Jump to content
Planeta.Ge

Blogs

პრეზიდენტმა კომპანია Theneo-ს დამფუძნებელი ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაზე, Web Summit-ის გამარჯვებული, ქართული სტარტაპის დამფუძნებელი ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანია Theneo-ს დამფუძნებელი ანა რობაქიძე მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე დაფუძნებული წარმატებული ბიზნესპროექტის შექმნისათვის, საზღვარგარეთ ქართული სტარტაპების ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის დაჯილდოვდა. დაჯილდოების ცერემონია დღეს ლონდონში,

ისრაელი თანახმაა უკრაინას გადაეცეს ისრაელში შემუშავებული კომპონენტების შემცველი შეიარაღება

ისრაელმა მილიონი ამერიკული დოლარით დააფინანსა სტრატეგიული მასალები უკრაინისთვის და ნება დართო ნატოს ქვეყნებს, რომ უკრაინას გადასცენ შეიარაღება, რომელიც ისრაელში შემუშავებულ კომპონენტებს შეიცავს. როგორც გაზეთი „ჰაარეცი“ წერს, ამასთან ისრაელის ხელისუფლება ითხოვს, რომ არ გამჟღავნდეს ეს გარიგება, რათა „არ განრისხდეს პუტინი“. ჟურნალისტების ცნობით, ისრაელის მთავრობას ასეთი გადაწყვეტილებისკენ უბიძგა აშშ-ებმა, რომელიც რუსეთთან ომში ჩაფლული უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი დონორია. ვაშინგტონს სურდა, რომ ის

,,რუსთავის აზოტი“ 50 000 ლარით დაჯარიმდა და სამუშაოები ნაწილობრივ შეუჩერდა

შრომის ინსპექციის სამსახურმა დღეს, 18 ნოემბერს მომხდარი შემთხვევის გამო, რასაც ერთი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი დასაქმებული კი დაშავდა ,,რუსთავის აზოტი“ 50 000 ლარით დააჯარიმა და სამუშაოები ნაწილობრივ შეუჩერა. შრომის ინსპექციის პირველადი ინფორმაციით, „ინციდენტი გამოიწვია კუსტარულად დამზადებული ხარაჩოს ჩატყდომამ. ადგილზე არსებული დარღვევები წარმოადგენს კრიტიკულ შეუსაბამობას, რის გამოც ობიექტი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობის უფლება“. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საწარმოს მუ

ჩემს შვილს სისხლში ტყვია აღმოაჩნდა - ფოთელების ბრძოლა მოწამლულ ჰაერთან

ფოთის პორტის სატვირთო ტერმინალის სიახლოვეს ორი ხუთსართულიანი კორპუსის მცხოვრებლები სახლში მტვერს დღეში რამდენჯერმე წმენდენ. შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია, რომ მათ ავეჯზე დალექილი მტვერი სხვანაირია - მძიმე და შავი. ზუსტად ისეთი, როგორიც გზის გადაღმა, 100 მეტრში პორტთან დაყრილი ტვირთის მთები აყენებენ. მაგრამ ამ მსგავსებას ვერც ფოთის მერია ხედავს და არც გარემოს დაცვის სააგენტო აღიარებს. პორტის მახლობლად მცხოვრები ასი ოჯახი კი უკვე მესამე წელია, სუნთქავს მტვერს, რომელიც ტყვიას შეიცავს.

პრეზიდენტი - საქართველოს ძლიერი და მებრძოლი ქალების დიდი ისტორია აქვს

საქართველოს პრეზიდენტმა დიდ ბრიტანეთში, "ოქსფორდის კავშირში" "ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის" ყოველწლიური სერიის ფარგლებში, ლექცია წაიკითხა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, პრეზიდენტმა ყურადღება ქართველი ხალხის ურყევ ევროპულ არჩევანსა და ევროპულ პერსპექტივაზე, უკრაინის ომზე, რუსეთის აგრესიასა და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, ასევე, ქალების როლსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფე

უკრაინის გენშტაბი - ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების შეტევა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ცხრა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს

ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების შეტევა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ცხრა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთის არმიამ ბოლო დღე-ღამეში უკრაინის ტერიტორიაზე ხუთი საავიაციო და 27 სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან კი, 50-ჯერ გახსნა ცეცხლი. სარაკეტო დარტყმების შედეგად ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა ხარკოვის, ვოლინის, დ

მეტალურგთა პროფკავშირის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „რუსთავის აზოტის“ ერთ-ერთ საწარმოში შემთხვევისას ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი

საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელის, თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით, „რუსთავის აზოტის“ ერთ-ერთ საწარმოში მომხდარი შემთხვევისას ხარაჩოზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. მისივე თქმით, ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად ერთი პირი ადგილზე დაიღუპა, ორი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, კიდევ ორმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო, რომლებსაც დახმარება ადგილზე გაეწიათ და ახლა სახლში იმყოფებიან. „ამიაკის სინთეზის საწარმოს უკან არის მაცივარი

თბილისის ტურისტული ადგილები National Geographic Travel magazine-ის გზამკვლევშია წარმოდგენილი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გავლენიანმა სამოგზაურო გამოცემამ National Geographic Travel magazine 100 საუკეთესო ქალაქის შესახებ სპეციალური გზამკვლევი მოამზადა. გზამკვლევში თბილისის ტურისტული ადგილებია წარმოდგენილი. სპეციალურ გამოცემაში ჟურნალისტი ჯოზეფ რიჩარდ იოგერტი თბილისის შესახებ წერს, ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა. გზამკვლევში აღწერილია თბილისის ისტორიული უბნები, ისტორია, კულტურული ძეგლები, მუზეუმები, თეატრები

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე მოკლული 40 წლამდე ქალია

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე მოკლული 40 წლამდე ქალია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ფაქტზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალი ცივი იარაღით საკუთარ სახლში მოკლეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ფხენიანიდან ნასროლი რაკეტა იაპონიის ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა

ჩრდილოეთმა კორეამ ბოლო ორ დღეში მეორედ ისროლა ბალისტიკური რაკეტა. იაპონიის მთავრობის ინფორმაციით, ფხენიანის სუნანის რაიონიდან დილით გაშვებული რაკეტა იაპონიის ეკონომიკური ზონის აკვატორიაში ჩამოვარდა, კუნძულ ჰოკაიდოდან დასავლეთით, დაახლოებით 200 კილომეტრში. ინფორმაცია გემების ან თვითმფრინავების დაზიანების შესახებ არ გავრცელებულა. სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ფხენიანიდან ნასროლმა რაკეტამ დაახლოებით ათას კილომეტრზე იფრინა. სეულში ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

თბილისში ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 22 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს 22 წლის კაცი. უწყების განცხადებით, იგი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე აიყვანეს. შსს-ს ვერსიით, ბრალდებულმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ქალს - 1986 წელს დაბადებულ შ.ღ.-ს. იგი ადგილზე გარდაიცვალა. განზრახ მკვლელობის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გურამიშვილის გამზირზე ავარიის შედეგად 10-მდე მანქანა დაზიანდა

გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10-მდე მანქანა დაზიანდა, მათ შორის ერთი ავტობუსი. შსს-ს ცნობით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. რამ გამოიწვია ავარია, უცნობია. თბილისის სატრანსპორტო სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტობუსის მძღოლი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. მათი ინფორმაციით, მძღოლს გარეგანი დაზიანებები არ აქვს და უტარდება კვლევები.

რუსთავში აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა, დაიღუპა ერთი მუშა

რუსთავში აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ერთი ადამიანია გარდაცვლილი და ორი დაშავებული. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ორივე დაშავებული მუშა რუსთავის ცენტრალურ საავდამყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები.

ზელენსკი რეის MH17-ის თაობაზე ვერდიქტს მიესალმება და აცხადებს, რომ ტრიბუნალის წინაშე დამკვეთებიც უნდა წარდგნენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მნიშვნელოვანი“ უწოდა რეისი MH17-ის კატასტროფის თაობაზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ შემსრულებლების გარდა, ტრიბუნალის წინაშე ამ დანაშაულის დამკვეთებიც უნდა წარდგნენ. 17 ნოემბერს ჰააგის სასამართლომ 2014 წლის ივლისში დონბასის ცაში მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნო რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე: იგორ გირკინი (სტრელკოვი), სერგეი დუბინსკი და უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკო. „არის პირველი

ჰააგის სასამართლომ რეის MH17-ის ავიაკატასტროფაზე განაჩენი გამოაცხადა

ჰააგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წელს „ბოინგის“ რეისი MH17 „Бук-ის" საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს. სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 17 ნოემბერს, გამოაცხადა. სასამართლომ 2014 წლის ივლისში დონბასის ცაში მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნო რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე. ესენი არიან: რუსეთის მოქალაქე იგორ გირკინი (სტრელკოვი) - დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი 2014 წლის ზაფხულისთვის, ამჟამად პენსიაზე მყოფი "ეფესბე

ნენსი პელოსი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი თანამდებობას ტოვებს. პელოსიმ ამის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რესპუბლიკურმა პარტიამ კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა. 82 წლის პელოსი არის პირველი ქალი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდა. ის მუშაობას კონგრესში კალიფორნიის შტატის წარმომადგენლად განაგრძობს. წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელები კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობას მიიღებენ და ნენსი პელოსის სავარაუდოდ კევინ მაკარტი შეცვლის. ამ

ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი Vogue-ის გარეკანზეა

ვოგის ჰოლანდიური გამოცემის დეკემბრის და იანვრის ნომერის ყდაზე მოხვდა ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი. ინფორმაციას ვოგის "ქავერსთორის" შესახებ ერთდროულად ავრცელებენ ინსტაგრამზე როგორც თავად გამოცემა, ასევე მოდელი და ფოტოგრაფი, რომელმაც გადაღებაზე იმუშავა ქართველ მოდელთან. მოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალისთვის მატილდა გვარლიანს ფოტოები 68 წლის გერმანელმა ფოტოგრაფმა, ელენ ფონ უნვერტმა გადაუღო ვენაში, ბელვედერის სასახლეში. ბაროკოს სტილში ნაგებ ამ შენობაში ხელოვნების სხვა ნიმუშებთან

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის ოლქში ოთხი რუსული რაკეტა და ხუთი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

კიევის ოლქში ოთხი რუსული რაკეტა და ხუთი კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავი, „შაჰედი“ ჩამოაგდეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორი უპილოტო საფრენი აპარატი კიევის წყალსაცავის თავზე გაანეიტრალა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ექვსი რაკეტა ჩამოაგდეს ოდესის ოლქის ტერიტორიაზე. გავრცელებული ცნობით, ოდესის რეგიონზე შეტევა რუსმა სამხედროებმა შავი ზღვიდან „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით განახორციელეს. პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ,

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7272 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7272 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7272 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7396 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0124 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8207 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8563 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0356 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედ

საგარეო საქმეთა სამინისტრო - თურქეთში გარდაცვლილ მარიამ გოგიაშვილს სამშობლოში ხვალ ჩამოასვენებენ

თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, მარიამ გოგიაშვილის ცხედარს სამშობლოში ხვალ გამთენიისას გადმოასვენებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას. საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ აღნიშნული პრობლემის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე თურქეთში საქართველოს საელჩო და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო, საქ

გაერო-ს ინფორმაციით, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა

შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ გაერო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების ვადა 19 ნოემბერს იწურებოდა. „მივესალმები ყველა მხარის შეთანხმებას, გააგრძელონ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა მარცვლეულის, საკვები პროდუქტების, სასუქების ექსპორტისას საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის“, – ნათქვამია გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტიერეშის განცხადებაში. გუტიერეშის

სალომე ზურაბიშვილი ოქსფორდში, „ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის“ სერიის ფარგლებში, ლექციას წაიკითხავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ოქსფორდში, „ოქსფორდის კავშირში“, „ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის“ ყოველწლიური სერიის ფარგლებში, ლექციას წაიკითხავს. „ოქსფორდის კავშირში“ საქართველოს პრეზიდენტს დახვდება და უმასპინძლებს კავშირის პრეზიდენტი აჰმედ ნავაზი. ოქსფორდის კავშირის „ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექცია“ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დააფუძნა და ციკლის ფარგლებში ლექციები წაკითხული აქვს თავად მას და დევიდ კამერონს. საქართველოს პრე

საკონსტიტუციო სასამართლომ ლონდა თოლორაიას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სახელმწიფო ინსპექტორის ყოფილი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიასა და სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებამოსილების გარანტირებული ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება მისთვის/მათთვის ადეკვატური, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ან სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ვერ აკმ
×
×
  • შექმენი...