Jump to content
Planeta.Ge

Blogs

თურქეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში მიწისძვრის შედეგად ქართველი ქალბატონის, ი.ჭ. გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს, რომელმაც დაადასტურა გარდაცვალების ფაქტი. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი გახლავთ ორმაგი მოქალაქ

სალომე ზურაბიშვილმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. ძლიერი მიწისძვრა თურქეთში 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში 9 057 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოფიციალურად დადასტურებულია საქართველოს სამი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი.

თურქეთის ქალაქი ისკენდერუნი დაიტბორა - სანაპიროზე მდებარე შენობებიდან ევაკუაცია განხორციელდა

მიწისძვრის შედეგად თურქეთის ქალაქი ისკენდერუნი დაიტბორა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული ტელეარხი NTV-ი ავრცელებს. NTV-ის ცნობით, მიწისძვრის შედეგად, რომელიც თურქეთის 10 პროვინციას შეეხო, ჰათაის პროვინციის ისკენდერუნის ოლქში ზღვის დონე გაიზარდა. ქალაქ ისკენდერუნში სანაპიროს გასწვრივ მდებარე გზები, მოედნები და შენობები დაიტბორა. რისკების გამო, სანაპირო ბულვარზე მდებარე შენობების ევაკუაცია მოხდა. ისკენდერუნის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დაზიანებულ სახლებში ა

ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ემანუელ მაკრონს და ოლაფ შოლცს შეხვდება

ოთხშაბათს საღამოს უკრაინის პრეიზდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობისთვის, აქამდე გერმანელმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ შოლცი პარიზში სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება. ხუთშაბათს ზელენსკის ბროუსელში ვიზიტი არის მოსალოდნელი, სადაც ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება და რომელზე დასასწრებადაც უკრაინის

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პარლამენტის სპიკერს უკრაინელი პილოტის ჩაფხუტი გადასცა წარწერით: “ჩვენ თავისუფლება გვაქვს, მოგვეცით ფრთები, რომ იგი დავიცვათ” და საავიაციო კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთს უკრაინისთვის საავიაციო კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ავიაცია ეამაყება და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის სპიკერს ლინდსი ჰოილს უკრაინელი პილოტის ჩაფხუტი გადასცა წარწერით: “ჩვენ თავისუფლება გვაქვს, მოგვეცით ფრთები, რომ იგი დავიცვათ”. “მე მჯერა, რომ ეს სიმბოლო დაგვეხმარება ჩვენი შემდგომი - საავიაციო - კოალიციის ფორმირებაში. მოგმა

მალაიზიური Boeing-ის 2014 წლის კატასტროფაზე გამოძიება: პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება

საგამოძიებო ჯგუფმა, რომელიც იკვლევს 2014 წელს დონბასში „მალაიზიის ავიახაზების“ Boeing-ის დაღუპვის გარემოებებს, გამოაცხადა, რომ რაც შეიძლებოდა, ყველაფერი გააკეთა ეჭვმიტანილთა ძებნისთვის, მაგრამ სხვისთვის აღარავისთვის შეუძლია ბრალდების წაყენება. ამასთან, გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ კატასტროფისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. გაერთიანებულმა საგამოძიებო ჯგუფმა ივარაუდა, რომ პუტინი შესაძლოა პირადად იღებდა გადაწყვეტილებებს სეპარატისტთა კონტროლქვეშ მყოფ უკრაინის

თურქეთსა და სირიაში 11 000-ს გადააჭარბა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ჩავიდა კაჰრამანმარაშის პროვინციაში, რომელიც 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრი იყო. ერდოანის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 8574-ს მიაღწია. 49 133 ადამიანი დაშავდა. დანგრეულია 6 444 სახლი. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ყველა დაზარალებული ოჯახი სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს და მთავრობის გეგმაა, რომ ერთი წლის განმავლობაში ისინი ახალი ბინებით უზრუნველყოს. მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრი თურქეთი

პაპუაშვილი: თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა განასახიერებს იმ პოლიტიკურ მიდგომებს, რომლებიც ჰქონდა დავით აღმაშენებელს, არის „ქართული ოცნება“

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2022 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დავით აღმაშენებლის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. პაპუაშვილმა დავით აღმაშენებლის პოლიტიკურ მიდგომებს შეადარა „ქართული ოცნების" საქმიანობა. „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. ბატონმა არმაზმა იკითხა, რითი შევიდა დავით აღმაშენებელი საქართველოს ისტორიაში? და თქვა, რომ „ის შევიდა იმით, რომ სწორი მი

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ვიცით, რომ თავისუფლება გაიმარჯვებს - ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი წააგებს და ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ გამარჯვება შეცვლის მსოფლიოს

ჩვენ ვიცით, რომ თავისუფლება გაიმარჯვებს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. უკრაინის ლიდერმა ბრიტანელ დეპუტატებს განუცხადა, რომ „მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიმარჯვებთ, ნებისმიერი აგრესორი, არ აქვს მნიშვნელობა, დიდი თუ პატარა, გაიგებს, რა ელის მას, თუ თავს დაესხმება საერთაშორისო წესრიგს”. ზელენსკის თქმით, გამარჯვება მსოფლიოს შეცვლის. „ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი წააგებს და ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ გამარჯვება შ

ვოლოდიმირ ზელენსკი ბორის ჯონსონს - ბორის, შენ გააერთიანე სხვები, როცა ეს აბსოლუტურად, აბსოლუტურად შეუძლებელი ჩანდა, მადლობა

ვესტმინსტერის დარბაზში სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს პირადად გადაუხადა მადლობა. „ბორის, შენ გააერთიანე სხვები, როცა ეს აბსოლუტურად, აბსოლუტურად შეუძლებელი ჩანდა. მადლობა“, - განაცხადა ზელენსკიმ. მან მხარდაჭერისთვის მადლობა ასევე გადაუხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრ რიში სუნაკს და მეფე ჩარლზ III-ს. ამასთან, ზელენსკიმ ბრიტანეთს მადლობა გადაუხადა უკრაინისთვის ტანკების მიწოდებისა და უკრაინელი ს

ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელს, სავარაუდოდ, ხუთშაბათს ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, ხუთშაბათს ბრიუსელს ეწვევა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, უკრაინის პირველი პირი ხვალ ევროკავშირის ლიდერებს სამიტზე პირადად შეხვდება. ამასთან, ზელენსკი ევროპარლამენტს საგანგებო სესიაზე მიმართავს. ინტერპრესნიუსი

ირაკლი ხმალაძის განმარტებით, მერია მშენებლობის ზონის გეოლოგიურ დასკვნას მხოლოდ სეისმურად რისკიან ადგილებში ითხოვს

დედაქალაქის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერია მოქალაქეებს გეოლოგიურ დასკვნას მხოლოდ იმ შემთხვევაში სთხოვს, თუ სეისმურად მაღალი რისკის ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყება სურს. მისივე თქმით, ეს გრგ-ეს ეტაპზე ან არქიტექტორული პროექტის შეთანხმების ეტაპზე ხდება. „გენერალურ გეგმაზე დატანილია სეისმურად რისკიანი ადგილები და იმ ადგილებში, სადაც სეისმური რისკებია, გეოლოგიურ დასკვნას ვითხოვთ, ან გრგ-ეს ეტაპზე, ან არქიტექტორული პროექტის შეთანხმების ეტაპზე. ისეთ ადგილებში, სადაც ეს რისკები

შალვა პაპუაშვილი - 2022 წელს საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად 82 კანონი მიიღო

2022 წელი ისტორიული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რამაც განამტკიცა საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშსა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტმა უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში. პარლ

ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. აეროპორტში ზელენსკის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დახვდა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყნის გარეთ ეს ზელენსკის მეორე ვიზიტია. პირველად ზელენსკი აშშ-ში იმყოფებოდა. Sky News-ი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ -მინისტრის ოფისზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერს, რიში სუნაკს და უკრაინელ სამხედროებს შეხვდება. საინფორმაციო სააგენტო AP-ის ცნობით კი, უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტ

ანა ბუჩუკური - როცა ჟურნალისტებს ქცევის რაღაც სტანდარტს ვთხოვთ, ამის მორალური უფლება ჯერ ჩვენ უნდა გვქონდეს

როცა ჟურნალისტებს ქცევის რაღაც სტანდარტს ვთხოვთ, ჯერ ჩვენ უნდა გვქონდეს ამის მორალური უფლება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შალვა პაპუაშვილმა წლიური ანგარიში წარადგინა. როგორც ბუჩუკური განმარტავს, როცა პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დაწესებულ ახალ ნორმებს ევროპას ადარებენ, „ჯერ პოლიტიკოსები უნდა აკმაყოფილებდნენ ევროპულ სტანდარტებს“. „მედიასთან დაკავშირებით, ბატონი თავმჯდომარის პასუხი კი

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს გაერთიანებულ სამეფოში ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა. პრეზიდენტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს შეხვდება. ვოლოდიმირ ზელენსკის გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლა მისი მეორე საერთაშორისო ვიზიტია ომის დაწყების შემდეგ. მანამდე პრეზიდენტი ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც კონგრესის წინაშე სიტყვით წარსდგა.   ავტორი - სალომე თორაძე

მედიის ინფორმაციით, უკრაინამ თურქეთში 87 მაშველი გაგზავნა

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებაში დასახმარებლად უკრაინამ თურქეთში 87 მაშველი გაგზავნა. მედიის ცნობით, შესაბამისი განკარგულება მინისტრთა კაბინეტმა გასცა. მთავრობის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს დაევალა, სამძებრო-სამაშველო რაზმი გაგზავნოს თურქეთში „ან-32“-ის და „ან-26-ის“ თვითმფრინავებით და საავტომობილო ტრანსპორტით. გაგზავნილ 87 ადამიანს შორის თვითმფრინავების ეკიპაჟების 10 წევრია. შეგახსენებთ, 6 თებერვალს თურქეთ

რამდენიმე თურქული მედიასაშუალება სტიქიის ზონაში ქართველი მაშველების შესახებ წერს

ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ცოცხალი ამოიყვანეს. ამასთან, საქართველო თურქეთის დასახმარებლად დამატებით კიდევ 40 მეხანძრე-მაშველს აგზავნის, – ასე ეხმაურებიან წამყვანი თურქული მედიასაშუალებები, თურქეთში, სტიქიის ზონაში ქართველი მაშველების სამძებრო სამუშაოებში ჩართვის პროცესს. „ქართველი მეხანძრე-მაშველები, თურქეთში, სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ და ადიამანში, ახალგაზრდა ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ცნობილი ხდება ის ფაქტიც, რ

ანა ბუჩუკური - „ნაციონალურ მოძრაობას“ რესურსი აღარ აქვს და მორჩა, ჯერ კიდევ გახარიამ უწინასწარმეტყველა, რომ ქუჩის ოპოზიციად დარჩებოდა

„ნაცმოძრაობას“ სწორი გზა როდის აურჩევია? 11 წელია, ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ასუსტებს და ასრულებს, თუმცა მათი დასუსტებული ბიძინა ივანიშვილი არ მინახავს, – ამის შესახებ  პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულის წარსულია. „რესურსი აღარ აქვთ და მორჩა. ჯერ კიდევ გიორგი გახარიამ როდის უწინასწარმეტყველა, რომ ქუჩის ოპოზიციად დარჩებოდა. დიახ, „ნაციონალური მოძრაობა“ ქუჩის ოპოზიციაა. ვისაც ალტერნატივი

თურქეთის ქალაქებში მოროდიორები გამოჩნდნენ

მაშინ, როცა თურქეთის მოსახლეობა ცდილობს ყველაფერი გააკეთოს გადარჩენილების დასახმარებლად, მიწისძვრით დაზარალებულ ქალაქებში მოროდიორები გამოჩნდნენ. მათ მაღაზიებიდან და ცარიელი სახლებიდან  საკვები, ტექნიკა და ავეჯიც გააქთ. თურქული მედიის ცნობით, საძარცვავად მთელი ოჯახები ერთად მიდიან. აქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ ვინაიდან ჰუმანიტარულ დახმარებას მათთან ჯერ არ მიუღწევია, ბევრი ადამიანი იძულებულია  მსგავსი ნაბიჯი გადადგას, მაღაზიის მეპატრონეები კი თავიანთი დაწესებულებებს დამოუკიდებლად იცავენ.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ახლა უპირატესობა ცოცხლად გადარჩენილების პოვნას ენიჭება, ამიტომ გლოვის დრო არ რჩება

თურქეთის პროვინცია ჰათაიში, მიწისძვრიდან 29 საათის შემდეგ, ერთ-ერთი სახლის ნანგრევებიდან ორი თვის ბავშვი ცოცხლად ამოიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ გადარჩენილთა პოვნის შანსები უფრო და უფრო მცირდება, მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში 79 000-ზე მეტი სამძებრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ისინი მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში აგრძელებენ დახმარებას. ერთ-ერთმა ჯგუფმა მალათიაში 62 წლის ეროლ ჰანჩი გადაარჩინა, რომლის ოჯახის სხვა წევრები ნანგრევებიდან უფრო ადრე გამოიყვანეს. მიწისძვრის დროს სახლში სულ 7

,,ამაზე საშიენლი არაფერია"- ქართველი ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე მიწისძვრის ეპიცენტრიდან

თურქეთის ქალაქ ჰატაის საფეხბურთო კლუბ ,,ჰატაისპორში“ მოთამაშე ქართველმა ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ, სამშობლოში გამომგზავრებამდე, ,,ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე სტატუსი დაწერა, რითაც ქვეყანაში მომხდარ სტიქიურ უბედურებას გამოეხმაურა. ,,რა ტრაგედიაც მოხდა, ღმერთმა არავის გამოგაცდევინოთ. ეს არ იყო უბრალოდ მიწისძვრა, ეს იყო უფრო ღრმა და შემზარავი. მე მშვიდობით ვარ, მაგრამ ეს არ არაა მთავარი ამ წამს. ადამიანები დანგრეულ შენობებშო ბავშვებს ოჯახის წევრებს ეძებენ. ამაზე საშინელი არაფერია. მშვიდობა

„ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ სტატიას აქვეყნებს - ხაჭაპური, ქართული კლასიკა, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ

ხაჭაპური – ქართული კლასიკა, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ, – ამ სათაურით „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ (National Geographic) სტატიას აქვეყნებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის ჟურნალისტმა, ჯენიფერ ჰათამმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა. სტატიის ავტორი „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ ონლაინმკითხველს საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და კულინარიას აცნობს. სტატიაში საქართვ
×
×
  • შექმენი...