Jump to content
Planeta.Ge

Blogs

უკრაინაში დაბრუნდა ხერსონიდან რუსეთში გადაყვანილი 24 ბავშვი

უკრაინაში დაბრუნდა 24 ბავშვი, რომლებიც ოკუპირებული ხერსონიდან რუსეთში გაიტაცეს. ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლქესანდრ პროკუდინის განცხადებით, ბავშვები სამშობლოში 10 აპრილს დაბრუნდნენ. უკრაინის ეროვნული საინფორმაციო ბიუროს განცხადებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში ცხრამეტ ათასზე მეტი არასრულწლოვნის დეპორტაციის ფაქტია დაფიქსირებული. უკრაინაში ამ ეტაპზე მხოლოდ 361 დაბრუნდა. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

ივანე ჩხაიძე - ქვეყანაში ძირითადად ის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც გაციებას იწვევს და არა ფილტვების ანთებას - შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის სეზონი დასრულდა

ბოლო 2 კვირა ორი ვირუსის სიჭარბით არის გამორჩეული - ქვეყანაში ძირითადად ის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც გაციებას იწვევს, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის სეზონი საქართველოში დასრულდა. „ეს კვირა გამორჩეულია. პირველად, ბოლო 6 თვის განმავლობაში, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის არსებობა არ დაფიქსირდა. იმედია, ას

სალომე ზურაბიშვილი - მაინტერესებს სად, როდის და რა სიტყვებით შემიდარებია როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია - ტვინში, სულში და გულში რა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასეთი რამ მოიფიქროს და ჭორად ჩამოაყალიბოს

მაინტერესებს სად, როდის და რა სიტყვებით ოდესმე შემიდარებია როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია!!!! ან ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ვინც მსგავს ინფორმაციას ავრცელებს, შეურაცხყოფს სახელმწიფოს, მის ინსტიტუტებს და საკუთარ თავს. "არცერთ ჭორს და ცილისწამებას როგორც წესი არ ვპასუხობ, რასაც ალბათ ამ 4 წლის მანძილზე თქვენც შეამჩნევდით… მაგრამ ყველაფერს ზღვარი აქვს! და მაინტერესებს სად, როდის დ

ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტს მიმართავენ, მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა 11 აპრილს არ მოიწვიოს

ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ, რიგგარეშე სხდომა, რომელიც მათ მოითხოვეს, 11 აპრილს არმოიწვიოს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა. თამარ კორძაიას განცხადებით, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა - ლევან ხაბეიშვილმა, ანა წითლიძემ დაუგეგმავად დატოვა საქართველო და ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისათვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. „დ

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას ამერიკული მედიასაშუალება NBC-ი ავრცელებს. „ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მაგრამ ჩვენ ჯერ მზად არ ვართ, ამის გამოსაცხადებლად“, - აღნიშნა ბაიდენმა NBC-ის გადაცემა „Today“-სთვის მიცემულ ინტერვიუში. როგორც ბაიდენმა განაცხადა, ის გეგმავს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი იყოს 2024 წლის არჩევნებში. ამასთან, ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადეს, რ

გიორგი გახარია - მომსწრე ვართ პარტიასა და სასამართლო ხელისუფლებას შორის ზღვარის წაშლის საშიში პრეცედენტის

მთავრობა დგას სანქცირებული მოსამართლეების გვერდით. ჩვენ ვართ მომსწრე პარტიასა და სასამართლო ხელისუფლებას შორის ზღვარის წაშლის საშიში პრეცედენტის, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ტვიტერში“ წერს. „ორივე - პარტია და სასამართლოს „გავლენის ჯგუფი“ პოლიტიკური კორუფციის და შესაბამისად, ივანიშვილის უკანონო ძალაუფლების წყაროა და გამიზნულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესს“, - აღნიშნავს გახარია.

ლევან მურუსიძე - კორუფციული ბრალდებები აბსურდია, უნდა გასაჩივრდეს აშშ-ის სასამართლოში, მაგრამ პირველ რიგში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ქართულ საზოგადოებას გავაგებინოთ, რეალურად რა ხდება

მივესალმები ირაკლი შენგელიას პოზიციას, ჩვენთან მიმართებაში კორუფციული ბრალდებების წამოყენება აბსურდია, ეს უნდა გასაჩივრდეს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოში, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით ჩვენ დაგვჭირდება გარკვეულ პროცედურებში გარკვევა და ჩახედვა, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ განაცხადა. მურუსიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა საზოგადოებამ გაიგოს, რა ხდება სინამდვილეში. „პირველ რიგში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქა

ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენი კომენტარები და შეფასებები რესპუბლიკური საავადმყოფოს მყისიერად რეაბილიტაციას, ან დემონტაჟს არ ითვალისწინებდა - არ არსებობს სამსახურის დაკარგვის საშიშროება

ჩვენი კომენტარები და შეფასებები რესპუბლიკური საავადმყოფოს მყისიერად რეაბილიტაციას, ან დემონტაჟს არ ითვალისწინებდა - არ არსებობს სამსახურის დაკარგვის საშიშროება, ან იმის, რომ კლინიკა თავისით დაიშალოს და ყურადღება არ მივაქციოთ, პაციენტი ვერ მიიღონ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც კლინიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე აუცილებლად გვეცოდინება, რესპუბლიკური საავად

ჯანდაცვის მინისტრი - რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული პროტესტი შეიძლება ცუდი კომუნიკაციის ბრალიც იყო, ახლა კომუნიკაციის ფორმებზე შევთანხმდით

შევთანხმდით კომუნიკაციის ფორმებზე. შეიძლება გასული პერიოდის განმავლობაში ცუდი კომუნიკაციის ბრალიც იყო ის გარკვეული პროტესტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც კლინიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. მისივე თქმით, რესპუბლიკური კლინიკის რეაბილიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება მაშინ იქნება მიღებული, როდესაც ექსპერტიზის დასკვნებს მიიღებენ. „შევთანხმდით კომუნიკაციის ფორმებზე, შეიძლება გასული პე

გიორგი დუნდუა - სანამ რესპუბლიკურ საავადმყოფოზე საექსპერტო დასკვნები არ დაიდება, იქამდე კლინიკა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას

სანამ რესპუბლიკურ საავადმყოფოზე საექსპერტო დასკვნები არ დაიდება, იქამდე კლინიკა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიორგი დუნდუამ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. როგორც მან აღნიშნა, მედიკოსების პროტესტმა შედეგი გამოიღო. “სანამ საექსპერტო დასკვნები არ დაიდება, სანამ კონკრეტული სამშენებ

„ბიბისი“ აპროტესტებს, რომ „ტვიტერში“ ტელეკომპანიის მთავარი გვერდი მონიშნეს, როგორც „მთავრობის მიერ დაფინანსებული მედია“

„ბიბისი“ აპროტესტებს, რომ „ტვიტერში“ ტელეკომპანიის მთავარი გვერდი მონიშნეს, როგორც „მთავრობის მიერ დაფინანსებული მედია“. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე დაუკავშირდა „ტვიტერის“ ხელმძღვანელობას, რათა აღნიშნული პრობლემა, რაც შეიძლება მალე მოგვარდეს. „ბიბისი“ ყოველთვის არის და იყო დამოუკიდებელი. ჩვენ გვაფინანსებს ბრიტანეთის საზოგადოება ლიცენზიის გადასახადის გზით“, – ნათქვამია „ბიბისის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საპასუხოდ, „ტვიტერის“ მფლობელმა, ილონ მასკმა განაცხად

ნინო ქადაგიძე - დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში, შეიძლება შემუშავდეს ნორმატიული ჩარჩო, რომელიც მინიმუმადე დაიყვანს სასამართლოზე პოლიტიკის გავლენას

დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. შეიძლება შემუშავდეს ნორმატიული ჩარჩო, რომელიც მინიმუმადე დაიყვანს სასამართლოზე პოლიტიკის გავლენას –  ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზეც ისაუბრეს. „დამატებით ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში, ვთვლი, რომ გარკ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე მუშაობს - რას შეეხება აკრძალვები ამჯერად

ევროკავშირმა ანტირუსული სანქციების ახალი, რიგით მე-11 პაკეტი შესაძლოა, აპრილში მიიღოს. მოსალოდნელია, რომ ბრიუსელი ყურადღებას უკვე დაწესებული შეზღუდვების თავიდან აცილების მექანიზმებზე გაამახვილებს, მათ შორის მესამე ქვეყნების ხარჯზე, შესაბამისად, მათ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს თურქეთზე, ყაზახეთსა და არაბულ ქვეყნებზე. სანქციების ახალ პაკეტზე საუბარი თითქმის მაშინვე დაიწყო, რაც 25 თებერვალს რუსეთის წინააღმდეგ მე-10 პაკეტი დამტკიცდა. როგორც Politico წერდა, ევროკავშირის ქვეყნები შემდ

საქართველოში დასაქმების მსურველი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 160%-ით გაიზარდა - hh.ru

საქართველოში რუსი მუშახელის მიზიდვა, თითქმის, ოთხჯერ გაიზარდა. ამის შესახებ რეკრუტირების პორტალ HeadHunter-ის (hh.ru) მონაცემებში არის ნათქვამი, რომელიც რეზიუმეებზე დამსაქმებელთა პასუხების მიხედვით არის გაანალიზებული. ანგარიში სააგენტო RBC-მ მოიპოვა. რუსი მუშახელის მასობრივი მიზიდვის მხრივ საქართველო რეიტინგში მესამე ადგილზეა. ქვეყანაში 2023 წლის პირველ კვერტალში რუსი მუშახელის 9,3 ათასი განაცხადი დაფიქსირდა, რაც გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 160%-ით მეტია. მაშინ საქარ

თბილისში 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი ახალი თავშესაფარი აშენდება - კალაძე

თბილისში 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი ახალი თავშესაფარი აშენდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ მზადაა ამ მიმართულებით კომპლექსური მუშაობისთვის. მისი თქმით, უპირველად უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები.

გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებები შედის

გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებები შედის. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაგეგმილია სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, გამტარუნარიანობისა და უსაფრთხოების გაზრდა მინიმალური ინფრასტრუქტურული ჩარევით. „მოგეხსენებათ, გმირთა მოედანი ქალაქის ერთ-ერთი პრობლემური სატრანსპორტო კვანძია, სადაც ბევრი ავტომობილი იყრის თავს და გადაადგილება შეუძლებელია, განსაკუთრებით, პიკის საათებში. ამ კვანძის ამჟამინდელი გეგმარებით, რამდენიმე

მიხეილ დაუშვილი - ხაბეიშვილმა და მარგველაშვილმა უნდა გადაწყვიტონ, ვინაა ნამდვილი ოპოზიცია? ეს სასაცილოა

ხუმრობთ, რომ შეიძლებოდა, ეს ჩვენს თავზე მიგვეღო? ხაბეიშვილს და მარგველაშვილს გადეცით, ერთმანეთს მიხედონ. ხაბეიშვილმა და მარგველაშვილმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია? სერიოზულიც არ არის, სასაცილოა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. დაუშვილი გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს: „ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი და ვინ – თვითმარქვია ოპოზიცია“.

ზაზა ლომინაძე - ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით კონცეფცია არის ადეკვატური და სწორი

კონცეფცია ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით არის ადეკვატური, სწორი და მართებული, – აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა. ლომინაძეს განმარტებით, ჯანდაცვის კომიტეტი აღნიშნულ პროცესში აქტიურადაა ჩართული. „დღევანდელი შეხვედრა სამედიცინო საზოგადოებასთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის გარანტიები, რაც პრემიერ-მინისტრმა და მინისტრმა ბრძანეს, ეს გარანტიე

მიხეილ სარჯველაძე - საგამოძიებო კომისიის შექმნა არასწორია, არ შეიძლება, მოსამართლეების გათავისუფლების საკითხი პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან განიხილებოდეს

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ვინც ითხოვს, თავადაც გადასარევად ხვდება, რომ ეს არასწორია, მათ შორის არათავსებადია კონსტიტუციურ წესრიგთან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით, არ შეიძლება, მოსამართლეების გათავისუფლების საკითხი პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან განიხილებოდეს. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მიზანი აჟიოტაჟის შექმნაა. „სასამართლო ხელისუფლების

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარი გახსნა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დღეს, 10 აპრილს გახსნა დანარჩენ საქართველოსთან გასული კვირის ბოლოს ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, მოქალაქეებს ორმხრივად გადაადგილება ისევ შეუძლიათ ორივე, ე.წ. გამშვები პუნქტით - ენგურის ხიდით, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან აკავშირებს და საბერიო-ფახულანის პუნქტით, რომელიც აფხაზეთის გალის რაიონის და სამეგრელოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზ

აღდგომის ღამეს გახანგრძლივდა მეტროს მუშაობის საათები

აღდგომის ღამეს თბილისში მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს. თბილისის მერმა კახა კალაძემ 16 და 17 აპრილს საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროებით შეცვლილ განრიგებზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. თბილისის მეტრო 15 აპრილის 23:00 საათიდან უფასო იქნება და ნაცვლად 00:00 საათისა, იმუშავებს 04:00 საათამდე; გარდა ამისა, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათის, საბურთალოს,

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერიას მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ სკვერის მოწყობის თაობაზე თანხმობა ჯერ არ გაუცია, მაგრამ „უმოკლეს დროში“ გასცემს

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერიას ჯერჯერობით მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სკვერის მოწყობის შესახებ თანხმობა არ გაუცია, მაგრამ ნებართვის გაცემას გეგმავენ. მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია ისტორიული ზონაა, რისთვისაც პროექტის დამტკიცებამდე საბჭოს თანხმობაა საჭირო, ხოლო ტენდერის გამოცხადება საჭირო არ არის. „მთავრობის ადმინისტრაციის წინ სკვერის მშენებლობის შესახებ მერიაში პროექტი გასულ კვირას შემოვიდა, დღე არ მახსოვს. ჯერჯერობით თანხმ

11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტს მიმართავენ

11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტს მიმართავენ. სალომე ზურაბიშვილთან გაგზავნილ მოთხოვნას 46 დეპუტატი აწერს ხელს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი „რეფორმების ჯგუფის" მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტის მიღება იქნება, რომელიც სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომ
×
×
  • შექმენი...