Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ლატვიაში „დოჟდისთვის“ ლიცენზიის გაუქმების წინაპირობები განმარტეს

ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) 8 დეკემბრიდან ტელეკომპანია „დოჟდის“ არა მხოლოდ სამაუწყებლო ბადიდან ამოღების გადაწყვეტილება მიიღო, არამედ ლატვიის ტერიტორიაზე ტელეკომპანიის სატელევიზიო პროგრამებზე წვდომა შეიზღუდა Youtube-ის პლატფორმაზე. როგორც საბჭოს თავმჯდომარემ ივარს აბოლინშმა Delfi-ს ეთერში განაცხადა, „დოჟდს“ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვს. რაც შეეხება ტელეკომპანიის ჟურნალისტების ლატვიაში დარჩენის საკითხს, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას საგარეო საქ

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი უნგრეთზე - ერთ წევრ სახელმწიფოს ვერ მივცემთ საშუალებას უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარება ჩაშალოს - ასე თუ ისე, ამას გავაკეთებთ

ერთ წევრ სახელმწიფოს ვერ მივცემთ საშუალებას უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარება ჩაშალოს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ბრიუსელში ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “წევრი სახელმწიფოები მუშაობენ, რათა გარანტირებული იყოს ამ სახსრების უკრაინისადმი გადაცემა უკვე იანვარში. უკრაინა ომის მდგომარეობაშია და სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. ჩვენ არ შეგვიძლია ერთ წევრ სახელმწიფოს ევროკ

ურსულა ფონ დერ ლაიენი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს - უნდა გადაწყვიტოთ ვის მხარეს ხართ - დემოკრატიის, ევროკავშირის, თქვენი მეგობრისა და პარტნიორის მხარეს, თუ სხვა გზით გსურთ წასვლა?

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს სთხოვს, გადაწყვიტონ, ვის მხარეს არიან. ამის შესახებ მან ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე განაცხადა, რომელიც ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარეობს. “თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ვის მხარეს ხართ - დემოკრატიის, ანუ ევროკავშირის, თქვენი მეგობრისა და პარტნიორის მხარეს, თუ სხვა გზით წასვლა გსურთ?” , - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია და ჩინეთი ცდილობდნენ, რეგიონზე

ბერდია სიჭინავა - რუსთავი არის კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც მერს წყალმომარაგების პრობლემაც ვერ მოუგვარებია

„რუსთავი არის კარგი მაგალითი, რეალურად რომ დავინახოთ, რასთან გვაქვს საქმე. რუსთავი არის კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც მერს, რომელიც წინასაარჩევნო დაპირებებით მოვიდა, ისიც ვერ მოუხერხებია, რომ წყალმომარაგების პრობლემა არ იყოს ამხელა ქალაქში.'' ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.  ვიდეო იცილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2014994972022429

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტარი გიორგი ხოჯევანიშვილი ახალგაზრდებთან შეხვედრებს მართავს

ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ახალგაზრდებთან. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, დღესდღეობით ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხზე, რომელიც ბოლო პერიოდში გახშირებულ ფემიციდის შემთხვევებს ეხება, - ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი სოციალურ ქსელში წერს.  "ახალგაზრდებს გავუზიარე გამოცდილება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან გამომდინარე 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. შეხვედრის ბოლოს კითხვა-პას

პარტია “საქართველოსთვის” წევრები მმართველ პარტიას თვითმმართველობის კანონმდებლობის ხელყოფაში ადანაშაულებენ

"რაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვდგით ფეხი "გახარია-საქართველოსთვის" დეპუტატებმა,მას შემდეგ ვცდილობთ ვიყოთ აქტიურები, ვიმუშაოთ მაქსიმალურად გამჭვირვალედ და პროდუქტიულად",  - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია საქართველოსთვის" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით შენგელია წერს.    "ეს რამე თავის მოსაწონებელი, განსაკუთრებული არ გახლავთ და ამიტომ არ ვამბობ,ეს უბრალოდ ჩვენი აუცილებელი ვალდებულებაა. ვიცით ასევე რომ, საქართველოს რამდენ

ბერდია სიჭინავა - მოვუწოდებთ „ოცნების“, უარი თქვას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე, რომელიც უკან გადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების გზაზე და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული რ

"მოვუწოდებთ „ოცნების“, უარი თქვას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე, რომელიც უკან გადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების გზაზე და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული რეკომენდაციების სულისკვეთებას", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.     მისი თქმით, პარლამენტში დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებით, თუ მერის მიერ შედგენილი ბიუჯეტი არ მიიღო საკრებუ

ედგარს რინკევიჩსი - სწორია, რომ რუსეთიდან გამოქცეულები ლატვიაში არ შემოვუშვით - ევროკავშირის არაწევრმა ქვეყანამ, როგორიცაა საქართველო, მიიღო ლტოლვილები და იქ მათი რიცხვი 100 ათასს აჭარბებს, რაც გარკვეულ გამოწვევებს ქმნის

სწორია, რომ მობილიზაციის თავიდან არიდების მიზნით რუსეთიდან გამოქცეულები ლატვიაში არ შემოვუშვით. ევროკავშირის არაწევრმა ქვეყნებმა, მათ შორის, როგორიცაა საქართველო, მიიღეს ეს ლტოლვილები და მათი რიცხვი იქ ძალიან მაღალია. სხვადასხვა შეფასებით, ეს 100 000-ს აჭარბებს, რაც გარკვეულ გამოწვევებს ქნის, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა. მისი თქმით, ლატვიისთვის ნათელია, რომ ეს ხალხი არა ომის, არამედ მათი ომში მონაწილეობის წინააღმდეგი არიან და ეს სულ სხვა რა

მამუკა მდინარაძე - კასიანოვმა გაახმოვანა მთავარი მესიჯი, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს ომში მხარედ, დანარჩენი რაც ილაპარაკა და დანარჩენში იყო გენერატორი, მხოლოდ წვრილმანი დამაზიანებელი მესიჯები იყო

ანდრეი კასიანოვმა გაახმოვანა მთავარი მესიჯი, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს ომში მხარედ, დანარჩენი რაც ილაპარაკა და დანარჩენში იყო ის გენერატორი, მხოლოდ წვრილმანი დამაზიანებელი მესიჯები იყო, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც საქართველოში უკრაინის რწმუნებულის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ომში მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში არ არის და მშვიდობას შეინარჩუნებენ. "კასიანოვმა ილაპარაკა ბევრ თემაზე, ყველაფერი იყო მეორეხარი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6943 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6943 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6943 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0044 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8287 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8431 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0144 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედე

ინდონეზიაში ქორწინების გარეშე სექსი აკრძალეს - ტურისტებისთვისაც

ინდონეზიის პარლამენტმა დაამტკიცა სისხლის სამართლის კოდექსის ახალი რედაქცია, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, კრძალავს ქორწინების გარეშე სექსს არა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეთათვის, არამედ ტურისტებისთვისაც. შესაბამისი მუხლის დარღვევის შემთხვევაში დამნაშავეს ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება. კანონმდებლობაში ცვლილებას მხარი დაუჭირა ყველა პარტიამ. მის წინააღმდეგ გამოვიდნენ ტურისტული სფეროს წარმომადგენლები, რომელთა აქტიური საქმიანობა ახლა იწყებს კვლავ აღდგენას, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ.

სააკაშვილის სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს ჩაინიშნა - განსახილველი საკითხი სასჯელის გადავადება ან მისგან გათავისუფლებაა

სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოში 9 დეკემბერს, დღის 1 საათზე ჩაინიშნა - როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ილია ლომიამ უთხრა, ამ დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. ეს საკითხი სასამართლოს განსახილველად წარედგინა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ცენტრ "ემპათიას" დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ დაპატი

გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის შესახებ

საქართველოს პარლამენტი აქვეყნებს ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ერთობლივი მოსაზრების პროექტს საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტებთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტების შესწავლის თხოვნით საერთაშორისო ინსტიტუტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2022 წლის 10 ოქტომბერს მიმართა წერილობით. საკანონმდებლო ცვლილებების შეტანის ფორმა და შინაარსი

რუსეთი და უკრაინა ტყვეების გაცვლის შესახებ იტყობინებიან

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „კიევის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან“ დაბრუნებულია რუსეთის 60 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც „ტყვეობაში სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდათ“. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა თავის მხრივ თქვა, რომ გაცვლის პროცესში ქვეყანაში დაბრუნდა უკრაინის 60 სამხედრო - 58 მამაკაცი და ორი ქალი. მათგან 34 მარიუპოლში იბრძოდა „აზოვსტალის“ ქარხანაში და შემდეგ ისინი კოლონიაში ჰყავდათ დაპატიმრებული თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა

თბილისის საკრებულო უკრაინის ელჩის დანიშვნის შემდეგ განიხილავს ნებისმიერ საკითხს - ტყემალაძის პასუხი კასიანოვს

თბილისის საკრებულოს თავმჯომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის შემდეგ მზად არიან განიხილონ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესაფერისი იქნება. ასე თბილისის საკრებულოს თავმდჯომარე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრი კასიანოვის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. „ელჩის დანიშვნის შემდეგ, ჩვენ ვართ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი და მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთო

ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში ჩავიდა. სლავიანსკში ზელენსკიმ ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც უკრაინელ სამხედროებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა. „ამ დღეს ჩვენს მებრძოლებთან წინა ხაზზე ვხვდები. დღეს ჩვენ დონბასში ვართ. საბრძოლო მოქმედებების ზონა გახდა კიდევ უფრო დიდი, ბრძოლა უფრო მძიმე, ფასი – უფრო მაღალი“, – განაცხადა ზელენსკიმ. მან მოუწოდა ყველას, დღეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ ბრძოლაში დაღუპულ ყველა სამხედროს. „ახლ

სომხეთის პარლამენტში განაცხადეს, რომ სომხეთმა აზერბაიჯანისგან სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით შეთავაზებები მიიღო

სომხეთმა აზერბაიჯანისგან სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით შეთავაზებები მიიღო. ერევანი და ბაქო მოლაპარაკებების პროცესის მესამე ეტაპს იწყებენ, – ამის შესახებ სომხეთის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა საკითხებზე მუდმივმოქმედმა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატმა, ედუარდ აგაჯანიანმა განაცხადა. მისივე თქმით, დოკუმენტთან დაკავშირებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს. „ნამდვილად სომხურმა მხარემ აზერბაიჯანისგან მიიღო შეთავაზებები, რომლები

შალვა პაპუაშვილი - საქართველო მტკიცედ ეკუთვნის ევროპას

საქართველომ უკვე მიიღო ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე და აღარ რჩება კითხვა მის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, რაზეც მრავალი თაობა ოცნებობდა და რისთვისაც ბევრი თაობა იბრძოდა. საქართველო მტკიცედ ეკუთვნის ევროპას, –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კლინგენდაელის ინსტიტუტში საჯარო დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრისას, შალვა პაპუაშვილმა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 443 ბავშვი დაიღუპა, 853-ზე მეტი კი დაშავდა

უკრაინაში ომის დაწყებიდან 443 ბავშვი დაიღუპა, 853-ზე მეტი კი დაშავდა. შესაბამის მონაცემებს უკრაინის გენერალური პროკურატურა რუსეთის საომარი მოქმედებების 286-ე დღეს ავრცელებს. გენერალურ პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან საუბარია მხოლოდ იმ ბავშვებზე, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელი გახდა. პროკურატურის თქმით, საბრძოლო მოქმედებების ზონაში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოკლული ბავშვების ზუსტი რაოდენობის დადგენა ახლა შეუძლებელია. ამასთან, სარაკეტო და სა

გერმანიის მთავრობა ბათუმში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციისთვის 55 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი 2022 წლის 7 დეკემბერს საქართველოს მთავრობასთან, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხელს მოაწერს დაფინანსების შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 55 მილიონი ევროს გამოყოფას ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტის მე-5 ფაზისთვის. საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 16 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბათუმში წყლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა ვითარდებ

კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა და სრული დატვირთვით ემზადება #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა და თურქეთში „ნაპოლისთან“ ერთად სრული დატვირთვით ემზადება, – ამის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება და ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ქართველი თავდამსხმელი „მაკრატელას“ ურტყამს. „ნაპოლის“ გულშემატკივრებს 21 წლის ქართველი თავდამსხმელის მდგომარეობა აწუხებდათ. კვარაცხელიას ნოემბრის დასაწყისიდან წელის მწვავე ტკივილი აწუხებდა, რის გამოც საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო მატჩი და სერია „ა“-ს ბოლო სამი ტური გამოტოვა. იტალიური გამოცემის ცნობით,

კურსკის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ რუსეთში, კურსკის აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა განხორციელდა

რუსეთში, კურსკის აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვაიტი ავრცელებს. მისი თქმით, დარტყმის შედეგად ცეცხლი მოედო ნავთობის შემგროვებელ ავზს. სტაროვაიტის ცნობით, დაშავებული არავინაა. ადგილზე საგანგებო და სპეციალური სამსახურები მუშაობენ. კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება. გუშინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რიაზანისა და სარატოვის ოლქებში ორ აეროდრომზე თავდასხმის შესახებ გაავრცელა ინ

ვალერი ზალუჟნი - ყოველდღე, იმის გაცნობიერებით, თუ რა ფასს ვიხდით თავისუფლებისთვის, მუშტს ვკრავ, რათა მქონდეს ძალა, დავამარცხო აგრესორი და მოვუსპო სურვილი, ოდესმე, მომავალში ხელყოს ჩვენი თავისუფლება

ძვირფასო ჯარისკაცებო, ვამაყობ, რომ თქვენთან ერთად ვემსახურები ჩემს სახელმწიფოს, რომ ამ რთულ დროს ვარ თქვენი მთავარსარდალი, მჯერა ჩვენი გამარჯვების, - ამ სიტყვებით უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ უკრაინელ სამხედროებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა. „ძვირფასო ჯარისკაცებო, სერჟანტებო და ოფიცრებო, შეიარაღებული ძალების თანამშრომლებო და ვეტერანებო! ვამაყობ, რომ თქვენთან ერთად ვემსახურები ჩემს სახელმწიფოს. ვამაყობ, რომ ამ რთულ დროს ვარ თქვენი მთავარსარდალი.
×
×
  • შექმენი...