საერთაშორისო თანამეგობრობას საკუთარი მყარი პოზიცია ამ თემებზე ჩამოყალიბებული არ აქვს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმის მიხედვით გაგიზიარებთ ჩვენს პოზიციას - მე უფლებაც არ მაქვს ასეთ მნიშვნელოვან თემაზე საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო,- ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კითხვას, მიიჩნევს თუ არა პუტინის რეჟიმს ტერორისტულ რეჟიმად, რაც ევროსაბჭოს რეზოლუციის მთავარი სულისკვეთება იყო.
ამასთან, კობახიძე განმარტავს, რომ კენჭისყრის პროცედურა არ იძლეოდა საშუალება
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.
პარტიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია შეხვედრებს გამართავს, როგორც ოფიციალურ პირებთან, ისე ანალიტიკური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხება ქვეყნის გამოწვევებს და საგარეო საფრთხეებს.
პარტიის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, საქართველოს და ქართველი ხალხის დასავლური მისწრაფების, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერების კიდევ ერთხელ ხაზგასმა და სტრ
ვაკის პარკის შადრევანსა და 2018 წლის იანვარში “ვარკეთილის” ჩამონგრეულ მეტროს სადგურს ექსპერტიზა ერთმა და იმავე კომპანიამ, შპს "სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ" ჩაუტარა. ვარკეთილის მეტროს გარემონტებული ჭერი განახლებიდან რამდენიმე თვეში ჩამოვარდა, ვაკის პარკის შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს, წყალში ჩასულ ბავშვებს კი დენმა დაარტყა.
ვაკის პარკის შადრევნის და ვარკეთილის მეტროს სადგურის შემთხვევაში სხვადასხვა ეტაპის სამუშაოები რამდენიმე კომპანიამ შეაფასა, მათ შორის, შპს "სამშენებლო ექსპერტიზის ბიურ
ნაწილი 1
აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სოხუმში პირველად 2001 წელს ჩავედი და ათი დღე დავრჩი. ეს იყო საკმაოდ მძიმე, შერეული ემოციებით და განცდებით სავსე მოგზაურობა, დაწყებული ენგურის ხიდზე ფეხის შედგმიდან ახალი ათონის მამათა მონასტრამდე და უკან.
ყოველ ნაბიჯზე, ყველაფერს ეტყობოდა ომის სასტიკი კვალი და აქეთ-იქით გახედვა მიჭირდა, თუმცა კი ბევრი ადგილი გადარჩენილი იყო და პირვანდელი სახე შეენარჩუნებინა. გავივლიდი ქუჩებში, სადაც ჩვეულებრივად მიმოდიოდა ხალხი, თითქოს ყ
ფეხბურთის უზბეკი გულშემატკივარი ოჩამჩირეში ჩავიდა, რათა ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას საფლავი მოენახულებინა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ოჩამჩირეში მოქმედი საინფორმაციო სააგენტო თავის ფეისბუქ-გვერდზე ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უზბეკეთის მოქალაქე უკტაშ აზიზოვი, ახალგაზრდობიდანვე იყო ფეხბურთით გატაცებული და მაშინდელი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს ყურადღებით ადევნებდა თვალს. როგორც ირკვევა, აზიზოვი თბილისის ,,დინამოს“ დიდი გულშემატკივარი ყოფილა, ხოლო ა
ვინც მიცნობს და სოციალურ ქსელში ჩემს აქტივობებს თვალს ადევნებს, ემახსოვრება, რომ საკუთარ პროფილზე მრავალჯერ გამიზიარებია ჩემი სოფლის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის № 1 საბავშვო ბაგა-ბაღში გამართული საზეიმო ღონისძიებების ვიდეოკადრები, რომლითაც ძალიან ვამაყობ. თითოეულ კადრში ნათლად ჩანს, ამ ზეიმების მოწყობაში ბაღის თანამშრომლების მიერ რამხელა შრომაა ჩადებული. ყველაზე ნიშანდობლივი ისაა, რომ აღნიშნულ დაწესებულებში მსგავსი ღონისძიების მოწყობაში მარტო ერთი ან ორი პედაგოგი კი არ მონაწილეობს, დ
როდესაც მძღოლს ზუსტად ეცოდინება, რომ მისი მოქმედება დაუსჯელი არ დარჩება, დარღვევებსაც უკლებს და საჭესთანაც მეტად მობილიზებული იქნება. 2022 წლის იანვარ-ივნისის ჩათვლით, საქართველოში 2 572 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა - 221, ხოლო დაშავდა 3 538 ადამიანი. შსს-ს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ამ ინფორმაციას ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, მიმდინარე წლის 6 თვეში, 16 წლამდე ასაკის 10 მოზარდი დაიღუპა, ხოლო ტრავმა 408 მოზარდმა მიი
მას შემდეგ, რაც ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთის მფლობელობაში გადასვლის შესახებ გახდა ცნობილი, ოკუპირებულ აფხაზეთში ვნებათაღელვა არ წყდება. აფხაზების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სასტუმრო-კომპლექსი ,,ბიჭვინთა“ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა დარჩეს, ან თუ გაიყიდება, ადგილობრივმა პირმა იყიდოს. ისინი არავითარ შემთხვევაში არ ეთანხმებიან იმ აზრს, რომ სახელმწიფო აგარაკის სახელით ცნობილი სასტუმრო რუსეთს გადაეცემა, მით უმეტეს, უსასყიდლოდ. სწორედ ამიტომ, 20 ივლისს ოჩამჩირის რაიონის მკვიდრებთან
რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მკვიდრმა, ფოტოხელოვანმა, რომან თოლორდავამ, რომელსაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარებასა და სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის, სოციალურ ქსელ ფეისბუკზე ასეთი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: ,,დღეს, არც მეტი არც ნაკლები, 10 ივლისი გახლავთ, მთელს ქვეყანაში შუა ტურისტული სეზონია. ხობისწყლის ხეობის მთავარი ტურისტული მაგისტრალი კი ჩახერგილია ნაშალი მასალით და გზაც დაკეტილია. დიახ, მეგობრებო, ის გზა, რომელიც სახელ
საქართველოს ხელისუფლებისთვის და პოლიტიკური სპექტრისთვის საერთოდ რა არის პრიორიტეტული, ეგეც გაუგებარია. რუსეთ-უკრაინის ომი ახალი დაწყებული იყო და ჩვენ, უკრაინის გულშემატკივრები პირველი შოკიდან გამოსულები არ ვიყავით, როცა აფხაზეთიდან სატელეფონო ზარების უწყვეტი ნაკადი წამოვიდა. თითქმის, ყველა ნაცნობი და ნათესავი აფხაზი მიკავშირდებოდა იმის გასაგებად, ხომ არ აპირებდა ქართული მხარე მათზე თავდასხმას და რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნას. იმდენად დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ მობილიზაციის გამოცხადებ
კარგა ხანია, ვიღაცეები გვარწმუნებენ, რომ თანამედროვე სამყაროში ფაქტები შეცვალა აღქმებმა. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ხაშურის მერიის სახელით შექმნილი ყალბი გვერდის მიერ გავრცელდა ასევე ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მრავალშვილიან ოჯახებს დახმარების სახით ,,მრავალჯერადი“ კონტრაცეფტივები გადასცა და ასევე, მოქალაქეებს შეჰპირდა, რომ აბორტისთვის საჭირო თანხა 70 % -ით დაუფინანსდებოდათ. როგორც მრავალ სხვა, მსგავს შემთხვევაში, ფეისბუკ-მომხმარ
ბევრი რამე მაინც ჩვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. ამ აქტიურობისთვის კი ახლა გაცილებით მეტად გვაქვს ხელ-ფეხი გახსნილი, ვიდრე ოდესმე. საქართველოში, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ძალაში შევიდა კანონი ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ,“ რომლის დამუშავება და განხილვა, 10 წელია მიმდინარეობს და საბოლოო წერტილი ორი თვის წინ დაესვა. ეს კანონი მომხმარებლების პოზიციებს მეწარმეებთან შედარებით, ვისთანაც დავის მოგება ყოველთვის ჭირდა, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. იმის გამო, რომ მა
ყველაფერი უნდა დავიწყოთ პრობლემის აღიარებით და უნდა ვთქვათ, რომ ჩიხში ვართ. ილია ჭავჭავაძის არ იყოს (,,ჩვენისთანა ბედნიერი, განა, არის სადმე ერი?!“), შესაძლოა ჩემსავით ბევრს აინტერესებს, ჩვენს გარდა სადმე თუ არის კიდევ ისეთი ხალხი, ვინც ყველა დარგში ერთნაირად კარგად ,,ერკვევა“ და ყველა სფეროში პროფესიონალია იმდენად, რომ ხანძრის დროს გამოცდილ მეხანძრეებზე უკეთ იცის, როგორ ჩააქროს ცეცხლი სწრაფად; სპეცოპერაციის დროს ნებისმიერ მეთაურს მისცემს მითითებას, როგორ ჩაატაროს ოპერაცია უმტკივნეულოდ; ომის დ
ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება ჟენევის დისკუსიებს მიენიჭოს ის მნიშვნელობა, რისთვისაც ეს ფორმატი შეიქმნა. ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც მისი ფორმატის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში უნდა გამართულიყო, შესაძლოა მომავალ კვირას, 7 ივნისს შედგეს. ამის შესახებ დისკუსიის მონაწილე უცხოელმა დიპლომატებმა დღეს, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიის 55-ე რაუნდი დეკემბერში გაიმართა. მხარეე
ამ ენაზე აგრესიული პროპაგანდისა და ნეგატივის გარდა არაფერი მოდის ჩვენამდე და რისთვის უნდა ისწავლონ? მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით, საჯარო სკოლებში მოსწავლეები ინგლისური ენის, როგორც პირველი უცხო ენის შესწავლას პირველი კლასის მეორე სემესტრიდანვე იწყებენ, ხოლო მეხუთე კლასიდან ემატებათ მეორე სავალდებულო უცხო ენა, რომელსაც თავადვე ირჩევენ. უფრო სწორედ, ორ ან სამ უცხო ენას შორის მათ არჩევანი სკოლამ უნდა შესთავაზოს, რის შემდეგაც მოსწავლეები, თავიანთი სურვილის
როგორია, 45 დამშეული ადამიანი რომ მოგადგება კარზე, დაუპატიჟებლად? სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების შესახებ განათლების მინისტრის გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში, როგორც მოსალოდნელი იყო, არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. მინისტრის ინიციატივას ზოგი იწონებს, ზოგი კი - დასცინის და ორივე მხარე, პოზიციას საკუთარი არგუმენტებით ამყარებს. მე შევეცდები, ყოველგვარი ანალიზის გარეშე, ამ თემასთან დაკავშირებული ერთი ისტორია მოგიყვეთ, რომლის თანამონაწილეც პირადად ვიყავი. დანარჩე
ბილეთები გვქონდა კომედიურ წარმოდგენაზე: ,,რა სურთ ქალებს?“ ახლა მე ზუსტად ვიცი, რა უნდათ ქალებს და ბავშვებს... კაცებსაც... მშვიდობა ჩვენს მშობლიურ უკრაინაში. ერთ-ერთი უკრაინული საინფორმაციო სააგენტოს ფეისბუკ-გვერდზე გვერდის ადმინისტრატორმა უკრაინის მოქალაქეებისთის მარტივი კითხვა დასვა: რას გეგმავდით ომამდე ერთი დღით ადრე? კითხვას ასობით ადამიანმა გასცა პასუხი. წერენ, რომ ზოგი საკუთარი ან შვილის დაბადების დღის აღსანიშნად ემზადებოდა, ზოგი - სახლის სარემონტო მასალების ყიდვას აპირებდა, ზოგი ნაკვეთ
ოჯახები ცდილობენ სხვადასხვა მიზეზით მოუძებნონ ახსნა: ცელქია, ასაკობრივია, ემოციურია, განერვიულდა და ასე შემდეგ. რამდენიმე დღის წინ, შემთხვევით მოვისმინე მაღაზიის გამყიდველი, ახალგაზრდა ქალი თავის ნაცნობს საკუთარ მოზარდ შვილზე შესჩიოდა, შინიდან გასვლა არ უნდაო. სულ რაღაცის შიში აქვს, შეღამებულზე თუ ბრუნდება სახლში, სულ აქეთ-იქით იყურება, ვინმე არ მიჰყვებოდეს და დღისითაც ჰგონია, რომ ქუჩაში ვიღაც ფოტოს უღებსო. რომ ვეკითხები, რისი გეშინიაო, მეხუმრება, ფოტოებს იმიტომ მიღებენ, ორგანოების დონორად ვუ
მწვრთნელობას სწორედ განსაკუთრებული უნარ-ჩვევების ქონა სჭირდება საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებისთვის, რომლებიც ოლიმპიური ან პარალიმპიური თამაშების, ასევე საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორები გახდებიან, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. ამის შესახებ ინფორმაცია გასულ ორშაბათს თავად პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა და ბრძანებაც ძალაში ამ დღიდან შევიდა. ხსენებულ ბრძანებაში ისიც არის აღნიშნული, რომ ფიზიკური აღზრდისა და სპორ
რუსეთ-უკრაინის ომმა შეიძლება გაგვიჩინოს შანსი... როგორც იქნა, ქართული სამთავრობო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა. დელეგაციაში ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა ოპოზიციის წევრებიც არიან. ამდენდღიანი მითქმა-მოთქმის, ქილიკის, ერთმანეთის კრიტიკის და წავლენ-არ წავლენ, ვინ წავა, ვინ ვის დაემდურება, ვინ ვისთან დაჯდება ან არ დაჯდებას მარჩიელობის შემდეგ, თითქოს, შვებით უნდა ამოგვესუნთქა, მაგრამ ახლა იმის შიში გვაქვს, იქ ისე არ მოიქცნენ, უკრაინელების გასაშველებლები გახდნენ... უკვე, რამდენი წელია, ქართვე
,,თუ თქვენ უარს ამბობთ რუსეთის შემადგენლობაში შემოსვლაზე, მაშინ ბიჭებო, იქნება უარი თქვათ იმ ფინანსურ დახმარებაზეც, რასაც რუსეთი გიგზავნით?!" 31 მარტს, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისე, ოჩამჩირის სოფელ კვიტოულის მკვიდრი, 36 წლის ახრა კირკინაძე დაიღუპა. ამის შესახებ აფხაზურ საინფორმაციო საშუალებებს ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ კვიტოულის გამგებელმა ვახტანგ კვარაცხელიამ აცნობა. როგორც მისი ნათქვამიდან ირკვევა, ,,დონბასის სპეცოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად,“ უკრაინაში
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთაგან საკუთარი ხალხის ინტერესებს აცდენილი, არათანმიმდევრული და არამართებული განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია და სამწუხაროდ, მათგან სტრატეგიული კომუნიკაციის ყველა ნორმის დარღვევას და საზოგადეობის უპატივცემულობას, თითქოს, მივეჩვიეთ კიდეც... თუმცა კოვიდის საწინააღმდეგო 400 ათასი დოზა ვაქცინის ვადის გასვლის გამო, რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოთქმულმა ,,ნუგეშმა,“ სახელმწიფოს არ უზარალია, რადგან ვაქცინა ნაჩუქარი იყოო, ჩვენთვის მაინც ყოველგვარ
როცა ეს ომი და საფრთხეები ჩაივლის, ხელისუფლებას მკაცრად უნდა მოეთხოვოს პასუხი იმის გამო, რომ ქვეყანაში აგენტების ასეთი პარპაში დაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ არც თავად ოკუპანტი ქვეყნის მეთაური ვლადიმერ პუტინი და არც დანარჩენი მსოფლიო ელოდა, რომ უკრაინა რუსულ ძალას ამდენ ხანს გაუმკლავდებოდა, მეოთხე კვირა დაიწყო, რაც ვხედავთ, რომ ეს თავისუფლებისმოყვარე და გმირული სულისკვეთების ერი არათუ უმკლავდება, უფრო მეტიც, არც არაფერს უთმობს აგრესორს. დიდი დანაკარგების და იავარქმნილი ქალაქების ფონზე, მაინც ის