არ გვაქვს მინიშნება, რომ ეს წინასწარ განზრახული თავდასხმის შედეგი იყო, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენი წინასწარი ანალიზის თანახმად, ინციდენტი სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტით იყო გამოწვეული, რომელიც რუსული ფრთოსანი რაკეტების თავდასხმების მოსაგერიებლად, უკრაინის ტერიტორიის დასაცავად გაისროლეს. მაგრამ ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ეს არ არის უკრაინის ბრალი. რუსეთს ეკისრება საბოლოო პასუხისმგებ
პარტია "საქართველოსთვის" წევრები და დეპუტატები: მიხეილ დაუშვილი და ბექა ლილუაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის, საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული რეკომენდაცია განიხილეს. კერძოდ, რა ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით, წარიმართება თუ არა პროცესები ყველა მხარის ჩართულობით.
პარტია "საქართველოსთვის" წევრების მხრიდან ყურადღება გამახვი
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ამის შესახებ ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩემმა მეგობრებმა, თანამებრძოლებმა რამდენიმე დრის წინ გაახმოვანეს და მოითხოვეს „ნაციონალური მოძრაობაში“ შიდადემოკრატიული არჩევნები, სადაც მხარდამჭერების მიერ არჩეული უნდა იყოს ახალი თავმჯდომარე. მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეას მხარი დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, საკრებულოს წევრებმა და ასევე მხა
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, პოლონეთის ტერიტორიაზე მომხდარმა აფეთქებამ აჩვენა, რომ დასავლეთი კიდევ ერთ მსოფლიო ომს უახლოვდება.
„პოლონურ ფერმაზე, სავარაუდოდ, უკრაინის "სარაკეტო დარტყმის" ინციდენტი მხოლოდ ერთ რამეს ამტკიცებს: რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის გაჩაღებით, დასავლეთი მსოფლიო ომს უახლოვდება", - წერს მედვედევი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, გუშინ უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში,
ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტმა რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმი ტერორისტულად აღიარა. რეზოლუციას მხარი 129 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 14 დეპუტატი იყო.
როგორც მედია წერს, ჩეხმა კანონმდებლებმა დაგმეს რუსეთის თავდასხმები უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ძირითადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რაც აშკარა მცდელობაა „პოლიტიკურ მიზნებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების გზით მიაღწიოს და შეესაბამება ტერორისტულ მეთოდებს“.
ამასთან, დეპუტატებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის
პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით, არ არსებობს მინიშნება, რომ სამშაბათს ჩამოვარდნილი რაკეტა პოლონეთზე „წინასწარ განზრახული თავდასხმა“ იყო.
"არ არსებობს მინიშნება, რომ ეს წინასწარ განზრახული თავდასხმა იყო პოლონეთზე. სავარაუდოდ, ეს იყო რუსული წარმოების S-300 ტიპის რაკეტა. ამ დროისთვის, ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს იყო რუსული მხარის მიერ გასროლილი რაკეტა", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, დუდამ დასძინა, რომ არსებობს „ბევრი მინიშნება“, რომ ეს იყო საჰაერო თავდა
სამწლიანი პაუზის შემდეგ, პარლამენტი “იარაღის შესახებ“ კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს დაუბრუნდა, რომლის საფუძველზეც ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით არსებული ნორმები და პასუხისმგებლობა მკაცრდება.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შს სამინისტროს ინიციატივით პარლამენტში ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში დაინიცირდა, დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.
კანონპროექტი პრინციპების დონეზე დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახვ
ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა პარტია გაერთიანდეს და იმუშაოს 12 პუნქტის შესრულებაზე.
„ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი და არ არის პირდაპირ ჩართული საქართველოსთვის მიცემული 12 პუნქტის განხორციელების პროცესში. შემიძლია, ვთქვა, რომ ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს, გახდეს ევროკავშირისა და
ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, რომ არა რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში, ვიდრე პუტინის ომი გრძელდება, ის წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი და მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ინდონეზიაში უკრაინაში რუსეთის სარაკეტო დარტყმებზე და პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნაზე საუბრისას განაცხადა.
„დიდი ოცეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიო ლიდერები გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად მუშა
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერია მოლაპარაკებებს აწარმოებს ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის მესაკუთრესთან, რომლის მოზაიკის ფასადზეც 4 ფანჯარა მერიის არქიტექტურის სამსახურის თანხმობით გაჭრეს.
მერის მოადგილე აღნიშნავს, რომ მოზაიკის ფასადს მინიჭებული არ ჰქონია ისტორიული ძეგლის სტატუსი და სწორედ ამიტომ მასზე მკაცრი რეგლამენტი არ გავრცელებულა.
ყოფილი „მიონის“ შენობის მოზაიკაზე ფრანგული აივნები გაჭრის შესახებ ინფორმაცია 14 ნოემბერს გაავრცელა ქართული მოზაიკის
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სახეობრივი კვლევის შედეგად ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი გამოვლინდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერის“ (გლდანი ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) შემოწმებისას, სახეობრივი კვლევისთვის ნიმუშები აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია.
ასევე, სააგენტოს ინსპექტორებმა გადამოწმებისას ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები განმეორებით აიღეს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული ფაქტი მოკვლევის მიზნით
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა.
„თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობასა და ხალხს ამ შემაშფოთებელ დროს.
პოლონეთი ევროპის გულია, ეს არავინ უნდა დაივიწყოს!“, – წერს პრეზიდენტი Twitter-ზე.
გუშინ პოლონეთში უკრაინის საზღვართან ახლოს, სავარუდოდ, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა. აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
გავრცელე
ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, NASA-მ მისია „არტემის 1“ წარმატებით გაუშვა. ეს გახლავთ პირველი ნაბიჯი უკიდურესად კომპლექსური მისიისა, რომელმაც პირველად 1972 წლის შემდეგ, ადამიანები მთვარეზე უნდა დააბრუნოს.
საკუთარ ისტორიაში ყველაზე მძლავრი რაკეტის გასაშვებად, NASA-მ ახალი კოსმოსური გაშვების სისტემა (Space Launch System) გამოიყენა. რაკეტა მთვარის ორბიტაზე რამდენიმე პატარა თანამგზავრსაც გაიტანს, შემდეგ კი თავადაც ორბიტაზე განთავსდება.
მსგავსი: დღეს NASA მთვარისკენ თავის
ნატო-ს ელჩები საგანგებო შეხვედრაზე იკრიბებიან, რომელზეც აღმოსავლეთ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან რაკეტის ჩამოვარდნის საკითხს განიხილავენ.
შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ბრიუსელში ელჩების შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თავმჯდომარეობით გაიმართება. სტოლტენბერგი შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციას გამართავს.
პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, რაკეტა უკრაინის საზღვრიდან ექვს კილომეტრში მდებარე სოფელში ჩამოვარდა, რასაც ორი
„დიდი ოცეულის“ ლიდერებმა მიიღეს დეკლარაცია, რომლითაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას უმკაცრესად გმობენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ „დიდი ოცეულის“ წევრთა უმრავლესობა მკაცრად გმობს ომს უკრაინაში. დეკლარაციაში, ასევე აღნიშნულია, რომ ის იწვევს უზომოდ დიდ ადამიანურ ტანჯვას და მსოფლიო ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს.
როგორც სააგენტო „როიტერი“ სამ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, დეკლარაცია „დიდი ოცეულის“ ყველა
ახალ გეოპოლიტიკურ პერიოდში, საქართველომ მკაფიოდ განგვიცხადა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებას მიიჩნევს საკმარისად ძლიერ სამიზნედ გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ვარჰეი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მზად არის, ეს გზავნილი შეუსრულოს საქართველოს.
„ამ ახალ გეოპოლიტიკურ პერიოდში, საქართველომ ძალიან მკაფიოდ განგვიცხადა, რომ მხოლოდ
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ ტურნიკეტების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რამაც ხალხმრავლობა გამოიწვია.
მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას ბოდიში მოუხდა და აღნიშნა, რომ მიზეზი მოძველებული ინფრასტრუქტურაა.
„დღეს „ახმეტელის“ მეტროში გვქონდა გარკვეული პრობლემები ტურნიკეტების თვალსაზრისით, რამდენიმე ტურნიკეტს პრობლემა შეექმნა, რამაც ძალიან დიდი პრობლემა გამოიწვია, მგზავრების შესაბამის რაოდენობას ვერ ატარებდა. ამან მეტ
წინასწარი ინფორმაციით, რაკეტა, რომელიც პოლონეთში აფეთქდა, სავარაუდოდ, არ იყო ნასროლი რუსეთის ტერიტორიიდან. ამის შესახებ, როგორც CNN-ი და Reuters-ი იუწყებიან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, სადაც „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტის ფარგლებში საგანგებო შეხვედრა გამართა მოკავშირე სახელმწიფოების ლიდერებთან.
პრეზიდენტ ბაიდენის თანახმად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები პოლონეთში მომხდარ აფეთქებას იძიებენ და გამოძიების დასრულებამდე საბოლოო დასკვნების გამოტანა ნაადრე
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს. ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი წერს. მისი ინფორმაციით, ბერნსი კიევში 15 ნოემბერს იმყოფებოდა.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ვიზიტს დაემთხვა კიევზე რუსეთის სამხედრო ძალების სარაკეტო დარტყმა. Washington Post-ის წყაროს ცნობით, ამ დროს უილიამ ბერნსი აშშ-ის საელჩოში, უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდა.
14 ნოემბერს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების მოხვედრის შესახებ ცნობები “მიზანმიმართული პროვოკაციაა”. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება “ტელეგრამში” ავრცელებს.
„პოლონური მედიისა და ოფიციალური პირების დასახელებულ პუნქტ ფშევოდუვთან თითქოსდა “რუსული” რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ განცხადებები მიზანმიმართული პროვოკაციაა ვითარების ესკალაციისთვის. პოლონეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან რუსეთის ძალების მიერ არანაირი დარტყმები არ განხორციელებულა. პოლონური მედიის მიერ და
ამერიკის თავდაცვის უწყება ამ დროისთვის ვერ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა გააკეთა. მისი თქმით, ამერიკის მთავრობა მხოლოდ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ფლობს.
„შემიძლია, გითხრათ, რომ ამ დროისთვის არ ვფლობთ არანაირ ინფორმაციას გავრცელებულ ვერსიასთან დაკავშირებით და მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ შესაბამის უწყებებთან“, – განაცხადა პატრიკ რაიდერმა.
პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, უნგრეთში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაინიშნა.
ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლთან კოვაჩი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ავრცელებს.
„მილსადენ „მეგობრობის“ გავლით ნავთობის მიწოდების შეწყვეტასთან და პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდანასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თავდაცვის საბჭოს შეხვედრა მოიწვია“, – წერს ზოლთან კოვაჩი.
ავ
პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ეხმაურება.
„შემაშფოთებელი ახალი ამბავი პოლონეთიდან სულ მცირე ორი აფეთქების შესახებ. მჭიდრო კონტაქტზე ვართ პოლონელ მეგობრებთან. ლიეტუვა მტკიცედ დგას პოლონეთის გვერდით. ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაცული უნდა იყოს“, – წერს გიტანას ნაუსედა.
რუსეთიდან პოლონეთის ტერიტორიაზე ორი რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია პოლონურ მედიაში თავდაპირველად არაოფიციალურად გავრცე