„საერთშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მოკვლევით, “ქართული ოცნების“ საარჩევნო დელეგატის, აკაკი ალადაშვილის და მისი ბიზნესპარტნიორის კომპანიებმა 2016-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 40.7 მილიონი ლარი მიიღეს.
აკაკი ალადაშვილი „ქართული ოცნების” დელეგატია საბურთალოს რაიონში.
ის 2021 წლიდან დღემდე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრია მმართველი პარტიიდან. ის 2016 წლიდან დღემდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან (იან დე ნული) გაფორმდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა საზღვაო მიმართულებით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამისიტრო ავრცელებს.
სამინსიტროს ცნობით, ხელმოწერის ცერემონია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერა შპს ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ,
საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. შესაბამისი განკარგულება 26 აგვისტოს მთავრობამ გამოსცა.
“1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 4(1) პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის #73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასცავ პირთა ნუსხის“ მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს - ირაკლი შოთაძეს დაენიშნოს სახ
გიორგი გახარიას გუნდს შევუერთდი იმ ღირებულებების გამო, რასაც ზომიერება, კეთილსინდისიერება და თანმიმდევრულობა ჰქვია
თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/806281744912714/
თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაჩერებს რუსულ კანონს, ამით ხელს მოაწერს ევროინტეგრაციის გზის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას.
ზაზა თავაძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის სასკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1599037827346763/
"ყველას მოვუწოდებ, ყველაფერი გადადონ 26 ოქტომბერს და საქართველოსთვის გააკეთონ არჩევანი, რაც არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები გავხდებით, შევქმნით კეთილდღეობას და ისეთ მშვიდობას, როგორიც ევროპულ ქვეყნებშია."
თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/894083105930323/
უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ნიდერლანდებიდან მიღებული F-16 ტიპის გამანადგურებლების გამოყენება შეუძლია, - ამის შესახებ ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების სარდალმა ონნო ეიხელშაიმმა განაცხადა.
„ჩვენ არ დაგვიწესებია არანაირი შეზღუდვა ომის კანონების დაცვით F-16-ის გამოყენებასა და ფრენის დიაპაზონზე“, - აღნიშნა ონნო ეიხელშაიმმა.
მისი თქმით, იგივე ეხება ნიდერლანდების მიერ მოწოდებულ სხვა იარაღს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლია მათი განკარგვა ბრძოლის ველზე საკუთარი შეხედულებისამებრ, თუ დაც
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროინდელი მინისტრები და სხვა მაღალჩინოსნები მის გუნდში ვიხილოთ.
კითხვაზე, მაგალითად, არიან თუ იმ ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის, რომლებთანაც მოლაპარაკებები აქვს, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია, გახარია ამბობს, რომ ორივე მათგანს დიდ პატივს სცემს.
„რატომ იფარგლებით მხოლოდ ამ სახელებით? მე ამ ორ ადამიანს [თამარ ჩუგოშვილს და გიორგი ქობულიას] ძ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ დასავლეთმა მის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები უნდა მოხსნას.
„უნდა მოვხსნათ შეზღუდვები რუსული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებაზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის განხილვას არ ესწრებიან. მათ ნაცვლად, საქართველოს პარლამენტს აპარატის თანამშრომლები ლევან კასრაძე, ლევან ღავთაძე და ქრისტინე კუპრავა წარმოადგენენ.
გუშინ, 28 აგვისტოს „ნეტგაზეთს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ სხდომას საკონსტიტუციო სასამართლოში ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე დაესწრებოდნენ, თუმცა დღეს სხდომის დაწყების შემდეგ გაირკვა, რომ არცერთი მათგანი საკონსტიტუციო სასამ
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, კანონი საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებსაც, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და ქართული ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ.
ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს, 29 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა დაიწყო.
ბურჯანაძის თქმით, საფრთხის შემცველია რუსული კანონის ფარგლებში გამოცემული იუსტიციის მინ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე, რომელშიც ახლა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს.
საქმე ეხება 2016 წლის 26 აგვისტოს გონიოს პლიაჟზე მომხდარ ინციდენტს. მაშინ 13 წლის არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა [მაშინ მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო].
დედამ პოლიციას მიმართა, მანამდე კი პლიაჟზევე, ინციდენტის შემდეგ
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 49 წლის ვიქტორ კიპრიტიდი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ინტერნეტ გვერდი „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს.
ვიქტორ კიპრიტიდი ბოლო დავალების შესრულების დროს, დაბომბვის შედეგად დაიჭრა.
მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველ მებრძოლს საქართველოში 30 აგვისტოს ჩამოასვენებენ.
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 70-მდე ქართველი სამხედრო დაიღუპა.
იპნ
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია პარტიას - „გახარია საქართველოსთვის“ შეუერთდა.
აქუბარდია პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ წარადგინა.
„მოგეხსენებათ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა საარჩევნო კამპანია და სულ მალე იქნება საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა პარლამენტში. მინდა გაცნობოთ, რომ ქალბატონი თეონა აქუბარდია შემოუერთდება წინასაარჩევნოდ ჩვენს გუნდს. ჩვენ ეს ძალიან გვიხარია, რადგან საყოველთაოდ ცნობილია მისი პროფესიონალიზმი, ის დიდი ხანია მუშაობს უსაფრთხოების სფ
ეს ადამიანები, რომლებიც გუშინ გაათავისუფლეს სკოლის დირექტორობიდან, ძალიან დიდი ხანია ამ პოზიციაზე იმყოფებიან და ბავშვების აღზრდის პროცესში მონაწილეობას იღებენ, "ოცნებამ" დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური დევნით.
ნათია მეზვრიშვილი., პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/522598896899920/
გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებით, რუსული კანონის არსებობის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, რადგან ეს კანონი ევროპულ პრინციპებს არ შეესაბამება.
შესახებ მან ნინი შენგელიასთან პოდკასტში ისაუბრა.
„თუ ქვეყანა მიიღებს კანონებს, რომლებიც ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, მაშინ ის ვერ გაწევრიანდება. „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი არის ზუსტად ასეთი წინააღმდეგობრივი სამართლებრივი აქტი, რადგან ის უხეშად ერევა იმ ფუნდამენტურ უფლებებში, რომელიც ევ
საფრანგეთის ხელისუფლების ორგანოები „ტელეგრამის“ დამფუძნებლის ძმასაც ეძებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico საფრანგეთის ადმინისტრაციულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც გამოცემამ მოიპოვა.
Politico-ს ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლების ორგანოებმა „ტელეგრამის“ აღმასრულებელი დირექტორის, პაველ დუროვისა და თანადამფუძნებლის, მისი ძმის, ნიკოლაის დაკავების ორდერები მარტში გამოსცეს.
დოკუმენტში მითითებულია, რომ „ტელეგრამთან“ დაკავშირებით საფრანგეთის მიერ საიდუმლოდ ჩატარებული გამოძიება იმ
კახეთში სამი ადამიანი მოკლეს. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, ქმარმა მეუღლე და ორი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა.
შემთხვევის შემდეგ სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მას სამართალდამცავები ეძებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
იპნ
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ივანიშვილს შუშის კოლბიდან მოუწევდა საკუთარ მოქალაქეებთან და საკუთარ ამომრჩეველთან საუბარი. საიდან სადამდე მივიდა.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1498597437710825/
2006 წელს, რაც მოხდა ე.წ. “გუბერსკის” ციხეში, სადაც პატიმრები დახოცეს ვითომ ციხის ბუნტის გამო, მიქანაძე იყო მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელიც კურირებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ანუ იქ რა უბედურებაც მოხდა მაგაზე მიქანაძეს ეკისრება პირდაპირი პასუხისმგებლობა და ჩვენ ვპირდებით, რომ მიქანაძის მსგავსები აგებენ პასუხს.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1170955413974950/
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განმწესრიგებელი სხდომა 29 აგვისტოს, 11:00 საათზე გაიმართება. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.
ცნობილია, რომ მომხსენებლი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი იქნება. მოსამართლე, რომელმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი.
„წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ არის გამხდარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერეს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, „ბრიუსელი „ოცნების” გეგმით ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, შეშფოთებულია”. სტანოს კომენტარს გამოცემა POLITICO ავრცელებს.
„ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად”, – ამბობს სტანო და აღნიშნავს, რომ პლურალიზმი „ევროკავშირში გაწევრების პროცესის
ხვალ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
ბრიუსელში, არაფორმალურ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ. შეხვედრას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც დაესწრება.
მოგვიანებით, მინისტრები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან თურქეთსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს გა