Jump to content
Planeta.Ge

Blogs

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 თებერვალს 12:00-დან 13:00 საათამდე ენერგომომარაგება მცხეთის მუნიციპალიტეტში ქსნის, ძეგვის, ქსოვრისის და ქანდას აბონენტებს დროებით შეეზღუდებათ. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 13:00-დან 14:00 საათამდე ენერგომომარაგება ასევე, შეეზღუდება ძეგვის და წიწამურის აბონენტებს. „11:00-დან 15:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წითელსოფელი, ჩანადირთკარი, აბანოსხევი, საკრამული, ბულაჩაური, საშაბურ

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

7 თებერვალს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქოშიგორას დასახლებაში, უდაბნოს ქუჩის II შესახვევში, N5-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, მაგისტრალურ მილზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. მათივე განმარტებით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 7 თებერვალს საღამოს 18:00 საათზე დაიწყებენ. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში ინტენსიურ რეჟი

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავს

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია 17:00 საათზე დაიწყება. როგორც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, პროტესტი ყოველდღიური იქნება, ვიდრე შედეგზე არ გავლენ და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ გამგზავრების შესაძლებლობა არ მიეცემა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპროტესტო აქცია წუხელ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთანაც გამართა. პარტიამ პროტესტის უწყვეტი ტალღა მას შემდეგ დააან

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 4 ათასს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4,3 ათას ადამიანს გადააჭარბა. თურქული მედიის ცნობით, სტიქიამ ამ დროისთვის 2921 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება 15,834 - მა ადამიანმა მიიღო. სირიაში კი, მიწისძვრის შედეგად, 1,4 ათასი ადამიანი დაიღუპა და 3 ათასზე მეტი დაშავდა.

თურქეთში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, საქართველოს 10-მდე მოქალაქიდან, რომლებიც მიწისძვრის შედეგად დაკარგულად მიიჩნეოდნენ, უმრავლესობა უკვე იპოვეს, ისინი კონტაქტზე გამოვიდნენ

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, რომ მიწისძვრის შედეგად დაკარგული საქართველოს 10-მდე მოქალაქიდან უმრავლესობა უკვე იპოვეს და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. ამის შესახებ გიორგი ჯანჯღავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით, ცხელი ხაზი გამართულად მუშაობს. „ამ დროისთვის მხოლოდ საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალება ფიქსირდება. დაკარგული 10-მდე მოქალაქიდან ნახევარზე მეტი უვკე ვიპოვეთ, გამოვიდნენ კონტაქტზე. ვაგრძელებთ ძიებას. ცხელი ხაზი წარმატებით მუშაობს. სწო

საქართველოს საელჩომ თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მეორე მოქალაქის დაღუპვის შესახებ მიიღო ინფორმაცია

საქართველოს საელჩომ თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მეორე მოქალაქის დაღუპვის შესახებ მიიღო ინფორმაცია. საელჩოს ცნობით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალქეების თაობაზე ინფორმაციის მიღებისა და მათი დახმარების მიზნით. „თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შემოვიდა შეტყობინება მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალქის გარდაცვალების შესახებ. საელჩოს თურქეთის ქ. ანთაქიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალ

თურქეთში შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა. ერთი კვირის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით და საზღვარგარეთ თურქეთის დიპლომატიური მისიების შენობებზე დაშვებული იქნება დროშები. დღეს თურქეთის სამხრეთ ნაწილში მომხდარ ორ დამანგრეველ მიწისძვრას 1650-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 11 000-ს აღემატება.   ავტორი - ქეთი ჩოხელი

ცესკო - 2024 წლის პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს

2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათივე ცნობით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ტექნოლოგიები არ იქნება გამოყენებული, გაციფრულდება ბიულეტენები. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო და განკარგულებით განსაზღვრა ის საარჩევნო უბნები, სადაც 2024 წელს არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება.

უკრაინისთვის განკუთვნილი Leopard 2-ის საბრძოლო ტანკი კანადიდან პოლონეთში ჩავიდა

კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანდის განცხადებით, Leopard 2-ის პირველი ტანკი, რომელიც კანადამ უკრაინას გადასცა, პოლონეთში ჩავიდა. „პირველი კანადური Leopard 2-ის საბრძოლო ტანკი, რომელიც ჩვენ უკრაინას გადავეცით, ახლა პოლონეთში ჩავიდა“, - წერს თავდაცვის მინისტრი „ტვიტერზე“. მისი თქმით, კანადა, მოკავშირეებთან ერთად, უკრაინელ ჯარისკაცებს ამ ტექნიკის გამოყენების მიზნით მოამზადებს. „ჩვენს მოკავშირეებთან ერთად მალე მოვამზადებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ ტექნიკის გამოყენების მიზნ

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთში მიწისძვრას მინიმუმ 912 ადამიანი ემსხვერპლა და 2 818 შენობა ჩამოინგრა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, დღეს დილით მომხდარ მიწისძვრას თურქეთში მინიმუმ 912 ადამიანი ემსხვერპლა და 2 818 შენობა ჩამოინგრა. მისივე თქმით, თურქეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურების 9 000-მდე თანამშრომელია ჩართული. უცნობია კიდევ რამდენი ადამიანია ნანგრევების ქვეშ. თურქეთის მთავრობის საკოორდინაციო ცენტრი დედაქალაქ ანკარაშია და მას ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაი ხელმძღვანელობს. ერდოღანმა განაცხადა, რომ დღეს დილით მომხდარი მ

თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქაჰრამანმარასთან ახლოს დაფიქსირდა. აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მიწისძვრის სიმძლავრე 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა. IPN

მიწისძვრის შედეგად თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

მიწისძვრის შედეგად, თურქეთის ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვრის შედეგად ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის ნ.ზ. გარდაცვალების შესახებ. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მომხდა ძლიერ მიწისძვრას 1200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სრული სოლიდარობა ჩვენს მოკავშირე თურქეთს ამ საშინელი მიწისძვრის შემდეგ. ნატო-ს მოკავშირეები ახლა მხარდაჭერის მობილიზებას ახდენენ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელიც თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას გამოეხმაურა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ბლოკი მზადაა დასახმარებლად. „ამ დილით თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რასაც ასობით ადამიანის

ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება

ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს დაავალებს. შესაბამისი შინაარსის ცვლილებები „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ინიციატივით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომელიც პარლამენტი

საგარეო უწყება - თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ამოქმედებულია ცხელი ხაზი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეების შესახებ საელჩოსა და საკონსულოში, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ შესულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. „არანაირი შეტყობინება არ შესულა არც ანკარაში საქართველოს საელჩოში და არც სტამბულში გენერალურ საკონსულოში. თავის მხრივ, საკონსულოც და საელჩოც თურქეთის შესაბამის უწყებებთან მუდმივ კავშირზე არიან“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ანა ბუჩუკური - ვითხოვთ, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსი მიგრანტებისთვის, ეთნიკურად ქართველებისთვის კი შემოვიღოთ განსხვავებული პირობები

ჩვენმა გუნდმა საქართველოს პარლამენტში დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც მოთხოვნილი გვაქვს, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსი მიგრანტებისთვის, ეთნიკურად ქართველებისთვის განსხვავებული პირობებით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. ბუჩუკურის განმარტებით, რუსი მიგრანტებისთვის სავიზო რეჟიმი ნიშნავს, რომ 30 დღის განმავლობაში მათ შეეძლებათ საქართველოში, როგორც ტურისტები, უვიზოდ იყვნენ, რითაც საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული ეკონომი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსების აზრით, პუტინი ომის გასაჭიანურებლად მზად არ არის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის გასაჭიანურებლად მზად არ არის, ვინაიდან ის თავს იკავებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისგან. კერძოდ, მასშტაბურ სამხედრო რეფორმებს რუსეთის ხელისუფლება დაგვიანებით ახორციელებს. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები წერენ. ისინი განმარტავენ, რომ კრემლი კადრების მობილიზებას და რეორგანიზაციას, რაც მას უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე უნდა გაეკეთებინა, დაგვიანებით ახდენს. გარდა ამისა, აყოვნებენ მობილიზაციის მეორე ტალღის გამ

გურული ქალბატონი, რომელმაც თბილისური კარიერა სოფელში ცხოვრებაზე გაცვალა

ჩვენს დრო­ში სოფ­ლი­დან ქა­ლაქ­ში წა­სუ­ლი ბევ­რი მი­ნა­ხავს, ქა­ლა­ქი­დან სო­ფელ­ში დაბრუნე­ბუ­ლი - ცო­ტა. “ში­ნის” გუ­რუ­ლი მას­პინ­ძე­ლი, და­რე­ჯან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ის ახალ­გაზ­რ­და ქალ­ბა­ტო­ნია, რო­მელ­მაც თბი­ლი­სურ კა­რი­ე­რა­ზე თა­ვი­სი ნე­ბით თქვა უარი და მშობ­ლი­ურ გურიას - არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ხი­დის­თავს და­უბ­რუნ­და. და­კას (ა­სე ეძა­ხი­ან და­რე­ჯანს ში­ნა­უ­რუ­ლად) სახ­ლ­ში ყვე­ლა­ფე­რი მი­სე­ბუ­რია, მი­სი დი­ზა­ი­ნით და დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბით მოწყო­ბი­ლი. შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნი

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აამოქმედა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. „უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ძალაში შევიდა. ეს არ არის უკანასკნელი გადაწყვეტილება რუსეთის ამ ინდუსტრიასთან დაკავშირებით. ჩვენი ქმედებების მიზანი ასევე არის ისიც, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დიპლომატების ძალისხმევა, გ

ლოს-ანჯელესში მუსიკალური პრემია ,,გრემის" დაჯილდოება გაიმართა

,,გრემის“ რიგით 65-ე დაჯილდოების ცერემონიალი ლოს-ანჯელესში, Crypto.com-ის არენაზე გაიმართა, სადაც წლის საუკეთესო მუსიკოსები და საუკეთესო სიმღერები დასახელდა. ტრადიციულად, ცერემონიაზე საუკეთესო სიმღერების, ალბომების და დუეტებისთვის სხვადასხვა ჟანრის მომღერლები და მუსიკალური ჯგუფები დაჯილდოვდნენ. წლის საუკეთესო ალბომისთვის, Harry’s House, ჯილდო ჰარი სტაილსმა მიიღო. მან ამ ნომინაციაში  ABBA-ს, კენდრიკ ლამარს, ლიზოს და ბიონსესაც კი აჯობა. საუკეთესო ახალი არტისტის კატეგორიაში გაიმარჯვ

ბიძინა კულუმბეგოვი - საქართველოში, ალბათ, 2-3 კვირაში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი - „კრაკენი“ დომინანტი გახდება - სახელმწიფომ ბევრი უნდა იმუშაოს, რომ ბივალენტური ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს

ალბათ, საქართველოში, 2-3 კვირაში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი - „კრაკენი“ დომინანტი გახდება. სახელმწიფომ ბევრი უნდა იმუშაოს, რომ ბივალენტური ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს, მას დაცვის მეტი ძალა აქვს, ვიდრე ძველს, სტანდარტულ ვაქცინას, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ „მთავარში“ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 300 ჰოსპიტალიზებული პაციენტი ცოტა არ არის. „კორონავირუსის ახალი ქვეშტამი

საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასებმა მკვეთრად დაიკლო

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები მცირდება. ამ დროისთვის ბირჟაზე Brent-ის ტიპის საწვავის ფასი ბარელზე 80 დოლარს შეადგენს, ამერიკულ ნედლ ნავთობზე კი 73.5 დოლარს. აღსანიშნავია, რომ საწვავზე ფასების კლება პარასკევს, 3 თებერვალს დაიწყო. მხოლოდ ერთ დღეში Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასმა 4.7%-ით დაიწია, 4.9%-ით გაუფასურდა WTI-ის ნედლი ნავთობის ღირებულებაც. კლების მიზეზი აშშ-ში შრომითი ბაზრის მონაცემების გამოქვეყნებას უკავშირდება. ანგარიში აჩვენებს, რომ შრომით ბაზარზე

სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 237-მდე გაიზარდა

სირიაში, დღეს დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 237 ადამიანი დაიღუპა და 639 დაშავდა, - ინფორმაციას სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სირიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მობილიზებულია ყველა მისი ქვედანაყოფი, ფორმირება და დაწესებულება, რათა დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ დახმარება და სასწრაფო დახმარება გაუწიონ მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას, მოძებნონ ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანები და უმკურნალონ დაშავებულებ
×
×
  • შექმენი...