავტორინ – „ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტი“ [OCCRP] – ეხმაურება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს, რომელთა მტკიცებით გამოძიებაში მოცემული მონაცემები „ყალბია“. ორგანიზაცია თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ხასიათის არ არის და არანაირი პოლიტიკური ინტერესი საქართველოში არ აქვს. ამავე განცხადებაში OCCRP აღნიშნავს, რომ

ცესკოს შენობასთან 3-მეტრიანი ღობე დაამონტაჟეს, რაც 300 ათას ლარზე მეტი დაჯდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დაპირისპირება იყო. კონფლიქტის მიზეზი გახდა ცესკოს შენობის ირგვლივ მოწყობილი ღობე. ასევე, ცვლილება ცესკოს რეგლამენტში, რომლითაც ინსტიტუციაში მანდატურის სამსახური ჩნდება. ცესკო-ში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, რომ ღობის მოწყობა დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო და ის შემადგენელია ნაწილია იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოების, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. მისი ინფორმაციით, მხოლოდ 3-მეტრიანი ღობისა და მისი თან

რუსეთის მტკიცებით, უკრაინამ კურსკის ოლქში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდი ააფეთქა

რუსეთის მტკიცებით, უკრაინამ მდინარე სეიმის მიმდებარედ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდი ააფეთქა. რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, ჩატარებული ოპერაციის შედეგად კურსკის ოლქის სოფელ გლუშკოვოს მოსახლეობის ნაწილი მოწყვეტილია. აღსანიშნავია, რომ ხიდი კრემლის მიერ საკუთარი ჯარების მოსამარაგებლად გამოიყენებოდა და მისმა განადგურებამ, შესაძლოა, ოკუპანტების წინსვლის შეფერხება გამოიწვიოს. როგორც მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინელი სამხედროები კურსკში თავიანთ პოზიცი

ბენ კარდინი - გული მწყდება, რომ „უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას - ქართველ ხალხს შეიძლება ევროკავშირში გაწევრიანება შეუჩეროს, რაც მძიმე შეცდომა იქნება

გული მწყდება, რომ „უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, და ქართველ ხალხს შეიძლება ევროკავშირში გაწევრიანება შეუჩეროს, რაც მძიმე შეცდომა იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი "ტვიტერის" პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, „საქართველოს პარლამენტისთვის გვიანი არ არის, რომ კურსი შეაბრუნოს“. „გული მწყდება, რომ საქართველოს „უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ ჟურნალის

მაია ბუწაშვილი - „მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში - დასაწყისში გრიპისმაგვარი სიმპტომები ახასიათებს, 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი

ინფექციონისტის, მაია ბუწაშვილის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში. როგორც მან განმარტა, დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხელის და ფეხისგულებზეც. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ ხდება ბუშტუკოვანი, მღვრიე შიგთავსით. რამდენ

გიორგი შარაშიძე - უკანონობის დაკანონება "ოცნებისეულად" (ვიდეო)

16 აგვისტოს თბილისის საკრებულოში პარტია “გახარია საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ  ბრიფინგი გამართა. პარტიის განცხადებით, საკითხი ეხება -  „ოცნების შემომწირველისთვის ნოშრევან ნამორაძისთვის სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე დამატებით 12 სართულის მშნენებლობის ნებართვის უკანონოდ გაცემას - როგორც პოლიტიკური კორუფციის და არჩევნების გაყალბების მორიგი მცდელობას." ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/496197343231050

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაგეგმილი სამუშაოების წარმოების დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა და საჭირო გახდა სამუშაოების პერიოდის გახანგრძლივება. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომიტეტის მხრიდან მონასტრის გახსნაზე შეზღუდვა მოხსნილია და რჩება რა მონასტერი კვლავ დახურულ რეჟიმში, ეს ადგილობრივი ეპარქიის - მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანეს გადაწყვეტილებაა, მონასტრის შიდა ც

ბაიდენი თეთრ სახლში ვლადიმერ კარა-მურზას შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში რუს ოპოზიციონერს, ვლადიმერ კარა-მურზას უმასპინძლა. კარა-მურზა ბაიდენმა ადმინისტრაციაში ოჯახთან ერთად მიიღო. თვის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ დასავლეთი და რუსეთი პატიმრების გაცვლაზე შეთანხმდნენ – რუსეთმა გაათავისუფლა Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი, ასევე, ვლადიმერ კარა-მურზა. publika

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელი უადრესი ვადის გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით წილისყრის პროცედურა  დღევანდელ სხდომაზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ რიგითი ნომრების განაწილების პროცესი  ლაივ რეჟი

ახმეტელის მეტროს მიმდებარედ ხანძარია - ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „მარიამის“ სახურავს უკიდია

ახმეტელის მეტროს მიმდებარედ ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „მარიამის“ სახურავს უკიდია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და ცეცხლის ქრობის პროცესი მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ipn

აშშ-ის საელჩო: დახმარების შეჩერებამ იმოქმედა რენტგენოსკანერის მიწოდების პროცესზე

საქართველოში აშშ-ის საელჩოში ადასტურებენ, რომ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ გამოცხადებული დახმარების შეჩერებამ იმოქმედა რენტგენოსკანერის მიწოდების პროცესზეც. ამის შესახებ „პუბლიკას” საელჩოში განუცხადეს. ინფორმაცია თავდაპირველად „ფორმულას” ეთერში კოალიცია ერთიანობის წევრმა გია ჯაფარიძემ გაავრცელა და თქვა, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე აშშ-ის მიერ მოწოდებული აპარატია გაჩერებული. publika
×
×
  • შექმენი...