ჩვენი შეიარაღებული ძალები იცავენ ჩვენს სამშობლოს და ეს ყველაზე ძლიერ მოტივაციას იძლევა. ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის და ეს ყოველთვის ზრდის ნებისმიერ ძალას. ისინი იცავენ სიმართლეს და, შესაბამისად, უკრაინის მომავალს, - ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა.
მან უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„ვამაყობთ თქვენით, აღფრთოვანებული ვართ. გმადლობთ თითოეულს! დიდი პატი
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საქართველოს მთავრობას უკრაინის გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით მიმართეს, თუმცა დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
როგორც კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მიმართვის შემდეგ ერთი თვე გავიდა.
„უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში - გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული, რათა უზრუნველვყოთ განათება საავადმყოფოე
სამწუხაროდ, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან, მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, ჩვენ არ მიგვიღია პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე შეფასებით, საქართველოსთვის სამხედრო დახმარების თხოვნა სრულად გ
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პოლონეთი ყოველთვის იყო საქართველოს მხარდამჭერი და იცის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე მეგობარი პოლონეთის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს.
მისივე თქმით, პოლონეთი მუდამ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დღესაც საქართველოს გვერდით დგას.
„ჩვენ ვიცით და მადლიერი ვართ იმისთვისაც, რომ უკრაინის ბრძოლა რომ არა, ამგვარად არ დაჩქარდებოდა ჩვენი, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზა. ამისთვის ჩვენ მართლაც გვეკუთვნის
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ მორიგ მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ჩვენ მტკიცედ ვგმობთ რუსეთის განმეორებით თავდასხმებს უკრაინის მოქალაქეებზე, სამოქალაქო დაწესებულებასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. საერთაშორისო საზოგადოებამ, ომის შესაჩერებლად, რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია, დავასრულოთ ტანჯვა და სიკვდილი“, – წერს მაია სანდუ „ტვიტერზე“.
ამასთან, მედიის ცნობით, უკრაინის მისამართით განხორციე
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ეროვნულ პოლიციასთან ერთად, პოლტავის ოლქში, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ტერიტორიაზე კონტრდაზვერვით ღონისძიებას აწარმოებს.
საუბარია, მგარსკის მამათა მონასტერზე, კრემენჩუკისა და ლუბენსკის ეპარქიაზე.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კონტრდაზვერვითი ღონისძიება უკრაინაში რუსული სპეცსამსახურების დივერსიული მოქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ტარდება.
ავტორი - სალომე თორაძე
პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას.
როგორც ანჯეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს მისცემს კარგ პირობებს ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური უსაფრთხოებისთვის.
„მე, როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა, ქალბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე პოლონეთის განუხრელი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ჩრდ
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშების დროს, შავი ზღვის ფლოტმა და ავიაციამ უკრაინის მიმართულებით 70-მდე რაკეტა გაუშვეს, საიდანაც 60-ზე მეტი საჰაერო თავდაცვითმა სისტემებმა გააუვნებელყვეს.
მათივე ცნობით, 38 ფრთოსანი რაკეტა კასპიის ზღვისა და ვოლგოდონსკის რაიონებიდან აფრენილმა რვა თვითმფრინავმა გაუშვა, „კალიბრის“ ტიპის 22 ფრთოსანი რაკეტა შავი ზღვის ფლოტმა, კიდევ ათი ფრთოსანი რაკეტა კი, შავი ზღვის რაიონიდან იყო გაშვებული.
უკრაინის პრემიერ-მინის
ინტერპოლმა უარი უთხრა რუსეთს ჟურნალისტების ალექსანდრე ნევზოროვისა და ანდრეი სოლდატოვის, ბლოგერ ვერონიკა ბელოცერკოვსკაიასა და ყოფილი პოლიციელის, ოლეგ კაშინცევის, ექსტრადიციაზე. ყველა მათგანი ამჟამად იმყოფება საზღვარგარეთ და იძებნა რუსეთის არმიის დისკრედიტაციისკენ მიმართული ცნობების და ყალბი ახალი ამბების გავრცელების მუხლით.
გამოცემა „აგენტურის“ თანახმად, ინტერპოლი ამ პირების დევნას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ვინაიდან სხვა ქვეყნების კოდექსებში არ არსებობს პასუხისმგებლობა ფეიკებისა და ა
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ახალი პენიტენციური კოდექსის თანახმად, ციხეში ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება. ამის შესახებ ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ კოდექსზე მუშაობა დასრულებულია და ის პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება.
ბრეგაძის განმარტებით, ამჟამინდელი მდგომარეობით პაემნებისთვის სრულწლოვანი პატიმრები 60 ლარს, არასრულწლოვანი პატიმრები კი, 30 ლარს იხდიან, რაც ახალი პენიტენციური კოდექსის თანახმად გაუქმდება.
მინდა პატივი მივაგო ქართველ მებრძოლებს, ვინც საკუთარი ნებით და თავდადებით არიან ჩართულები მეგობარი და ძმა უკრაინელების ბრძოლაში, ჩვენ 33 ქართველი დავკარგეთ და მათი ხსოვნა უკვდავი იქნება - ეს ნამდვილად ისტორიული ბრძოლაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, საქართველო სოლიდარულია უკრაინასთან.
„საქართველო არის სოლიდარული უკრაინის მიმართ. საქართველომ იცის, რა ფა
არანაირად არ უნდა იყოს დაშვებული ის ძველი შეცდომა და ხედვა, რომ ვიღაცა რუსეთის გრძნობებს გაუფრთხილდეს - არა, ყველა უნდა გაუფრთხილდეს იმ პატარა, თუ დიდი ქვეყნების გრძნობებს, რომელიც რუსეთის ირგვლივ ამდენი ხანია მეზობლურად ცხოვრობენ და ვერ მიიღეს უსაფრთხოების ის ელემენტარული გარანტიები, რასაც ჰქვია, რომ ჩემი საზაღვარი ჩემია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრეზიდენ
ჩემი დიდი მოწიწება და პატივისცემა მინდა გამოვხატო ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ, რომელიც იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც ევროპის ჩვენს ნაწილში მდებარეობს და ისტორიულად და გეოგრაფიულად ხვდება თუ რა დიდი საფრთხეების შემცველია რუსული აგრესია არამარტო უკრაინისთვის, არამედ პოლონეთისთვის, საქართველოსთვის, - ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ევროპული უსაფრთხოება დგ
რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, ისევ გამოავლინა თავისი ექსპანსიონისტური, იმპერიალისტური და აგრესიული სახე და 10 თვეა, რაც მიმდინარეობს ეს სასტიკი და უსამართლო ომი უკრაინის მიმართ, უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ - ყველა ჩემი პოზიცია, რაც დავაფიქსირე არის არა ჩემი, როგორც პირადი პოზიცია, არამედ არის მთლიანად საქართველოს მოსახლეობის პოზიცია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან პოლონეთში ერთობლ
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის მიერ, 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების 54% გაათავისუფლა.
უწყების ცნობით, რუსეთი ახლა საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის ტერიტორიის 18%-ს აკონტროლებს, მასში შედის დონბასისა და ყირიმის რეგიონები, რომლებიც რუსეთს 2014 წლის შემდეგ აქვს ოკუპირებული.
mcm.ge
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6987 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6987 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7056 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0069 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8431 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8466 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0035 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სრული რეალიზებისთვის სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს.
როგორც ბრეგაძე აღნიშნავს, სააკაშვილი კინიკა „ვივამედში“ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
„რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც იცით, უმჯობესია, ექიმებმა ისაუბრონ.
ჩემი მხრივ შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის უფლება სრულად რეალიზებული იყოს, ის სახელმწიფოს მხრიდ
ვირუსული ინფექციების მართვა, შესაძლებელია ბინაზე, ოჯახის ექიმების რეკომენდაციითა და ჩართულობით, - ამის შესახებ ინფექციონისტმა შორენა კიწმარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი განცხადებით, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, აქტუალური გახდა სხვადასხვა ტიპის რესპირაციული ვირუსები, რაც ყოველწლიური, ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა, COVID-19-ის დროს არსებული რეგულაციების პირობებში, მივიწყებული იყო.
„ტემპერატურა, მათ შორის მაღალი, თავისა და გელის ტკივილი, მშრალი ყველა, ცხვირიდან გამონა
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული 11 პირის იდენტიფიცირებულ ნეშტს 8 დეკემბერს დაკრძალავენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტში განუცხადეს, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტის (8 სამხედრო, 3 მშვიდობიანი მოქალაქე), ოჯახებისთვის გადაცემის და დაკრძალვასთან დაკავშირებული ოფიციალური ცერემონიალი 7-8 დეკემბერსაა დაგეგმილი.
მათივე ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი
მთავრობა კურორტების განვითარების გეგმის პრეზენტაციას უახლოეს დროში გამართავს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში არსებული 100-ზე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტის არსებული მდგომარეობა შეისწავლეს და განვითარების პოტენციალი დამუშავდა.
პრემიერის განცხადებით, იგეგმება კურორტების, მათ შორის ბალნეოლოგიური კურორტების გასაყიდად გამოტანა.
„ჯამში, საქართველოში 300-მდე კლიმატური, ბალნეოლოგი
ასტრონომიას კრემლში არ სწავლობდნენ, თორემ ეცოდინებოდათ: თუ სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში რამეს უშვებ, ადრე თუ გვიან უცნობი მფრინავი ობიექტები საწყის პუნქტს დაუბრუნდებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.
„დედამიწა მრგვალია - აღმოჩენა გალილეომ გააკეთა. ასტრონომიას კრემლში არ სწავლობდნენ, უპირატესობას სასამართლო ასტროლოგებს ანიჭებდნენ, თორემ ეცოდინებოდათ: თუ სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში რამეს უშვებ, ადრე თუ გვია
რუსეთის არმიას სურს დონეცკის ქალაქ ბახმუტის ხელში ჩაგდება არა სტრატეგიული, არამედ მისი სიმბოლური მნიშვნელობის გამო, - ამის შესახებ სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ საერთოეროვნული ტელემარათონის დროს განაცხადა.
„რიგი დანაკარგების შემდეგ, რომელიც მტერმა ხერსონში, ხერსონის ოლქში, მანამდე ხარკოვის ოლქში და ლიმანში განიცადა, იგი ცდილობს ყველა საშუალებით დაეუფლოს ამ ქალაქს, გაარღვიოს თავდაცვის ხაზი და ამით მოახდინოს პირადი შემადგენლობის მოტივირება, აამაღლოს მისი მ
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ.
ანგარიშის თანახმად, უკანასკნელი თვეების განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა რუსეთის ტაქტიკური ავიაციის ფრენები უკრაინის ცაში. მარტში დღეში 300 გაფრენა ფიქსირდებოდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი რამდენიმე ათეულით შემოიფარგლება.
დღეისთვის რუსეთს შესაძლოა დაკარგული ჰქონდეს 60-ზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორის არის გასული კვირის დანაკარგი - გამანადგურებელი-ბომბდამშენი Su-24M და