Jump to content
Planeta.Ge

მამუკა მდინარაძე - ის, რაც შეიძლება თურქეთისთვის, სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, ისრაელისთვის, რატომ უნდა გახდეს დარტყმის საფუძველი საქართველოს წინააღმდეგ


ის, რაც შეიძლება თურქეთისთვის, სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, ისრაელისთვის და ასე შემდეგ, რატომ შეიძლება, დარტყმის საფუძველი გახდეს საქართველოს წინააღმდეგ და რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის? – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ჩვენ მკაფიოდ გავაჟღერეთ შეშფოთება რუსეთთან პირდაპირი ფრენების საკითხზე, ყურადღებით გავაგრძელებთ მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს“.

„წარმოიდგინეთ, ვიღაც, ვინც არ უნდა იყოს – მეგობარი თუ არამეგობარი, საქართველოს ეუბნება, რომ ამას რომ აკეთებ, მე დავფიქრდები, რა გავაკეთოთ, რა ღონისძიებები გავატარო ამის საპრევენციოდ და ამ დროს ყველა მეზობელი, ქვეყანა იმავეს აკეთებს რუსეთთან მიმართებით; ანუ, არ ასანქცირებს საკუთარ მოქალაქეებს. თურქეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, სომხეთისთვის, ისრაელისთვის შეიძლება თურმე, ჩვენთვის არ შეიძლება. ეს არის საქართველოში ძნელად, მაგრამ თავის მომხრეებში გაყიდვადი მესიჯი, რომელსაც სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში გარედან ეხმარებიან ხოლმე“, – განაცხადა მდინარაძემ.

 


ავტორი - ანი ქაჯაია

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...