ჩემი აზრით, გაზაფხულის მიწურულისთვის ეს ომის დასრულდება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „სქაი-ნიუსთან“ ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვლადიმირ გავრილოვმა განაცხადა.
„ჩემი აზრით, გაზაფხულის მიწურულისთვის, ეს ომის დასრულდება“, – თქვა ვლადიმირ გავრილოვმა.
მისი თქმით, გამორიცხული არ არის, უკრაინული ძალები ყირიმშიც შევიდნენ.
კითხვაზე, როდის დაიწყება მოლაპარაკებები, გავრილოვი აცხადებს, რომ მხოლოდ მაშინ შედგება, როდესაც რუსები მზად იქნებია, დატოვონ უკრაინის ტერიტო
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების მესამე მატჩი კარდიფში, უელსის წინააღმდეგ ჩაატარა და ისტორიულ მატჩში 13:12 მოიგო.
ანგარიში ქართველებმა გახსნეს, ჯარიმა თედო აბჟანდაძემ გაიტანა, მაგრამ შემდეგ უელსმა უპირატესობა მოიპოვა, ორი გარდასახული ლელო გაგვიტანა და ტაიმი 12:3 მოგვიგო.
მატჩის მეორე ნახევარიც მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. თუმცა, 50-ე წუთზე მასპინძლები 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ. ამ უპირატესობით ჩვენმა მორაგბეებმა ისარგებლეს – მე-60 წუთზე კარგი შეტევა განახორ
„გამოვაცხადოთ ეტაპი, ყოველთვიურად 500-500 ლარი მივცეთ, ვინც მეორე შვილს გააჩენს“‚ – ამის შესახებ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენდნენ.
დეპუტატის თქმით, ყოველ წელიწადს 100 000 ადამიანი მიდის საქართველოდან, ამიტომ, მისი აზრით, ამოცანა უნდა იყოს, როგორ დავტოვოთ მოსახლეობა სოფლად:
გამოვაცხადოთ ეტაპი, ყოველთვიურად 500-500 ლარი მი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის პროგრამას განაგრძობს. ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადას ახალი ქვედანაყოფი შეემატა. 104-ე
ბატალიონი პირველად ჩამოყალიბდა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდა. რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი საზეიმოდ რაბათის ციხეზე დადეს.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ, რეზერვისტებმა საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით
პატივი მიაგეს. თავდაცვის ძალების წ
უმნიშვნელოვანესია, საქართველო ინტეგრაციისკენ მიემართებოდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ სრულად მიიღოს და განამტკიცოს საერთო დემოკრატიული ფასეულობები, ნორმები და პრაქტიკები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რათა ინტეგრაციის პროცესი იყოს წარმატებული, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჯერი კონოლიმ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა.
„2008 წლიდან ჩვენ აღვნიშნავდით და ყურადღებას ვამახვილ
საქართველოსა და ფინეთს შორის არსებობს არა მხოლოდ პარტნიორობა, არამედ მეგობრობა, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ფინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მიკო სავოლამ მადრიდში, საქართველოსა და ფინეთის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთ დღესაც, როდესაც ფინეთი გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, ყველაფერს გააკეთებენ საქართველოს გაწევრიანებისთვისაც.
„საქართველოსა და ფინეთს შორის არსებობს არა მხოლოდ პარტნიორობა, არამედ მეგობრობა. ამ ეტაპისთვის ჩვენ ველით
ბრიტანელი Street art არტისტის, ბენქსის სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერი ვიდეო გამოჩნდა, რომელიც კიევშია გადაღებული და სადაც დასტურდება რომ გრაფიტის 7 ნამუშევარი ირპინსა და ბოროდიანკაში ნამდვილად მან შექმნა.
ბენქსი სკანდალური და ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული არტისტია, რომლის ვინაობაც დღემდე გასაიდუმლოებულია.
გასულ წელს Sotheby’s აუქციონზე, პირველად, ხელოვნების ნიმუში კრიპტოვალუტაში გაიყიდა. ამ ნამუშევრის სახელწოდება იყო — „სიყვარული ჰაერშია“. მის ღირებულ
ნინა თიბილაშვილი ეტლით ფარიკაობაში უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია.
ნახევარფინალში,ხმლით ფარიკაობაში თიბილაშვილმა უნგრელი ევა ჰაიმასი ანგარიშით 15 :11 დაამარცხა,ფინალში უკრაინელ ევგენია ბრეუსს მოუგო 15:14 და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ვულოცავთ ნინას,მთელ ნაკრებს, მთავარ მწვრთნელს მალხაზ მესხს ამ გამარჯვებას.
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდი განაგრძობს ასპარეზობას უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშებაზე.
აღსა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უარყოფს „შეთქმულების თეორიებს“ იმის შესახებ, რომ მისი ქვეყანა დანებებას აპირებს.
„ნებისმიერი შეთქმულების თეორია "უკრაინის ჩაბარების" ან პუტინთან დასავლეთის ფარული მოლაპარაკებების შესახებ არ ითვალისწინებს "წვრილმან დეტალს". უკრაინელებს. ასეთი შეთანხმებების განხორციელება შეუძლებელია. უკრაინა რუსებს არასოდეს დაუჩოქებს. ეს არ არის პოლიტიკის საკითხი, ეს ჩვენი არსებობის საკითხია“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.
უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ქვეყანაში ომის დაწყების შემდეგ მოკლული ბავშვების რაოდენობამ 437-ს მიაღწია.
უწყების ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად კიდევ 837 ბავშვი დაშავდა. უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ყველაზე მეტი, 423 ბავშვი, დონეცკის ოლქში დაიღუპა ან დაშავდა. უწყების განმარტებით, მონაცემები საბოლოო არაა, რადგან მუშაობა მიმდინარეობს დაღუპულთა და დაშავებულთა მონაცემების შესაგროვებლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე იმ ტერიტორიებზე, სადაც საბრძოლო მოქმედებები
კიევიდან ხერსონში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველი მატარებელი ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მატარებელი დედაქალაქიდან 18 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 22:14 საათზე გავიდა. ვაგონებში 200 მგზავრი იმყოფებოდა.
ხერსონში მატარებელი უკრაინელი მხატვრების მიერ, პროექტის „მატარებლები გამარჯვებისკენ“ ფარგლებში, მოხატული ვაგონებით ჩავიდა. პროექტი „უკრზალიზნიცისა“ და UNITED 24-ის ერთობლივი მონაწილეობით განხორციელდა. ვაგონებს „უკრზალიზნიცის“ ობიექტებზე კაპიტალურ
გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული ერთადერთი სამშობიარო სახლი დაიხურა. გადაწყვეტილება ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს უკვე გააცნო.
სამშობიარო "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკების ქსელის შემადგენლობაში შედიოდა. ადგილობრივი ხელმძღვანელი გელა ორველაშვილი ამბობს, რომ ადმინისტრაცია გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე თვით ადრე მსჯელობდა.
მისი ინფორმაციით, ბოლო წლებში სამშობიაროს სულ უფრო ნაკლები მშობიარე მიმართავდა და სამეანო განყოფილების დახურვის ერთადერთი მიზეზი ეს არის. კლინიკის ხელმძღვანელის თანახ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ინტერპელაციის წესით განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეკითხვებით საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა: ნიკა მაჭუტაძემ, ანა წითლიძემ, დავით ხაჯიშვილმა, გიორგი გოდაბრელიძემ, თამარ ჩარკვიანმა, სულხან სიბაშვილმა, ბაჩუკი ქარდავამ და გიორგი ბოტკოველმა მიმართეს.
„ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფის წევრმა, პარლამენტარმა დავით ზილფიმიანმა თავის სიტყვაში მინისტრს უთხრა, რომ „კარგად ჰქონია საქმე“, როცა
„მაისის სტუდენტური მოძრაობის“ ცნობით, ხანგრძლივი პროტესტის შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას.
მოძრაობა აღნიშნავს, რომ ამ მიზნით უნივერსიტეტში შეიქმნა ორი სამუშაო კომისია, რომელიც, სტუდენტებთან ერთად, შეისწავლის მიწისა და კალკულაციის საკითხებს. დასკვნის საფუძველზე კი უნდა დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები.
მოძრაობა აღნიშნავს, რომ პირველი საცხოვრებელი უნდა აშენდეს იმ განწყობით, „რომ პარალელურად, სახელმწიფო და უნივერსიტეტები დაიწყებე
წმინდა სინოდის წევრების გადაწყვეტილებით, მთავარეპისკოპოსი ზენონი საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან გათავისუფლდა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, აღნიშნულის შესახებ კომისიის დასკვნა გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, როგორც საქართველოს ეკლესიის სინოდიდან სინოდამდე პერიოდში უმაღლეს საეკლესიო მმართველს.
„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გ
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელიდან ცნობილ ფოტოგრაფს, დორ კედმის მასპინძლობს.
პრესტურის ფარგლებში ფოტოგრაფი თბილისს, თელავს, სიღნაღს, უდაბნოს და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ეწვია. დორ კედმიმ ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღო.
ცნობილი ფოტოგრაფი ისრაელის პოპულარული გამოცემისთვის HAARETZ National Newspaper ფოტო კოლაჟს მოამზადებს, რომელსაც საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი სტატიებისთვის გამოიყენებენ. ტურის მიზანია ისრაელში საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპუ
რუსეთი პატიმრობაში მყოფი ამერიკელი კალათბურთელ ბრიტნი გრაინერის გაცვლას, აშშ-ში დაპატიმრებული, იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტიში გეგმავს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, ასეთი გაცვლის პერსპექტივა „განმტკიცდა“. მისი თქმით, ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა ვიქტორ ბუტის სახელი, რომელსაც „სიკვდილით მოვაჭრითაც“ იცნობენ, გასაცვლელ პატიმართა სიაში ნამდვილად ფიგურირებს. რიაბკოვის თქმით, მათ „პოზიტიური შედეგის იმედი ა
უკრაინის დაახლოებით 30% დანაღმულია, ეს ორი ავსტრიის ტოლია, - ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თავმჯდომარემ სერგეი კრუკმა განაცხადა.
“უკრაინის ტერიტორიაზე დანაღმვის ფართობი და მოცულობა ომამდელ პერიოდთან შედარებით 10-ჯერ გაიზარდა”, - აღნიშნა კრუკმა.
მისივე თქმით, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში აქტიურად გრძელდება დეოკუპირებული ტერიტორიების ფეთქებადსაშიში ნივთებისგან გაწმენდა. განაღმვას 8 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ექვემდებარება. მათგან, 7 ათასი კვადრატული კილომეტ
უკრაინას თუ არ დავუჭერთ მხარს, ომი ჩვენთან მოვა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.
„ჩვენ 100 პროცენტით ჯერ არ ვიცით ფშევოდუვში მომხდარი ინციდენტის ზუსტი გარემოებები და მიზეზები, მაგრამ ზუსტად ვიცით თავდაპირველი მიზეზი, ძირითადი მიზეზი, და ესაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია”, - განაცხადა მორავეცკიმ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეისთვის პოლონეთის ომში ჩათრევის მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს და ესაა „უკრაინისთვის ზურგის შექცევა”,
პოლონეთი არ დაუშვებს რუსეთის დელეგაციას ეუთო-ს წევრი ქვეყნების მინისტრთა სხდომაზე, რომელიც მომავალ თვეში გაიმართება. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლუკაშ იასინამ განაცხადა „ფრანსპრესის“ კითხვის საპასუხოდ - ეტყვიან თუ არა უარს მოსკოვს დეკემბერში დაგეგმილ ეუთოს შეხვედრაზე დასასწრებად, რომლის წევრი რუსეთიც არის.
კითხვაზე, ელოდებით თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს პოლონეთში, იასინამ უარყოფითად უპასუხა.
წელს, პოლონეთი, როტაციის წესით
ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა წუხელ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მოხდა. 40 წლამდე მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 25 წლამდე ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის შემთხვევების პიკი მოსალოდნელია დეკემბერ-იანვრის პერიოდში, ამიტომ რისკჯგუფებში მყოფებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
მისივე განმარტებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იყო 15 ნოემბრამდე, თუმცა ეს ვადა 22 ნოემბრამდე გაგრძელდა. როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, მონაცემების მიხედვით, ახლა ცირკულირებს ე.წ. ჰონგ-კონგის H3-N2 ტიპის ვირუსი. ასევე, ფიქსირდება ერთეული შემთხვევებ
დონეცკის ოლქში სასტიკი ბრძოლები დღემდე გრძელდება, საომარი მოქმედებების შერბილება და შესვენება არ მომხდარა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსების ასამდე თავდასხმა მოიგერიეს.
„ყველა ჩვენი მებრძოლი, რომელიც ინარჩუნებს პოზიციებს დონბასში, ნამდვილი გმირია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინელები მოწინააღმდეგეს ფრონტის არცერთ ნაწილში არ ნებდებიან.
„ფრო