Jump to content
Planeta.Ge

Blogs

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატმა პაციენტის პისტოლეტიდან გასროლა გამოიწვია და შემთხვევა ფატალურად დასრულდა

ცოტა ხნის წინ, ბრაზილიაში, მომუშავე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) სიახლოვეს მყოფი ერთი მამაკაცის პისტოლეტმა მოულოდნელად თავისით გაისროლა; კაცი მუცელში დაიჭრა და რამდენიმე კვირის შემდეგ გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 40 წლის ადვოკატი და იარაღის ფლობის ხმამაღალი მხარდამჭერი, ვიდრე დედამისს სკანირების ოთახში შეჰყვებოდა, სიტყვიერად და წერილობით გააფრთხილეს, რომ გარეთ დაეტოვებინა ყოველგვარი ლითონის ობიექტი. მიუხედავად ამისა, ოთახში ის მაინც იარაღით შევიდა. 16

Credit Suisse-მა 17.6 მილიარდი ფრანკის რუსული აქტივები გაყინა

შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse-მა 17.6 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის რუსული აქტივები გაყინა. SONNTAGSZEITUNG-ის ცნობით, ეს ქვეყანაში დეკლარირებული რუსული აქტივების, დაახლოებით, მესამედია. გამოცემის ინფორმაციით, გაყინული აქტივებიდან დაახლოებით 4 მილიარდი ფრანკი შვეიცარიის სანქციების ქვეშ მყოფი მოქალაქეების საკუთრებაა, დანარჩენი კი სხვა ქვეყნების  შეზღუდვებში მოხვედრილ მოქალაქეებს ეკუთვნით, ასევე რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის და სახელმწიფოს დაბლოკილი სახსრები. დაყა

თურქეთის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარების დაგვიანებაში ადანაშაულებს, ერდოღანი კი მათ დაპატიმრებით ემუქრება

,,ამდენი დღის შემდეგაც ხომ ამოჰყავთ სასწაულის ძალით გადარჩენილები და დახმარება რომ არ დაგვიანებულიყო, იმ პირველი სამი დღის განმავლობაში რამდენი ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა?" ,,ძალიან ბევრი ქალაქი და სოფელია ისეთი, სადაც აქამდე ერთი კრამიტიც კი არ გადაუბრუნებიათ."     ქართველი ანა ბერიანიძე, 20 წელზე მეტია, რაც ნათესავებთან ერთად, თურქეთში, ანტალიის პროვინციის ქალაქ ალანიაში ცხოვრობს. 6 თებერვალს, დამანგრეველი მიწისძვრის დროსაც იქ იყო. მართალია, მისი ქალაქი არ დაზარალებულა,

„დიახ, ეს თავდასხმაა“ - პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის სამინისტროს გენინსპექციაზე

პრეზიდენტის სასახლეში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შესვლასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მრჩეველმა განათლების, კულტურის და მეცნიერების საკითხებში კოტე ნაცვლიშვილმა ბრიფინგი გამართა. მან თქვა, რომ სვიმონ დადიანის ნამუშევრები სწორედ პრეზიდენტის ინიციატივით და შუამდგომლობით გადმოეცა საქართველოს საჩუქრად და ინახება ხელოვნების სასახლეში. ათეულობით ნამუშევრიდან 5 შეირჩა ხელოვნების სასახლის მიერ პრეზიდენტის სასახლეში გამოსაფენად. ეს კი მემორანდუმის საფუძველზე მოხდა და, მისი თქმით, არან

13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება

რადიოს მსოფლიო დღე წელს მეთორმეტედ აღინიშნება. „რადიო და მშვიდობა“ – ეს არის 2023 წელს რადიოს მსოფლიო დღის მთავარი იდეა. 13 თებერვალი იუნესკო-მ რადიოს მსოფლიო დღედ 2011 წელს გამოაცხადა. 1946 წელს სწორედ ამ დღეს შეიქმნა გაერო-ს რადიო. როგორც იუნესკო-ს ვებგვერდზე ვკითხულობ – „რადიო რჩება ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მედიასაშუალებად. მას აქვს დიდ აუდიტორიასთან წვდომის უნიკალური უნარი, შეუძლია, წარმოაჩინოს და ასახოს კაცობრიობის მრავალფეროვნება და საზოგადოების ყველა წევრის ხმა გააგონოს 

მაია სანდუ აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ გადასცა კრემლის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მტკიცებით, უკრაინულმა მხარემ მას გადასცა კრემლის გეგმა, რომელიც მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ისახავდა მიზნად. მაია სანდუს თქმით, კიევის მიერ მოლდოვის ხელისუფლებისთვის გადაცემული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კრემლი მოლდოვაში დივერსანტების ჩაყვანას რუსეთიდან, ბელარუსიდან და ბალკანეთიდან აპირებდა. „ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო მომზადების მქონე პირთა მიერ სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმას და მძევლების ა

კულტურის სამინისტროს გენინსპექცია პრეზიდენტის სასახლეში მივიდა

კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახური პრეზიდენტის სასახლეში მივიდა. ადგილზე ისინი ხელოვნების სასახლის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებიან.  გავრცელებული ცნობით, ისინი ადგილზე  ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევრის წამოღების მიზნით მივიდნენ.  ნამუშევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დროებით უნდა ყოფილიყო განთავსებული. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი გუშინ სოციალურ ქსელშ

ხელვაჩაურის სუსის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

ხელვაჩაურში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, გენადი სურმანიძე გარდაცვლილი იპოვეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ის საკუთარ მანქანაში ნახეს - ჟურნალისტმა თქვა, რომ კაცს ტყვია გულის არეში აქვს მოხვედრილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სურმანიძე უწყების შექმნის დღიდან მუშაობდა მათთან ერთსა და იმავე თანამდებობაზე, რიგით თანამშრომლად. საქმეზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყ

მიწისძვრიდან ერთ კვირაში, თურქეთში ნანგრევებიდან კიდევ ორი ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს

მაშველებმა თურქეთის გაზიანთეპის პროვინციაში გადაარჩინეს 40 წლის ქალი, რომელიც დაახლოებით 170 საათის განმავლობაში იმყოფებოდა 5-სართულიანი სახლის ნანგრევებში. ამის შესახებ სააგენტოები Anadolu და Reuters-ი იუწყებიან. გადარჩენილ ქალს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს და შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. CNN-ის ცნობით, მაშველებმა ჰათაის პროვინციაში გადაარჩინეს კაციც, რომელიც ნანგრევებში იმყოფებოდა 167 საათის განმავლობაში.   თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ორი დამანგრე

ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყნის ჩრდილოეთში რიგით მეოთხე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს

ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყნის ჩრდილოეთში რიგით მეოთხე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს ჰურონის ტბასთან, კანადის საზღვართან ახლოს. ობიექტის ჩამოგდების ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასცა. პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ობიექტს შეეძლო, ხელი შეეშალა კომერციულ საჰაერო მიმოსვლაში, რადგან ის მოძრაობდა 6 100 მეტრის სიმაღლეზე. ობიექტი, რომელიც სამხედრო საფრთხედ არ იყო მიჩნეული, თავდაცვის წარმომადგენლებმა აღწერეს, როგორც უპილოტო და რვაკუთხა ფორმის. მფრინავი ობიექტ

უკრაინის გენშტაბი - ხუთი მიმართულებით ხორციელდება შეტევა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერია თავდასხმები ხარკოვის, დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების ათ დასახლებულ პუნქტში

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაში ხუთი მიმართულებით ახორციელებს შეტევას. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერია რუსი სამხედროების თავდასხმები ხარკოვის, დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების ათ დასახლებულ პუნქტში, – მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის არმიის გენშტაბის განცხადებაშია აღნიშნული. რუსეთის არმია ძირითად ძალისხმევას მიმართავს შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვკის მიმართულებებზე. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრა

ბექა ლილუაშვილი - ვანო მერაბიშვილი ამ ქვეყნის გუშინწინდელი დღეა და კიდევ ერთი არაფორმალური მმართველი

ვანო მერაბიშვილს შეუძლია, არაფორმალური მმართველების წრეს მიეთვალოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, „მერაბიშვილის ინტერვიუ სხვა არაფერი იყო, თუ არა მისი როლის დადასტურება „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკაში, მათ შორის დღევანდელი მენეჯმენტის ფორმირებაში და მმართველობაში“. „ამ განცხადებით მერაბიშვილმა გამოავლინა თავისი მოტივი, რომ გაეძლიერებინა თავისი შესუსტებული პარტიის ახალი მმართველობა. ვანო მერაბიშვილი ამ ქვეყნის გუშინწინდელი

აშშ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინაში ომისა და რუსული სამართალდამცავი ორგანოების მიერ თვითნებური დაპატიმრების ან შევიწროების რისკის გამო, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი. „აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა. გამოიჩინეთ სიფრთხილე უკანონო დაკავების რისკის გამო. არ იმოგზაუროთ რუსეთში“, - აღნიშნულია მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გააფრთხილა თავისი მოქალაქე

პაველ ჰერჩინსკი - ოპოზიცია უნდა დარჩეს პარლამენტში

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ოპოზიციას მოუწოდებს, დარჩეს პარლამენტში და კონსტრუქციულად მიუდგეს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს. ამის შესახებ ელჩმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, მშვიდობიანი პროტესტი ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის ნაწილია, თუმცა მთავარი პოლიტიკური დისკუსია პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს. „მინდა მოვუწოდო ყველას საქართველოში - როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ იმუშაონ ერთად, რათა მიაღწიონ მაქსიმალუ

ბექა ლილუაშვილი - პოლიტიკურმა აქტმა, რაც ხელოვანმა გამოხატა, ძალიან გააღიზიანა ქალბატონი წულუკიანი და ზედმეტი მოუვიდა, შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრებს მოუწიათ ამ გადაჭარბებულ რეაქციაზე გამოსწორების პასუხების გაცემა

პოლიტიკურმა აქტმა, რაც ხელოვანმა გამოხატა, ძალიან გააღიზიანა ქალბატონი წულუკიანი და ზედმეტი მოუვიდა - როგორც ჩანს ხელოვანი ადამიანების რეაქცია, რომელიც სახელმწიფოს ნაბიჯებს მოჰყვა, კარგად არ ჰქონდათ შეფასებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც მხატვარ სანდრო სულაბერიძესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მმართველ გუნდში მოგვიანებით გააცნობიერეს, რომ მწვავე ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, სამართლებრივი

დმიტრო კულება - რუსეთის წინააღმდეგ, 24 თებერვლისთვის, ახალი სანქციები დაწესდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე რუსეთს ახალი სანქციები და სხვა ზომები ემუქრება. „24 თებერვლისთვის ახალი სანქციები იქნება. ისინი გამოცხადდება სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ინსტიტუტში. გაერო-ში, კიევში, მსოფლიოს ბევრ სხვა დედაქალაქში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც ძალიან მკაფიო გზავნილს გაუგზავნის პრეზიდენტ პუტინს: თუ თქვენ, პუტინი, ფიქრობთ, რომ დრო თქვენს მხარესაა, მაშინ ძალიან ცდებით. იმიტომ, რომ უკრაინასთან ერთ

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გლობალური სანქციების ნაწილი უნდა გახდეს, მაგრამ ეს ადვილი არ არის

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გლობალური სანქციების ნაწილი გახდეს, მაგრამ ეს ადვილი არ არის - არსებობს გარკვეული წინააღმდეგობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, მისი განკარგულებით, ძალაში შევიდა ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ატომურ ინდუსტრიასთან დაკავშირებული 200 ადამიანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. „რუსული სისტემის ყველა

ელჩი - საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალება ჯერ არ არის დადასტურებული - ადგილზე, ჰათაის გუბერნიაში მიდის სამუშაოები

თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს ერთი მოქალაქის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ელჩის თქმით, ჯერჯერობით მისი გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურებული არ არის და ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. "დადასტურდა საქართველოს ხუთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. სამი საქართველოში უკვე გადასვენებულია. დანარჩენზე ჩვენ, საელჩო-საკონსულო სამსახური ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, მათი გადასვენებაც მოხდება საქართველოში. ჩვენ გვაქვს ერთი პრობლემური საკითხი,

სეისმური მონიტორინგის ცენტრი - მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს - არ დაუჯეროთ და არ გაავრცელოთ ცრუ ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში შიშსა და პანიკას იწვევს

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაუჯერონ და არ გაავრცელონ მიწისძვრასთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში შიშსა და პანიკას იწვევს.როგორც ცენტრი აღნიშნავს, სამწუხაროდ, მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს. "თურქეთის რესპუბლიკაში, 6 თებერვლის ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა ჩვენი საზოგადოების აღელვება გამოიწვია.მიწისძვრა არის ბუნებრივი სტიქია, რომლის ზუსტი დროისა

სეისმოლოგი - თუ სწორად ავაშენეთ, კატასტროფული მიწისძვრებისგანაც შეგვიძლია თავი დავიცვათ - ქალაქში 5-6 მაგნიტუდას ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება

თუ სწორად ავაშენეთ, კატასტროფული მიწისძვრებისგანაც შეგვიძლია თავი დავიცვათ, - ამის შესახებ სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა. მისი თქმით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდგომმა სურათმა აჩვენა, რომ მშენებლობების ნაწილი დაინგრა, ნაწილი კი გადარჩა, შესაბამისად, უსაფრთხოება მშენებლობის ნაწილში მნიშვნელოვანია. „ყველა კადრში, რომელსაც აჩვენებენ, ჩანს ერთი-ორი შენობა, რომელსაც არაფერი მოსვლია, რაც იმას გვიჩვენებს, რომ თუ სწორად ავაშენეთ, ასეთი

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში ჩავიდა

მედიის ცნობით, ხანგრძლივი მეტოქეობის მიუხედავად, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი, მხარდაჭერის ნიშნად, თურქეთში ჩავიდა. როგორც Agence France-Presse იუწყება, დენდიასს მისი თურქი კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუ შეხვდა, ვიდრე ისინი ვერტმფრენებით მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონების მოსანახულებლად გაემგზავრებოდნენ. საბერძნეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ანთაქიაში ჩავლენ, სადაც ბერძენი მაშველები თურქ კოლეგებს სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ეხმარებიან. ამ დრო

სოფელ მარტყოფში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტებზე დაკავებულ ნიკოლოზ ხუციშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილებით მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის - პროკურატურის შუამდგომლობა. გამოძიების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 თებერვლიდან 18 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია სკანდინავიის ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი უმეტესად თოვლის სახით, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მათივე ცნობით, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვე
×
×
  • შექმენი...