Jump to content
Planeta.Ge

Blogs

აშშ-ის სენატმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის თითქმის 45 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს

შეერთებული შტატების სენატმა 1.66 ტრილიონი დოლარის მოცულობის მთავრობის მომავალი წლის დაფინანსების კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის დახმარების სახით თითქმის 45 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. დოკუმენტს მხარი 68 სენატორმა დაუჭირა, 29 კი წინააღმდეგი წავიდა. ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად წარმომადგენელთა პალატას უნდა გადაეგზავნოს. შემდეგ კი ხელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს. ამასთან, სენატმა დაამტკიცა “რესპუბლიკელი” სენატორის, ლინდსი გრეჰემის მიერ შეთავა

პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში ძმის ცოლის მკვლელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავა

პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცმა ძმის ცოლს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,

კასპის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსტეში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას უძღოდა ნათესავებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება. მეზობლების თქმით, 80 წელს გადაცილებულ მამაკაცს და მის ძმისცოლს, 70 წლის ქალს უთანხმოება ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაობაზე ჰქონდათ. თვითმხილველთა ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირებისას, ხანდაზმულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რასაც რძლის მკვლელობა მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6740 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6740 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6646 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0094 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8446 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8287 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0159 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ახალ სახალხო დამცველს პარლამენტი, სავარაუდოდ, იმ წესის გამოყენებით აღარ აირჩევს, რა წესითაც ომბუდსმენის პოსტზე 19 კანდიდატი შეირჩა

ახალ სახალხო დამცველს პარლამენტი, სავარაუდოდ, იმ წესის გამოყენებით აღარ აირჩევს, რა წესითაც ომბუდსმენის პოსტზე 19 კანდიდატი შეირჩა. 2022 წელს სახალხო დამცველის არჩევის იმ დროებითი წესის მოქმედება სრულდება, რომლის საფუძველზეც პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი ბრძანებით კანდიდატების შეფასების 9-კაციანი ჯგუფი შექმნა, ხოლო სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატებთან დაკავშირებით რეგლამენტში კონკრეტული კრიტერიუმები გაიწერა. ამავე დროებითი წესის თანახმად, სახალხო დამცველობის კანდიდატების რაოდენობა

პარტია „საქართველოსთვის“ - „ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს საპარლამენტო არჩევნების გაყალბების პროცესი - ისინი მზად არიან ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით საქართველოს გადაახდევინოს მაღალი ფასი და საფრთხე შეუქმნან ევროპული მომავლის პერსპექტივას

„ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს მომავალი საპარლამენტო არჩევნების გაყალბების პროცესი, რაც დასტურდება საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ბუტაფორიული ცვლილებებით, არჩევნებზე სადამკვირვებლო ფუნქციის მქონე არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციითა და სახალხო დამცველის პარტიულ ვერტიკალში დაქვემდებარების მცდელობებით, - ასე ეხმაურება პარტია “საქართველოსთვის“ პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩაგდებას. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნების“ დღევანდე

ევროკავშირ-უკრაინის სამიტი 3 თებერვალს დაინიშნა, ადგილი გადაწყვეტილი არ არის

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისა და მთავრობის მეთაურები და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალი წლის 3 თებერვალს სამიტს გამართავენ, განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა 22 დეკემბერს, თუმცა სამიტის ადგილი არ დაუკონკრეტებია. "შემიძლია დავადასტურო, რომ ევროკავშირ-უკრაინის სამიტი 3 თებერვალს გაიმართება და რომ პრეზიდენტ ზელენსკის გაეგზავნა ღია მოწვევა ბრიუსელში ჩამოსასვლელად", - აღნიშნა ბარენდ ლეიტმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პრესმდივანმა. ლეიტსის თქმით, ზელენსკისთვის გაგზავნი

TI: ოპოზიციამ თანამდებობის პირები პარლამენტში 12-ჯერ დაიბარა, ისინი არცერთხელ არ გამოცხადდნენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საპარლამენტო კონტროლის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2020 წლის 12 დეკემბრიდან 2022 წლის 17 ივნისის შუალედს. ორგანიზაციის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში, ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე შემცირდა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენება, ან ის ატარებდა ფორმალურ ხასიათს. „საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებისას, წინა წლების მსგავსად, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა დამოკიდებულება ს

ანტიმიკრობული პრეპარატების ნარჩენები კვერცხში - momxmarebeli.ge აუცილებელი კვლევისთვის თანხას აგროვებს

momxmarebeli.ge მაღაზიებში გაყიდული კვერცხის ანტიმიკრობული საშუალებების შემცველობაზე შემოწმების მნიშვნელობაზე განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, საქართველოს მეურნეობებში ანტიმიკრობული პრეპარატების არაჯეროვანი გამოყენება წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. momxmarebeli.ge თანხის შეგროვებას იწყებს და აცხადებს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს. მათივე თქმით, შეგროვებული თანხით მოხდება შე

ნათია მეზვრიშვილი - "ქართულმა ოცნებამ" სამი უმნიშვნელოვანესი საკითხი ძალაუფლების შენარჩუნების სურვილის გამო ჩააგდო 

სამი უმნიშვნელოვანესი საკითხი - სახალხო დამცველის, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა - ჩავარდა დღეს ღრმა პოლიტიკური პოლარიზაციისა და ოცნების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილის გამო, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   მისი თქმით, რეალურად ეს ყველაფერი არის ერთი დიდი სცენარის ნაწილი, სცენარის, რასაც 2024 წლის არჩევნების გაყალბება და ოცნების მიერ ძალაუფლების შენარჩუნება ჰქვია

ირაკლი კობახიძე - კეთილი ინებონ და შემოგვთავაზონ ისეთი კანდიდატების მხარდაჭერა, რომლებიც მისაღები იქნება, პირველ რიგში, ამომრჩევლისთვის, აბაშიძე, ბურჯანაძე, ჯანეზაშვილი ორგანულად მიუღებელი არიან

ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც მისაღები იქნება, მათ შორის ჩვენი მილიონი ამომრჩევლისთვის. კეთილი ინებონ და შემოგვთავაზონ ისეთი კანდიდატების მხარდაჭერა, რომლებიც მისაღები იქნება, პირველ რიგში, ჩვენი ამომრჩევლისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძეს კითხვით მიმართეს, „ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა სამოქალაქო საზოგადოებისგან წარმოდგენილ სახალხო დამცველობის კანდიდატებს. როგორ შეაფასებდით მათ

პარტია "საქართველოსთვის" "ქართული ოცნების" მიერ სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩაშლას განცხადებით ეხმაურება

პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: "გვსურს, გამოვეხმაუროთ „ქართული ოცნების“ მიერ სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩაშლას. პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდი პირველივე დღიდან მონაწილეობდა პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით. ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი შეეხება სახალხო დამცველის არჩევის საკითხს, კერძოდ, მოთხოვნილია: უზრუნველყოფილი იქნეს, რომ სახ

ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრობის კანდიდატურებს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს – თამარ ალფაიძეს და რევაზ ეგაძეს მხარი არ დაუჭირა. თამარ ალფაიძემ ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო, რევაზ ეგაძეს კი ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანონმდებლობის შესაბამისად,  კანდიდატების შესარჩევი მეორე ტური არ გაიმართება. პარლამენტმა ასევე არ დაუჭირა მხარი ცესკო-ს წევრობის ოთხ კანდიდატს: გიორგი ისაკაძეს, გიორგი მარსაგიშვილს, ქრისტინე ქაჯაიასა და

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, მინისტრთა კაბინეტში შევლენ მემარჯვენე კონსერვატორების ბლოკის წარმომადგენლებიც. მათ შორის იქნებიან პარტია „რელიგიური სიონიზმის“ წევრებიც. ისრაელის მედიის ცნობით, ნეთანიაჰუმ ქვეყნის პრეზიდენტს უთხრა, რომ ახალი მთავრობა „ისრაელის ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ იმუშავებს“. როგორც ვარაუდობენ, ახალი მთავრობის წევრების ფიცის დადების ცერემონია წლის ბოლომდე შედგება. „ბიბისი“ ცნობით

ვოლოდიმირ ზელენსკი - კარგი ამბებით ვბრუნდები სახლში, პრეზიდენტ ბაიდენთან განვიხილეთ ჩვენი სტრატეგიული ნაბიჯები, რასაც მომდევნო წელს ველით და რისთვისაც ვემზადებით

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „პეტრიოტის“ თავდაცვის სისტემები, რომელსაც აშშ უკრაინას გადასცემს, თამაშის წესებს შეცვლის და ეს იქნება „ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის საჰაერო სივრცეში უსაფრთხოების შესაქმნელად“. ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დამატებითი დეტალების გასაჯაროებისგან უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე თავს იკავებს. მისი თქმით, საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაეხმარება ქვეყანას, დაიცვას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და ენერ

მიხეილ დაუშვილი - „ქართული ოცნების“ საუკეთესო დეტექტივებსაც კი შეშურდებოდათ, სააკაშვილზე ისეთ კონსპირაციებს ავითარებენ

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“. როცა კითხვა ისმის, მისი გადაყვანა უნდა მოხდეს თუ არა სადმე, ამ მარტივ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არის. ისიც კი ვერ გავიგეთ, რა არის მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. დაუშვილის თქმით, სააკაშვილის დიაგნოზის მკურნალობა თუ შესაძლებელია საქართველოში, მაშინ გადაყვანის მოთხოვნა რა ლოგიკას ექვემდებარება, საკითხავია. „სააკაშვილის რეალური დიაგნო

ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესს - რუსები ყველაფერს იყენებენ, მაგრამ უკრაინა არასოდეს დანებდება

რუსები ყველაფერს იყენებენ უკრაინის ქალაქების, მათ შორის ბახმუტის, წინააღმდეგ, მაგრამ უკრაინა არასოდეს დანებდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "შარშან ბახმუტში 70 000 ადამიანი ცხოვრობდა. ახლა მხოლოდ რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი. ამ მიწის ყოველი სანტიმეტრი სისხლით არის გაჟღენთილი. დონბასი რამდენჯერმე გადავიდა ხელიდან ხელში სასტიკი ბრძოლით, მაგრამ უკრაინული დონბასი დგას. რუსები ყველაფერს იყენებენ, რაც აქვთ

ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესს - თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში - ჩვენ გვაქვს არტილერია, დიახ, მადლობა, საკმარისია? სიმართლე გითხრათ, არა

აშშ-სა და მოკავშირეების მხარდაჭერა გადამწყვეტია ბრძოლის ველზე უკრაინის გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ომის დაწყებიდან 300 დღეზე მეტი გავიდა, უკრაინაში ჯარისკაცები იცავენ თავიანთ ქვეყანას, მაგრამ მათ მეტი იარაღი სჭირდებათ ბრძოლის ველზე გამარჯვების მისაღწევად. "აქ, ფრონტის ხაზია, ტირანია - რომელსაც არ აკლია სისასტიკე თავისუფალი ადამიანების ცხოვრების მიმართ - და თქვენი მხარდაჭერა გადამწყვეტია ა

ზელენსკი კონგრესს - ბახმუტში ეს დროშა გადმომცეს და მთხოვეს, თქვენთვის მომეტანა, დაე, ის დარჩეს თქვენთან, როგორც ომში ჩვენი გამარჯვების სიმბოლო - ვდგავართ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი - უკრაინა, ამერიკა და მთელი თავისუფალი მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს საჩუქრად გადასცა ბახმუტიდან ჩატანილი უკრაინის დროშა უკრაინელი ჯარისკაცების ხელმოწერებით. „როდესაც გუშინ ბახმუტში ვიყავი, ჩვენმა გმირებმა გადმომცეს დროშა. მათი დროშა, ვინც იცავს უკრაინას, ევროპასა და მსოფლიოს საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. მთხოვეს, ეს დროშა თქვენთვის მომეტანა. კონგრესმენებისთვის, რომელთა გადაწყვეტილებებსაც შეუძლია მილიონობით ადამიანის გადარჩენა. დაე, მოხდეს ამ გადაწყვეტილებების მიღება. დაე, ეს დროშა დარჩეს თქვენთან. ქალბატონებო

ზელენსკი: აშშ-ის Patriot-ის სისტემა უმნიშვნელოვანესი იქნება უკრაინის თავდაცვისთვის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის ხმელეთი-ჰაერის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიწოდება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეფექტიანი საჰაერო თავდაცვის შექმნაში. "ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შევძლებთ ამ ტერორისტულ სახელმწიფოს [რუსეთს] ჩამოვართვათ ტერორის მთავარი ინსტრუმენტი - შესაძლებლობა დარტყმები განახორციელოს ჩვენს ქალაქებზე, ჩვენს ენერგიაზე", - განაცხადა ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ზელენსკის აშშ-ის კონგრესში ფეხზე წამოდგომით და ოვაციებით დახვდნენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 21 დეკემბერს ვაშინგტონში სიტყვით მიმართავს აშშ-ის კონგრესს, სადაც მას ფეხზე წამოუდგნენ და ოვაციებით დახვდნენ. ზელენსკისადმი მიძღვნილი აპლოდისმენტები ორ წუთზე მეტხანს გაგრძელდა. ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც თებერვალში მის ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა. კონგრესში მისვლამდე, ზელენსკიმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან გამართა შეხვედრა.   რადიო თავისუფლება

უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ცნობილი ადგილები ჩააბნელეს

უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, გასულ ღამით, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა აქცია An Hour For Ukraine (საათი უკრაინისთვის). დროებით ჩაბნელდა 60-ზე მეტი ცნობილი ადგილი და შენობა, მათ შორის რომის კოლიზეუმი, სიდნეის ოპერა, ლონდონის საკონცერტო დარბაზი ალბერტ-ჰოლი, ტორონტოს ტელეანძა, პარიზის მერია, მთავარი საშობაო ნაძვის ხე ნიუ-იორკში, შოტლანდიის პარლამენტის შენობა ედინბურგში და ევროპული საბჭოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის შენობები ბრიუსელში.    

დონეცკში დაჭრილია რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი როგოზინი

რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, „როსკოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი დმიტრი როგოზინი დაიჭრა ქალაქ დონეცკში, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევისას. ინფორმაცია რუსულ სააგენტო „ტასს“ დაუდასტურა როგოზინის თანაშემწემ. მისი ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა დაცხრილეს დონეცკის გარეუბანში მდებარე სასტუმრო, სადაც ცხოვრობდნენ სამხედრო მრჩევლები, როგოზინის ხელმძღვანელობით. სხვა წყაროებით, დაიცხრილა რესტორანი, სადაც 21 დეკემბერს როგოზინი დაბადების დღეს აღნიშნავდა. თანაშემწის თანახმად, ზურგში დაჭრილი დმიტრი
×
×
  • შექმენი...