Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ვინ (არ) დაუჭირა მხარი რუსულ კანონს — სია

საქართველოს პარლამენტმა ხმაურის ფონზე პირველი მოსმენით რუსულ კანონს მხარი დაუჭირა. იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც კანონპროექტს მხარი დაუჭირეს არიან: გიორგი ამილახვარი; გია ბენაშვილი; ირაკლი ბერაია; ირაკლი (დაჩი) ბერაია; რამინა ბერაძე; მაია ბითაძე; ანზორ ბოლქვაძე; ელისო ბოლქვაძე; მაკა ბოჭორიშვილი; ბექა დავითულიანი; ალექსანდრე დალაქიშვილი; ზაურ დარგალი; ისკო დასენი; ზაალ დუგლაძე; გოჩა ენუ

სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“

სამართალდამცველები პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ.მოქალაქეებო, დაიშალეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სამოქალაქო წესრიგის დასამყარებლად“, - მოუწოდებენ მოქალაქეებს. ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. აქციაზე კვლავ ხმაური და დაძაბული ვითარებაა. სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტის იმ შესასვლელის მოქალაქეებისგან გათავისუფლებას ცდილობს, საიდა

„აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი“ — შსს მშვიდობიანი აქციის დარბევაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ირწმუნება, რომ პროტესტმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო, რაც უწყების თქმით, გამოიხატებოდა იმაში, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი ჰქონდა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირებირების მცდელობას და „სამინისტროს მოსამსახურეებზე ძალადობის ფაქტებს“: „თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი

სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებს

პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსული კანონის წინააღმდეგ, სპეცრაზმია მობილიზებული, რომელიც მომიტინგეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ საშუალებას იყენებს. სამართალდამცველებს მობილიზებული ჰყავთ სპეცტექნიკა, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.კანონპროექტის საარგებლოდ ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა. პროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. რაც შეეხება ე.წ. აგენტების შესახებ მეორე კანონპროექტს - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, ის პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე არ განუხილავთ, შესაბამისად, მისი კენჭისყრა ვერ შედგა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალ

აშშ-ის საელჩო - დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა

დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. „ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორ

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები პარლამენტს მოუწოდებენ არ მიიღოს კანონი ე.წ. „აგენტების“ შესახებ

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს არ მიიღონ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირალობის შესახებ“. განცხადებაში, რომელსაც 100-ზე მეტი ექიმი აწერს ხელს, ვკითხულობთ, რომ „აგენტების“ შესახებ კანონის მიღება შეაჩერებს საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებს პროცესს, მოაქცევს საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ იზოლაციაში, ჩაახშობს თავისუფალი მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების ხმას: „ჩვენ, როგორც

“რეპორტიორები საზღვრების გარეშე” ქართველ დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონპროექტს

“რეპორტიორები საზღვრების გარეშე” (RSF) ქართველ დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონპროექტს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმი “შემაშფოთებელია” და აღნიშნულ კანონს შეუძლია დიდი ხნით შეცვალოს ქართული დემოკრატიის სახე. RSF აღნიშნავს, რომ კანონპროექტი ძალიან ჰგავს 2012 წელს რუსეთში მიღებულ კანონს, რომელიც 2017 წლიდან სპეციალურად მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოიყენება. განცხადე

ანა ბუჩუკური - თითოეულმა დეპუტატმა, ვინც რუსულ საქმეს დაუჭერს მხარს, გაიაზროს რომ ინდივიდუალურად იღებენ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ისტორიის წინაშე - მათ ისტორიული სასჯელი ელით

თითოეულმა დეპუტატმა, ვინც რუსულ საქმეს დაუჭერს მხარს, გაიაზროს რომ ინდივიდუალურად იღებენ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ისტორიის წინაშე. მათ ისტორიული სასჯელი ელით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ვინც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარს დაუჭერს რუსულ საქმეში მიიღებს მონაწილეობას. „დღეს, რაც საქართველოს პარლამენტში ხდება, რასაც „ქართული ოცნება" აკეთებს, ანტიქართული საქმეა. თითოეულმა დეპუტატმა, ვინც რუსულ საქმეს

გიორგი გახარია - დამალული ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და აუხსნას მოსახლეობას, რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით და ართმევს ჩვენს შვილებს ევროპულ მომავალს

„საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას უნდა აუხსნას, „რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით“. ამის შესახებ განცხადებას გახარია „ტვიტერზე“ აქვეყნებს. „დამალული ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და აუხსნას მოსახლეობას, რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით და ართმევს ჩვენს შვილებს ევროპულ მომავალს! დროა, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეებს. საქართველო ევროპაა“, - წერს გახარია.

სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას აანონსებენ

სტუდენტური მოძრაობა „სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“ აქციას აანონსებენ. ისინი დღეს, 18:00 საათზე თბილისის სახელმწიდო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში იკრიბებიან, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტთან მთავარ აქციას შეუერთდებიან. „კანონპროექტების საკომიტეტო განხილვა, რომელიც 9 მარტს უნდა გამართულიყო, მოულოდნელად დაიწყო დღეს. ეს ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა მოსახლეობის მოტყუებით, შეუქცევადი საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყნის მომავალს, რადგან რუსული კანონის სწრაფად მიღების საშუალებას იძლევა. კან

მიხაელ როთი ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე - ეს არის მიზანმიმართული საჩუქარი რუსეთისთვის - პარლამენტო, ნუ გადაკვეთ წითელ ხაზს

ბრიყვო, ეს სამოქალაქო საზოგადოებაა. ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში შემოთავაზებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონით, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ რუთი „ტვიტერზე“ წერს. გერმანელი დეპუტატი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, კანონი არ მიიღოს. „ეს არის თავდასხმა დემოკრატიასა და თავისუფლებაზე, მიზანმიმართული საჩუქარი რუსეთისთვის, პირდაპირი გამოწვევა ქართველი ხალხის თანმიმდევრული ევროპული არჩევანისთვის. ძვირფასო საქართველოს პარლა

გაჯავრდი და განაწყენდი, ხმამყივარი შეიქენი - ბესიკ ხარანაულის „შეძახილი"

ქართველი პოეტი ბესიკ ხარანაული ფეისბუქის გვერდზე ლექსს აქვეყნებს. პარლამენტი რუსული კანონპროექტების განხილვას, 9 მარტის ნაცვლად, დღესვე იწყებს. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები, ასევე სხვა მოქალაქეები საზოგადოებას პარლამენტთან მისვლისა და პროტესტისკენ მოუწოდებენ. პუბლიკა

ბექა ლილუაშვილი - მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ კონსტიტუციის მიღმა ცნოს მთლიანად ეს პროცესი

დღეს ჩაატარეს კიდევ ერთი პოლიტიკური თაღლითობა, პროცედურული თაღლითობა და ისე, რომ შესვენებაც კი არ გამოაცხადეს, ხუთშაბათის დღის წესრიგიდან საკითხის განხილვა გადმოიტანეს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ე.წ. აგენტების კანონპროექტებთან დაკავშირებული მთელი ეს პროცესი, კონსტიტუციის და საქართველოს კონსტიტუციური მიზნების მიღმაა. „გზა ამ ყველაფერთან ბრძოლის ყველა ფრონტზე უნდა წარიმართოს, ბუნებრივია, მათ შორის, ჩვენ მთლიანად

კახაბერ ქემოკლიძე - მოვისმინე ბ-ნი ღარიბაშვილის ფსევდოპატრიოტული, ღრმა პოპულიზმით გაჯერებული დემაგოგია

პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე, სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ITB Berlin-ის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლას ვრცელი პოსტით ეხმაურება, რომელსაც PLANETA.GE უცვლელად გთავაზობთ: "მოვისმინე ბ-ნი ღარიბაშვილის ფსევდოპატრიოტული, ღრმა პოპულიზმით გაჯერებული დემაგოგია. აი რატომ ვფიქრობ ასე (გრძელი პოსტია)?! რა გვითხრა დღეს ბ-ნმა ღარიბაშვილმა ბერლინიდან: - კანონის („უცხო ქვეყნის აგენტების“) ორი ვერსია არის შეტა

ბიძინა გეგიძე - ევროპა უალტერნატივოა

ევროპა უალტერნატივოა,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ბიძინა გეგიძემ განაცხადა. აღნიშნულით ის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტების განხილვას გამოეხმაურა. „1995 წელს, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად ამირჩიეს. ამ დროიდან, ქართული რაგბი ევროპაში დაფუძნდა საფრანგეთის პარტნიორობით! შედეგი სახეზეა“, - აცხადებს ბიძინა გეგიძე. იპნ

ქართული რაგბის ქომაგები: დავით კაჭარავა დღეს იმ გუნდის წევრია, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიექაჩება

ქართული რაგბის ქომაგები ეხმაურებიან პარლამენტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვას და ამბობენ, რომ გულსატკენია, რაც ახლა ხდება. ქომაგების ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს კონკრეტული ადრესატი ჰყავს - დეპუტატი დავით კაჭარავა. "დღეს დავით კაჭარავა იმ გუნდის წევრია, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიექაჩება. ჩვენ გვეამაყებოდა და ვქომაგობდით, როცა ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა, თუმცა რაც ახლა ხდება, სამარცხვინოა", - წერენ რაგბის გულშემატკივრები.

მიხეილ დაუშვილი - მიგვაჩნია, რომ იურიდიულ კომიტეტზე ე.წ. აგენტებთან დაკავშირებული ორი კანონპროექტის განხილვა დარღვევებით განხორციელდა

მიგვაჩნია, რომ დარღვევებით განხორციელდა იურიდიულ კომიტეტზე აგენტებთან დაკავშირებული ორი კანონპროექტის განხილვა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ხდება ძირითად კანონპროექტებთან ერთად ალტერნატიული კანონპროექტის დაინიცირება, წამყვანი კომიტეტი იხილავს ორივე კანონპროექტს. „იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი კანონპროექტების განხილვა დასრულდა წამყვან კომიტეტზე და ბიურომ ჩვენი ალტერნატიული კა

შეწყვიტეთ განხილვა — ჩუგოშვილი, ხულორდავა და სხვა ყოფილი დეპუტატები

თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ლევან გოგიჩაიშვილი და მე-9 მოწვევის პარლამენტარების ნაწილი განცხადებას ავრცელებს რუსულ კანონზე, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და არასამთავრობო სექტორის შეზღუდვაა. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: ხელმომწერები: თედო ჯაფარიძე – საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე (2012-2016 წწ.); თამარ ჩუგოშვილი – IX მოწვევის პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (

პარლამენტი რუსული კანონპროექტების განხილვას, 9 მარტის ნაცვლად, დღესვე იწყებს

საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ შალვა პაპუაშვილს შესთავაზა, რომ უმჯობესია დღესვე დაიწყონ „უცხოული გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტების განხილვა. მმართველი პარტიამ გუშინ განაცხადა, რომ რუსული კანონპროექტების განხილვას პლენარულ სხდომაზე 9 მარტს დაიწყებდნენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შემოთავაზება მისაღებია და კარგი იქნება დღესვე დაიწყონ განხილვა დროის მოგების მიზნით. ამ გადაწყვეტილებ

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩიეს

საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად 6 წლის ვადით არჩევას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ლევან იოსელიანს ვადაზე ადრე შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება. დადგენილება ამოქმედდება მიღებისთანავე. „ბატონო ლევან, გილოცავთ სახალხო დამცველად არჩევას და გისურვებთ წარმატებულ სამსახურს ხალხის საკეთილდღეოდ“,- განაცხადა პაპუაშვილმა

ინალ არძინბა: საქართველოს ხელისუფლებას ჰყოფნის კეთილგონიერება, ეს ნაბიჯი არ გადადგას

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ სოლოვიოვის საავტორო გადაცემა  Соловьев Live - ში მიიღო მონაწილეობა და კითხვებზე უპასუხა. სოლოვიოვის ერთ-ერთი კითხვა,,მეორე ფრონტის“ გახსნის სურვილით დასავლეთის მხრიდან საქართველოს ,,წაქეზებას“ უკავშირდებოდა. რუსი პროპაგანდისტის აზრით, ამერიკა და სხვა ქვეყნები, რუსეთის გარშემო მდებარე სახელმწიფოებს, ,,მეორე ფრონტის“ გახსნისკენ ძალიან აქტიურად უბიძგებენ და საქართველოსაც ,,აქეთკენ, ექაჩებიან.

ყაველაშვილის თქმით, მზექალა შანიძე და შოთა არველაძე “ამჩატდნენ”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ენათმეცნიერი მზექალა შანიძე და ფეხბურთელი შოთა არველაძე “ამჩატდნენ”. ასე გამოეხმაურა ყაველაშვილი შანიძისა და არველაძის მიერ რუსული კანონპროექტის კრიტიკას. საუბარია კანონპროექტზე, რომლის ერთ-ერთი ავტორი ყაველაშვილიცაა. ყაველაშვილს ჟურნალისტებმა რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით შოთა არველაძის, საფეხბურთო კლუბების — “დინამოსა” და “გაგრას” — განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვეს. “აქ დაასახალეს კლუბები, ზოგიერთი საზოგადო
×
×
  • შექმენი...