Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ირაკლი ზარქუა ჯინ შაჰინის განცხადებაზე - სისულელეა, შტერობაა - ამიტომაც დაკარგეს დემოკრატებმა კონგრესში უმრავლესობა

ის, ვინც ასეთ სისულელეს იტყვის, ვერ გავიზიარებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი პარტნიორი ვინც არის, ევროკავშირი ამერიკასთან ერთად, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე სენატორ შაჰინის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას საქართველოში არსებულ ვითარებაზე. მისი თქმით, ევროკომისარმა გააკეთა განცხადება, რომ საქართველო წინ მიდის, ხოლო ევროკომისარი „არ არის კუბილიუსი, ან გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკაში მოსული ფოტიგები და გრეგოროვ

სენატორი ჯინ შაჰინი - უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებაში - მთავრობამ აშკარად უღალატა საკუთარ სიტყვას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით

საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა. „საქართველოში უზარმაზარი უკუსვლაა და ჩვენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს. მე ვამბობდი, რომ შესაძლოა, ამ დახმარების გარკვეული ნაწილი დავაკავშიროთ საქართველოს მხრიდან ქცევასთან და მე დამარწმუნეს სახელმ

19 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე საქართველოში ტემპერატურა 22 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ნოემბერს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსი იქნება. მათივე ცნობით, 19 ნოემბრიდან მცირე ნალექი შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დათბება. „ჰაერის ტემპერატურა 18 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე +17, +22 გრადუსამდე დათბება. ქალაქ თბილისშ

ბერდია სიჭინავა - მიუხედავად იმისა, რომ გახარია მედიაში აქტიურად არ ჩანს, პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არის ჩართული და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ 12 რეკომენდაცია შეასრულოს და საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს

12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია და დღეს მისი პირდაპირი ინტერესია, რომ როგორმე ეს პასუხისმგებლობა ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრზე გადაანაწილოს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციამ თანმიმდევრულობით უნდა უზრუნველყოს ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება აიძულოს.

რუსეთმა ისევ შეუტია კიევს და უკრაინის რამდენიმე ოლქს

რუსეთის სამხედრო ძალებმა დღეს ისევ მიიტანეს სარაკეტო იერიში უკრაინის დედაქალაქ კიევსა და რამდენიმე ოლქზე. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო 2 ფრთოსანი რაკეტა და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ, ჯერ დაზუსტებული არ არის. წინასწარი ინფორმაციით, 4 ადამიანი დაიღუპა ზაპოროჟიეს ოლქში. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეულია საცხოვრებელი სახლები. ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციი

კობახიძე აშშ-ის დახმარებაზე: უდიდესი ნაწილი NGO-ებზე მიდის, ჩვენ რატომ ვინერვიულოთ

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ ის უსაფუძვლოა. პარლამენტში კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკული დაფინანსება, ძირითადად, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნაწილდება და მისი შეწყვეტა ხელისუფლებისთვის "ნაკლებად საინტერესოა". "რაც შეეხება დაფინანსებას, დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე, ამიტომ ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო პრაქტიკული თვალსაზრისით. რა

ვოლოდიმირ ზელენსკი - პოლონეთის პრეზიდენტს რუსული აგრესიის გამო ორი მოქალაქის დაღუპვა მივუსამძიმრე, უკრაინის პოზიცია გამჭვირვალეა, ვცდილობთ, დავადგინოთ ყველა დეტალი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან პოლონეთის პრეზიდენტს რუსული აგრესიის გამო, ორი მოქალაქის დაღუპვა მიუსამძიმრა. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, გაიმართა ასევე გაერო-ს უშიშროების საბჭოს მორიგი შეხვედრა რუსული სარაკეტო ტერორის ახალ ტალღასთან დაკავშირებით. „ჩვენ თვალყურს ვადევნებთ განცხადებებს, ვმუშაობთ პარტნიორებთან, ვიცავთ უკრაინის ინტერესებს. რა თქმა უნდა, უშიშროების საბჭოში ერთ-ერთი მთავარი საკითხია პოლონეთში არსებული ვითარება. ყველა იმ გარე

TI: სექტემბრის ჩათვლით ყველაზე მეტი შემოწირულობა „ოცნებამ“, „ალტ-ინფომ“ და „ლელომ“ მიიღეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2022 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პარტიების შემოწირულობები დათვალა. 1 944 073 ლარის შემოწირულობიდან 666 000 ლარი (34%) „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა, მეორე ადგილზე „კონსერვატიული მოძრაობაა“ („ალტ-ინფო“) 393 611 ლარით ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ 370 600 ლარით. „გამჭვირვალობის“ ცნობით, მმართველი პარტიის მიმართ გაცემული შემოწირულობების უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილთან ან მმართველ პარტიასთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესჯგუფების

„ტელეიმედის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ლალიაშვილი ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

„ტელეიმედის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ლალიაშვილი ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ავსტრალიელმა მილიარდერმა ენდრიუ ფორესტმა ომის შემდეგ უკრაინის რეკონსტრუქციის ფონდი შექმნა, სადაც 500 მილიონი დოლარი გადარიცხა

ავსტრალიელმა მილიარდერმა ენდრიუ ფორესტმა ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად ფონდი შექმნა. მილიარდერმა, რომლის კომპანიებიც ავსტრალიაში წიაღისეულს მოიპოვებს, განაცხადა, რომ მისი მიზანია უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 25 მილიარდი დოლარი შეგროვდეს. თავად მილიარდერმა და მისმა მეუღლემ კი ფონდში 500 მილიონი დოლარი უკვე ჩარიცხეს. ფორესტის თქმით, ფონდში შეგროვებული თანხის გამოყენება და უკრაინის აღდგენა მას შემდეგ დაიწყება, რაც რუსული ძალები ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ.

უკრაინის შს მინისტრი - ხერსონში 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოვაჩინეთ

შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის განცხადებით, ხერსონის ოლქში სამართალდამცავებმა 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. მისივე ინფორმაციით, ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში წამებულთა ექსჰუმაცია მიმდინარეობს. „ჩვენ ვიპოვეთ 63 ნაწამები ცხედარი ხერსონის ოლქში, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ძებნა ახლახან დაიწყო“, - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, ხერსონში მსგავსი დანაშაულის მსხვერპლთა წამების ბევრი ადგილისა და საფლავის აღმოჩენაა მოსალოდნელი. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად

აშშ-ის დახმარება ხელს უწყობს დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას, ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას და ეკონომიკურ ზრდას და ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, - ამის შესახებ ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კავკასიაში აშშ-ის პოლიტიკა შეაფასეს. „ამერიკელი ხალხი დიდი ხანია სოლიდარობა

CNN – „რესპუბლიკელები“ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს მოიპოვებენ

„რესპუბლიკელებმა“ შუალედური არჩევნების შედეგად წარმომადგენელთა პალატაში 218 მანდატი მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პალატაზე კონტროლს მოიპოვებენ, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება. ტელეკომპანიის ცნობით, პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მისაღებად საჭირო ზღვარი მას შემდეგ გადალახა, რაც „რესპუბლიკელმა“ მაიკ გარსიამ კალიფორნიაში გაიმარჯვა. რაც შეეხება „დემოკრატებს“, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მათ 208 მანდატი აქვთ.

წელს პროფესიული პასუხისმგებლობა 210 ექიმს დაეკისრა, აქედან 6 მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 49-ს კი სხვადასხვა ვადით შეუჩერდა

2022 წელს პროფესიული პასუხისმგებლობა 210 ექიმს დაეკისრა, აქედან 6 მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 49-ს კი სხვადასხვა ვადით შეუჩერდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განვითარების საბჭო განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს. „ ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომ

Warner Bros.-მა რუსეთის ტელეარხებით თავისი ფილმების ჩვენება აკრძალა

ჰოლივუდის კინოსტუდია Warner Bros.-მა აკრძალა თავისი ფილმების ჩვენება რუსული ტელეარხებით, რომლებიც „ნაციონალური მედიაჯგუფის“ შემადგენლობაში შედიან. ესენი არიან "ესტეესი", "რენ-TV-ი", "მეხუთე არხი" და "დომაშნი", ისევე როგორც more.tv-ის ვიდეოსამსახური. Warner Bros-მა აკრძალვა დააწესა იმის მიუხედავად, რომ რუს დისტრიბუტორთან მისი სალიცენზიო ხელშეკრულებები ძალაშია, სულ მცირე, წელიწად-ნახევრის განმავლობაში. Warner Bros.-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კინოკომპანიაა. მის ყველაზე პოპულარულ პროექტე

ახალქალაქის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფება

მოსკოვში იმყოფება ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი(ფაჩუაშვილი). მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მიტროპოლიტი რუსეთის დედაქალაქში ჩავიდა მონაწილეობისთვის მეათე სამეცნიერო კონფერენციაში „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“, რომელიც 16-17 ნოემბერს ტარდება ანდრეი რუბლიოვის სახელობის მუზეუმში და ეძღვნება მისი პირველი დირექტორის, დავით არსენიშვილის ხსოვნას. მოსკოვის საპატრიარქოს ცნობით, მიტროპოლიტი ნიკოლოზ

ევროპის კავშირი შენგენის ზონაში ბულგარეთის, ხორვატიისა და რუმინეთის შეყვანას ითხოვს

ევროპის კომისია 16 ნოემბერს ბულგარეთის, ხორვატიისა და რუმინეთის შენგენის ზონაში მიღების მოწოდებით გამოვიდა, რათა ამ ქვეყნებსა და ევროპის უმეტეს ნაწილს შორის მოგზაურობა სასაზღვრო კონტროლის გარეშე იქნას დაშვებული. ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ თხოვნით მიმართა ევროპულ საბჭოს, მიიღოს საჭირო გადაწყვეტილებები აღმოსავლეთ ევროპის ამ სამი ქვეყნის მისაღებად შენგენის ზონაში, რომელიც 26 წევრისგან შედგება და ისლანდიიდან საბერძნეთამდეა გადაჭიმული. ბულგარეთმა და რუმინეთმა შეფასების პროცესი 2011

„სიენენი“ - უკრაინელმა სამხედროებმა უთხრეს აშშ-ს და მოკავშირეებს, რომ ცდილობდნენ რუსული რაკეტის ჩამოგდებას პოლონეთის სარაკეტო თავდასხმის დროს, აფეთქების ადგილთან ახლოს

უკრაინელმა სამხედროებმა უთხრეს აშშ-ს და მოკავშირეებს, რომ ცდილობდნენ რუსული რაკეტის ჩამოგდებას პოლონეთის სარაკეტო თავდასხმის დროს, აფეთქების ადგილთან ახლოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ჯერ უცნობია, არის თუ არა საჰაერო თავდაცვის სისტემის ეს რაკეტა იგივე, რაც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. „სიენენის“ ცნობით, ეს ინფორმაცია გამოყენებული იქნა ვაშინგტონის მიერ პოლონეთის ტერიტორიაზე აფეთქების გარემოებებ

უკრაინული მედიის ცნობით, რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადა 19 თებერვლამდე გაახანგრძლივა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადა 2023 წლის 19 თებერვლამდე გაახანგრძლივა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია პარტია „გოლოსის“ დეპუტატ იაროსლავ ჯეელზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, როგორც მედია წერს, რადას წევრებმა მხარი დაუჭირეს ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით გახანგრძლივებას. მედიის ცნობით, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ინიცირებულ შესაბამის დადგენილებებს 294-მა და 297-მა დეპუტატმა დაუჭირ

მატეუშ მორავეცკი - უკრაინული ძალები კონტრრაკეტებს ისროდნენ რუსული რაკეტების ჩამოგდების მიზნით, ერთ-ერთი წარუმატებლად გასროლილი რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა

უკრაინული ძალები კონტრრაკეტებს ისროდნენ რუსული რაკეტების ჩამოგდების მიზნით, ერთ-ერთი წარუმატებლად გასროლილი რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. მორავეცკის თქმით, შემთხვევის ადგილზე სამხედროების დამატებითი ჯგუფი გაგზავნეს. „ამ ინციდენტის შემდეგ ჩვენი ქვედანაყოფები საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე გადაიყვანეს. მე ასევე ვთხოვე ჩვენს სამსახურებს, პოლიციას, მესაზღვრეებს და ასევე სამოქალაქო სამსახურებს მზადყოფ

პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭი უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭრა 76-მა დეპუტატმა, ექვსი კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტით, დგინდება შემდეგი საკითხები – „ოლიგარქის“ ცნების განმარტება;  პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები; პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები; გარკვეული პირების მიერ ოლიგარქსა და მის წარმომადგენელთან კონტაქტის თაობაზე შესაბამისი დ

ჯორჯია მელონი - ჰიპოთეზა, რომ პოლონეთში შესაძლოა, არა რუსული, არამედ უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა, საქმის არსს მცირედით ცვლის, მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება რუსეთს

ჰიპოთეზა, რომ პოლონეთში შესაძლოა, არა რუსული რაკეტა, არამედ უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა ჩამოვარდა, ჩვენი შეხედულებით, საქმის არსს ძალიან მცირედით ცვლის, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონმა განაცხადა. მისივე თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება რუსეთს იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაკეტა უკრაინული საჰაერო თავდაცვის იყო. „რუსეთი სისტემატურად ანადგურებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევით. ის ფაქტი, რომ

გერმანიაში კაცს, რომელმაც ტკბილეულის კომპანიას 5-მილიონიანი ჩეკი დაუბრუნა მადლობის ნიშნად კანფეტები აჩუქეს

გერმანიაში კაცს, რომელმაც ტკბილეულის კომპანიას 5-მილიონიანი ჩეკი დაუბრუნა  მადლობის ნიშნად კანფეტები აჩუქეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.  როგორც კაცი იხსენებს, ის დედასთან მიდიოდა სტუმრად, როცა დაინახა მიწაზე დავარდნილი თეთრი ქაღალდი როგორ ფრიალებდა. მან ქაღალდი აიღო და წაიკითხა, რომ ეს დაახლოებით 5 მილიონი დოლარის ღირებულების ჩეკი იყო, რომელიც Haribo-ს ეკუთვნოდა. მან ჩეკი კომპანიას დაუბრუნა.  მამაკაცის თქმით, ამ საქციელის გამო Haribo-სგან
×
×
  • შექმენი...