Jump to content
Planeta.Ge

Blogs

თურქეთში საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები სტიქიის ზონაში ჩავიდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, სტიქიის ზონაში ჩავიდა. საგარეო უწყების ცნობით, ქართველი დიპლომატები შეხვედრებს გამართავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოინახულებენ საქართველოს მოქალაქეებს მათი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით. საელჩოს წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან საქართველოდან თურქეთში ჩასულ მაშველებს, რომლებიც რამდენიმე დღეა, სტიქიის ზონაში მუშ

ახალგაზრდა რუსი რეჟისორი ლია ახეჯაკოვას ბოდიშს უხდის

ახალგაზრდა რუსი რეჟისორი ალექსანდრე მოლოჩნიკოვი მოსკოვის თაეტრ „სოვრმენნიკიდან“ რუსეთის სახალახო არტისტის, მსახიობ ლია ახეჯაკოვას გათავისუფლებას გამოეხმაურა და დაგმო ყველა იმ პირის საქციელი, ვინც ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობდა. ,,ჯანდაბას, ჩვენ, ახალგაზრდები, როგორმე გავარღვევთ ამ წრეს, მაგრამ იმისთვის, რომ უდიდეს არტისტებს, მოხუცებს  სცენის და კინოს ბოლო წლები მოპარეთ, თქვენ (კულტურის სამინისტრო, დეპუტატებო, თეატრის მენეჯერებო), ვინც მათ სცენაზე ასვლის უფლებას არ აძლევთ,  ჯოჯოხეთის ცეცხლ

საქართველო, სომხეთი, თურქეთი... - რომელი ქვეყნის მოქალაქეობას იღებენ ძირითადად რუსები

საქართველო მეოთხეა იმ ძირითად ქვეყნებს შორის, რომლის მოქალაქეობა ან ბინადრობის ნებართვის მოწმობა 2022 წელს მთლიანობაში 50 ათასზე მეტმა რუსმა მიიღო. ინფორმაციას RBC ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. შსს-ს მედიასთან და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, იური ტიტოვი აცხადებს, რომ 2022 წელს 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, რომ მათ სხვა ქვეყ

რაგბი ევროპის ჩემპიონატი | ზედიზედ მეორე მოგება - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდები დიდი ანგარიშით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი სტუმრად, ამსტერდამში ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე 40:8 დაამარცხა.     ამ შეხვედრამდე ნიდერლანდებთან ჩვენს გუნდს ექვსიდან ხუთი თამაში მოგებული ჰქონდა. ერთადერთი წარუმატებელი შეხვედრა შორეულ 1995 წელზე მოდის – ეს „ბორჯღალოსნების“ ერთ-ერთი პირველი გასვლითი მატჩი იყო, რომელიც ამსტერდამში მეტოქემ 55:3 მოიგო. აქედან მოყოლებული 2000-2002 წლებში საქართველომ ნიდერლანდებს

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბიძგები თბილისის დროით 12:07 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ ოზურგეთის სოფელ გომში იყო. ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 4.6 (ML) მაგნიტუდა (ML) შეადგინა.

გენშტაბი - უკრაინაში 11 თებერვალს 900 რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული

უკრაინულმა ძალებმა 11 თებერვალს 900 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახოციელეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათვე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 12 თებერვლამდე დაახლოებით 137 780 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამასთან, უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს რუსული მხარის კუთვნილი 3280 ტანკი, 6488 ჯავშანტექნიკა, 2287 საარტილერიო სისტემა, 465 ზალპური ცეცხლის

ზელენსკიმ უშიშროების სფეროს მაღალი რანგის თანამშრომელი დაითხოვა, „მთავრობის გაწმენდა“ გაგრძელდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 თებერვალს გამოსცა ბრძანებულება უშიშროების სფეროს მაღალი რანგის თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და განაცხადა, რომ „მთავრობის გაწმენდა“ გაგრძელდება. ბოლო კვირებში უკრაინის ხელისუფლებამ გაათავისუფლა ათობით თანამდებობის პირი და დაიწყო გამოძიება, როგორც არასათანადო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილი. 11 თებერვალს ზელენსკიმ რუსლან ძიუბა გაათავისუფლა ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილის თანამდებობიდან, განაცხადა მისმა ოფისმა ისე, რო

მიწისძვრიდან 140 საათის შემდეგ მაშველებმა 7 თვის ჩვილი ამოიყვანეს ნანგრევებიდან

თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ჰატაის პროვინციაში, მიწისძვრიდან 140 საათი შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 7 თვის ჩვილი. ამავე პროვინციაში, 140 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან ამოიყვანეს მაშველებმა ორსული ქალი და მისი ძმა. კაჰრამანმარაშის პროვინციაში, 11-სართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან ამოიყვანეს მაშველებმა 26 წლის კაცი. ბოლო მონაცემებით, 6 თებერვლის დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 28 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის საგანგებო ს

მიწისძვრიდან 146 საათის შემდეგ მაშველებმა პატარა გოგო და 35 წლის კაცი ამოიყვანეს ნანგრევებიდან

თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ჰატაის პროვინციაში, მიწისძვრიდან 146 საათი შემდეგ, თურქმა და რუმინელმა მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 35 წლის კაცი. ამავე პროვინციაში, 146 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან ამოიყვანეს მაშველებმა პატარა გოგო, რომლის ასაკი ჯერჯერობით ვერ ზუსტდება.   ბოლო მონაცემებით, 6 თებერვლის დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 28 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდი

AFAD-ის ხელმძღვანელი - თურქეთში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ძალა 500 ატომური ბომბის ძალას უდრიდა

თურქეთში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ძალა 500 ატომური ბომბის ძალას უდრიდა. ამის შესახებ თურქეთის უბედური შემთხვევებისა და საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის მიწისძვრის რისკის შემცირების დეპარტამენტის გენერალურმა მენეჯერმა ორჰან თათარმა განაცხადა. „რეგიონში ლავის ან ნავთობის ნაკადები არ არის. ეს მეტი არაფერია, ვიდრე მიწისძვრის მიერ გამოწვეული მასიური მოძრაობა. ქვის სტრუქტურული ჯგუფები არ არის, რომლებსაც ვულკანური ამოფრქვევის შექმნა შეეძლებათ. 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრი

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთს შავ ზღვაში დომინირება ჩამოვართვით

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში დომინირება ჩამოართვა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა 11 თებერვალს ოდესაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რუსეთის ფედერაციას შავ ზღვაში დომინირება ჩამოვართვით. კერძოდ, ჩვენი უკრაინული „ნეპტუნების“ წარმატებით გამოყენების შემდეგ, როდესაც კრეისერი „მასკვა“ ცნობილ მისამართზე ჩაიძირა“, - განაცხადა რეზნიკოვმა. როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ა

საგარეო უწყება - თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალება დადასტურდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს. მათივე ცნობით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაუდასტურეს ქ. გაზიანტებში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქის ი.პ. გარდაცვალების შესახებ. ამ დროისთვის თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ხუთი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა.

კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, იტალიის პოლიციამ ევროპარლამენტარი ანდრეა კოცოლინო დააკავა

კორუფციული სკანდალის ფარგლებში კიდევ ერთი ევროპარლამენტარი დააკავეს. იტალიის პოლიციამ ევროპარლამენტარი ანდრეა კოცოლინო დააკავა. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. ადვოკატის განცხადებით, ევროპარლამენტარი საავადმყოფოში დააკავეს, სადაც გამოკვლევებს იტარებდა, ის ახლა უკვე სახლში – შინაპატიმრობაშია. როგორც ცნობილია, დაკავების ორდერი ბელგიის პოლიციამ გასცა. შეგახსენებთ, გუშინ ამავე საქმის ფარგლებში ბელგიელი დეპუტატი მარკ ტარაბელა დააკავეს. ბელგიური მხარე ევროპარლამენტარ

მედიის ინფორმაციით, აშშ-ში თურქეთის საელჩოში უცნობი ადამიანი მივიდა და თურქეთის დასახმარებლად 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა

„სიენენის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში თურქეთის საელჩოში პაკისტანის მოქალაქე მივიდა და თურქეთის დასახმარებლად 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა. ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შებაშ შერიფმა მიკრობგლოგ „ტვიტერზე“ დაწერა. „სასიამოვნოდ გაოცებული ვარ უცნობი პაკისტანელის მაგალითით, რომელიც ამერიკაში თურქეთის საელჩოში მივიდა და 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა“, – წერს შარიფი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.   ავტორი - თამთა რუხაძე

არტისტის წარწერის საქმეზე დაწყებული გამოძიების მუხლი 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

არტისტ სანდრო სულაბერიძის მიერ კედელზე წარწერის გაკეთებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” უწყებაში დაუდასტურეს. როგორც შსს ამბობს, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. კერძოდ, გამოძიება დაწყებულია 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, რაც კანონში ასეა განმარტებული: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; აღნიშნულ

მომცრო დივა, ნამდვილი დივა

ნიუ-იორკის Beacon Theatre-ის სცენაზე მონიკა ბელუჩიმ მარია კალასის კაბა და როლი ერთდროულად მოირგო – მონოსპექტაკლში „მარია კალასი: წერილები და მოგონებები“.   2023 წლის 2 დეკემბრამდე (საოპერო ვარსკვლავის, მარია კალასის დაბადების 100 წლის იუბილემდე) ლამის ათი თვეა დარჩენილი, მაგრამ ოპერის მოყვარულებისა და განსაკუთრებით, კალასის ფანებისათვის დიდი თავგადასავალი უკვე დაიწყო. ჰოლივუდმა, როგორც ყოველთვის, კრეატიულობა და სიმარდე გამოიჩინა და ყველას დაასწრო: მარია კალასის შესახებ ბიოგრაფიული

არგენტინის მიგრაციულმა სამსახურმა დაიწყო ბინადრობის ნებართვის გაუქმება რუსეთის მოქალაქეებისთვის

რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არგენტინაში ბინადრობის ნებართვა ქვეყანაში ბავშვის დაბადების შემდეგ მიიღეს, მაგრამ შემდეგ ქვეყნის დატოვება გადაწყვიტეს, არგენტინის მიგრაციულმა სამსახურმა დაიწყო ამ ნებართვის გაუქმება, - განაცხადა ამ სამსახურის ეროვნულმა დირექტორმა, ფლორენსია კარინიანომ ტელეარხ C5N-ის ეთერში. მან განმარტა, რომ როცა სასამართლოში მოხდება რუსეთის მოქალაქისთვის არგენტინის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვა, მიგრაციის სამსახური წარადგენს მონაცემებს ბინადრობის ნებართვის

ელჩის ინფორმაციით, მიწისძვრით დაზარალებულ ქართველებს, რომლებსაც საქართველოში დაბრუნება სურთ, თურქეთში საქართველოს საელჩო დაეხმარება

თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ ქართველებს, რომლებსაც საქართველოში დაბრუნება სურთ,  თურქეთში საქართველოს საელჩო დაეხმარება, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა. „მოამბის“ წამყვანის კითხვაზე, ქართველების ნაწილს, რომლებიც მიწისძვრით დაზარალდნენ და სურთ სამშობლოში დაბრუნება, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ, ხომ არ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები ამ ადამიანების დასახმარებლად, თურქეთში ს

თურქეთში შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კუთხით არსებული შეკითხვების საქმეზე 12 ადამიანი დააკავეს

თურქეთში შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კუთხით არსებული შეკითხვების საქმეზე 12 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან კონტრაქტორები. ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს. 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, თურქეთში დაახლოებით 6 ათასი შენობა დაინგრა, მათ შორის რამდენიმე ახალი სტანდარტებით იყო აშენებული. თურქული მედიის ინფორმაციით, მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით ქვეყანაში რამდენიმე გამოძიება უკვე დაწყებულია. თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ განკარგ

ვალერი ზალუჟნი - ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე დაკარგული პოზიციების დაბრუნება და გამყარება შევძელით, ბახმუტზე კონტროლს ვაგრძელებთ - დაძაბული ვითარება დონეცკის მიმართულებით

უკრაინამ ზოგიერთი დაკარგული პოზიციის დაბრუნება შეძლო,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ოს არმიის გენერალთან, შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთამ მარკ მილისთან გამართულ სატელეფონო საუბრისას განაცხადა. „ყველაზე დაძაბული ვითარება დღეისთვის დონეცკის მიმართულებით არის, აქ მოწინააღმდეგე ყოველდღიურად 50 იერიშამდე აწარმოებს. სასტიკი ბრძოლები უგლედარისა და მარიინკას რაიონში გრძელდება. ჩვენ მყარად გვიჭირავს დაცვა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4,3 მაგნიტუდა შეადგინა. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ოზურგეთიდან 7 კილომეტრში სოფელ ვაკიჯვარში იყო.

“ცხოვრება წარსულში“ - Pet Shop Boys-მა ვლადიმირ პუტინის შესახებ სიმღერა გამოუშვა

ცნობილმა ბრიტანულმა ჯგუფმა „Pet Shop Boys“ გამოუშვა სიმღერა სახელწოდებით „Living In The Past“ – „ცხოვრება წარსულში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე. სიმღერის ვიდეოში გამოყენებულია პუტინის ინაუგურაციის კადრები, ვოლგოგრადში სტალინის ძეგლის გახსნა, დაპატიმრებები საპროტესტო აქციების დროს, ჯარისკაცების მსვლელობა. სიმღერის ტექსტში, პუტინის ენით ნათქვამია, რომ მას სურს მისი ისევე ეშინოდეთ, როგორც სტალინის ეშინოდათ: „მეც გავიმარჯვებ მის მსგავსად“, „ვერც მე დამჩრდილავენ“, „მინდა ხალხი სიკვდი

ბერდია სიჭინავა და ირაკლი ფავლენიშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ხმაური და დაპირისპირება ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ბერდია სიჭინავას რეპლიკას, რომ მიხეილ სააკაშვილის თემა ხელოვნურადაა წამოწეული „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხრიდან, უპასუხა და აღნიშნა, რომ ბერდია სიჭინავა, 20 ივნისის დარბევის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ირაკლი ფა
×
×
  • შექმენი...