Jump to content
Planeta.Ge

Blogs

უკრაინელებმა 10 ირანული „კამიკაძე“ დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა ხერსონის, მიკოლაივისა და ოდესის ოლქებში მტრის 15 „კამიკაძე“ დრონიდან 10 ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა "სამხრეთი" ავრცელებს. „10 დეკემბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სამხრეთ ნაწილს ირანული წარმოების Shahed-136/131 „კამიკაძე“ დრონებით დაარტყეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების "სამხრეთის" საჰაერო სარდლობის ქვედანაყოფებმა ხერსონის, მიკოლაივისა და ოდესის ოლქებში მტრის 10 „კამიკაძე“ დრონი ჩამოაგდეს,“ -

მიხეილ დაუშვილი - მეორეხარისხოვან საკითხებზე ყურადღების გადატანით „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნებას“ ეხმარება

იმის ნაცვლად, რომ ვსაუბრობდეთ რეალურ პრობლემებზე, ვსაუბრობთ ყველაფერზე, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა პროცესებზე და მომავალ აქციებზე - ამით „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნებას“ ეხმარება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის თაობაზე - თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს სასჯელს არ გადაუვადებს, ოპოზიცია აქციებს აანონსებს. დაუშვილის თქმით, ნაცვლად რეალური საკითხებისა, ყურადღება მეორეხარისხოვან საკითხებზეა

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 74 წლისთავი აღინიშნება. ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტით, გაერო-ს წევრმა-სახელმწიფოებმა ყველა ადამიანის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ სხვა ფუნდამენტური უფლებისადმი პატივისცემის

რუსეთში 12 წლის ბიჭი სამხედრო კომისარიატში დაიბარეს

რუსეთის კრასნოიარსკის მხარის ქალაქ კანსკში, სამხედრო კომისარიატის უწყება 12 წლის ბიჭმა მიიღო. ამის შესახებ იუწყება გამოცემა „სიბირ რეალიი“, სოციალურ ქსელ "ВКонтакте"-ს ერთ-ერთ ჯგუფში გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით. დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია, რომ ადრესატი ექვემდებარება პირველად სამხედრო აღრიცხვას, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის“ შესახებ რუსეთის კანონის შესაბამისად. „სიტუაცია ასეთია: 12 წლის ბავშვმა მიიღო უწყება ქალაქის სამხედრო კომისარიატიდან. თუკი მეხსიება არ მღ

ტელეკომპანია „დოჟდის“ ყოფილ წამყვანს, ალექსეი კოროსტელევს ლატვიაში შესვლა აუკრძალეს

რუსული ტელეკომპანია „დოჟდის“ ყოფილ წამყვანს, ალექსეი კოროსტელევს ლატვიაში შესვლა აუკრძალეს. ამის შესახებ განცხადებას გამოცემა „დელფი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, კოროსტელევი შავ სიაში შეიყვანეს ქვეყნის უსაფრთხოების ეროვნული სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით. როგორც „დელფი“ წერს, კოროსტელევი საქართველოში მუშაობდა. მას არ აქვს ლატვიის ვიზა ან ბინადრობის უფლება, ამიტომ ლატვიის ხელისუფლებას მისი პასუხისგებაში მიცემა არ შეუძლია. მ

„დოიჩე ველე“ - ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების კუთვნილი 18,9 მილიარდი ევრო გაყინა

ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების კუთვნილი 18,9 მილიარდი ევრო გაყინა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. სტატისტიკური მონაცმებით, ყველაზე მეტი – 3,5 მილიარდი ევრო ბელგიამ გაყინა. მეორე ადგილზეა ლუქსემბურგი 2,5 მილიარდით და გერმანია 2,2 მილიარდი ევროს ღირებულების გაყინული აქტივებით. ამ სიაში არის ასევე მალტაც, სადაც უკვე დაბლოკილია 150 ათასი ევრო. ეს თანხა მოიცავს უძრავი ქონების ღირებულებას, ასევე იახტებს, ვერტმფრენებს და ხელოვნების ნიმუშებს. ასევე ა

რატომ უწევთ შშმ პირთა მშობლებს (მხარდამჭერებს) ბიუროკრატიასთან გამუდმებით ბრძოლა და წრეზე ტრიალი

,,აწვალეს და საქმე დროში იმდენად გააჭიანურეს, რამდენადაც შეეძლოთ" ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბორის ახობაძე შეზღუდული შესაძლებლობის პირია, თუმცა, მის შემთხვევაში, სიტყვა შესაძლებლობა ცოტა ხმამაღა ჟღერს, რადგან დაბადებისდროინდელი ტრამვების გამო ის უმძიმეს მდგომარეობაშია და არათუ გადაადგილება, დამოუკიდებლად მოძრაობაც არ შეუძლია; ვერც ლაპარაკობს და ვერც მყარ საჭმელს მიირთმევს. ბორისის ძირითად საკვებს მხოლოდ ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი ფაფები წარმოადგენს. როგორც მისი მამიდაშვილი,

„ნიუ იორკ თაიმსი“ - იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობა რუსეთთან რეალურია

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, „შეიძლება, ყველაფერი ისე არ წავიდეს და რუსეთი-ნატო-ს სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობა რეალურია“. ამის შესახებ ნორვეგიის ტელევიზიასთან ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომლის ციტატას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, სწორად შეაფასონ უკრაინის გარშემო არსებული მდგომარეობა და შეცდომაში არ შევიდნენ. „საქმე თუ არასწორად წავა, მაშინ შეიძლება, ის საშინლად ცუდად წა

საქართველოს საპატრიარქო - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის საქართველოში ვიზიტი არ იგეგმება

საქართველოს საპატრიარქო უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის საქართველოში ვიზიტი იგეგმება. ამასთან, როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, ილია II-ის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, უცხოეთიდან სტუმრების მიღება, ზოგადად, არ იგეგმება. „ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს დაგეგმილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის (სე

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ირანი ახლა რუსეთის მთავარი სამხედრო მოკავშირეა

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ირანი ახლა რუსეთის მთავარი სამხედრო მოკავშირეა. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობები სამხედრო სფეროში მჭიდრო პარტნიორობად იქცა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ორი ქვეყანა დრონების ერთობლივად წარმოებასაც აპირებს. მათივე ცნობით, რუსეთი მზად არის, ირანს გაუზიაროს მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიე

დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი - რუსებმა ნიკოპოლი მძიმე არტილერიით დაბომბეს

რუსულმა ძალებმა წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონი მძიმე არტილერიის გამოყენებით დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. „რუსებმა ორ თემს დაარტყეს - ნიკოპოლსა და მარგანეცს. ყველაზე მეტად ნიკოპოლი დაზიანდა, სადაც 4 ადამიანი დაშავდა დაშავდა», წერს რეზნიჩენკო. მისი თქმით, ქალაქში 11 მრავალსართულიანი და კერძო

უკრაინელებმა რუსული ძალების თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს და მტრის 4 სამეთაურო პუნქტს დაარტყეს

თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის თავდასხმები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. თავდაცვის ძალების ნაწილებმა, გასული 24 საათის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის პლოსჩანკას, ნევსკოეს, ბელოგოროვკას დასახლებებზე და დონეცკის ოლქის იაკოვლევკას, ბახმუტსკოიეს, პოდგოროდნოიეს, ბახმუტსკოეს, ოპიტნოეს, კურდიუმოვკას, დრუჟბაბე, პოდუმოვკას, და ნოვომიხაილოვკას

ბელგიაში კორუფციის საქმეზე დააკავეს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი

ბელგიის პოლიციამ, რამდენიმე ჩხრეკის შემდეგ, ევროპარლამენტის ხელმძღვანელობასთან დაახლოებული სულ მცირე, ოთხი ადამიანი დააკავა. ისინი ეჭვმიტანილები არიან კორუფციაში და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩხრეკის სერიის განმავლობაში პოლიციამ დაახლოებით 600 000 ევრო ნაღდი ფული ამოიღო, წერს გამოცემა Politico. ბელგიის პროკურატურა დაკავებულების ვინაობას არ ასახელებს, თუმცა გამოცემა Le Soir-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთ-ერთი

ვოლოდიმირ ზელენსკი - ოკუპანტებმა ბახმუტი ფაქტობრივად გაანადგურეს

ოკუპანტებმა ბახმუტი ფაქტობრივად გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „საფრონტო ვითარება ძალიან რთული რჩება დონბასში საკვანძო მიმართულებებზე: ბახმუტი, სოლედარი, მარინკა, კრემენა… ამ რაიონების მიწაზე უკვე დიდი ხანია ცოცხალი ადგილი არაა დარჩენილი, რომელიც ჭურვებითა და ცეცხლით არ იქნებოდა დაზიანებული. ოკუპანტებმა ფაქტობრივად გაანადგურეს ბახმუტი - დონბასის კიდევ ერთი ქალაქი, რომელიც რუსულმა არმიამ ამომწვარ ნანგრევებად აქცია”, -

ანრი ოხანაშვილი - არავის დაუსვამს ვინმესთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი, არ დგას ეს დღის წესრიგში, დავასრულოთ - რაღაც კამპანია დაიგეგმა, რაშიც ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის" კვალს

არავის დაუსვამს ვინმესთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი, არ დგას ეს დღის წესრიგში, დავასრულოთ ეს საკითხი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან დაკავშირებით განაცხადა. „რაღაც კამპანია დაიგეგმა, რაშიც ვხედავთ "ნაციონალური მოძრაობის" კვალს. გავაკეთე კომენტარი, არავის უთქვამს, რომ ხალხი ვინც გულწრფელად იბრძვის, ბრძოლის ველზეა, რომ ჩვენ ვიღაცას ვემუქრებით მოქალაქეობის ჩამორთმევით და დავამატე, რომ საქართველოს კან

ბექა ლილუაშვილი - კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, პრემიერ მინისტრის თავმომწონე განცხადებები, უბრალოდ უადგილოა

კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, პრემიერ მინისტრის თავმომწონე განცხადებები, უბრალოდ უადგილოა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. "მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ ქვეყანა პოლიტიკური კორუფციის, ნეპოტიზმის სავანედ გადააქცია, სადაც, ხელისუფლება ქმნის ანტიკორუფციულ, "დამოუკიდებელ" სააგენტოს, კორუფციის გამოძიების უფლებამოსილების გარეშე, სადაც საკრებულოებში მერები უბრალოდ არც კი დადიან იმისთვის, რომ გააქარწყლონ კორუფციული ეჭვები, არ დ

ილია იაშინს 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ბუჩიდან ვიდეოჩართვისთვის

მოსკოვის სასამართლომ რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ყალბი ცნობების გავრცელებაში დამნაშავედ მიიჩნია ოპოზიციონერი ილია იაშინი და მას 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ზოგადი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მას დანაშაულად ჩაუთვალეს ვიდეოჩართვა უკრაინის ქალაქ ბუჩის მოსახლეობის მასობრივი მკვლელობების შესახებ. 8,5 წელი ყველაზე მკაცრი სასჯელია არმიის შესახებ ე.წ. ყალბი ცნობების საქმეებზე უკვე გამოტანილ განაჩენებს შორის. ამ მუხლით სასჯელის ზედა ზღვარი 10 წელია. განაჩენის წაკითხვისას მოსამართლემ სრულად

სანიაღვრე ქსელის მოწყობის გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

სანიაღვრე ქსელის მოწყობის გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 10 დეკემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე „ვეფხი და მოყმის“ ძეგლიდან გაგარინის ქ. N29-მდე იმოქმედებს. მათივე ცნობით, მარშალ გელოვანის გამზირიდან და ბაქრაძის ქუჩიდან მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ ჟვანიას მოედნისკენ და პეკინის გამზირის გავლით, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირების მიმართულებით; გმირთა მოედნისა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6802 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6802 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6848 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0046 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8300 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8196 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0104 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ვლადიმერ პუტინი - დასავლეთი უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად იყენებს

დასავლეთი ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს თავისი დომინირება, უკრაინელი ხალხი კი გახდა ამ მისწრაფებების მსხვერპლი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „ასეთი ქმედებების მძიმე შედეგებს დღეს უკრაინაში ვხედავთ. რამდენიმე წლის განმავლობაში დასავლეთი ურცხვად ეუფლებოდა და ექსპლუატაციას უწევდა მის რესურსებს, ხელს უწყობდა გენოციდს და ტერორს დონბასში, ეს ქვეყანა, ფაქტობრივად, კოლონიად აქცია და ახლა ცინიკურად იყენებს უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად, ტარა

საქართველოს მთავრობა უკრაინაში გასაგზავნად გენერატორებს შეისყიდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობამ გენერატორების უმოკლეს ვადაში შესყიდვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს დაავალა. არც პრესსამსახური და არც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ აკონკრეტებენ, რამდენი გენერატორი გაიგზავნება უკრაინაში საქართველოდან. "ომის დაწყების დღიდან საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში არასოდეს ა

რამზან კადიროვმა ოკუპირებულ ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში თავისი წარმომადგენელი დანიშნა

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიებზე თავისი წარმომადგენელი დანიშნა. ის გახდა ჰასან იბრაგიმოვი, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმ "ახმატის"მეთაურის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ამ რაზმის მეთაური უკრაინის უშიშროების სამსახურმა მასობრივ მკვლელობაში დაადანაშაულა. ამ დანიშვნის შესახებ რამაზ კადიროვმა თავის ტელეგრამის არხში განაცხადა. 2020 წელს იბრაგიმოვმა სწორედ კადიროვის ხელიდან მიიღო ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო - რეს

საქართველოს მოსახლეობა სწავლაზე დღეში საშუალოდ 18 წუთს ხარჯავს - საქსტატი

საქსტატმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით 2020-2021 წლებში დროის გამოყენების გამოკვლევა პირველად ჩაატარა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა დღე-ღამეში საშუალოდ 11.7 საათს ხარჯავს საკუთარ თავზე ზრუნვასა და მოვლაზე, 4.2 საათს - კულტურულ, დასვენების, სპორტულ და მასმედიასთან დაკავშირებულ აქტივობებზე, 2.6 საათს - დასაქმებასა და მასთან დაკავშირებულ აქტივობებზე. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა სწავლაზე დღეში საშუალოდ 0.3 საათს ხარჯავს. სწავლაში ჩართული მოსახლეობა
×
×
  • შექმენი...