ვიყავით სამეგრელოში, სვანეთში, რაჭაში, ლეჩხუმში, შიდა ქართლში, იმერეთში. ელექტორალური განწყობები, ამ და წინა არჩევნებს შორის, ძალიან განსხვავდება. გასაგებია, ქვეყანაში სიტუაცია ცოტა სხვა არის, ხალი დაიღალა და “ოცნების” უბრალოდ აღარ სჯერათ. ყველაზე დიდი პრობლემა დღეს "ოცნების" მდგომარეობს იმაში, რომ რიგითი ადამიანების თვალში ჩამოყალიბდა, როგორც მატყუარა პოლიტიკური ძალა - მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, “ოცნება” 100 ლარიან პენსიის ზრდას დაპირდება თუ მილიონ ლარს, ეს ყველაფერი აიძულებს "ოცნებას" ნეგ
იორდანიის ქალაქ ამანში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში 17-წლამდე სპორტსმენთა შორის, კონსტანტინე პეტრიაშვილმა (92 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ მსოფლიო პირველობის ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელი რუსი სანაკოევი 8:0 დაამარცხა.
24 აგვისტოს, შეჯიბრების ფინალურ ბლოკში, ნიკოლოზ მაისურაძემ (80 კგ) ირანელ რეზა აფშართან ოქროს მედლისთვის იჭიდავა და დაძაბულ დაპირისპირებაში დამარცხდა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭი
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც უკრაინა რომის წესდების რატიფიცირებას ახდენს. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უერთდება.
სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ეს მორიგი ნაბიჯია უკრაინის ევროკავშირთან დასაახლოებლად.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებას ამ დროისთვის 137 ხელმომწერი და 124 წევრი სახელმწიფო ჰყავს. უკრაინა 125-ე იქნება. საქართველო ხელმომწერი 1998 წელს გახდა, წესდების რატიფიცირება კი 2003 წელს მოხდ
გამოცემა POLITICO წერს, რომ საქართველო, მმართველი პარტიის მხრიდან ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმით, ჩრდილოეთ კორეის გზას ადგას და ქართველი ხალხის ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს ახალი საფრთხე ემუქრება.
მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ პირობა დადო, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს, საპარლამენტო არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაში, ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადებს.
როგორც გამოცემა წერს, ოპოზიციის აკრძალვა საქართველოს უკვე ისედაც გაყინულ მის
საქართველოში 50 კგ. და მეტის წონის ცოცხალი ღორების იმპორტი 15.7%-ით გაიზარდა. გასულ წელს იანვარ-ივლისში ქვეყანაში 13.4 მილიონი დოლარის ცოცხალი ღორის იმპორტი განხორციელდა, წელს იმავე პერიოდში კი 15.5 მილიონი დოლარის ღირებულების.
გასული წლის საანგარიშო პერიოდში 1 კგ. ცოცხალი ღორის საშუალო საიმპორტო ფასი 1.5 დოლარი იყო. ფასი მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში უცვლელი დარჩა.
აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც 2024 წლის პირველ შვიდ თვეში, ასევე გასული წლის იმავე პერიოდში ცო
ავიაკომპანია Air France-ი აცხადებს, რომ თელ-ავივისა და ბეირუთის მიმართულებით დღეს და ხვალ ფრენებს აჩერებს.
ავიაკომპანიის განმარტებით, შეზღუდვა, შესაძლოა, გაგრძელდეს იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება უსაფრთხოებასთან დაკავშიირებული ვითარება.
ამასთან, ტელეკომპანია Al Arabiya იუწყება, რომ ბეირუთის აეროპორტში ფრენების უმეტესობა გაუქმებულია და რომ ზოგიერთი ავიარეისი იორდანიის დედაქალაქ ამანში გადაამისამართეს.
შეგახსენებთ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაახლოებით 100 მოიერიშე თვ
საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი დააკავა.
BBC-ის ინფორმაციით, დუროვი მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი კერძო თვითმფრინავი ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა.
გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მილიარდერი ბრალდებულია იმაში, რომ ვერ გადადგა ნაბიჯები Telegram-ის დანაშაულებრივად გამოყენების შესაჩერებლად.
პაველ დუროვი რუსეთში დაიბადა და დუბაიში ცხოვრობს. მას არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა ა
სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, გიორგი ბურჟანაძე საკონსტიტუციოში პრეზიდენტის წარმომადგენელი იქნება.
„შემდეგ კვირას ვიქნები საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის არაკონსტიტუციურობის საქმეზე.
მიხარია რომ საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის პირველ სარჩელს წარმოვადგენ.
ამ შემოთავაზებისას საბჭოს კონკურსის წყენაზე არ მიფიქრია, რადგან ისეთი საკითხია, სადაც ყველას ერთობა აუცილებელია. რუსული კანონის მიღება სახელმწიფოებრიობის გაუქმების ტო
ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! - მინდა გისურვოთ ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში აღნიშნავს.
„ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე!
მინდა გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია - თქვენი ქვეყნის
“ევოლუშენ ჯორჯიას” ირგვლივ განვითარებული მოვლენები არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1274189883562892/
ჩვენ ვპირდებით ნამდვილ მშვიდობას, ნამდვილ ღირსებას და ნამდვილ კეთილდღეობას ჩვენს მოქალაქეებს, რომელი კეთილდღეობაც ყველაზე თანაბრად იქნება გადანაწილებული.
გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/418774734555221/
“ოცნება” არ დაასრულებს "ნაც-მოძრაობას", რადგან “ოცნების” ძალაუფლება დგას მათზე.
ბერდია სიჭინავა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/873230351349967/
რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის, აშშ-მა კიდევ 100-ზე მეტი კომპანიისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, -
ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ახალი სანქციები 16 სხვადასხვა იურისდიქციაში მდებარე ასზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება, მათ შორის ათზე მეტ ტრანსნაციონალურ ქსელს, რომლებიც რუსეთისთვის შეიარაღებისა და ტექნიკის შესყიდვაში მონაწილეობენ, ხელს უწყობენ სანქციებისთვის გვერდის ავლას და ეხმარებიან რუსეთის სამხედრო-სამრეწ
24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17:50 საათზე, პარლამენტმა, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ, საბოლოოდ, ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა.
საქართველოს კონსტიტუცია ძალაში 1995 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარ
პროკურატურა სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში კვალიფიკაციის და სასჯელის ნაწილში გაასაჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლითაც მეუღლის მკვლელობის ბრალდებულ კაცს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და მსჯავრდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.
უწყების ცნობით, პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და განაჩენს საა
გვიან ღამით ფონიჭალაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცხელ კვალზე დაკავებულია სამი პირი.
მომხდარზე გამოძიება 108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
პუბლიკა
“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სომხეთის ხელისუფლებამ, ალექსანდრე ლუკაშენკოს ანტისომხური განცხადების შემდეგ, ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა შეწყვიტოს.
სომხური პოლიტიკური პარტიის “რესპუბლიკისთვის” წევრებმა და მხარდამჭერებმა გუშინ, 21 აგვისტოს, საპროტესტო აქცია ერევანში, ბელარუსის საელჩოსთან გამართეს. აქციის მონაწილეებმა შენობას კარტოფილი, კვერცხები და პომიდორი დაუშინეს და სომხეთის დატოვება მოსთხოვეს. ასევე, მათი მთავარი მოთხოვნ
რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სურივიკინოში პატიმართა ჯგუფმა ციხის თანამშრომლები მძევლებად აიყვანა. პატიმრები ციხის დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე შეიჭრნენ და დაწესებულების თანამშრომლები სწორედ სხდომიდან აიყვანეს.
რუსული სამთავრობო მედიის, TASS-ის ინფორმაციით, დაღუპულია ციხის მინიმუმ ერთი თანამშრომელი, თავდამსხმელთა რაოდენობა კი არის 3, ან 4 პატიმარი. ისინი, სავარაუდოდ, ისლამური სახელმწიფოს, ე.წ. ISIS-ის მებრძოლები არიან.
კიდევ ერთი პრო-კრემლისტური მედია, რია ნოვოსტი ვოლგოგრადის გუ
საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ლევილის მამულის ტერიტორიაზე ქართული ოდის განთავსების მიზნით ტენდერი გამოაცხადა, რომელიც ოდა სახლის დეტალების დამზადება-დამუშავების, ლევილში ტრანსპორტირებისა და აწყობა-მონტაჟის სამუშაოებს მოიცავს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 680 353 ლარია. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 10 721 ლარი და საგარანტიო თანხა 26 804 ლარია.
„ქართული ყაიდის სახლის აშენება საფრანგეთში, ლევილში, მისასალმებელი და ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტია. აქ მოეწყობა საქმიანი შეხვედრები ქართული ღ
ყირიმთან, კრასნოდარის ოლქში, პორტ „კავკაზში“ რუსულ ბორან „კონრო ტრეიდერზე“ აფეთქება მოხდა. ბორანი საწვავის ცისტერნებით იყო დატვირთული.
მომხდარის ვიდეო რუსულმა ტელეგრამ-არხმა, „კრიმსკი ვეტერმა“ გამოაქვეყნა. არხის გამომწერები ამბობენ, რომ აფეთქებებს წინ უძღოდა უკრაინელთა სარაკეტო თავდასხმა.
კრასნოდარის ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, ბორანზე 30 ცისტერნა საწვავი იყო. „კრიმსკი ვეტერ“ აღნიშნავს, რომ რუსული ჯარი ყირიმში სამხედრო ტვირთის გადასაზიდად ბორნებს იყენებს ხოლმე.
ეს ამ პორტში ბორან
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს სასამართლოს მეგობრის სახელით მიმართავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ 4 სარჩელია შესული, რომელიც ერთ საქმედ გაერთიანდა. მისი განხილვა 29-31 აგვისტოს გაიმართება.
ლევან იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარუდგენს და პოზიციას ამ ფორმით გამოხატავს.
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში 4 სარჩელი შევიდა – პრეზიდენტის, 12