"თუ სხვა ქვეყნის ჯარში ირიცხები, შენ კარგავ იმ ქვეყნის მოქალაქეობას, რომელი ქვეყნის მოქალაქეც ხარ, ამას არავინ უხსნის იმ ადამიანებს" - თქვა მმართველი პარტიის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ხელისუფლების მიერ ლოიალურად განწყობილი TV IMEDI-ს ეთერში უკრაინაში ქართული ლეგიონის წევრებზე საუბრისას. მდინარაძის განცხადებიდან მალევე მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან.
“სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს სა
12 დეკემბერს ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც მიიღებს მონაწილეობას.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის შემდეგ კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის ფორმატში განაგრძობენ მუშაობას.
ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის, ანუ „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ ჩართული ქვეყნების ს
უახლოეს მომავალში ლუგანსკის ოლქიდან კარგი სიახლეებია მოსალოდნელი, – ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი „ტელეგრამ“ არხში წერს.
მისი ცნობით, უკრაინის შეირაღებული ძალები სვატოვო-კრემენაიას მიმართულებით წინ მიიწევენ.
„ნელ-ნელა წინ მივიწევთ, თუმცა რუსებმა მოასწრეს იქ დიდი რაოდენობის ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის მობილიზება – ახლად მობილიზებულების, პატიმრების, კადიროველების, რეგულარული ჯარის, მედესანტეების ნაწილის, რომლებიც ხერსონის მიმ
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ხელისუფლებისგან ადეკვატური და სწორი ინფორმაცია არ აქვთ, როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მისივე თქმით, ნებისმიერი პატიმრის, მათ შორის სააკშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების რეალიზებაზე სრულად არის პასუხისმგებელი ხელისუფლება და „ქართული ოცნება“.
„ნებისმიერი პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების რეალიზებაზე სრულად არის პასუხისმგებელი ხელისუფლება და „ქართული ოცნება“. ამ პა
სასამართლოს მიერ მიღებულ ცალკეულ გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ ვაკეთებთ. რისი თქმაც შემიძლია, არის, რომ პლურალისტული საზოგადოება, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და მედიათავისუფლება ევროკავშირის ძირითადი ღირებულებებია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, „იქნება თუ არა მედიის თავისუფლება გადამწყვეტი რეკომენდაცია“, – ელჩი პასუხობს, რომ შეფასება დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე, საკანონმდებ
უზბეკეთი მზად არის გააფორმოს რუსეთთან კომერციული კონტრაქტი გაზის მიწოდების თაობაზე, მაგრამ ის არ აპირებს შეუერთდეს მოსკოვის მიერ შემოთავაზებულ საგაზო კავშირს რუსეთთან და ყაზახეთთან, - Reuters-სი თანახმად ამის მის შესახებ უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჟურაბეკ მირზამახმუდოვმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ტაშკენტი არასოდეს მიიღებს გაზის სანაცვლოდ შეთავაზებულ პოლიტიკურ პირობებს. მოსკოვი და ტაშკენტი მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსული გაზის მიწოდებაზე მეზობელი ყაზახეთის გავლით, მაგრამ "ეს იქნება ტ
ამერიკულმა გამოცემა Politico-მ 2022 წელს, ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად აღიარა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ვიდეომიმართვაში, რომელიც Politico-ს ვებსაიტზე გამოქვეყნდა, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელები ყველაზე გავლენიანი იქნებიან მომავალ წელსაც, მაგრამ უკვე მშვიდობიან დროს. ზელენსკიმ ნომერი პირველი უწოდა უკრაინის არმიას.
უკრაინის პრეზიდენტმა მისი ქვეყნის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა მეგობრებს ევროპაში.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 202
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი მომავალ წელს დასრულდება. "მჯერა, რომ უკრაინელები იქნებიან ყველაზე გავლენიანები მომავალ წელს, მაგრამ უკვე მშვიდობიან პერიოდში", - აღნიშნა ზელენსკიმ თავის მიმართვაში გამოცემა Politico-სადმი, რომელმაც ის ევროპაში წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა.
უკრაინის ლიდერმა ასევე მადლობა გადაუხადა "ევროპაში უკრაინის ყველა მეგობარს, რომლებიც ამ საშინელი დროის გადატანაში მილიონობით უკრაინელს ეხმარებიან."
სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას - ეს კანონით არის განსაზღვრული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა მამუკა მამულაშვილსა და უკრაინაში ქართველ მებრძოლებზე საუბრისას განაცხადა.
„ყველაზე მძიმე და მიუღებელია, რომ ეს ადამიანები ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას და ატყუებენ, ეუბნებიან, რომ გახდებიან უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები და არ აფრთხილებენ, რომ სხვ
გუშინ გაირკვა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ნაცმოძრაობას და ლელოს არაერთი კულუარული შეხვედრა ჰქონდა “ოცნებასთან”, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.
"ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მუშაობა არ შეიძლება და ხელისუფლებასთან ფარული მოლაპარაკებები მისაღებია? თუ არ გამოხვალთ და არ ახსნით საჯაროდ, რატომ ფარულად და რატომ კულუარულად, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ხელისუფლებასთან ვაჭრობა დაერქმე
ჩვენი მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზე, “ოცნებასთან” რა კულუარული მოლაპარაკებები აქვთ “ენმ”-ს, “ლელოს” და ვაშაძეს!, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.
"როგორც ირკვევა, ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები (ენმ, ლელო, ვაშაძე), რომლებიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ მუშაობენ ევრორეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილ საპარლამენტო ს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, კონტრტერორისტული საქმიანობის პროცესში მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქე ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონტრტერორისტულ ცენტრში ცისკარა ტოხოსაშვილის მიმართ გამოძიება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს. სუს-ის ინფორ
უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის თავდასხმა 15 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს და მოწინააღმდეგის 6 სამეთაურო პუნქტს დაარტყეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, უკრაინელებმა მოიგერიეს რუსი ოკუპანტების თავდასხმები ხარკოვის ოლქის ტერნოვაიას დასახლებაზე, ასევე ლუგანსკის ოლქის სტელმახივკას, პლოშჩანკას, ჩერვონოპოპოვკასა და ბელოგოროვკას დასახლებებზე და დონეცკის ოლქის ბელოგოროვკას, ბერესტოვოეს, იაკოვლევკას,
ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში მოქმედ 38 ფარმაცევტულ საწარმოს ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელების უფლება შეეზღუდა, მიზეზი კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) სტანდარტის დაუკმაყოფილებლობაა.
ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან „ინტერპრესნიუსის“ მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე განმარტებით, დღევანდელი მონაცემებით, GMP სერტიფიკატს ფლობს 2 საწარმო. ერთ კომპანიაში მიმდინარეობს GMP სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა, ერთ კომპანია
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 57 კილომეტრში, რუსეთში, დაღესტანში იყო.
მიწისძვრის სიმძლავრე 5.5. მაგნიტუდას შეადგენდა.
ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის იდეით გამოდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
წინადადების თანახმად, ახალმა სასანქციო პაკეტმა უნდა გაითვალისწინოს სამ რუსულ ბანკთან ტრანზაქციების აკრძალვა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ახალი სანქციების ფარგლებში სასანქციო სიაში დაახლოებით კიდევ 200 ფიზიკური პირი უნდა შევიდეს და აიკრძალოს ოთხი რუსული ტელეარხის მაუწყებლობა.
ფონ დერ ლაიენის წინადადება ასევე მოიცავს რუსეთში უპილოტო საფრენი აპარა
ამერიკულმა ჟურნალმა TIME-მა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინულ სულისკვეთებასთან ერთად წლის ადამიანად დაასახელა.
გამოცემის რედაქტორებმა უკრაინის პირველი პირი აირჩიეს პირად, რომელსაც 2022 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა ახალ ამბებზე.
„ვინც უკრაინის ამ ისტორიას იმედიანად თუ შიშის გრძნობით აღსავსე უყურებს - და ისტორია, რა თქმა უნდა, ჯერ ბოლომდე არ არის დაწერილი - ზელენსკიმ მართლაც მუხტი მისცა მსოფლიოს ისე, რაც ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს“ - აღნიშნა TIME
როგორც წესი, ამ ვირუსებს ახასიათებს რესპირაციული სიმპტომები, ცხელება, რომელიც 4-5 დღეს გრძელდება. ეს არის ჩვეულებრივი შემთხვევები და მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. თუ რაიმე გართულებასთან გვაქვს საქმე, მაგალითად, მაღალი ტემპერატურა გაგრძელდა 7 დღეს, უკვე საყურადღებოა , - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მიზანშეწონილი არ არის თვითმკურნალობა
ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ასე რომ, მე ვერ ვიქნები ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ყველას სიცოცხლე აბარია ღმერთს.
„ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და არავის მივცემთ უფლებას, ვინც არ უნდა იყოს ის, კანონზე მაღლა დააყენოს თავი. დეტალებში ვერ შევალ, ძალიან ბევრ
ადამ კინზინგერი თუ მაკრიტიკებს, გასაგებია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ადამ კინზინგერის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
„რაღა მეშველება, გავიგე. ადამ კინზირგერი თუ მაკრიტიკებს, გასაგებია. მინდა, საზოგადოებას განვუმარტო, მათ შორის ყველას, ვინც ბოლო ორი დღეა, შესაძლოა, უსმენდა ჩემი ნათქვამის ამ არასწორ ინტერპრეტაციებს. მგონი, ყველამ ძალიან კარგად გაიგო და კიდევ ერთხელ მინდა, განვმარტო ჩე
ლატვიის მიერ რუსული ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ ლიცენზიის გაუქმების შემდეგ, ტელეარხი მაუწყებლობას ვერც ლიეტუვაში შეძლებს. ამის შესახებ განცხადება ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიამ გაავრცელა.
როგორც კომისიაში აცხადებენ, ლატვიის ელექტრონული მედიასაშუალებების ეროვნული საბჭოს მიერ რუსულ ტელეკომპანია „დოჟდთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დღეს ღამით ამოქმედდება.
ლატვიის მიერ გაცემული ლიცენზია აძლევდა უფლებას „დოჟდს“, კონტენტი გაევრცელებინა ევროკავშირში, რუსეთში, აშშ-სა და სხვა ქ
76 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს რადიოს წამყვანი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი გულიკო კაკაბაძე.
გულიკო კაკაბაძე საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში 1976 წლიდან მუშაობდა. სხვადასხვა დროს იყო რადიოს ახალგაზრდული პროგრამების მთავარი რედაქციის რედაქტორი; ლიტერატურულ-დრამატული პროგრამების მთავარი რედაქციის რედაქტორი; რადიოს დრამატული პროგრამების პროდიუსერი, ავტორი და წამყვანი. გულიკო კაკაბაძე იყო რამდენიმე რადიოპროექტის ავტორი, მათ შორის: „სასიქადულო მამულიშვილები“, „შეხვედრები თ
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმერეთში სტუმრობასთან დაკავშირებით ვიდეოს ავრცელებს.
„შეგიძლიათ, გამოიცნოთ, სად ვიმყოფებით? მინიშნებას მოგცემთ: „სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“ თუ თქვენი პასუხია: აკაკის სახლი, მართალი ხართ. ჩვენ იმერეთში ვართ, ულამაზეს იმერეთში ულამაზეს დღეს. ვეცნობით მეტ ინფორმაციას საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეზე. ახლა საჩხერის საჯარო სკოლაში წავალთ. ასევე, აქ არსებულ პრობლემებს გავეცნობით იმერეთში მანგანუმის მოპოვებასთან და