ადგილობრივ სასამართლოებში ამ ეტაპზე მიმდინარე დავების სადავო თანხის ოდენობა შეადგენს დაახლოებით 565.5 მილიონ ლარს, რაც 2021 წლის მშპ-ს (60.23 მლრდ ლარი) 1%-ზე მცირედით ნაკლებია. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
„საქართველოში სახელმწიფოს წინააღდეგ წარმოებული სასამართლო დავები, ზომის მიხედვით, ძირითადად, წარმოიქმნება ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სექტორებში და ძირითადად უკავშირდებიან წარუმატებელ და შეწყვეტილ მასშტაბურ პროექტებსა და კონტრაქტებს (მაგა
2022 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.4 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 7.2 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენ
პირადად ვამჯობინებდი, როდესაც [ჩეხეთის] ელჩი ასეთ სერიოზულ საკითხზე აკეთებს განცხადებას, მეტად წინდახედული იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გამოეხმაურა საქართველოში ჩეხეთის ელჩის პეტრ მიკისკას განცხადებას, რომლის თანახმადაც, 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“ და სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რ
9 თვის წინ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შედეგად დაზიანდა - ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ეუთოს 29-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმ შედეგებზე ისაუბრა, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიანმა აგრესიამ საქართველოსა და უკრაინას მოუტანა.
ილია დარჩიაშვილის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების სრული კო
2022 წლის ნოემბერში, ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე, ყველზე, რძეზე, კვერცხსა და თევზეულზე ფასები გაზარდა. ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნე
ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ხელოვნურ ინტელექტზე საუბარი ზედმეტია კარგად განვითარებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გარეშე, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების მე-12 რეგიონული კონფერენციის GITI 2022-ის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ბოლო წლებში საქართველოში, ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში განხორციელებულმა რეფორმებმა და პროგრამებმა მნიშვნელოვნად შე
81 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია. ინფორმაციას შემოქმედებითი კავშირი „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ ავრცელებს.
ნუგზარ შარია არაერთი კინოროლით იყო ცნობილი, მათ შორის: „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“.
1970 წელს ნუგზარ შარია კუბაში გაემგზავრა და საბჭოთა კავშირში აღარ დაბრუნდა, შემდეგ პარიზში პოლიტიკურ თავშესაფარი ითხოვა და მალე რადიო „თავისუფლების” პარიზის განყოფილებაში დაიწყ
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა დაუდასტურა.
არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი რამდენიმე დღის წინ ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დაღუპულის ოჯახი გურიიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურიდანაა
სოციალურ ქსელში გავრცელდა დაღუპულის მამის, არჩილ ხოფერიას განცხადება:
„ჩემი შვილი, ჯამბულათ ხოფერია აღესრულა უკრაინაში… ვფიქრობდი,
ესპანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების შემცველი წერილები არ შეცვლის მადრიდის გადაწყვეტილებას, დაეხმაროს უკრაინას. ამის შესახებ განცხადება მარგარეტ რობლესმა ოდესაში ვიზიტის დროს გააკეთა.
ესპანეთის თავდაცვის უწყების ხელძღვანელი ამგვარად გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესისა და ასევე, მის სახელზე ფოსტით გაგზავნილ საეჭვო პაკეტს, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოჩნდა. „ბიბისის“ ცნობით, ასეთივე გზავნილი მიიღო რამდენიმე სამხედრო კომპანიამ, რომლებიც უკ
ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტის“ გადაცემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ბერლინში, გერმანიის კანცლერთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.
მანამდე პოლონეთი გამოვიდა ინიციატივით, რომ გერმანიის მიერ ვარშავისთვის შეთავაზებული „პეტრიოტის“ სისტემები უკრაინას გადასცენ.
„აუცილებელია, რომ გერმანიის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დასაცავად შეთავაზებული სამი „პეტრიოტის“ შესახებ დისკუსია განცალკევებული იყოს
რუსულ გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა უკრაინაში აკრძალული აიკრძალება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.
მისი თქმით, დღეს გაიმართა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა, სადაც სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის რუსეთთან კავშირის საკითხი იყო განხილული. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დაავალა მთავრობას, უმაღლეს რადაში დასამტკიცებლად შეიტანოს კანონი, რომლითაც რუსეთის ფედ
უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთმა დაიწყო სამხედროების გაყვანა ზაპოროჟიეს ოლქიდან. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მიერ გავრცელებულ ყოველდღიულ ინფორმაციაში.h
უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთი ასევე ემზადება ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპციო პერსონალის გასაყვანად.
ამის საბუთად უკრაინის გენშტაბში მოჰყავთ ის ფაქტი, რომ დასახლებულ პუნქტ მიახლოვკიდან რუსეთის ქვედანაყოფები უკვე გავიდნენ. ასევე, დასახლებულ პუნქტ პოლოგიდან და ინჟინერნოე
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში ბრძოლის ველზე 13 000 უკრაინელი ჯარისკაცია დაღუპული. ამის შესახებ პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომლის კომენტარსაც „ბიბისი“ ავრცელებს.
„ბიბისის“ ცნობით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.
„ჩვენ გვაქვს გენშტაბის ოფიციალური შეფასება, მთავარსარდლის ოფიციალური შეფასება და დაღუპულთა რაოდენობა 10 000-12 500-13 000-მდე მერყეო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესასრულებლად მუშაობა გრძელდება. მისივე თქმით, არის რამდენიმე საკითხი, რომლებთან მიმართებითაც ვენეციის კომისიისგან დასკვნას ელოდებიან.
პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით დასკვნა სავარაუდოდ უახლოეს მომავალში იქნება.
„სამ საკითხზე ჩვენ დამოკიდებული ვართ, რამდენად სწრაფად გაგვცემს პასუხს ვენეციის კომისია, ესენია: საარჩევნო კოდექსი, სასამართლოს რეფ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაწყებულია მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში განაცხადა.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამა
დღეს ჩემმა კაბინეტმა უკვე გადააგზავნა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ პროექტის ინგლისური ვერსია ვენეციის კომისიაში, თხოვნით, რომ ერთობლივი დასკვნა მოგვაწოდონ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა მოკლე ვადებში მომზადდება.
„ჩვენ ვამბობდით, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც უკრაინის კანონთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო გამოცემული, გავითვალისწინებდით
ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი რჩება, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, ტობიას ბილსტრომმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინას და აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიის შედეგები გასცდა უკრაინის საზღვრებს და სერიოზული შედეგები გამოიწვია რეგიონსა და მთელ მსოფლიოშიც.
„უკრაინელები იბრძვიან საკუთარი ქვეყნის, ეუთო-ს მთავარი პრინციპ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი 2 დეკემბრიდან ოთხი კვირის განმავლობაში 1920-1930-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივას უმასპინძლებს.
ეროვნული არქივის პრესსამსახურის ინფორმაციით, კინოჩვენებები 2 დეკემბერს, 19:00 საათზე რეჟისორ ალექსანდრე წუწუნავას ფილმით „ვინ არის დამნაშავე?“(„უაილდ ვესტის მხედარი“) (1925 წელი) გაიხსნება. ღონისძიების ფარგლებში, 25 დეკემბრის ჩათვლით სულ 19 ქართული მხატვრული ფილმი იქნება ნაჩვენები.
მათივე ცნობით, რეტროსპექტივაზე წარმოდგენი
კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ განცხადება რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ პოლონეთში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ბოგდან აურესკუმ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომი ნეგატიურ ეფექტს ახდენს მთელ რეგიონზე და განსაკუთრებით ყველაზე დაუცველ ქვეყნებზე.
აურესკუმ ყურადღებ
მოხარული ვარ საქართველოში დაბრუნებით, ქვეყანაში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და ურთიერთკავშირებისთვის. გასულ წელს აქ ყოფნისას მჭიდროდ ვთანამშრომლობდი ქართველ ლიდერებთან თქვენს მეზობლებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიაციისთვის, – ამის შესახებ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარმა მრჩევლმა, ელჩმა ფილიპ რიკერმა განაცხადა.
რიკერის განცხადებით, საქართველო განაგრძობს რეგიონულ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას.
ამასთან, ფილიპ
სიღნაღში ისტორიულ გალავანს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, სატვირთო დაეჯახა. განადგურებულია გალავნის ნაწილი - ჩამონგრეულია თაღი, ნანგრევები საავტომობილო გზაზე ყრია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
მეფე ერეკლე მეორის დავალებით აშენებული გალავნის დაზიანებული ნაწილი სიღნაღიდან სოფელ ანაგისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს.
ადგილზე მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის პოლიციის თანამშრომლები. ტერიტორიაზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების და კულტურული მემკვიდრეობი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პარლამენტს მადლობა გადაუხადა ჰოლოდომორის, ანუ უკრაინაში 1932-33 წლების შიმშილობის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებისთვის.
"გერმანიამ 1932-33 წლების ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა. მადლობას ვუხდი ბუნდესტაგის წევრებს ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს", - წერს ზელენსკი ტვიტერზე.
ბუნდესტაგმა 30 ნოემბერს დაუჭირა მხარი შესაბამის რეზოლუციას, რომლის ავტორები იყვნენ მმართველი კოალიციის სამი პარტია და წამყვანი ოპოზიცი
ცენტრ „ემპათიას“ ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.
როგორც ცენტრ „ემპათიას“ დასკვნაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ექსკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა, წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც.