„ასოშიეითიდ პრესის“ ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან ორი რაკეტის ჩავარდნას აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელი ადასტურებს.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ამერიკის დაზვერვიდან წყარო ანონიმურობას ინარჩუნებს.
გავრცელებული ვერსიით, სარაკეტო იერიშის შედეგად, დაღუპულია ორი ადამიანი.
ამასთან, პოლონური მედიის ინფორმაციით ამ წუთებში, პოლონეთის პრემიერი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მართავს.
მანამდე, ქვეყნის ტერიტორიაზე ორი რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია პოლონურ მედიაში არაოფიც
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„პოლონეთიდან გავრცელებული ბოლო ინფორმაცია ყველაზე შემაშფოთებელია. მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს პოლონეთთან და სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზად არის, დაიცვას ნატო-ს ყოველი სანტიმეტრი. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
პოლონურმა მედიასაშუალებებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს
პოლონეთში, უკრაინის საზღვართან, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ მომხდარის გამო ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
ტერიტორიაზე, სადაც რაკეტები ჩამოვარდა, პოლონეთის პოლიცია და ჯარია მობილიზებული.
PIA
ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, უკრაინაში შვიდ მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ გააკეთა.
ტიმოშენკოს თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, 15 ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 90-დან 70 რაკეტის ჩამოგდება მოახერხეს.
უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებე
შესაძლოა უკრაინაზე რუსეთის მხრიდან დღეს, 15 ნოემბერს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა იყოს ყველაზე მასშტაბური ომის დაწყების დღიდან. როგორც უკრაინის საჰარეო ძალების პრესსპიკერზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს, რუსეთმა დაახლოებით 100 რაკეტა ისროლა. ამით რუსეთმა 10 ოქტომბრის იერიშის შემდეგ ყველაზე მასირებული თავდასხმა განახორციელა. 10 ოქტომბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინა 84 რაკეტით დამბომბეს.
უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერმა იური იგნატმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხა
ისრაელის საელჩო საქართველოში ფეისბუკის გვერდზე განცხადებას ავრცელებს და მადლობას უხდის საქართველოს მათი მოქალაქის დაცვისთვის, რომელზეც თავდასხმა იგეგმებოდა საქართველოს ტერიტორიაზე.
"ჩვენ მოწმენი ვართ, თუ როგორ აგრძელებს ირანი თავის მავნე, დამღუპველ საქმიანობას და ტერორისტული თავდასხმების მცდელობებს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელს მსოფლიოში, ახლა უკვე საქართველოშიც.
ჩვენ გულითადად ვაფასებთ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მოქმედებებს" -
რუსეთმა ძირითადად ენერგეტიკულ ობიექტებზე მიიტანა იერიში, დარტყმები კიდევ მოსალოდნელია, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ყველაფერს გაუძლებს.
„85 რაკეტა გამოუშვეს უკრაინის მიმართულებით, დაარტყეს ჩვენს ქალაქებს და ძირითადად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. გასაგებია, რაც მტერს სურს. ის ამას ვერ მიაღწევს. კიდევ წინ არის 20 დარტყმა. რაკეტები მოფრინავს. ასე რომ გთხოვთ, თავს გაფრ
ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს, – განცხადება ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გააკეთა.
„როდესაც მსოფლიო ლიდერები „დიდი ოცეულის“ სამიტზე იკრიბებიან, რომ განიხილონ მსოფლიოში მოსახლეობის ცხოვრებისა და საარსებო წყაროსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რუსეთი ისევ უქმნის საფრთხეს მათ სიცოცხლეს და ანადგურებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.
რუსეთმა უკრაინაზე დღეს მა
რუსეთის მიერ უკრაინაზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, მოლდოვაში ელექტროენერგიის გათიშვას ქვეყნის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მაი სანდუმ რუსეთის მიერ უკრაინაზე სარაკეტო იერიში დაგმო და უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე ძლიერ თავდასხმად შეაფასა.
„კრემლის რეჟიმმა დღეს უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის, 100 რაკეტა გაუშვა. ისინი მოხვდა სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, საფრთხეში ჩააგდო ათასობით ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდას
რუსეთის მიერ კიევზე მიტანილი სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
მისი თქმით, მაშველებმა დაღუპულის ცხედარი პეჩერსკის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახლში იპოვეს, რომელსაც რუსული რაკეტა მოხვდა. ამჟამად გრძელდება სამაშველო ოპერაცია.
მანამდე, კლიჩკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად რაკეტა ორ საცხოვრებელ სახლს მოხვდა.
განახლებული ინფორმაციის მიხედვით, კიევის გარდა სარაკეტო დარტყმა
კიევის ცენტრში რუსული რაკეტები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა, რამდენიმე საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო ავრცელებენ.
კლიჩკოს თქმით, კიევის პეჩერსკის უბანში რაკეტები ორ საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ექიმები და მაშველები ადგილზე მუშაობენ.
მანამდე კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს, რის შედეგადაც 4 რაკეტა იქნა ჩამოგდებული.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ავრცელებს.
მაქარაშვილის ინფორმაციით, რუს ოკუპანტებთან ბრძოლას ერნესტ მაჭარაშვილის სიცოცხლე შეეწირა.
„ბოროტებასთან ბრძოლაში მაჭარაშვილების ოჯახმა უკვე მეორე ვაჟკაცი დაკარგა!“, - წერს გიგა მაქარაშვილი.
ცნობისთვის, ერნესტ მაჭარაშვილი 25-ე ქართველი სამხედროა, რომელიც 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთთან ომს შეეწირა.
პალიტრა
ოლიგარქთა რეესტრი საქართველოს პარლამენტის ნაცვლად, შესაძლოა საქართველოს მთავრობამ შეადგინოს.
პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტში შესაბამისი შესწორებების შეტანის საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა დასვა. კანონპროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილავს.
“ჩვენ ამ პროცესში პარლამენტის ჩართულობა შემოგთავაზეთ. ეს კოლეგების მხრიდან შეფასდა, თითქოს ინტერესთა კონფლიქტი. სპეკულაციურად გამოიყენეთ, თითქოს ამით უკრაინულ მოდელს ავცდით. ამიტომ გთავაზობთ, რო
დედამიწის მოსახლეობამ 8 მილიარდს მიაღწია, - ამის შესახებ აღნიშნულია გაერო-ს ანგარიშში, „მსოფლიო მოსახლეობის პერსპექტივები“.
ორგანიზაციის გათვლებით, 2023 წელს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ყველაზე დიდი ქვეყანა ჩინეთის ნაცვლად ინდოეთი გახდება.
გაერო-ს ინფორმაციით, მსოფლიოს მოსახლეობა 1950 წლის შემდეგ ყველაზე ნელი ტემპით იზრდება და ზრდამ 2020 წელს 1%-ზე ნაკლები შეადგინა. ორგანიზაციის უახლესი პროგნოზის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობა 2030 წელს შეიძლება დაახლოებით 8.5 მილიარდამდე გაიზარდოს,
დღეს ჩვენ განვიხილავთ, როგორ წავიწიოთ წინ უკრაინის არმიისთვის წვრთნის მისიის, ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის, პრაქტიკული განხორციელების კუთხით, - ამის შესახებ ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ჟურნალისტებს ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ განუცხადა.
„ეს მისია სამ თვეზე ნაკლებ დროში ამოქმედდება. ეს რეკორდული დროა ევროპელებისთვის. 15 000 უკრაინელი ჯარისკაცი წვრთნას ევროპის სხვადასხვა წევრ ქვეყანაში გაივლის. ეს იქნება უკრაინის არმიის განახლების, გაზრდის, შესაძლებლობები
უკრაინის უმეტეს ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა, ზოგიერთი ოლქის მოსახლეობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან სარაკეტო თავდასხმების საფრთხის შესახებ გააფრთხილეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კრივი-რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვილკულის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობა თავშესაფრებში უნდა გადავიდეს.
„,მოსკოვმა ვოლგოგრადი-ასტრახანიდან Ту-95-ის გამოყენებით Х-101 რაკეტები გამოუშვა. რაკეტების სამიზნე უკრაინაში ჯერჯერობით უცნობია“, - წერს ვილკული „ტელეგრამზ
საქართველოს პარლამენტში მუშაობა მიმდინარეობს, პროგრესი არსებობს, რომელიც ჯერ ბოლომდე არ აკმაყოფილებს 12 რეკომენდაციას. მიმაჩნია, რომ დღეს სტრატეგიულად სასწრაფო მომენტია, რომ „კი“ - ეთქვას საქართველოს. კარგად ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება არ ნიშნავს ამ გზის დასასრულს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასაშუალებასთან france info-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რითაც ჟურნალისტის კითხვას უპასუხა: რას ეტყვით ევროპულ კომისიას, რომელმაც პირობა დადო, რომ
ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა.
როგორც მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს იმ სირთულეების დაძლევაში, რომელიც ქვეყანაში რუსეთის აგრესიის საფუძველზე არსებობს.
„როდესაც საქართველოში ხარ, ვერ აცდები საუბარს იმაზე, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული. უკ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7249 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7249 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7172 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0077 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8432 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7963 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0469 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედ
არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე თავისი თავის ან სხვების სასიკეთოდ, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის შეკითხვას ერთი მხრივ ნიკა გვარამიას დაკავების, მეორე მხრივ კი იმის შესახებ, თუ ვის ეხება ევროკომისიის მიერ წარდგენილი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ და ვის გულისხმობს ევრ
2022 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში რამდენიმე ათეული ვებსაიტი დაიბლოკა, მათ შორის ისეთი პოპულარული ვებსაიტები, როგორიცაა iMOVIES და adjaranet. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევის მიხედით, დაბლოკილი საიტების უმრავლესობა (77%) საავტორო უფლებებს არღვევდა, თუმცა გამოიკვეთა პორნოგრაფიული მასალების (6,5%) გავრცელების შემთხვევებიც.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საიტების დაბლოკვის წესი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ რისკებს შეიცავს.
2022 წლის პირველ ცხრა თვეში საქა
ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატების შვიდგზის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი დღეიდან კიდევ ერთი ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაებმება - იტალიის ქალაქ ასისში სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება.
საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში სულ სამი ვეტერანი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას: სენიორ ქალთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი სოფიკო ტერელაძე და სენიორ მამაკაცებში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი ზურაბ სტურუა.
ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერანთა მსო
აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებმა 15 ნოემბერს განაცხადეს, რომ ჩაძირეს კატარღა, რომელსაც იემენში ჰუთი მეამბოხეებისთვის საკმაოდ მძლავრი ასაფეთქებელი მასალები გადაჰქონდა. კატარღა, რომელიც აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებმა 8 ნოემბერს ომანის ყურეში დააკავეს, 13 ნოემბერს ჩაძირეს.
ბაჰრეინში დისლოცირებული აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-5 ფლოტის სარდლობის ცნობით, გემზე აღმოჩნდა ასაფეთქებელი მასალა, რომელიც ათობით ბალისტიკური რაკეტის დასამუხტად იქნებოდა საჭირო.
აშშ-ის ფლოტს არაბეთის ზღვაში ადრეც