Jump to content
Planeta.Ge

Blogs

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ, - ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა. „ზუსტად ამ ზონაში 28 დასახლებული პუნქტი მდებარეობს, ეს დაახლოებით 2 ათასი ადამიანია, რომელთა ბედი ჩვენთვის უცნობია“, - განაცხადა სმირნოვმა. სმირნოვის თქმით, უკრაინელი სამხედროები 12 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ და 40 კილომეტრის სიგანის ზოლი დაიკავეს.   ipn

სოფელ დიღომში კაცი მოკლეს

სოფელი დიღომში კაცი მოკლეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” ეუბნებიან, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. publika

ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ირანს ისრაელზე თავდასხმისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ისრაელის წინააღმდეგ ნებისმიერ თავდასხმაზე, რომელმაც შესაძლოა მეტად გაამწვავოს რეგიონული დაძაბულობა, პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება. განცხადება გაავრცელეს: ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა – ისინი ირანს და მის პარტნიორებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ თავდასხმებისგან. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ემხრობიან მედიატორების აშშ-ის, ე

მიხეილ დაუშვილი - „ოცნება“ იტყუება, როდესაც საუბრობენ, რომ მათ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა უნდათ

ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ოცნება” იტყუება, როდესაც საუბრობენ, რომ მათ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა უნდათ, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, სენატორმა და კონგრესმენმა პირდაპირ დაადასტურეს ის იმედგაცრუება, რომელიც მათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდგომ დარჩათ. „რაც შეეხება შეერთებული შტატების ორპალატიან და ორპარტიულ ვიზიტს საქართ

მაშველებმა მწვერვალ შხელდაზე გარდაცვლილი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს. უწყების ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეც-ტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით მთამსვლელის ცხედარი გადმოსვენ

"გახარიას კვირა" - არჩევნებზე, ამერიკელი სენატორების ვიზიტზე და პასუხისმგებლიანი ოპოზიციის როლზე (ვიდეო)

არჩევნებზე, ამერიკელი სენატორების ვიზიტზე და პასუხისმგებლიანი ოპოზიციის როლზე.  ეპიზოდი #27 "გახარიას კვირა"  

რუსეთის ბელგოროდის ოლქის დასავლეთ ნაწილში მდებარე კრასნოიარუჟსკის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა

რუსეთის ბელგოროდის ოლქის დასავლეთ ნაწილში მდებარე კრასნოიარუჟსკის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. „განგაშის დილა გვაქვს. მტრის აქტიურობა კრასნოიარუჟსკის რაიონის საზღვარზე. ვიწყებთ კრასნოიარუჟსკის რაიონში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხო ადგილებში გადაყვანას,” - აღნიშნა გუბერნატორმა. მისი თქმით, ევაკუაციისთვის ტრანსპორტი უკვე გაგზავნილია. მანამდე გუბერნატორმა დაწერა, რომ კრასნოიარუჟსკის რაიონის სოფელი ვიაზოვო

კურსკის ოლქში ბელოვსკის რაიონის მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

კურსკის ოლქის რეგიონულმა ოპერატიულმა შტაბმა ბელოვსკის რაიონის მცხოვრებლების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსეი სმირნოვი იუწყება. „ტრანსპორტის რეგიონულ სამინისტროს დავავალე, მოამზადოს დამატებითი ტრანსპორტი. ავტობუსები უკვე მორიგეობენ უსაფრთხო ადგილებში. ახლა მთავარია დასახლებული პუნქტების მოსახლეობას დროულად ვაცნობოთ ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის შესახებ“, - წერს გუბერნატორი. ბელოვსკის რაიონის ხელმძღვანელმა ნიკოლაი ვოლობუევ

აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში წყალქვეშა ნავი „ჯორჯია“ გაგზავნა

შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში, სადაც დაძაბულობა იზრდება, მართვადი რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი გაგზავნა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პენტაგონმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა რეგიონში მართვადი რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი „ჯორჯია“ გაგზავნა. მან ასევე გასცა განკარგულება, რომ დაჩქარდეს ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ გადაყვანა, რომელიც უკვე მიემართება ტერიტორიისკენ და რომელსაც F-35C ტიპის მოიერიშე თვითმფ

ნათია მეზვრიშვილი - შალვა პაპუაშვილი  არჩევნებში დასავლურ ჩარევაზე ერთადერთი მიზნით საუბრობს: გადაფაროს მისი პერსონალური როლი ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაში

"შალვა პაპუაშვილი  არჩევნებში დასავლურ ჩარევაზე ერთადერთი მიზნით საუბრობს: გადაფაროს მისი პერსონალური როლი ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაში. მას აბარია არჩევნებან დაკავშირებული დეზინფორმაციის და ტყუილების გავრცელება, შეითავსა მოძალადის როლიც და მისი მუქარის საფუძველზე რეალიზებული ძალადობის გადაფარვასაც დასავლეთის წინააღმდეგ სიცრუის გავრცელებით ცდილობს: 1. 26 ივლისს მან ბრიფინგზე დააანონსა ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემო და დაემუქრა ოპოზიციას ზონდერების ძალადობით. მისი მუქარა

ზელენსკის თქმით, რუსებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გააჩინეს

უკრაინა და რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძრის გაჩენის შესახებ იუწყებიან. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეში ხანძარი რუსულმა ძალებმა გააჩინეს, ზაპოროჟიეს მარიონეტი ხელმძღვანელი კი ამტკიცებს, რომ ხანძარი უკრაინელების შეტევის შედეგად გაჩნდა. ზელენსკიმ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დიდი კვამლი ჩანს. მისი თქმით, რადიაციის ზღვარი ნორმაშია, თუმცა ის აღნიშნავს, რომ რუსეთი ატომურ ელექტროსადგურს უკრაინისა და მთ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მწვერვალ შხელდაზე სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად დაღუპული მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ძებნის სამუშაოები გრძელდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მწვერვალ შხელდაზე სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაცვლილი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ძებნის სამუშაოები გრძელდება. უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოებში დილიდან ჩაერთო ვერტმფრენი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე რთული მეტეოროლოგიური პირობებია. ინფორმაციისთვის, მწვერვალ შხელდაზე ერთ-ერთი მთამსვლელი სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა, სამი მთამსვლელი კი უვნებლად

კახაბერ ქემოკლიძე -  “ოცნებას” არაფერი ახლის შეთავაზება არ შეუძლია და ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის ფულით წახალისებული ძალადობა (ვიდეო)

“ოცნებას” არაფერი ახლის შეთავაზება არ შეუძლია და ერთადერთი, რაც დარჩენიათ - ხელის გადაგრეხვის პრინციპი და ძალადობაა, რომელიც წახალისებულია ფულით. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები ამას არ წამოეგებიან და ამ გამოწვევებს გაუძლებენ.  კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1664827727704075/

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალს დაეუფლა. პეტრიაშვილმა ირანელი მეტოქე ამირ ჰოსეინ ზარე 10:9 დაამარცხა. მანამდე, ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა. ამ დროისთვის საქართველოს 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მე

შოვზე ახალი კვლევის თანაავტორი გამოიკითხა - რა კითხვები ჰქონდათ მასთან

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ლაშა სუხიშვილი, რომელიც თანაავტორია შოვის სტიქიის კვლევის ახალი მასალების, გუშინ, 9 აგვისტოს საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. „პუბლიკასთან” ლაშა სუხიშვილი ამბობს, რომ როგორც უწყებაში განუმარტეს, აღნიშნული კვლევა უნდა დაერთოს შოვის სტიქიის გამოძიების საქმეს და ამისთვის შესაბამისი პროცედურების გავლა იყო საჭირო. ლაშა სუხიშვილი ამბობს, რომ გამოკითხვის პროცესი და გარემო თანამშრომლობითი და ცივილური იყო, თუმცა მას

გივი მაჭარაშვილი ოლიმპიადის ფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე, გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ტურნირის ფინალში იასპარეზებს. მაჭარაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე დაღესტნელი მაგომედხან მაგომედოვი 5:0 დაამარცხა. ამ დროისთვის, საქართველოს 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლ

აშშ უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. სამხედრო დახმარების პაკეტი HIMARS-ის სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, Stinger-ის ტიპის რაკეტებს, Javelin-ისა და AT-4-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსა და TOW-ს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მოიცავს. „აშშ ალიანსის 50-მდე წევრ ქვეყანასთან და პარტნიორთან მუშაობას გააგრძელებს, რათა უკრაინის მამაც დამცველებს, რუსეთის ა

კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა

რუსეთის ფედერაციის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა უკრაინის მოსაზღვრე სამ – კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოაცხადა. უწყების ცნობით, ამის მიზეზი „უკრაინის მხრიდან დივერსიულ-ტერორისტული საფრთხის დონის ზრდაა“. „მედუზა“ აღნიშნავს, რომ ამ რეჟიმის გამოცხადება ხელისუფლებას და ძალოვნებს კანონიერად აძლევს უფლებას, ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელონ, გააჩერონ ავტომობილები, გამორთონ კომუნიკაციის საშუალებები და აკონტროლონ სატელეფონი საუბრები.

ჯოზეფ ბორელი - უკრაინას ახლა მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება, რათა თავისი ქალაქები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა დაიცვას

უკრაინას ახლა მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება, რათა თავისი ქალაქები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა დაიცვას, - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსული ძალების მიერ ქალაქ კონსტანტინოვკაში მდებარე სუპერმარკეტზე განხორციელებულ თავდასხმას. „ჩვენ ამ და სხვა ომის დანაშაულების გამო რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მხარს ვუჭერთ. უკრაინას ახლა მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება, რათა თავისი ქალაქები, მშვიდ

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუსთან სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც 62 ადამიანი იმყოფებოდა

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუსთან სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც 62 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ ღონისძიებაზე განაცხადა. „მინდა ყველა ფეხზე წამოდგეთ, რათა წუთიერი დუმილი გამოვხატოთ, ვინაიდან ამ წუთებში თვითმფრინავი ჩამოვარდა ქალაქ ვინიედაში, სან-პაულუში, რომელშიც 58 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა და, როგორც ჩანს, ყველა დაიღუპა“, - განაცხადა ლულამ. ბრაზილიის სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, ჩამოვარდნისას თვითმფრინა

გიორგი შარაშიძე - დღეს ქართველი ხალხის არჩევანი არის დასაცავი და ჩვენ გვაქვს გამოწვევა, რომ ეს არჩევანი დავიცვათ (ვიდეო)

"დღეს ქართველი ხალხის არჩევანი არის დასაცავი და ჩვენ გვაქვს გამოწვევა, რომ ეს არჩევანი დავიცვათ." გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2871291963023253/

პრეზიდენტი ჯინ შაჰინთან და მაიკ ტერნერთან შეხვედრისას - ოქტომბრის არჩევნებს საქართველოს ევროპული გზისა და დემოკრატიული მომავლისათვის რეფერენდუმის მნიშვნელობა აქვს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ოქტომბრის არჩევნებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებზე და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე ისაუბრა. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრისას სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა დაადასტურეს აშშ-ის ურყევი მხარდ

სენატორი შაჰინი: „მადლობელი ვარ პრეზიდენტ ევროატლანტიკური მომავლისადმი ზურაბიშვილის ერთგულებით“

აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება, განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ. შაჰინი აღნიშნავს, რომ სასიამოვნო იყო ვიზიტის პრეზიდენტთან შეხვედრით დაწყება და ამატებს: „მადლობელი ვარ მისი ურყევი ერთგულებით ევროატლანტიკური მომავლისადმი – ამბიციის, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა იზიარებს“. „შაჰინისა და ტერნერის ვიზიტი ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას“ – პრეზიდენტი 9 აგვისტოს სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერ
×
×
  • შექმენი...