ბრიტანულმა გაზეთმა Financial Times-მა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა.
„თებერვალში [რუსეთის] შეჭრამდე ბევრ უკრაინელს ის ეგონა მასხარა და დილეტანტი, რომელსაც არ შესწევდა უნარი, მიეღო გამოწვევა მაღალი თანამდებობის სახით, მაგრამ 44 წლის ზელენსკიმ მოახერხა ღირსეული ადგილი დაეკავებინა ისტორიაში იმის წყალობით, რომ არაჩვეულებრივი ლიდერობა და სიმამაცე გამოავლინა“, - წერს FT.
უკრაინამ განაცვიფრა მსოფლიო, როცა კიევის შტურმი მოიგერია და კონტრიერიშზე გადავიდა დონბას
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეტევა ზაპოროჟიეს სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე განხორციელდა.
ამ დროისთვის ზარალისა და მსხვერპლის შესახებ სრული ინფორმაცია ზუსტდება.
ამასთან, 5 დეკემბრის ღამეს რუსმა სამხედროებმა კრივოი როგი დაბომბეს.
უკრაინული მედია წერს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ნაღმმტყორცნებითა და არტილერიით 64-ჯერ დაბომბეს სუმის
აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთის, როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს აღიარებაზე კონგრესთან მუშაობს,- ამის შესახებ ასშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„ჩვენ ახლა კონგრესთან ვმუშაობთ კანონმდებლობაზე, რომელიც დაგვეხმარება, გადავლახოთ ზოგიერთი გამოწვევა ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსის გამოყენებისას. ჩვენ მუდმივად ვეძებთ სხვადასხვა ზომას, რომელთა მიღებაც შეგვიძლია, რათა საჭიროების შემთხვევაში გავაძლიეროთ ზეწოლა“, – განაცხადა ბლინკენმა.
როგორც სახელმწიფო მდ
შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი, რამზან კადიროვის კრიტიკოსი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, აბდურახმანოვზე თავდასხმა ორი წლის წინათაც განხორციელდა.
როგორც ოპოზიციურ მოძრაობა „ადათში“ აცხადებენ, ტუმსო აბდურახმანოვის მკვლელობასთან დაკავშირებით, შიდა გამოძიებას რამდენიმე დღე აწარმოებდნენ და, მოპოვებული ცნობებით, გარდაცვალების ფაქტი დასტურდება, მისი ძმა მუხამადი კი სპეცსამსახურებმა გადამალეს.
მედიის ცნობით, შვედეთის სამართალდამცავ ორგანოებში ამ ინფო
პოლონეთში საქართველოს ელჩი ზურაბ ბერიძე აცხადებს, რომ საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობები. მისი თქმით, პოლონეთი ისტორიულად ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას და იმედოვნებს, რომ პრეზიდენტების შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდება ასეთი პოზიცია.
„საქართველოს პრეზიდენტს ქალაქ ვარშავაში შეხვედრა ექნება პოლონელ კოლეგასთან, ანჯეი დუდასთან. პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებები გაკეთდება. რასაკვირველი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს. მათ ახლობლებს, ნათესავებს. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი. გულწრფელად მინდა ვთქვა ამის თაობაზე. დიდი დანაკლისია. უკვე ჩვენი 33 თანამოქალაქე დაიღუპა უკრაი
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 6 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მ
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი დღეს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას პირისპირ შეხვდება.
ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებები გაკეთდება.
პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ ბერიძის განცხადებით, პრეზიდენტების შეხვედრისას განხილული იქნება ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვი
მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ასაშენებელი შენობის არქიტექტურული მომსახურების შესყიდვის მიზნით 1,724,814 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა კომპანიასთან, რომელიც „ქართული ოცნების“ მსხვილ შემომწირველს, და წარსულში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი პროექტის, „პანორამა თბილისის“ არქიტექტორს გიორგი ჭყონიას ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ მმართველი გუნდი არ იზიარებს მწუხარებას ქართველი ჯარისკაცების უკრაინის ომში დაღუპვის გამო, სპეკულაციაა.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, მაშინ, როდესაც ქართველი ჯარისკაცები საერთაშორისო მისიებში იღუპებოდნენ, ოპოზიციას გლოვის დღის გამოცხადების ინიციატივა არ ჰქონია.
მისივე თქმით, მთავრობამ დაღუპულებისადმი პატივისცემა ცალსახად გამოხატა, როდესაც მათი სამხედრო წესით დაკრძა
ძვირფასო პოლიტიკოსებო, ექსპერტებო, მედია და აკადემიკოსებო საზღვარგარეთ. ვიცი, რომ ზოგიერთ თქვენგანს უჭირს უკრაინის გამარჯვების წარმოდგენა, მაგრამ ჩვენ გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე ვდგავართ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, სჯობს, ყველა მოემზადოს იმისთვის, რომ უკრაინა ომში გაიმარჯვებს და რუსეთი დამარცხდება.
„სჯობს ახლავე მოემზადოთ რუსეთის მარცხისთვის, ნაცვლად მცდელობისა ახსნათ, რატომ არ შეუძლია უკრაინას მოგება, ან რატომ არ უნდა
რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქ ბახმუტთან 40 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი მოაგროვა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
ზელენსკის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, რუს ოკუპანტებს მთელი დონბასის ხელში ჩაგდება სურთ, რათა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობისთვის „გამარჯვების“ წარმოჩენა შეძლოს.
ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ბახმუტს ვერ აიღებენ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველ
"თუ ასე უერთმანეთოდ, შეურიგებლად და უმისამართოდ ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას, თუ იქამდე მივალთ, რომ დაღუპული ხალხის მშობლებს თანადგომას არ ვაგრძნობინებთ და ღირსეული შვილის აღზრდისთვის მადლობას ვერ ვიტყვით,
ფასი არ ექნება ჩვენი შვილებისთვის ნათქვამ არც ერთ სიტყვას, შეგონებას და რჩევას. როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა. ძალიან უცხოა ეს მდგომარეობა და მიჭირს გაგება, მაშინ როცა ბიჭები იღუპებიან, ჩ
„საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვას სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ეხმარეუბა და აცხადებს, რომ ისინი წარმოადგენენ ქართველ ხალხს, მის დაუმარცხებელ სულს და არა საქართველოს მთავრობა.
„რურუა, კვარაცხელია, ფიჩხაია, ალადაშვილი, მარკელია … 33 ქართველი გმირიდან ბახმუტში/უკრაინაში ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის ბრძოლაში საერთო მტრის ხელით ბოლოს დაცემულები. ისინი წარმოადგენენ ქართველ ხალხს და მის დაუმარცხებელ სულს და არა საქართველოს დღევანდელი მთავრობა“, -
თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს! ასევე მადლობას ვიხდი ყველა მეომრის მიმართ, ვინც ჩვენთან ერთად იბრძვით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში წერს და ბახმუტთან ხუთი ქართველი მებრძოლის გარდაცვალებისა და ერთი დაჭრილის შესახებ ინფორმაციას ქართულ ენაზე ეხმაურება.
ერმაკის თქმით, თავისუფლება აერთიანებს ადამიანებს ბოროტებასთან ბრძოლაში და ისინი სწორედ მშვიდობისა და თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.
„ბახმუტთან, ბოლო დღეებში, მტრის ალყაში მოექცნ
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა 3 დეკემბერს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების 17 დასახლებაში მოიგერიეს.
მათივე ცნობით, გუშინ რუსმა ოკუპანტებმა 10 სარაკეტო თავდასხმა და 16 საჰაერო იერიში განახორციელეს. ამასთან, რუსმა სამხედროებმა, უკრაინის ჯარების პოზიციებისა და ფრონტის ხაზის გასწვრივ არსებული დასახლებების მისამართით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან 30-ზე მეტჯერ გაისროლეს.
უწყება დასძენს, რომ ხარკოვის ოლქსა და დ
ირანის გენერალური პროკურორის მოჰამედ ჯაფარ მონთაზერის განცხადებით, ქვეყნის პარლამენტი და სასამართლო განიხილავენ, საჭიროა თუ არა იმ კანონში რაიმე სახის ცვლილების განხორციელება, რომელიც ქალებისთვის თავსაბურავის ტარებას გულისხმობს.
ირანული მედიის ცნობით, გენერალურ პროკურორს არ დაუკონკრეტებია, თუ რა შეიძლება შეიცვალოს ამ ორი ორგანოს მიერ კანონში.
მისივე თქმით, საკითხზე მომუშავე ჯგუფი ოთხშაბათს პარლამენტის კულტურის კომისიას შეხვდა და შედეგები „ერთ-ორ კვირაში“ გახდება ცნობილი.
შეგახსენე
ირანის ხელისუფლებამ „მორალის პოლიციის“ დაშლის გადაწყვეტილება მიიღო. ირანის გენერალური პროკურორის, მოჰამედ ჯაფარ მონთაზერის განცხადებით, „მორალის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან“.
პარალელურად, ირანის გენერალური პროკურორი ამბობს, რომ სასამართლო აგრძელებს ქცევითი ქმედებების მონიტორინგს. მონთაზერმა ასევე თქვა, რომ ხელისუფლება განიხილავს ათწლეულების წინანდელ კანონს, რომელიც ქალებს თავსაბურავის ტარებას ავალდებულებს, რათა დადგინდეს, „სჭირდება თუ არა მას რაიმე ცვლილება“.
ე.
უკრაინის საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია რუსეთთან მოლაპარაკების პირობებს ასახელებს. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, უკრაინა მზად არის, უზრუნველყოს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა მოლაპარაკებების დასაწყებად რუსეთმა ოთხი პირობა უნდა შეასრულოს.
არახამიას თქმით, რუსეთმა შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას: დატოვოს უკრაინა, გადაიხადოს რეპარაციები, დაისაჯოს ომის ყველა დამნაშავე, ნებაყოფლობით დათმოს ბირთვული იარაღი.
„ამის შემდეგ ჩვენ მზად
რუსული ნავთობის შესყიდვისთვის ზედა ზღვრული ფასის 60 დოლარით განსაზღვრა სერიოზული გადაწყვეტილება არ არის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული ნავთობის შესყიდვისთვის მსგავსი ფასის დაწესება რუსეთის ტერორისტული სახელმწიფოს ბიუჯეტისთვის კომფორტულია.
ზელენსკის განცხადებით, ენერგეტიკული ბაზრის მიზანმიმართული დესტაბილიზაციით, რუსეთმა უკვე მიაყენა კოლოსალური ზარალი მსოფლიოს ყველა ქვეყანას.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბა
უკრაინაში ბრძოლები ნელდება და ეს სავარაუდოდ გაგრძელდება ზამთრის მომავალ თვეებში, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ავრილ ჰეინსმა განაცხადა.
ამერიკული სპეცსამსახურის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინაც და რუსი სამხედროებიც ზამთრის შემდეგ კონტრშეტევისთვის მოემზადებიან.
ჰეინსის განცხადებით, აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ამ ეტაპზე არ აქვს სრული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა სახის გამოწვევები აქვთ მის სამხედროებს.
„რამდენადაც ჩ
მინდა ვიკითხო 12 რეკომენდაციაზე. საშინაო დავალება მოგვცეს. მაგათი ბავშვი ვინ არის?! ჩვენზე ცივილიზებულები არიან? - გვეკითხებიან კი ქართველ ხალხს რა გვინდა?! ჩვენ გვინდა კარგი ცხოვრება, ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
„მინდა ვიკითხო 12 რეკომენდაციაზე. საშინაო დავალება მოგვცეს. მაგათი ბავშვი ვინ არის?! ჩვენზე ცივილიზებულები არიან? ჩვენ მართალია ჩამოვრჩებით ცხოვრების დონით, იმიტომ, რომ საბჭოთა იმპერიაში ვცხოვრობდით და დაჩა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა რუსეთი უკრაინაში ომში "წინასწარ განზრახულ სისასტიკეში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მოსკოვი მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მიზანში ამოღებას ახორციელებს.
„წინასწარ განზრახული სისასტიკით, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებს თავის სამიზნეში აქცევს“, - განაცხადა ოსტინმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმითვე, რუსული თავდასხმების შედეგად ბავშვები დაიღუპნენ, სკოლები და საავადმყოფოები დაინგრა.
IPN